IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1501


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - gagrinski   რადგან სხვა თემაში...   Oct 10 2013, 12:42
- - Fishman   gagrinski დაფნი გააღვიძ...   Oct 10 2013, 21:23
- - gagrinski   Fishman ჯერ მაგის ღირს...   Oct 10 2013, 23:03
- - Fishman   gagrinski მაინც!   Oct 11 2013, 18:34
- - giga_megu   სეტერისტებს გილოც...   Oct 11 2013, 23:05
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 10th Octo...   Oct 12 2013, 12:48
- - ilara   კითხვა მაქვს,გთხოვ...   Oct 12 2013, 20:34
- - gonchatniki   ilara, იმდენი მასალაა ...   Oct 12 2013, 20:40
- - ilara   gonchatniki მე წარმომავლო...   Oct 12 2013, 21:02
- - Fishman   ilara ორი სიტყვით რომ ...   Oct 13 2013, 00:07
- - ilara   Fishman წავიკითხე და გა...   Oct 13 2013, 11:27
- - ძამა   ilara ალეკო აქ მაგ კით...   Oct 13 2013, 15:41
- - gagrinski   ilara ჩემო მეგობარო ძ...   Oct 13 2013, 19:27
- - megreli   ძამა ციტატა(hunterbrother ...   Oct 14 2013, 14:11
- - ძამა   gagrinski ვაიმე... ვაიმეე...   Oct 14 2013, 14:22
- - marshal   ძამა ციტატა(hunterbrother ...   Oct 14 2013, 14:56
- - gagrinski   ციტატა(hunterbrother @ 14th Octob...   Oct 14 2013, 15:09
- - ძამა   gagrinski ოღონდაცა რა .......   Oct 14 2013, 15:45
- - gagrinski   ციტატა(hunterbrother @ 14th Octob...   Oct 14 2013, 16:02
- - ilara   ძამა მასეც ვიზავ მ...   Oct 14 2013, 16:04
- - ძამა   gagrinski ინგლისური სეტ...   Oct 14 2013, 16:23
- - ძამა   gagrinski how to screen capture   Oct 14 2013, 16:49
- - gagrinski   ციტატა(dato gagrinski @ 13th Octo...   Oct 14 2013, 17:18
- - ilara   ძამა ძალიან მაგარ...   Oct 14 2013, 19:23
- - dato 85   ინგლისური სეტერი მ...   Oct 14 2013, 20:19
- - ბაბუ   dato 85 ციტატა(dato 85 @ 14th Oc...   Oct 15 2013, 15:54
- - ძამა   ბაბუ მე მყავდა მამ...   Oct 15 2013, 21:35
- - ilara   ძამა მახსოვს ეგ ძა...   Oct 15 2013, 21:48
- - ძამა   კი მაგარი ლამაზი ძ...   Oct 15 2013, 22:08
- - Fishman   ძამა ციტატამაშინ 6...   Oct 16 2013, 17:38
- - ბაბუ   ძამა ციტატა(hunterbrother ...   Oct 16 2013, 17:51
- - merabi01   ბიჭებო მადლობელი დ...   Oct 18 2013, 21:25
- - Davitus   merabi01 ჩვენ რაში დაგე...   Oct 19 2013, 07:53
- - merabi01   აუჰ... მეკიდე რადღით...   Oct 19 2013, 08:02
- - merabi01   და თუ იცით ცრუ ორსუ...   Oct 19 2013, 09:47
- - feroni   კარგ ხასიათზე დამა...   Oct 20 2013, 08:21
|- - ჭალიმგელა   ციტატა(feroni @ Oct 20 2013, 09...   Oct 20 2013, 12:05
- - feroni   აი კედევ, ბოლო კადრ...   Oct 20 2013, 09:03
- - feroni   ჭალიმგელა ძაღლი ა...   Oct 21 2013, 08:30
- - megreli   feroni დამშვიდდი ძმაო,...   Oct 21 2013, 15:57
- - ჯეკო   feroni მეც ეგრევარ უძა...   Oct 21 2013, 15:58
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Oct 21 2013, 16:15
- - feroni   megreli ციტატა(dato1992 @ 21st O...   Oct 21 2013, 16:15
- - megreli   ციტატა(feroni @ 21st October 2013...   Oct 21 2013, 16:38
- - JuVee   მოგესალმებით ლავე...   Oct 27 2013, 20:26
- - ჯეკო   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Oct 28 2013, 12:32
- - merabi01   ლავერაკი მყავს და ...   Nov 3 2013, 13:04
- - ilara   ზოგს პატარა მუცელი...   Nov 3 2013, 22:41
- - achiko-l   ამძუნებული არანაი...   Nov 4 2013, 09:26
- - ჭალიმგელა   JuVee აუცილებლად დაი...   Nov 4 2013, 09:35
|- - JuVee   ციტატა(ჭალიმგელა ...   Nov 24 2013, 20:44
- - ჭალიმგელა   ესეც გუფის ვაჟი, ბო...   Nov 4 2013, 09:46
- - ჰერცოგი   6 თვის აპაჩი-პაჩი   Nov 18 2013, 16:22
- - baroni   კარგი გოგოაა   Nov 18 2013, 16:33
- - kupra   მაგარი ლეკვია გიო ...   Nov 19 2013, 14:27
- - Jager_Man   გიო მაგარი ვინმე ჩ...   Nov 19 2013, 15:55
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Nov 25 2013, 00:45
- - jaba_gugesha   4.5 თვის ჩესტერა. შემ...   Nov 30 2013, 14:37
- - ჰერცოგი   ცოტა კარგი ფოტოები...   Nov 30 2013, 16:34
- - ზახარა   ჯეკო http://ochopintre.ge/forum/index.php...   Dec 12 2013, 18:21
- - monadire batumeli   хостинг картинок для форум...   Dec 16 2013, 18:38
- - gagrinski   მამის ხაზი მშვენიე...   Dec 16 2013, 19:32
- - monadire batumeli   ციტატა(dato gagrinski @ 16th Dece...   Dec 16 2013, 20:06
- - LeoTaso   monadire batumeli პერი ლეგენ...   Dec 16 2013, 20:18
- - monadire batumeli   ციტატა(LeoTaso @ 16th December 20...   Dec 16 2013, 21:05
- - megreli   აბა რა ხდება ახალი ...   Jan 12 2014, 12:34
- - megreli   სულ მოკალით თემა ხ...   Feb 12 2014, 02:47
- - gumbera   ჩემს ინგლისურს ფეხ...   Mar 5 2014, 16:36
- - Don. vano   გუმბერა ანალიზებ...   Mar 5 2014, 21:03
- - ძამა   megreli ოოოო აი ეს დზაა...   Mar 5 2014, 22:17
- - xonski   თუარ უხორცდება მიი...   Mar 5 2014, 23:44
- - megreli   ძამა საოცნებო ეგზ...   Mar 6 2014, 00:51
- - baxi   ეს ძაღლები ოჩოელებ...   Mar 17 2014, 18:09
|- - ჭალიმგელა   ციტატა(baxi @ Mar 17 2014, 19...   Mar 17 2014, 22:59
- - ზახარა   baxi არა   Mar 17 2014, 18:24
- - Don. vano   სკამი ვისია ნეტავ ...   Mar 17 2014, 21:12
- - dato6   ერთი და იგივე ძაღლ...   Mar 18 2014, 13:03
- - kajuberi   ციტატა(d dvalidze @ 18th March 20...   Mar 18 2014, 14:31
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Mar 30 2014, 19:42
- - saxo   გაუმარჯოს ბიჭებს ძ...   Apr 8 2014, 20:37
- - barbi   ხოო ეგრეა და ეხლაც ...   Apr 8 2014, 20:43
- - gagrinski   ნებისმიერი ძაღლი მ...   Apr 9 2014, 09:22
- - barbi   მე ვუთხარი რომ სეტ...   Apr 9 2014, 09:33
- - ამიდ   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 21 2014, 19:48
- - Rey -   მოგესალმებით მეგო...   Apr 25 2014, 08:58
- - კალვერა   ციტატა(vip444 @ 25th April 2014 ...   Apr 25 2014, 10:57
- - ჭალიმგელა   Rey - 8 თვემდე აქვს აქტ...   Apr 25 2014, 11:26
- - Rey -   გაიხარეთ რჩევისთვ...   Apr 26 2014, 16:09
- - kajuberi   Rey - ჯერ 6 თვისაა არაფ...   Apr 26 2014, 16:22
- - aragveli   ძაღლი მინდორში ატა...   Apr 26 2014, 17:31
- - Rey -   გაიხარეთ რჩევისთვ...   Apr 26 2014, 18:22
- - gagrinski   images upload ლისის ტბა, შე...   Apr 28 2014, 19:55
- - gagrinski   წეროვანი, შედეგი 4 მ...   Apr 29 2014, 10:53
- - megreli   gagrinski   Apr 30 2014, 08:00
- - hunter88   რიჩი upload imagem   May 4 2014, 16:25
- - Fishman   hunter88 წეროვანია?   May 4 2014, 20:20
- - achiko-l   Fishman რაღA დაგიმალო დ...   May 4 2014, 21:20
- - ზახარა   ამ თემაში დადეთ ყვ...   May 4 2014, 22:21
- - megreli   ჩემი პირველი და და...   May 30 2014, 01:52
19 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2025 - 18:00