Fabarm და XLR 5 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Fabarm და XLR 5 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც
![]() ![]() Fabarm spa, ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni). ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს! მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს! XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76) ![]() ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში! უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე! პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს! სერტიფიკატი: ![]() ![]() მარკირება: მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი). ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი! ![]() რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს! ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე! ![]() ნაკლები დენთის შემთხვევაში: ![]() მეტი დენთის შემთხვევაში: ![]() ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში XLR 5 LION H35 LION H38 LION H368 S.A.T. 8 გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი! 2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი! ![]() ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას! შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს. ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით! ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა! ![]() თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს. ![]() XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება. ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა! ![]() ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი) იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ! ![]() ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია: Fabarm-ის ვებ-გვერდიდან; http://gunmag.com.ua |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#136
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
დარწმუნებული ვარ ნებისმიერი თუ რამე შემოაქვთ საქართველოში ყველაფერი უხარისხო. 2500 ლარი არის სადღაც 1050 ევრო, და 1200 ევრო აქ ღირს ევროპაში ეგ თოფები ახლები. ეხლა თქვენ განცაჯეთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#137
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 330 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
bichi2009,
მდაა... უცნაურია ძალიან რასაც შენ წერ ფაბარმზე... მე მქონდა ზუსტად ეგ მოდელი 1 წლის განმავლობაში და ძალიან წარმატებულად "ვხმარობდი" ... მაგნუმში ვიყიდე მგონი 2500-ად და შემდეგ ახლობელს მივყიდე 1800-ად, დრემდე ძალიან კმაყოფილია მაგ თოფით... assassin29, ბერეტა აუთლანდერი მაქვს ეხლა (შავი სინტეტიკი) ოღონდ ამერიკული არა, იტალიურია ჩემი. სწორედ მაგიტომ გავყიდე ფაბარმი რომ ეგ მეყიდა, (საერტოდ ბერეტას ფანი ვარ) , მაგრად მომწონს ეგ თოფი, მარტივი და საიმედო აგრეგატია.. მაგრამ მაინც ვიტყვი - დიდ სხვაობას ამ ორ მოდელს შორის პირადად მე ვერ ვხედავ, ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ისაა, თუ რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას... |
|
|
![]()
პოსტი
#138
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
საერტოდ ბერეტას ფანი ვარ მეეეც ![]() ![]() ![]() დარწმუნებული ვარ ნებისმიერი თუ რამე შემოაქვთ საქართველოში ყველაფერი უხარისხო. 2500 ლარი არის სადღაც 1050 ევრო, და 1200 ევრო აქ ღირს ევროპაში ეგ თოფები ახლები. ეხლა თქვენ განცაჯეთ. მასე თუა მაღაზიას დაუჯდება 2500 ლარზე მეტი აქ ჩამოტანა განბაჟებიან ყველაფრიანად და გიჟები არიან წაგებაზე იმუშაონ? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#140
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
აა ეს კი ეღირება ეს აქაც ძვირი ღირს მე მეგონა კონკრეტულად ხლრ ზე იძახდი
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#141
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#142
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
gelka72
თუ იცი ფაბარმს ეხლა რა ფასებიც აქვს ასე წელიწადნახევარი ორი წლის უკანაც იგივე ღირდა? |
|
|
![]()
პოსტი
#143
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
assassin29 ფაბარმი ღირს 1000 ევროდან 1700 ევრომდე ახლები, თუმცა არის ფაბარმები 2 000-იც ღირს. ყოველ წელიწადს იმატებს ფასები ყველაფერზე
თუ დაგაინტერესებს გადმოგიგზავნი რამოდენიმე ფაბარმის სურათებს(ახლებს) თავისი ფასებით პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gelka72: Apr 26 2014, 13:26 |
|
|
![]()
პოსტი
#144
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
gelka72
დადე აქ ძალიამ ბევრია ფაბარმის მფლობელი და უფრო მეტი პოტენციური მფლობელი და საინტერესო იქნება, მადლობა |
|
|
![]()
პოსტი
#145
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#146
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აფერისტები არიან იქ და აქ ორჯერ მეტი.აბა ქართველმა კაცმა როარ მოიტყუოს ისე როგორ იქნება
|
|
|
![]()
პოსტი
#147
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya ![]() |
assassin29
ამ გვერძე არი მხოლოდ ფაბარბის თოფები, თუ დაგაინტერესებს სხვა მოდელის თოფებიც, ამოშალე სიტყვა (ფაბარმი) და ჩაწერე ნებისმიერი თოფის სახელი და ამოყრის ყველა იმ მოდელს რასაჩ ჩაწერ |
|
|
![]()
პოსტი
#148
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა უკვე რო.მირჩევნია ხუთას ლარიანი ჩიპსანი ვიყიდო და ერთ წლის მერე ავდგები და გადავა გდებ და მერე ისევ ახალ ჩიპსანს ვიყიდი )) აღარც ნერვები მომეშლება და არც არაპერი
|
|
|
![]()
პოსტი
#149
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 330 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#150
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 82 რეგისტრ.: 12-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას. მოკლედ ვისაც ექსელერებზე ვაზნის მოწოდების პრობლემა გაქვთ გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება. მოკლედ დეტალი H 113 A სქემაზე მთლიანად გამომიცვალეს და მიზეზი იყო შემდეგში ამ დეტალს აქვს ამწე პრუჟინა რომელიც ვერ ასრულებდა ამწე ფუნქციას და ინტეგრირებული ვაზნის შემმაკავებელი იყო ბასრი და ასხლეტა ვაზნაზე და გამოთავისუფლება უჭირდა. მთლიანი ხარჯები დეტალის ჩათვლით იკისრა მაღაზიამ (მისი მოვალეობაც ეგ იყო) და ეხლა შევამოწმებ რეალურ სიტუაციაში. ვფიქრობ პრობლემა აღარ უნდა იყოს. თოფი ჯერ არმაქვს საიმედო ადამიანმა მოიკითხა და მასთან დაბინავდა ჩემთან რო იქნება შევამოწმებ სრულად. მთავარია დავაფიქსირე პრობლემა რაში იყო და მოხელესაც მივუთითე სადუნდა ეძებნა. ველოდები იარაღს და დანარჩენი მერე
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 07:50 |