ვ.ვ. გრინერის "წმინდა გიორგი", ისტორიული თოფი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვ.ვ. გრინერის "წმინდა გიორგი", ისტორიული თოფი. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვ.ვ. გრინერის "წმინდა გიორგი"
ვილიამ ველინქტონ გრინერთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო ფაქტი, მე-19 საუკუნის ბოლოს მან გადაწყვიტა დაემზადებინა უნიკალური, საგამოფენო-სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც მის ფირმას კიდე უფრო გაუთქვამდა სახელს. თოფის დამზადების პროექტის ხელმძღვანელად დანიშნა თავისი შვილი, ჰარი. რომელიც უკვე რამდენიმე წელის მანძილზე მისი პარტნიორი იყო. ინგლისის საიარაღო წრეებში ჰარი გამოცდილ მეიარაღედ მიაჩნდათ, ამიტომ ამ დავალებას დიდი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით მოეკიდა. მაღალი კლასის თოფის დამზადებისას, გადასაწყვეტია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი - შეირჩეს საკონდახე მასალა, შეთანხმდეს მექანიზმი და გრავირების ესკიზები, რომლითაც ის დამშვენდება. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ საკუთარ საწყობში ჰარიმ იპოვნა კავკასიური კაკლის საკონდახე მასალა. მასალი იყო უნიკალური სილამაზითა და სიმტკიცით, მაგრამ ჰქონდა საკმაოდ დიდი მინუსებიც, კორძებისა და სიცარიელების სახით, ამიტომ მასალა დაიწუნეს, მაგრამ ჰარიმ თავისდაგასაკვირად, უკეთეს მასალას ვერც თავისთან და ვერც სხვა მეიარაღეებთან ვერ მიაგნო. გადაწყდა, დაემზადებინათ კონდახი და ტიბჟირი ისევ იმ მასალისგან, მაგრამ ამ მასალის ხარვეზების გამო მას მოუწია ასზე მეტი ხარვეზის შევსება. კონდახის ფორმა შეიმუშავა მამა გრინერმა და მას რაციონალური უწოდეს ამ ტიპის კონდახის დამზადების შემდეგ. არც კონდახზე და არც ტიბჟირზე არ იყო ნაჭდევი. მავანნი ამბობდნენ, ისე ეჩქარებოდა დამთავრებული თოფის ნახვა, რომ დრო არ დახარჯა ნაჭდევის გაკეთებაზე. მაგრამ გაცილებით ლოგიკურია ვიფიქროთ, ნაჭდევი არ გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაეფარათ ხის ულამაზესი სტრუქტურა. თოფის მექანიზმი იყო ენსონისა და დილის სისტემის, რომელიც გრინერის მიერ იყო გადამუშავებული და დახვეწილი. თოფს ედგა გრინერის მიერ დაპატენტებული ერთსასხლეტიანი მექანიზმი და ეჟექტორის სისტემა. საინტერესოა, რომ თოფს არ ჰქონდა დამცავი მექანიზმი. არსებობს ცნობილი აზრი, რომ ვ.ვ. გინრერი მიიჩნევდა, ყველაზე უსაფრთხო თოფად იმ თოფს, რომელიც დატენილი არ იყო. დამცავ და ინტერსეპტორებიან მექანიზმებს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. გრავირება თოფზე შეასრულა გრინერის ფირმის უხუცესმა ოსტატმა, ჰარი ტომლინსონმა, რომელმაც მთელი ცხოვრეის განმავლობაში ამ ფირმაში იმუშავა. თოფის სახელი, სწორედ გრავირების სიუჟეტამა გადაწყვიტა. მასზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი რომელიც ამარცხებს გველეშაპს. სასხლეტის დამცავზე კი უკვე გველეშაპზე მდგომი გამარჯვებული წმინდა გიორგია გამოსახული. დანარჩენი სივრცე კი დაფარულია მცენარეული ორნამენტით. გრავირება შესრულებულია ღრმა, რელიეფურ სტილში. თოფი დამზადებულია 12 ყალიბისა და დასრულა 1903 წლისათვის. იგი დასათვარიელებლად გაიტანეს უამრავ გამოფენაზე. „წმინდა გიორგი“ არასდროს შეფასებულა და არასდროს ყოფილა გაყიდვაში. 1913 წელს ერთ ძალიან შეძლებულ ირანელს, გაუჩნდა იდეა, შეეძინა ეს ან ანალოგიური თოფი. გრინერმა ეს კონკრეტული თოფი, რა თქმა უნდა, არ მიჰყიდა, მაგრამ ანალოგიური თოფი დაუმზადა. ახალ ”წმინდა გიორგის“ მცირე განსხვავებები ჰქონდა, კერძოდ: ნაჭდევები კონდახზე, ორ სასხლეტი და დამცავი მექანიზმი. ამ თოფში დამკვეთმა 300 ფუნტი გადაიხადა. ეს თანხა იმ დროისთვის წარმოუდგნელად ძვირი იყო. მაგალითისთვის, უმაღლესი შესრულების პერდე ღირდა 90-100 ფუნტი. ლეგენდის თანახმად თოფი გემზე დაიტვირდა და გაეგზავნა დამკვეთს ირანში, თუმცა სამგზავრო ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ამბობენ, რომ იქირავეს ცნობილი ფრანგი მყვინთავი, ჟაკ ივ კუსტო. მან იპოვნა ლაინერი, მაგრამ თოფი მასზე ვერ აღმოაჩინა. ამაზე შეიძლებოდა აქ დასრულებულიყო ისტორია „წმინდა გიორგის“ შესახებ, რომ არა ერთი ბოლო დროის აღმოჩენა, იმის შესახებ, რომ ოფიციალური მონაცემებით 1913 წელს ამ ტიპის ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში არ დაღუპულა. ასე რომ, დღემდე უცნობია, თოფმა მიაღწია თუ არა დამკვეთამდე (რადგან ფირმას არ მოსვლია დამკვეთის მიერ თოფის მიღების დამადასტურებელი ცნობა). დღემდე დაუდგენელია, იმყოფება ზღვის ფსკერზე თუ რომელიმე კერძო კოლექციაში ინახება, არც ის არის გამორიცხული, რომ გაიარა ბევრი მონადირის ხელში და ახლა ერთ-ერთი რიგითი მონადირე ნადირობდეს ისე, რომ არც იცოდეს, ხელში რა თოფი უჭირავს. ![]() ![]() 1) 1907 ![]() upload 2)1909 ![]() хостинг картинок bmp 3)1987-1992 ![]() хостинг картинок 4)2004 ![]() фотохостинг бесплатный ვ.ვ. გრინერი „წმინდა გიორგი“ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 01:35 |