მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 28 2010, 13:16
პოსტი
#201
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მტრედის აღწერილობა
ქედანი გვრიტი გვიძინი ანუ გულიო მტრედი ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)4. ელექტრო ფიტული სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ |
|
|
|
ლეკი მტრედი Nov 28 2010, 13:16
kardinal84 კუკლა კაი იყო Jan 9 2014, 20:57
Bone კაით რა Jan 9 2014, 21:33
bashiachuki ბოდიშით ესეთი სახე... Jan 9 2014, 22:04
Bone bashiachuki
ანუ მოხმობის ... Jan 9 2014, 22:14
bashiachuki Bone
კი მოხმობის საშვ... Jan 9 2014, 22:21
kardinal84 bashiachuki
ფიტულები ნორმ... Jan 10 2014, 19:37
assassin29 არსებობს და გუდვილ... Jan 10 2014, 19:39
bashiachuki კი მეც მაქ გუდვილშ... Jan 10 2014, 20:34
rezo197313 შევიძინე მოძრავი ფ... Jan 17 2014, 16:33
xonski მთავარია 2 -3 ცალი მო... Jan 17 2014, 19:14
game 91 ციტატა(xonski @ Jan 17 2014, 20... Jan 17 2014, 22:58
bashiachuki rezo197313 სად და როგორ შე... Jan 19 2014, 07:54
rezo197313 ამაზონიდა გამოვიწ... Jan 20 2014, 14:52
rezo197313 ვისაც მტრედზე ნადი... Jan 23 2014, 18:10
barbi სალამი ბიჭებს. ერთ... May 1 2014, 09:34
assassin29 barbi
კი კაცო დაშვებუ... May 1 2014, 09:42
dzirula და ოღონდ ლიმიტიც ა... May 1 2014, 09:45
kajuberi ციტატა(barbaqadzenikolozi @ 1st M... May 1 2014, 09:49
barbi ხოო კაია. ქედანი ოხ... May 1 2014, 10:32
rezo197313 აბა ვის აქ ინფო ქედ... Sep 22 2014, 14:20
kajuberi ციტატა(rezo197313 @ 22nd Septembe... Sep 22 2014, 14:21
HUNTER FREDY ესეც ჩემი მოკრძალე... Sep 22 2014, 15:02
baroni როდინდელია ბაბუ? Sep 22 2014, 15:44
rezo197313 მოკლედ მივიღეთ ინფ... Oct 26 2014, 19:36
rezo197313 მოკლედ მივიღეთ ინფ... Oct 26 2014, 19:45
kajuberi RE: მტრედი Oct 27 2014, 09:19
LeoTaso პირველი გასვლა იყო... Jan 11 2015, 23:21
smekosmeko საღოლ, სად იყავით ე... Jan 11 2015, 23:58
დაქსი LeoTaso
ციტატა(LeoTaso @ 12th Ja... Jan 12 2015, 04:16
feroni LeoTaso
კარგად გინადირ... Jan 12 2015, 12:48
LeoTaso smekosmeko
feroni
აღმოსავლე... Jan 12 2015, 13:09
ლეკი LeoTaso
საღოლ ლევან.. (Y) Jan 12 2015, 14:08
bashiachuki LeoTaso მალადეც მაგრებ... Jan 13 2015, 17:38
LeoTaso bashiachuki
ჩვენ შემთხვე... Jan 13 2015, 18:22
ჯეკო ამ უმწყერობასი გად... Sep 11 2015, 20:27
assassin29 ჯეკო
ყოჩაღ კარგია
... Sep 11 2015, 21:11
jorj ჯეკო მაგარია. რისი ... Sep 12 2015, 04:22
ჯეკო ვjorj არვიცი რაგაც რუ... Sep 12 2015, 05:55
camaro კარგია...
ელექტრო მ... Sep 12 2015, 07:15
უიარაღო მანოკთან ამას არაფ... Sep 12 2015, 08:15
rati1982 თან ისარი უნდა ხო ს... Dec 1 2015, 23:19
rati1982 ხალხო ვინმემ მაშოვ... Dec 2 2015, 22:19
kardinal84 rati1982
მაიმარკეტზე არ... Dec 3 2015, 12:06
kardinal84 http://www.mymarket.ge/ka/product/view/7520256/ Dec 3 2015, 13:52
ალექსანდრე მეგობრებო ქედნის ფ... Sep 5 2016, 22:41
assassin29 ალექსანდრე
სამგორ... Sep 6 2016, 07:11
ალექსანდრე მადლობა ასასინ, დი... Sep 7 2016, 12:11
assassin29 ალექსანდრე
კარგია... Sep 7 2016, 16:40
ალექსანდრე ერთი ქედნის ფერებშ... Sep 7 2016, 20:48![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 15:14 |