IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი"
მონადირე
პოსტი Jun 10 2009, 16:55
პოსტი #301


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ირლანდიური სეტერი




ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).

პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- მონადირე   ირლანდიური სეტერი   Jun 10 2009, 16:55
- - kardinal84   geka ვახ შენ გაიხარე ...   Feb 13 2014, 19:47
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Feb 13 2014, ...   Feb 13 2014, 20:02
- - kardinal84   მისმა დედიკომ? ვერ ...   Feb 13 2014, 20:05
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Feb 13 2014, ...   Feb 13 2014, 20:10
- - geka   RE: ირლანდიური სეტერი   Feb 13 2014, 20:15
- - kardinal84   хостинг изображений png фот...   Feb 13 2014, 20:23
- - geka   ესეც საგვარეულო ...   Feb 13 2014, 20:27
- - kardinal84   бесплатный хостинг картино...   Feb 13 2014, 20:29
- - geka   ესეც მამა - შონი (ონ...   Feb 13 2014, 20:30
- - kardinal84   хостинг изображений png фот...   Feb 13 2014, 20:40
- - kardinal84   კარქია მომეწონა ამ...   Feb 13 2014, 20:45
- - geka   დედა - რედა რობი გაი...   Feb 13 2014, 20:50
- - kardinal84   ეს უკრაინიდან არის...   Feb 13 2014, 20:57
- - geka   უკრაინიდანაა, http://sette...   Feb 13 2014, 21:05
- - kardinal84   კარგ ტანზე დგას ტა...   Feb 13 2014, 21:12
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Feb 13 2014, ...   Feb 13 2014, 21:24
- - gagrinski   geka გილოცავ, ვნახე უ...   Feb 13 2014, 21:22
|- - geka   ციტატა(gagrinski @ Feb 13 2014, 2...   Feb 13 2014, 21:30
- - gagrinski   სანამ მწყერი შემოვ...   Feb 13 2014, 21:28
- - monadire batumeli   geka ზდაროავ ძმა,სჰენ...   Feb 13 2014, 23:25
- - manuchari89   შევაჯვარებ თუ ვინმ...   Feb 14 2014, 09:32
- - manuchari89   RE: ირლანდიური სეტერი   Feb 14 2014, 09:46
- - kardinal84   manuchari89 ამ ძაღლს საგვ...   Feb 14 2014, 09:50
|- - manuchari89   ციტატა(kardinal84 @ Feb 14 2014, ...   Feb 15 2014, 17:38
|- - manuchari89   ციტატა(manuchari89 @ Feb 15 2014,...   Feb 15 2014, 17:59
- - monadire batumeli   ციტატა(manuchari89 @ 30th Septemb...   Feb 14 2014, 09:56
- - ---გიორგი---   ესეც ჩემი ძაღლი - სე...   Mar 4 2014, 14:15
- - Rey -   ამდენი ლეკვის გაჩე...   Jun 4 2014, 14:04
- - kajuberi   18 დავითვალე მეე   Jun 4 2014, 14:06
- - ალთაზარ   kajuberi 20   Jun 4 2014, 14:08
- - Rey -   kajuberi ალთაზარ მეც 18 ...   Jun 4 2014, 14:10
- - kardinal84   image ru ჩემი მოლის ცოტ...   Oct 15 2014, 13:49
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Oct 15 2014, ...   Oct 22 2014, 17:13
|- - geka   ესეც მაქსი. მაქსი   Oct 22 2014, 17:28
- - ჭალიმგელა   geka ეს ის ახალი ჩამო...   Oct 22 2014, 17:51
- - gagrinski   მინდორში რას შვება...   Oct 22 2014, 18:41
- - kardinal84   geka მოუწევთ ერთ წელშ...   Oct 22 2014, 19:23
- - kardinal84   gagrinski ცოტა უფრინველ...   Oct 22 2014, 19:28
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Oct 22 2014, ...   Oct 23 2014, 11:26
- - kardinal84   screen grab jpg images photo hosting image s...   Oct 30 2014, 10:30
- - gagrinski   ირლანდიური სეტერი...   Apr 1 2015, 22:39
- - kardinal84   საინტერესო ინფოა , ...   Apr 2 2015, 20:34
- - Rey -   მაგრად მომწონს ეს ...   Apr 3 2015, 09:33
- - gagrinski   კლუბში დართვაზე არ...   Apr 3 2015, 10:58
- - gagrinski   screen shot on pc ფრიდას დედა...   Apr 3 2015, 11:18
- - kardinal84   gagrinski ხოარ მოგვეწყო ...   Apr 3 2015, 11:56
- - Rey -   gagrinski ჩამოყვანა შედ...   Apr 3 2015, 18:09
- - kardinal84   Rey - წინასწარ რა გით...   Apr 3 2015, 18:26
- - gagrinski   kardinal84 მოვაწყოტ აუც...   Apr 4 2015, 09:33
|- - kupra   ციტატა(gagrinski @ Apr 4 2015, 10...   Apr 4 2015, 14:52
- - kardinal84   kupra რას გაიგებ სანა...   Apr 4 2015, 15:27
- - kardinal84   https://www.youtube.com/watch?v=d--2JAM0OHI ე...   Apr 4 2015, 15:34
- - megreli   ციტატა(kardinal84 @ 4th April 201...   Apr 4 2015, 15:36
- - megreli   kardinal84 ციტატა(kardinal84 @ 4...   Apr 4 2015, 15:57
- - kardinal84   img hosting images მოლი 1 წლის....   Apr 15 2015, 17:49
- - gagrinski   კარგი გოგოა. ვიდეო ...   Apr 15 2015, 19:10
- - kardinal84   gagrinski შაბათს არაფერ...   Apr 15 2015, 20:25
- - megreli   gagrinski ეგრეა დავით,მა...   Apr 16 2015, 01:35
- - megreli   kardinal84 ციტატა(kardinal84 @ 1...   Apr 16 2015, 01:50
- - Rey -   kardinal84 ყურადღებით ვ...   Apr 16 2015, 14:18
- - Rey -   kardinal84 ყურადღებით ვ...   Apr 16 2015, 14:27
- - kardinal84   ოო იქ ნუ იტყვი ისეთ...   Apr 16 2015, 14:32
- - gagrinski   Rey - თუ მართლა გულით ...   Apr 16 2015, 17:59
- - Rey -   gagrinski ხვადი გყავს თუ...   Apr 17 2015, 08:43
- - gagrinski   მე ძუ მყავს, ერთი ხვ...   Apr 17 2015, 09:40
- - Rey -   gagrinski მადლობა კონსუ...   Apr 17 2015, 11:40
- - monadire batumeli   მაქსი რა ვაჟკაციაა...   Apr 27 2015, 00:27
- - kardinal84   monadire batumeli ეს თქვენი ძ...   Apr 27 2015, 06:43
|- - geka   ციტატა(kardinal84 @ Apr 27 2015, ...   Apr 27 2015, 11:00
- - monadire batumeli   kardinal84 ეს მეგობრის ხვ...   Apr 27 2015, 08:53
- - gagrinski   დაიწყო მუშაობა ამ ...   Apr 27 2015, 09:47
|- - geka   ციტატა(gagrinski @ Apr 27 2015, 1...   Apr 27 2015, 11:07
- - megreli   geka ციტატა(geka @ 27th April 20...   Apr 27 2015, 12:52
- - kardinal84   geka მე კი ვიცანი თან ...   Apr 27 2015, 13:58
- - kardinal84   რამოდენიმე დღის წი...   Apr 27 2015, 14:09
- - gagrinski   მადლობა, ჯერ არაფე...   Apr 27 2015, 17:41
- - kardinal84   куда залить картинку ეს ...   Apr 27 2015, 19:08
- - gagrinski   ოთო სანამ გეშავ, ნა...   Apr 28 2015, 09:34
- - Rey -   kardinal84 რა ლამაზია   Apr 28 2015, 16:17
- - megreli   სტამბულშიც ვიპოვე   Apr 28 2015, 23:08
- - gagrinski   პრინციპში ფრიდას დ...   May 14 2015, 09:13
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 14th May ...   May 14 2015, 13:08
- - gagrinski   megreli აბა რა შეკითხვ...   May 14 2015, 13:15
- - gagrinski   ფრიდას რამდენიმე ფ...   May 15 2015, 11:00
- - kardinal84   gagrinski ბოლო გლიჯავს დ...   May 15 2015, 13:10
- - gagrinski   kardinal84 გაიხარე ოთო, ი...   May 15 2015, 21:43
- - kardinal84   загрузить картинку на сайт ...   May 24 2015, 11:43
- - dato 85   gagrinski ადგილობრივი ს...   May 26 2015, 21:41
- - gagrinski   dato 85 ჩემი შემოყვანი...   May 27 2015, 01:48
- - jaba_gugesha   მოგესამებით! ვინ...   Oct 21 2015, 10:39
- - kardinal84   jaba_gugesha სალამი. საგვა...   Oct 21 2015, 19:36
- - manuchari89   მე მყავს ძალიან მა...   Jan 13 2016, 13:28
- - kardinal84   хостинг картинок без регис...   Jan 22 2016, 18:11
- - kardinal84   загрузить картинку на сайт   Feb 18 2016, 20:53
- - manuchari89   მყავს სუფთა სისხლი...   Feb 25 2016, 10:08
- - gagrinski   ვისაც უნდა ირლანდი...   Feb 26 2016, 18:41
- - kardinal84   ჩემი ძაღლის ძმისშვ...   Feb 26 2016, 20:24
- - manuchari89   ეს ჩემი ძაღლის შვი...   Mar 13 2016, 15:42
- - kardinal84   ორ კვირაში დედა გა...   Apr 22 2016, 12:27
- - gagrinski   დედობა კარგია მაგრ...   Apr 22 2016, 18:09
5 გვერდი V  « < 2 3 4 5 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 01:36