სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი სეზონი და კლუბი დიდი გულმოდგინებით ელოდა, შიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთო შეკრებას და რიტუალად ქცეულ “საერთო დახურვას”.
ამჯერად უკვე მეორე წელია, ვიკრიბებით და ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ვსტუმრობთ. მადლობა მეურნეობის მესვეურთ, ამ ურთიერთ სასარგებლო საქმისთვის. ნადირობა მტაცებელ ცხოველებზე (მგელი, ტურა, მელა, ენოტი), საკმაოდ აზარტული და შრომატევადია, თუმცა ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს ყველა მონადირეს და შედეგიანი დასასრულის შემთხვევაში, უდიდეს სიამოვნებას პირდება. მაშ ასე: ![]() ![]() ![]() 32 ჟინით აღტკინებული და გადარეული მონადირე შეიკრიბა დილის 6 საათზე თბილისში. 32 რჩეული ვაჟკაცი იწევდა კახეთის მტაცებლების დასალაშქრად. 32 აიარაღ ასხმული და ეკიპირებული მეომარი არღვევდა დილის მყუდროებას სასტუმრო “რედისონი”-ს წინ. 32 მგზნებარე გული ბაგუნობდა მკერდში და ლამობდა გარეთ გამოვარდნას. 32 კაცს, გაკვირვებული შეჰყურებდა მიწისქვეშეთიდან ამოსული დილის პედერასტები და უშნო ბოზები. 32 მონადირე , როგორც იქნა მოთავსდა მანქანებში და გაუყვა კახეთის გზატკეცილს. ![]() თუმცა იყო გაუთვალისწინებელი მანქანის გაფუჭებაც, სევდა, ჩაძინებულ და ვერ წამოსული მეგობრების გამო და უკვე ადგილზე ჩასულთ, მდევარივით უკან გამოკიდებული მანქანებიც. კარგა გათენებული იყო, ადგილზე რომ ჩავედით. დილის წახემსების დრო არვის ქონდაო, წერს მატიანე. მცირე ინსტრუქტაჟი როგორც პრეზიდენტისგან , ასევე მეურნეობის ადგილობრივი წარმომადგენლისგან, აიარაღის აწყობა-ასხმა და ჯარი მზად იყო ტყის დასალაშქრად. ![]() ![]() ![]() ლამაზი სანახავი იყო, ერთ მწკრივში, ჩუმად ტყეში შემავალი მონადირეები. განაწილება ნომრებში და ნანატრი ხმა მარეკისა.. გავარდა შორი ახლოს ერთი, მეორე, მესამე…. . . დაიწკავწკავა პირველმა ნადირმა. . . . ე.ი. არის. . . . “ნეტავ ჩემკენ არაფერი გამოვა?”-დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა თითეული ჩვენგანი და სულგანაბული ელოდა იმ “არაფერს”. . . . გავარდა უკვა მეორე მხარეს, კიდევ , კიდევ მოისმა თოფის ხმა , გაფაციცებით აკვირდები ტყეს და აგერ ჩემს გვერდში დაუშვა ვიღაცამ კიდევ სასხლეტი, ერთი მეორე, მესამე. . . . გვერდზე მდგომი მამუკა ახდენს ამჯერად საკონტროლო გასროლას... კიდევ ცოტა ხანი და ჰოი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ერთი გასროლა, ჯერ მგელი მეგონა , მაგრამ მიწაზე გაგორებულს რომ დავაკვირდა, ტურიკო იყო, ისევ მამუკას საკონტროლო გასროლა და უკნასკნელად გაიქნია ფეხი ცხონებულმა. კიდევ ცოტა ხანი და კიდევ ერთი გამობრძანდა, მაგრამ შემამჩნია, მიტრიალდა და იქ უვე მოტრიალება აღარ აცალეს, ისე გაუყოლეს მოუსავალს. პირველი სარეკი დამთვრდა , შედეგი 12 ტურა და 1 მელა. აიყარა ნომრები, შევიკრიბეთ და მეორე სარეკისკენ გავემართეთ. აქ უკვე შედეგი 8 ტურა, მაგრამ ვერ ვითმენთ, მეტი გვინდა , გვინდა რაც მთავარია მგელი. . . თუმცა წელს "ნუკაბაძის" გარეშე მოგვიწია ნადირობის დასრულება. სარეკი მესამე თუმცა კი კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გაისმა რამოდენიმე გასროლა. საერთო შედეგი 22 ტურა და 1 მელა. უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენც და მასპინძლებიც. უკმაყოფილებას, მხოლოდ მწკრივში ჩაწიკჭიკებული ტურები გამოთქვამენ და ისიც მდუმარედ. დაიწყო ფოტო-სესია, ხან ერთობლივი და ხან ინდივიდუალური გადაღებები. ზოგი საიდან წამოვუწექით ტურიკოებს და ზოგი საიდან. მცირე დასვენება და სანაქებო ნადიმი, რომლის დასასრულიც მაინცდამაინც კარგად ვერ მახსოვს. მთვარია ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა. მივიღეთ კლუბის წევრობის კანდიდატები, კლუბში რასაც გულით ვულოცავ ყველას. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, გადამღებ ჯგუფს და ჯრნალისტებს, მძღოლებს და თითოეულ მონაწილეს უნაკლოდ შესრულებუილი გასვლისთვის. პ.ს. ახლა რაც მაქვს იმ სურათებს დავდებ და დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ყმაწვილებო. სიუჟეტი მაესტროდან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#91
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კაცოოო, ესა რეკომენდაციის თემაა თუ სეზონის დახურვის? თემატურად პოსტეთ ძალიან გთხოვთ.
ჰოდა ვისაც დასაწერი გაქვთ დაწერეთ რა იყო, როგორ იყო. გვიმალავთ თუ როგორ არის საქმე? მაინცდამაინც მხატვრულად ნუ დაწერთ ვისაც არ გეხერხებათ. გლეხურად უფრო კარგად იკითხება დამიჯერეთ. ჰოდა დაწერეთ რაა. დავიჯერო 32 კაცში მხოლოდ სამმა კაცმა ისიამოვნა ამ ნადირობით? ნუ ხართ ზარმაცები..... |
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და მთელ 6 გვერდზე ვერსად წავიკითხე,ვინ რამდენი ტურის ცოდვა დაიდო
![]() ჩამოწერეთ სია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყველამ მოკლა ტურიკო.თითქმის ყველამ გაისროლა.ყველას ასეთი კმაყოფილი შეგრძნება ქონდა.და ვინ მოარტყა-ვინ დაჭრა მაგას არსებითი მნიშვნელობა ამ გასვლაზე ნამდვილად არ ქონია
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
დახოცილ ტურებს რა ბედი ეწით? მაპატიეთ თუ ტექნიკური წვრილმანებით დავინტერესდი. დამარხეთ საძმო საფლავში. საშაურმეებმა წაიღეს თუ როგორც იყო.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#96
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უიარაღო
მეურნეობის ადმინისტრაციამ მიხედა . დამარხავდნენ ალბათ , სახლში ანტისანიტარიას არავინ დაუშვებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#97
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები თორე დავიგინები უკვე
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#98
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჩელე
დავსწერ დღეს საღამოს ან ზეგ დილით ![]() წამოსულიყავი და შენი თვალით ნახავდი ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#99
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ალთაზარ
ბალღოო, მაიხედე აქეთა. ესა ჩემი ხუშტური კი არ არის? უბრალოდ რაც მეტს დაწერთ, მით ბევრს შემოინახავს ისტორია და 5-6 წლის მერე რომ გადახედავ შენს ნაწერს, გეამება და გულს მალამოდ დაგეფინება. შვილი რომ გეყოლება და გკითხავს ჩუკვნის გარდა რა გიკეთებიაო, ჩაურთავ ოჩოპინტრეს და თვალებზე ააფარებ. გაიგე შენაა???..... თორე მე ზეპირად ვიცი უკვე ვინ სად დააბრახუნა და რა დააბრახუნა.... ბიჯოოოს.... უნდა დაუღეჭო რაა.... ბლიაძ... |
|
|
![]()
პოსტი
#100
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#101
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ესეიგი რა ხდება... ჩელეს დაჯინებული მოთხოვნა სრულდება
![]() ჭიაურში ჩავედით ცოცხლები ![]() ესიყო რაც შევძელი დგადმომეცა ჩემი განცდებიდან, იმედია მოგეწონებათ. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#102
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მარდი
კარგი ბიჭი ხარ შენა... ხუთიანი პირად საქმეში შეტანით.... |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#104
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მარდი
აეგრე რა გაიხარე. რო ვკითხულობდი ლამის მეც იმ ამბავში მეგო ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#105
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჩელე ოი დიდო ჩელე
მოგიყვებით ეხლა ჩემსა ზღაპარსა ![]() მცირე მონოლოგი დილის 5 საათზე ვურეკავ ფიშმენას ვეკითხები რას შვები მოდიხარ თუ არა , პასუხი: მამაჩემმა ძაღლს მე დილით ვერ გავიყვანოო , ხოდა მე მომიწია გაყვანაო კაი მეთქი შევთანხმდით , რომ ჯერ ჩიკას გაუვლიდა შემდეგ მარდის და ბოლოს მე ![]() ![]() ![]() ![]() როგორც იქნა დავიძარით , გავეშურეთ კახეთსა შინა , ფიშმენა აღმოჩნდა მაგარი დრიფტერი , რატომღაც მოგვისრიალდა პაწია მანქანა და ფიშუმაც არ დააყოვნა და დრიფტაობ-დრიფტაობით ვიარეთ 15 წამი ![]() ![]() ![]() ჩავედით ჭიაურში , ოდნავ ციოდა , თუმცა ვატყობდი მზიანი ამინდი გველოდა , მანქანებიდან გადმოსვლისთანავე მივედით კოცონთან სადაც უკვე გველოდნენ ეგერები, მივესალმეთ ერთმანეთს როგორც გვჩვევია ნამდვილ ქართველებს და ასევე მონადირეებს ![]() აღწერა ნადირობის სანამ ტყეში შევიდოდით პაწას ვხმაურობდით , მაგრამ აი შიგნით რომ შევედით თითქოსდა მარტო ვიყავი , ისეთი სიჩუმე ჩამოწვა . ეგერები მიდიოდნენ და სათითაოდ აყენებდნენ ჩვენს მეგობრებს პოზიციაზე და ეუბნებოდნენ თუ საიდან გამოვიდოდა ნადირი . მე თაზო და გოჩა 15-20 მეტრის დაშორებით ვიდექით ერთმანეთთან თაზოს ვხედავდი გოჩას ვერა , ბოლოს როგორც იქნა ატყდა ხმაური მარეკები თოფს ისროდნენ ახმაურდა ყველაფერი , საიდანღაც გასროლა 1 გასროლა 2 , ზემოთა მხრიდან კიდევ რამოდენიმე გასროლა , გასუსული ვდგევარ , აი საიდანღაც გამოვა აი გამოვა , როგორც იქნა გამოვიდა მაგრამ სამწუხაროდ მე გამოუცდელმა პირველად წასულმა ნადირზე სანადიროდ იმ წამსვე მივიდე ლულა მხარზე , შემამჩნია იმ ოხერმა და ცოტა მანძილი გაირბინა თაზოს ვანიშნე , თაზომ გოჩას მერე უკვე რა და როგორ მოხდა არ მახსოვს მაგრამ სროლები არ წყდებოდა , მეც იმედი მიცრუვდებოდა უკვე მეთქი აი ეხლა გამოვა კიდე ან რატო ვიჩქარე მაშინ თქო , უკვე ისე ვიყავი რომ ჩამოჯდომა გადავწყვიტე მივიხედ მოვიხედე მარა სადაა კუნძი თაზოს გავხედე და ის კუნძზე იჯდა ეხხ მეთქი ამაშიც არ გამიმართლდა თქო , მუხლ მოდრეკილი ვიჯექი და ძალიან ძალიან გავისუსე , საერთოდ არ მოველოდი და მარცხენა მხრიდან გამოჩნდა ტურა , ამან ვერ დამინახა კაი ფერებში ვიყავი ეტყობა , რეზკად მოვტრიალდი დავუმიზნე და ვესროლე კიდეც , საწყალი 10 მეტრში იქნებოდა საფანტმა გაშლა ვერ მოასწრო მგონი და ყველა მაგას მოხვდა , ბეჭი გემრიელად ავუწითლე ![]() ![]() ![]() ![]() გადავედით შემდეგ ნომერში შემოგვემატნენ სტუმრები , და გავაგრძელეთ ერთად ნადირობა . ისევ ჩავლაგდით ნომრებში დავიკავეთ პოზიციები , სადღაც 10-15 წუთის შემდეგ გამოჩნდა ჩემს პირდაპირ ტურჩიკა , ვუყურებ მიყურებს თან არ ვინძრევით , კიდე მიყურებს მეთქი რა ვუყო ეხლა , თავი ჩაღუნა და წავიდა ძუნძულით , მეც ეგრევე მოვიმარჯვე თოფი და ვესროლე 1 გასროლა 000 ით დაიჭრა ფეხებსა და მუცელში აწივდა აკივდა და წამოდგომა გადაწყვიტა და მაგ დროს მოხვდა თავსა და ბეჭებში მეორე გასროლა 00000 ამოყირავდა და დაეცა , ველოდეთ მარეკების შეძახილებს და შეძახილებით გვეუბნებოდნენ რომ ისინი ახლოს იყვნენ და დაგვეშვა თოფები და ფრთხილად ვყოფილიყავით , გამოვათრიე ეს მეორე ტურაც "იგორამ ვაა დავით კიდევ ერთი ? როდესაც დაინახა რომ კიდევ ერთს მოვათრევდი" . თუ არ ვცცდები მეორე ნომერში 6-7 ტურა შევმატეთ ![]() რაც შეეხება რექაციას ,ემოცია , პირველი ტურა რო დავინახე რომელმაც შემამჩნია მაშინ წავიდა ჩემში ადრენალინმა მუშაობა სულ , დაძაბული ვიყავი , სულ ლოდინში , გაფაციცებით ვადევნებდი თვალს არე მარეს , ხოლო როდესაც პირველი მოვკალი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა დამცხა , გავოფლიანდი არადა არ მირბენია , უბრალოდ მაგ შეგრძნებას გავდა , და უცებ ცივმა ნიავმა გადამიარა ![]() ![]() ნადირობის მერე გადავინაცვლეთ დანიშნულების ადგილზე სადაც უკვე გამზადებული იყვნენ ტურჩიკები გადავიღეთ ტრადიციულად სურათები , კოლექტიურად და ცალ-ცალკეც , სხვადა სხვა პოზაში ![]() ჩვენს პრეზიდენტს მივულოცეთ დაბადების დღე , გადავეცით საჩუქარი , ვკოცნეთ და ვადღეგრძელეთ , შემდეგ მივიღეთ კაი ხალხი კლუბში წარმატება ვუსურვეთ კლუბთან ერთად .... შემდეგ არ მახსოვს რა ხდებოდა , აა გამახსენდა ძაან დავიღალე ეტყობა ემოციებისგან და წავედი ჩავწექი მანქანაში , მარა ვინ მოგასვენებდა ? ხან ფიშუ მაღვიძებდა ხან მარდი ხან კიდე ვინ იცის ![]() ![]() მოკლედ 10 საათისთვის როგორც მარდიმ ბრძანა ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით მარა მერეც არ მახსოვს არაფერი თბილისამდე 10-15 კმ ში გამეღვიძა ![]() მინდა მადლობა გადავუხადო , კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს რათა ასეთი საქმის ორგანიზება გააკეთეთ , მადლობა კლუბ ოჩოპინტრეს კლუბის წევრებს რომ სრულად დაიცავით წესები და უსაფრთხოების ნორმები , ახალ კლუბის წევრებს ვუსურვებ ხშირ გასვლებს ბუნებაში და კაი კაი საქმეების კეთებაში კლუბთან ერთად ![]() მადლობა ჭიაურის მეურნეობის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს ასეთი კარგი დახვედრით და გაცილებისთვისაც ![]() ნამდვილად კარგი დღე მქონდა და მემგონი თქვენც დამატყდა თითები ![]() გკოცნით თქვემი ალთაზარა -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd October 2025 - 14:14 |