IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იჟ-18 ИЖ-18 , გლუვლულიანი
ქსოვრეთელი
პოსტი Jan 16 2010, 22:08
პოსტი #201


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ИЖ-18

ესაა ერთლულიანი, შიდაჩახმახიანი თოფი. გამოდის ამავე კლასის თოფების иж к-ს და иж 17-ის ბაზაზე 1964 წლიდან. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 ; 16 ; 20 ; 28 ; 32 ; 410.
12და 16 ყალიბის თოფის წონა არაუმეტეს 2,800გრამია. საკონდახე მასალა ძირითადად არყის ხე, წიფელი იშვიათად კაკალიც. კონდახის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, პისტოლეტური ნახევრად პისტოლეტური და სწორი. ლულების სიგრძე კალიბრის მიხედვით მერყეობს 675მმ-იდან 735 მმ-დე. სალულე ფოლადი საყოველთაოდ გავრცელებული რუსული სალულე მარკა 50 А. ლულა შიგნიდან ქრომირებულია. თოფს სამიზნე თამასა არ გააჩნია! სავაზნე 70 და 76 მმ-ი. თოფს გააჩნია ეჟექტორი და მისი გადასართველი ექსტრაქტორზე.


სალულე შევიწროება ცილინდრი 0,0 მმ; ნახევარჩოკი 0,5 და ჩოკია 1მმ აქვს, იშვიათად სხვა ჩოკები. თანამედროვე მოდელებში, უფრო სწორად მოდიფიკაციებში გაკეთებულია მობილჩოკები ("კოლონიალ არმზის").

სახლეტ დამცემ მექანიზმს გააჩნია დამშვები მოქმედება, დაჭიმული ზამბარის გასროლის გარეშე დაშვება. თოფი აღჭურვილია ჩახმახის შეყენების მაშვენებლით. დამცავი სისტემაც საკმაოდ საიმედოა, ის მოთავსებულია სასხლეტის ფარის უკან, ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ახალი მოდიფიკაცია სპორტი, რომელიც აბსოლუტურური გამოეორებაა იმ განსხვავებით რომ ოდნავ დაახლოებულია სპორტულ თოფებთან. ამ მოდელს სამიზნე მოწყობილო უფრო სწორად სამიზნე თამასა დაუმატეს, კონდახის გეომეტრიამაც შეიცვალე პირველდელი სახე და სპორტულ სტანდარტებს მიუახლოვდა,თოფი ასევე აღჭურვილია ეჟექტორით. ყველაზე დიდი სიახლე ის იყო რომ ლულის ბოლოში პერფორაციები დაიტანეს, უკუცემის და თოფის ვერტიკალურად აგდების შესამცირებლად, ასევე საფანტის დაჯგუფების სითანაბრისთვის, სალულე შევიწროება მობილჩოკებით. ამ ცვლილებების შემდეგ სპორტულმა მოდიფიკაციამ წონაში საგრზნობლად მოიმატა. პირადად მე არ მიმაჩნია სრულყოფილ სპორტულ თოფად, ბოლო ბოლო ერთჯერადი მუხტია, არსებობს ეჭვი რომ მოდელი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა უფრო მეტიც მათი შეკვეთით და ეს უკანასკნელი გამოიყენება მერიკულ ტრაპზე, მოგეხსენებათ ამ დისციპლინაში ერთად ერთი გასროლაა საჭირო. სავარაუდოდ ამ ქვეყანაში დამწყები სპორცმენები ისვრიან ხოლმე иж 18 სპორტიდან.




უკანასკნელი მოდიფიკაცია იჟ 18-ის ესაა მთლიანად პლასტკის კონდახი და ცევიოთი


ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც ხრახნიანი იარაღის შესახებ შესწორება შევიდა რუსეთი კანონმდებლობაში, სხვა სანადირო ხრახნილულიან იარაღთან ერთად დაიწყო წარმოება ერთლულიანი შტუცერების , ძალიან პოპულარული გახდა და მალე თავისი მყიდველიც იპოვა კიდევაც. ИЖ-18МН აბსოლუტურად იგივე მექანიზმისა და დიზაინის თოფია იმ განხვავებით რომ კეთდება მხოლოდ ხრან ლულაზე. როგორც "იჟი" აცხადებს თოფი კეთდება თითქმის ნებისმიერი კალიბრის ვაზნაზე 9,3х74R-მდე, თუმცა რეალურად გამოდის 222Rem; 308 WIN ; 7,62х39 და 7,62х 54.




დამეთანხმეთ რომ ძალიან ელეგანტურია, მდიდრული და სასიამოვნო შდაბეჭდილებას ტოვებს... თუმცა რას იზამს შეჯგუფება რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ? ეს საკითხავია, თოფს ხომ ერთმაგი ჩამკეტი აქვს !



(ბოლო სურათზე иж 18 ЕМ, )
თემა მომზადებულია Bonehill-ის მიერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- PREDATOR   იჟ-18 ИЖ-18   Jan 16 2010, 22:08
- - saxo   ხო ჰატსანი რო თურქ...   Jan 18 2014, 11:45
- - PREDATOR   ეს იჟ 18 ნახეთ რა სიმ...   Jan 24 2014, 10:46
- - assassin29   ხო მაგრამ 420 ლარი რო...   Jan 24 2014, 10:58
- - baroni   იჭ 43ის ქონას ეს გქო...   Jan 24 2014, 11:20
- - assassin29   baroni ტოზ ბ ჩემთან სო...   Jan 24 2014, 11:46
- - baroni   ეგგ უჩუქნია, ეგ გაყ...   Jan 24 2014, 11:52
- - უიარაღო   მე მქონდა იჟ 43. კოშმ...   Jan 24 2014, 13:13
- - assassin29   how to print screen on pc იჯ18 MH სულ ...   Jan 27 2014, 11:18
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Feb 9 2014, 21:51
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Feb 9 2014, 21:55
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Feb 10 2014, 15:13
- - PREDATOR   visit my website   Feb 10 2014, 15:38
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Feb 10 2014, 15:51
- - PREDATOR   აი მესმის იჟ 18   Jan 7 2015, 23:42
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Mar 15 2016, 18:26
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Mar 15 2016, 19:21
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Mar 15 2016, 19:36
- - PREDATOR   RE: იჟ-18 ИЖ-18   Mar 16 2016, 11:54
- - ვახო123   иж17 ანიჭებთ უპირატე...   Nov 25 2016, 15:14
- - ბლექ-ხასან   ციტატა(ვახო123 @ 25th Nov...   Nov 26 2016, 22:52
- - koba1973   ციტატა(levani @ 27th November 201...   Nov 27 2016, 17:26
- - glax   ცალლულიანი რუსული ...   Mar 16 2017, 17:58
|- - chipo_20   ციტატა(glax @ Mar 16 2017, 17...   Mar 17 2017, 19:17
- - მაქსიმუსა   glax მრ 18 კონკრეტულად ...   Mar 16 2017, 21:01
- - ilia123   გამარჯობათ მეგობრ...   Jun 6 2017, 21:05
|- - minchanin   ციტატა(ilia123 @ Jun 6 2017, 22...   Jun 7 2017, 19:52
|- - ilia123   ციტატა(minchanin @ Jun 7 2017, 20...   Jun 7 2017, 21:08
- - ჭალიმგელა   რუსულისგან ბრაკი ა...   Jun 6 2017, 21:24
|- - ilia123   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 7 2017, 10:13
- - baroni   ეს ზეპირად ძნელია ...   Jun 7 2017, 11:27
3 გვერდი V  < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 00:48