4 დღიანი ტური სამეგრელოში და წლის ნადირობა ტყის ქათამზე, მწირი ფოტომასალით :( |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
4 დღიანი ტური სამეგრელოში და წლის ნადირობა ტყის ქათამზე, მწირი ფოტომასალით :( |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით კოლეგებო !
![]() როგორც იქნა მოვახერხე და 3 თვიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს სოფელს 4 დღით,ჩემი მისია იყო ტყის ქათამზე,ბეკასებზე და შეძლებისდაგვარად იხვებზე ნადირობა... დღე პირველი: ყველაფერი დაიწყო იმით რომ 7დეკემბრის ერთ მშვენიერ დილას ჩავსხედი მატარებელში და გავეშურე თბილისიდან დასავლეთში.4 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედი დანიშნულების ადგილზე,ჩემი ოთფეხა მეგობრებიც ძალიან ემოციურად შემხვდნენ,მიხვდნენ რაშიც იყო საქმე ![]() ![]() ![]() ![]() დღე მეორე:6საათზე დარეკა მაღვიძარამ და კიც წამოვწიე თავი(წინა დღის ნასვამმა ![]() ![]() ![]() ![]() დღე მესამე:ავდექით ისევ გამთენიისას და წავედით მდინარის პირას,დასავლეთის ქარი ქროდა და თოვდა კიდეც,თავსაც ვერ ვწევდი ზევით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() როგორც ზევით აღვნიშნე საღამოსაც წავედით გადაფრენაზე და აქ უკვე გადატენილი ვაზნები წავიღე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() როგორც იქნა ოდნავ ჩამობნელდა და გავნაწილდით,გზად მიმავალმა კი დავინახე როგორ ჯდებოდა იხვი ჩემს პირდაპირ მდინარეში,რომელიც საერთოდ ვერ მხედავდა(ჩემდა საბედნიეროდ ერთი თხმელა მეფარებოდა და მეც გავშეშდი)ჩაჯდა ეს იხვიც ჩემგან 60-70მეტრში ისე რომ თავისუფლად დავადგებოდი და მწყერივით ამოვარენდი,იქამდე კი თოფში 2 და 6 ნომერი ვაზნები მედო,მინდოდა 6 და 7ჩამედო რომ ახლოდან არ გამჭირვებოდა იხვის მაქსიმუმ 2 სროლით ჩამოგდება,მაგრამ ჩემი ახლობლის ძაღლი ცუდ დროს ცუდ,ადილზე აღმოჩნდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დღე მეოთხე და წლის ნადირობა ტყის ქათამზე:მაინც ვერ ვისვენებდი და კიდევ ერთ დილას ავდექი გამთენიისას და წავედი მდინარის პირას,მაგრამ წინა დღეებთან შედარებით უარესი სიტუაცია დამხვდა,არც ერთი იხვი არ მინახავს 2 საათის განმავლობაში...ესეც ერთ-ერთი ფოტო იმ დილის ნადირობიდან ![]() ვიმაიმუნე ![]() მზიანი დილა გათენდა და სითბოც იგრძნობოდა,ვხდებოდი რომ დაგდა ის დღე რომლისთვისაც ვიყავი ჩასული,დილის ნადირობიდან დაბრუნებულა დავაპურე ოთხფეხა მეგობრები მოვეფერე და დავისვენე რამდენიმე საათი. დაახლოებით დღის 2 საათზე წავედით ტყეში ქათამზე სანადიროდ,გზად შემხვედრმა სოფლელმა კი მახარა რომ იმ ტყეში დილით ყოფილა და ვერაფერი უნახავს,ხელცარიელი დაბრუნებულა...სიმართლე რომ გითხრათ მისი აზრი და შედეგი დიდად არ მაინტერესებდა ![]() ![]() ![]() ![]() ავიღე,შევათვალიერე,ბუმბულები გავუსწორე და ჩავიდე ჩანთაში,ჩემი პირველი ქათამი ამ სეზონზე.დავუბრუნდი მეორე ზოლს და როგორც სხვებმა მითხრეს მათაც უნახავთ ორი ქათამი,მაგრამ ვერ ესროლეს.გავაგრძელე სვლა ჩემ ზოლზე და კიდევ ერთი ნაბული,ბრძანებას ამოფრენა მოყვა,მაგრამ გასროლა ვერა,იმდენად ახლოს ამოფრინდა ქათამი რომ,იმ მოკლე მანძილზე სადაც სროლის საშუალება მქონდა რომც მომერტყა ასაღებად არ ივარგებდა,ისიც ისე გაუჩინარდა რომ თვალიც ვერ გავაყოლე...ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კიდევ რამდენიმე ნაბული ვიხილე ჩემი ძაღლის და ამოფრენილი ქათმები,ზოგსაც ესროლეს და ჩამოაგდეს კიდეც ,ჩვენ თან გვახლდა ერთი ახალბედა მონადირე რომელსაც ყველაზე მეტად გაუმართლა იმ დღეს და მისკენ ღია სივრცეში 4 ქათამი გავგზავნეთ მე და სარამ,მაგრამ მან ზოგი ნახა და ზოგს ააცილა,რომ არა მისი გამოუცდელობა იმაზე მეტს მოვინადირებდით ვიდრე შევძელით,ამასობაში საღამოც მოვიდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ზონა უნდა გაგვეარა,ჩავუყევით ამ უკანასკნელსაც,გათოვდა და თანაც ისე რომ რამდენიმე წუთში თოფის ლულები თოვლით იფარებოდა,რაღაცნაირად გულსავსე ვბრუნდებოდი სახლისკენ როცა კიდევ ერთი ნაბული და აფრენილი ქათაამი ვიხილე,მაგრამ მოხდა ისე,რომ ქათმის აფრენაზე ჩვენს ახლაბედას შეეშინდა და დაუმიზნებლად ესროლა ![]() ![]() ესეც ნანადირევის მოკრძალებული ფოტოები ![]() ![]() ასეთი იყო ჩემი"ნადირობანი სამეგრელოში"მომენტებით და შედეგებით კმაყოფილი ვარ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჩემი ეზო ![]() ![]() კიდევ მინდა ბევრი რაღაცის დაწერა მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვპუოლობ ![]() ![]() პატივისცემით მე... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() მშვენიერია.ნამდვილი ველური დასავლეთი |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
დავით კაი იყოო მაგრად მასიამოვნე ამ შენი ოთხდღიანი ტურით
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
megreli
საღოლ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი ![]() |
ყოჩაღ დავით ბატონო! მხეცი ხარ გალიაში!
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
megreli
ჯიმა.... და დარწმუნებული ხარ, რომ მარტო იყავი იქ?????.......... ისე გაქვს დაწერილი-აღწერილი, რომ მეგონა ნახევარი კლუბი თუ არა,მე მაინც იქ ვიდექი და ჩემით ვხედავდი ირფელს. ჯგირი რე ჯიმა ჯგირი.......... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მალადეც!!!
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
megreli
ყოჩაღ, კარგია!!! ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Dec 14 2013, 16:41 |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გაიხარეთ,მადლობა
![]() ![]() წელს სოფელში არამგონია კიდევ ჩავიდე და ეს იყო ამ წლის ბოლო ნადირობები ჩემთვის,ემოციებით და თავგადასავლებით სავსე...განსაკუთრებით კი ტყის ქათამზე ნადირობა,რომელსაც წლის ნადირობა ვუწოდე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 06:54 |