როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა |
Jan 11 2014, 22:02
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი". მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური. გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს. რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში. ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს. |
|
|
|
minchanin როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა Jan 11 2014, 22:02
assassin29 RE: როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა Jan 11 2014, 22:07
ძამა შელჩოკებთან რომ! ... Jan 11 2014, 23:25
megreli minchanin
კარგი თეორიაა ... Jan 12 2014, 01:20
OQRO444 კარგია რომ შეეჭიდე... Jan 12 2014, 11:55
minchanin ძამა, megreli.
სამწუხარო... Jan 12 2014, 22:00
მაქსიმუსა minchanin
მადლობა თქვენ ... Jan 13 2014, 11:11
Triumph ძვირფასი თემაა minchanin... Jan 22 2014, 11:19
o.cho ძალიან კარგი და სა... Feb 17 2014, 15:30
Shooter ციტატადა კიდევ ერთ... Feb 17 2014, 15:51
Shooter ანუ პირველ ჩემ აბზ... Feb 17 2014, 16:01
Shooter შესწორება: პასპორტ... Feb 17 2014, 17:07
minchanin Shooter
მე ვიცი, რომ თქვ... Feb 17 2014, 21:50
Shooter ციტატამე ვიცი, რომ ... Feb 18 2014, 11:25
minchanin რაც შეეხება ზუმის ... Feb 17 2014, 21:56
Shooter ციტატა(minchanin @ Feb 17 2014, 2... Feb 18 2014, 11:17
Shooter მოკლედ ჩემი თეზისე... Feb 18 2014, 11:43
REZI 444 http://www.amazon.com/Nikon-ProStaff-4-12x...rosta... Feb 18 2014, 12:54
Shooter ციტატა(REZI 444 @ Feb 18 2014, 13... Feb 18 2014, 15:21
minchanin ციტატა(Shooter @ 18th February 20... Feb 18 2014, 17:20
Shooter ციტატა(minchanin @ Feb 18 2014, 1... Feb 18 2014, 17:58
minchanin მე მგონი უაზრობაა ... Feb 18 2014, 20:47
Shooter არ შევცდი. სტაჟიან... Feb 19 2014, 18:53
Shooter კამათს რაც შეეხება... Feb 19 2014, 18:57
minchanin მე მგონი დროა შევწ... Feb 20 2014, 14:05
Shooter ციტატა(minchanin @ Feb 20 2014, 1... Feb 20 2014, 22:12
minchanin ციტატა(Shooter @ 19th February 20... Feb 20 2014, 14:11
Shooter ამიდ დედა ვატირე, თ... Feb 20 2014, 22:32
Davitus Shooter
"რატომ ბრაზობ... Feb 20 2014, 23:00
minchanin ღმერთია მოწმე. ასე... Feb 21 2014, 21:13
მაქსიმუსა ციტატა(minchanin @ 21st February ... Feb 21 2014, 22:09
minchanin მეგობრებო, ეველას ... Dec 28 2014, 21:06
minchanin ახლა შევამჩნიე, რო... Jan 4 2015, 21:19![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 14:28 |