იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სეზონის დახურვამდე 10 დღეღა რჩება, სეზონის ბოლოს ყველას იღბლიან ნადირობას გისურვებთ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ შევინახოთ იარაღი სეზონიდან სეზონამდე, მომავალ სეზონზე რომ ისეთივე წარმატებით გვემსახუროს როგორც წელს
აბა გავახუროთ თემა, ვისაც რა გამოცდილება გაქვთ აქ დაყარეთ |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
1. დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ლულებში ერთი ორჯერ გავატაროთ მსუბუქად, მშრალი ნაჭერი. ავიღოთ ზუმბა და გაუკეთოთ სპირალი. დავდოთ ლულები თეთრ ფურცელზე და ენერგიულად ვხეხოთ ლულა, შანსი არაა ტყვიის ნაწილაკები არ დაიყაროს, თეთრ ქაღალდზე ამას კარგად შევამჩნევთ.
თუ მაინც შერჩა ლულას გაგლესილი ტყვია, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა "ტუტე ზეთი" ან "ვდვ" , ამ ზეთში ლულები უნდა გაჩერდეს მინიმუმ 20 წუთი, ამ ხნის განმავლობაში დაიშლება ტყვია და მშრალი ნაჭრითაც ადვილად გააცილებთ. 2.დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ავიღოთ ლულები და ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ აბაზანაში; მომინანქრებულ ჯამში ჩავასხათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჟელე , მთავარია იყოს ცხიმის მოსაშორებელი(მე პირადად ფეირის ვხმარობ) ჯამში ჩავასხათ მდუღარე წყალი და მოურიოთ. ამ სითხეში ლულები ჩავდოთ სამიზნით ქვემოთ, ზუმბაზე დავახვიოთ სუფთან არასინთეტიური ნაჭერი ამით ენერგიულად ვწმინდოთ ლულები შიგნიდან, ყოველი ზუმბის ამოწევისას ამოიტუმბება წყალიც ეს ძალიან კარგია, გადავასხათ წყალი და ახალი ჩავასხათ ჯამში, ეს პროცედურა იქამდე გავიმეოროთ სანამ წყალი ფერის ჩეცვლას არ შეწყვეტს ე.ი. ლულები შიგნიდან ბოლომდეა გასუფთავებული. ამავე წყლით გარედანაც კარგად გავრეცხოთ. ეცადეთ რომ ეჟექტორების და ექსტრაქტორების სისტემაში წყალი არ მოხვდეს, ასევე ყურადღებაა საჭირო "გაზაატვოდებში" პრინციპში ორივე შემთხვევაში კარგად უნდა გამშრალდეს. ლულების ნაჭრით გამშრალების შემდეგ უნდა აბანაოთ"ნეიტრალურ" ზეთში შიგნიდანაც და გარედანაც, ასე გააჩერეთ რამდენიმე ხანი, და შიგნიდან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაამშრალეთ. ლულა და საერთოდ თოფი აწყობილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ოთახში, ნებისმიერ ოთახშია ნესტი, ეს მეტალზე და ხეზე ერთნაირად ცუდად მოქმედებს. 3. კალაპოტს და სასხლ.დამცემი მექანიზმის კოლოფს, განსაკუთრებული ყურადღება არც ჭირდება, ორლულიანების შემთხვევაში ნეიტრალურ ზეთში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ ყვეეეელა რკინის დეტალი, სანემსეებთან "ტუტე"ზეთი დააწვეთეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, ეს იმისთვისაა რომ ფისტონის ნამწვის მჟავე მოქმედება გაანეიტრალოს. ბოლოს აუცილებლად ნეიტრალური ზეთი უნდა წაესვას. 4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) * მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან... 5.კონდახი ბედნიერებაა თუ კარბონი და პლასტიკია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხავდასხვა მერქნის. ნაკაწრებს სახლის პირობებში ვერ ეშბველება, დაუშვებელია კონდახის და ცევიოს გაწმენდა ნეიტრალური ან რომელიმე თოფის ზეთით. ამისთვის კარგია ლეგენდარული ბალისტოლი, ან სელის ზეთის რამდენიმე წვეთი. *ყურადღებაა საჭირო, ზოგიერთი ძალიან იაფფასიანი ცეცხლსასროლი იარაღის მექანიზმში პლასტმასი კომპოზიტური მასალაა გამოყენებული, მათი გადახურება სავრაუდოდ არაა სასურველი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Bonehill
საინტერესოა შენი პოსტი, მე მხოლოდ 1 და მე-2 ვარტი ვიცოდი, ნახევრად ავტომატებზე მეტი დაწერე თუ შეგიძლია |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
Bonehill
მპ-153 აწყობილ მდგომარეობაში შევინახო თუ დავშალო და ისე შევინახო |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჰერცოგი997
თუ არაფერი არაა დაჭიმულ მდგომარეობაში მაშინ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მთავარია იყოს ჩიხოლში ტენი რომ არ მოხვდეს და წინასწარ დაიზეთოს და გაიწმინდოს. შალითა მაინც მთავარია |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 889 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Bonehill
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება.. |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Bonehill
შალითა მაინც მთავარია სპეციალურ კარადაში მაქვს მოთავსებული და შალითაში მაინც ჩავდო? 4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) * მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან... მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება.. ზეთი არ უნდა დარჩეს ლულაში შიგნით ! დანარჩენი ყველგან ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. (რათქმაუნდა კონდახი და ცევიო არა). მე პირადად სანადიროდ ყოველთვის გარედან გაზეთილი ლულებით ვნადირობ ! ჯერ ერთი იმდენად არ მოქმედებს წყალი და თოვლი და ა.შ ; მეორეც გარედან მტვრიანი და დასვრილი ლუელები ტილოს ერთი მოსმით სუფთავდება . თენგო ერთი ძეველი თოფი მაქვს კალოდკას და ხეს აქვს შატი, კარადაში რო ვინახავდი უშალითოდ ერთ თვეში აღარ აქვს ხოლმე, ანუ ხე გაიბერა ტენით ! მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში ჯობია თანამედროვე უჯანგავი ფოლადის მქონე თოფებში, სხვა შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა დაჟანგვისთვის. ყველას ჯობია თოფის გაწმენდის შემდეგ ცოტა ხნით დაიდოს ფეჩთან ახლოს, რომ შიგნით არ შერჩეს სისველე. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
იმდღეს ვნახე მაღაზიაში იარაღის მექანიზმის საპოხი (ტაოტისმაგვარია) და ერთი კითხვა გამიჩნდა. იარაღის მექანიზმი გაპოხილი უნდა იყოს ამით თუ დაზეთვაც საკმარისია?
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ისე რათქმაუნდა ჯობია დაიზეთოს შიგნიდანაც, მაგრამ იარაღის გახსნა ყველას ენანება, მე არ გავხსნიდი მაგ მიზნით, ჩემ თოფებს ძირითადად უჟანგავი ფოლადის ნაწილები აქვს
![]() თუ ერთხელ გახსნილია თოფი მაშინ არ დაგენანოთ და გაპოხთ შიგნიდან. აი "ავტომატების" მფლობელებს რა გიჭირთ... |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
Bonehill
მადლობ ბონე სასარგებლო რჩევისთვის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ცოტა ხომ არ გავაქტიუროთ ეს თემა? პირველად ვაკონსერვებ თოფს და რომელი ზეთი ვიხმარო? დიდძალი გარღვევა მაქვს საფულეში და იქნებ არის რამე ბიუჯეტური?
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ბიჭებოო რამდენიმე კითხვა მაქვს, ეს ვდ 40 როაროგორც ვიცი წყალგამოცლილი ნავთია და ამასაც ტუტე რეაქციაა აქვს? რაღაც ტუტე ზეთი კი მაქვს ყვითელ ბოთლშია ბალისტა აწერია, მაგრამ მეშინია ეგეთი რაღაეების და თავს ვიკავებ მაგის გამოყენებისგან.
ლულას რომ გავხედავ სინათლეზე კრიალებს მაგრამ ლამფუჭკაზე რომ ვუყურებ ნათითურებივით ჩანს მაგის მოცილება მინდა დავახარჯე ნახევარი ბოთლი ბალისტოლი კიდევ პატარა ბოთლით ბერეტას ზეთი მაგრამ ისევ აქვს |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ლატუნის ჯაგრისი ან "ნიხრომი"-თ უნდა გააშორო თუ დენთის ნამწვი ან ტყვიის ნაგლესი აქვს. ოღონდ მშრალზე არ გაუსვა, ჯერ დაზეთე ლულა სქლად და ისე გაატარე. ვდ 40 დენთის ნამწვის მოსაშორებლად გამოდგება. ეგ საკონსერვაციო არაა. კონსერვაციას რატომ უკეთებ. გადიხარ ქვეყნიდან და თვეში 1 ჯერ ვეღარ გაწმენდ თოფს? თან იმდენი ხეხვაც აღარ სჭირდება. ლულაში სქლად წასმული ზეთი არ დატოვოთ. ზეთიანი ტილოს გატარების შემდეგ პატარა ტილოს მშრალი ნაჭერი გაატარეთ რომ ზეთი თხელ ფენად დარჩეს. ასე უფრო ინახება ლულა.
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
უიარაღო
ორნაირი საწმენდი მაქვს და + მაგას ქვაბების სახეხით ვხეხავ ხოლმე, მშრალად მითუმეტეს უნდა მოშორდეს მაგრამ ის კვალი მაინცაა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 01:49 |