IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პოეზია, ლექსები
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:03
პოსტი #101


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო D.gif )


მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი newsmile05.gif



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Little Fisher   პოეზია   Apr 20 2012, 20:03
- - megreli   RE: პოეზია   Jan 31 2013, 18:01
- - megreli   ლეონ-ბლექი როდინდ...   Jan 31 2013, 18:07
- - Little Fisher   ჯეკო სალუკვაძეს კ...   Jan 31 2013, 18:09
- - ჯეკო   ციტატა(little fisher @ 31st Janua...   Jan 31 2013, 20:53
- - aragveli   შორს ცის კამარას მ...   Jan 31 2013, 21:04
- - Little Fisher   ბოლოს და ბოლოს შევ...   Feb 21 2013, 20:36
- - Saba.S   RE: პოეზია   Jul 23 2013, 14:56
- - სკვითია   Saba.S კარგია   Jul 23 2013, 16:53
- - შოთა.03   დაბერდა მთების არწ...   Jul 28 2013, 20:16
- - შოთა.03   .................. აი ის ხევსუ...   Jul 28 2013, 20:20
- - Saba.S   როგორც კომენტარებ...   Sep 12 2013, 19:36
- - aragveli   გორგილაძე ზურაბ ჩ...   Dec 1 2013, 11:57
- - giuli   ნადირო ტყეტყე წანწ...   Dec 2 2013, 11:12
- - giuli   მთის ჩიტი მთას შაა...   Dec 2 2013, 11:19
- - giuli   საზიზღარია ჩემო ალ...   Dec 2 2013, 11:25
- - giuli   ყრუ ბებერივით ხმაუ...   Jan 8 2014, 16:01
- - giuli   რა გირჩევნია მთაწმ...   Jan 8 2014, 16:14
- - თაზო   ციტატა(giuli @ 8th January 2014 ...   Jan 9 2014, 16:09
- - giuli   თოფით ხელში შეუყევ...   Jan 10 2014, 19:43
- - gonchatniki   მალე ზამთარი დადგე...   Jan 11 2014, 14:29
- - giuli   აცივდა უკვე აცივდა...   Jan 11 2014, 14:39
- - Saba.S   შოთა ნიშნიანიძე - ძ...   Jan 11 2014, 20:49
- - უიარაღო   ბოდიშის მოხდით თუ ...   Jan 21 2014, 11:52
- - assassin29   მიხეილ დვალიშვილი...   Feb 8 2014, 00:01
- - Rey -   მოკლედა და კონკრეტ...   May 21 2014, 12:30
- - assassin29   Rey - არ რა სულ ხელოვა...   May 21 2014, 12:51
- - Rey -   assassin29 მადლობა შეფას...   May 21 2014, 14:12
- - Rey -   ლეკი უმაგრესი ლექ...   Sep 26 2014, 14:29
- - aragveli   პატიმრის ლექსი ესა...   Sep 26 2014, 19:43
- - kajuberi   RE: პოეზია   Sep 27 2014, 09:16
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2025 - 02:05