სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014
კუთხა
პოსტი Feb 19 2014, 09:48
პოსტი #61


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



რადგან ბატონი ჩელიოსი არ იშლის მეც დავსწერამ ერთი-ორ სიტყვას newsmile05.gif მაშ ასე:

პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა კლუბ ოჩოპინტრეს მადლობა მოვუხადო იმისათვის რომ დამპატიჟა გასვლაზე და + კლუბში მიმიღო ოფიციალურად. მადლობა ბიჭებო! d778bc34f693c93907196ff195628213.gif

გასვლამდე 2 კვირით ადრე ვიცოდი უკვე გასვლის ამბავი, წინასწარ შევემზადე ფსიქოლოგიურად, შემდეგ გადავხედე მუშაობის გრაფიკს და დავინახე რომ მეცალა მაგ დღეს, უფრო დიდი შემართებით განვაგრძე ამ დღისათვის მომზადება, მაგრამ ბოლო დღეს წავაწყდი უდიდეს პრობლემას, თბილისამდე ჩამოსვლის საშუალება არ მქონდა, საკუთარი მანქანა არ მყავს, ტრანსპორტი კი ასე ადრე თბილიში არ მოდიოდა, ბევრი ვიარე თუ ცოტა მივაგენი 1 მანქანას რომელიც დათქმულ დროზე 15-20 წუთით მაგვიანებდა, ამ დროს გამოჩნდა ჩემი მხსნელი მეგობარი და მათხოვა თავისი მაშინა, ეს პრობლემაც მოგვარდა, მთელი ღამე ვბორგავდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავადექი თბილისის გზას, ისე მოხდა რომ თბილისელებზე ადრე გორიდან ჩამოვედი დათქმულ ადგილას D.gif

ნელნელა შევიკრიბეთ მთელი შემადგენლობა, ზოგმა გამვლელმა ავღანობა დაგვწამა, ზოგმა ერაყელობა, ზოგმა ტერორისტობა, მოკლედ გასვლამდე კარგად ვიხალისეთ newsmile05.gif

როგორც იქნა დავადექით ჩემთვის ნანატრ გზას, გულის ფანცქალით ვითვლიდი კილომეტრებს, 1 სული მქონდა ადგილამდე მალე მივსულიყავით, უნდა აღვნიშნო, რომ ნადირზე სანადიროდ მანამდე არ ვიყავი ნამყოფი, ასე რომ მეტად გამოუცდელი ვიყავი ამ საქმეში და მხოლოდ თეორიულად ვიცოდი რა და როგორ უნდა მომხდარიყო, ისიც გზაში ამიხსნეს დავითუსმა და ბონემ, ადგილზე მისვლისას მოკლე ინსტრუკტაჟის შემდეგ, ეგერმა დაგვანაწილა ნომრებში და დაიწყო მოლოდინი, დაიწყო მარეკის სროლის ხმა, ყიჟინა და შეძახილები, უცებ გაისმა შორიდან სროლის ხმა, კუნძზე ვიყავი ჩამომჯდარი როდესაც ჩემს გვერდით ფიშმენამ 1 გასროლით ძირს დასცა ვერაგი ტურა, წამოვხტი, დავაჭყიტე თვალები, ვიყურე აქეთ-იქით, მაგრამ ამაოდ, არ ჩამდა ჩემს მხარეს არაფერი, სროლის ხმა კი უფრო და უფრო ხშირდებოდა, დრო და დრო მიახლოვდებოდა მარეკი, ბოლოს 1 მოძრავი ობიექტი შევნიშნე, მოვიმარჯვე თოფი, დავაკვირდი კარგად და დიდ სირცხვილს გადავრჩი, მარეკის გონჩი მორბოდა ჩემსკენ D.gif

დასრულდა პირველი სარეკი, გზად მეორე სარეკისაკენ უცებ შემოგვიერთდა უცნობ ადამიანთა ჯგუფი, ეგრევე ეტყობოდნენ რომ ნამდვილი ცივსისხლიანი მკვლელები იყვნენ, მოკლე, ტაქტიკური დანიშნულების პომპიანი ვინჩესტერებით, სამუხლეებით, ბენდენებით და ასე შემდეგ xPMWh.gif მოხდა ისე რომ ერთ-ერთი მკვლელი ნომერში ჩემს გვერდით მოხვდა, ვუყურებდი და ლამის მეც გავიქეცი ჩემი ნომრიდან, არათუ ტურა-მგელი, 1 ადგილზე ვერ გაჩერდა, ბოლთას სცემდა (ეტყობა გემი ეძირებოდა და ღელავდა), სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და რაც ყველაზე მთავარია დატენილ თოფს უაზროდ იქნევდა აქეთ იქით და ბოლოს ლულაშიც ჩაიხედა წინიდან, არ ვიცი რას ეძებდა, მაგრამ აშკარად ვერაფერი იპოვა და დაღონებულმა ფეხზე დაიდო თოფი და დაეყუდა ზედ newsmile035.gif

ხო მართლა, მანამდე ჟურნალისტები მოვიდნენ და მთხოვეს 2 სიტყვით გვითხარი რა ხდება და როგორო, ვთხოვე წასულიყვნენ და გამოცდილი კაცისაგან აეღოთ ინტერვიუ, მაგრამ არ მომეშვნენ და მეც ვუთხარი 2 სიტყვა newsmile05.gif

სამწუხაროდ მეორე სარეკიც ჩემთვის უშედეგოდ დასრულდა, თუმცა კარგად კი ვიხალისე ჩემს გვერდით ჩასაფრებულ "მკვლელზე" D.gif

მესამე სარეკში საკმაოდ კარგი ნომერი მერგო წილად, მაგრამ მარეკები აშკარად დაღლილები იყვნენ და მესამე სარეკი არამარტო ჩემთვის, არამედ უმეტესობისათვის უშედეგო იყო


ბოლოს გაიმართა უკვე ნანატრი პურის ჭამა, კარგად ვიხალისეთ, კარგად ვიცინეთ, მოხდა იუბილარის და კლუბის ახალწვეულების დასაჩუქრება და ასე შემდეგ newsmile05.gif

მოგეხსენებათ მე გორში ვიყავი წამოსასვლელი და ამიტომ მე, დავითუსი და ბონე ადრე წამოვედით, მაგრამ თბილისში მგონი ბოლოები ჩამოვედით D.gif რომ არა დათოს გარმინი და ოსმანდი, ალბათ ახლაც იქ ვიქნებოდით, სადმე, ტყემალაძის ტყეში D.gif მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გზის არევასაც თავისი მუღამი და აზარტი ჰქონდა, იმ იმედით რომ გზა მალე გამოჩნდებოდა უკან არ ვიხევდით და მივდიოდით წინ და წინ newsmile05.gif სამწუხაროდ მოგვიწია მაინც უკან დაბრუნება, მაგრამ მაინც კარგი იყო newsmile05.gif


უფ, რამდენი ვწერე, აღარც ვიცი რა დავწერო, მოკლედ ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც კი მამისვრია თოფი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 19 2014, 10:03
პოსტი #62


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კუთხა

აი ამას ვითხოვ მეტს კი არაფერს? საღოლა.....


მიბაძეთ ამ კაცს..... ფოტოები კარგია, მაგრამ მონადირის ჩანაწერს მაინც ვერაფერი შეცვლის, ეს მამაჩემისგან ვიცი და მჯერა რომ ასეა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 19 2014, 10:58
პოსტი #63


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუთხა

საღოლ, კაი გამართული წერა გცოდნია, აწი გასვლებზე სულ რეპორტებს მოგთხოვენ, ჯერ სად ხარ D.gif

ყველამ დაწეროს და პირველ პოსტში გადავიტან მონაწილის ჩანაწერებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 19 2014, 12:43
პოსტი #64


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



გილოცავთ . მშვენიერი დრო გიტარებით. საინტერესოა სხვა ცხოველები ან ფრინველებიც თუ შეგხვდათ. ირმების სურათები ნვახე და ძალიან მომეწონა. ასევე კაკბებიც და ხონთქრის ქათმებიც. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Feb 19 2014, 12:46
პოსტი #65


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



უიარაღო
ბუები შეგვხვდა მე, დავითუსს და ბონეს, თანაც პირდაპირ ბუნებაში, ტყეში, და არა ვოლიერში და გალიაში newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 19 2014, 13:17
პოსტი #66


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ეგ ცისფერი მელა ვინღა მოკლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Feb 19 2014, 16:42
პოსტი #67


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაიხარეთ ,გაიხარეთ საღოლ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

სურათებით როგორ ვისიამოვნე და წარმომიდგენია იქ რა დროს გაატარებდით newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 19 2014, 16:42
პოსტი #68


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 19th February 2014 - 14:17) *
ეგ ცისფერი მელა ვინღა მოკლა.

რომ დაგვინახა ამდენი თავი მოიკლაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Feb 19 2014, 20:25
პოსტი #69


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Feb 19 2014, 20:35
პოსტი #70


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ალთაზარასაც წავემაიმუნეთ მე და ფიშმენა newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Feb 19 2014, 22:06
პოსტი #71


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დიდებული ამბები დაგიტრიალებიათ.გაიხარეთ ყველამ small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
merabi01
პოსტი Feb 19 2014, 22:11
პოსტი #72


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 56
რეგისტრ.: 2-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kaxeti



გილოცავთ ბიჭებო კაი დრო გაგიტარებიათ.და კიდევ ბევრჯერ გაგეტარებინოთ ესეთი დღეები. gunshot.gif newsmile041.gif newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 20 2014, 08:45
პოსტი #73


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



განცხადება: ვიბარებ ტურის ხირცს 3 ლარად. ჯიგარს 1.5 ლარად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 20 2014, 11:34
პოსტი #74


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 20th February 2014 - 10:45) *
ვიბარებ ტურის ხირცს 3 ლარად. ჯიგარს 1.5 ლარად.

ჩინელი ინვესტორები გყავთ?..
newsmile035.gif newsmile035.gif თუ კაი კანალია ოჩო აიღებს თავის თავზე მომარაგებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 20 2014, 12:28
პოსტი #75


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოლოცვისა და ამ საჩუქრისათვის. გაიხარეთ


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 18:18