''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
Jun 8 2014, 21:17
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო.
8 ივნისს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' კიდევ ერთი სასიამოვნო შეჯიბრი ჩაატარა დებედის ტბაზე. შეჯიბრი იყო საკლუბო და მასში 22 მეთევზე-მონადირე მონაწილეობდა. შეჯიბრი გახლდათ გუნდური და თითო გუნდი 2 კაცისგან იყო დაკომპლექტებული, სულ 11 გუნდი. შეჯიბრის ოფიციალური სპონსორი გახლდათ ლუდსახარში ''ზედაზენი'' რომელმაც მოგვამარაგა ლუდით ''ოქროს არწივი'', ლიმონათით და ენერგეტიკული სასმელით- ვაილდერი,რისთვისაც კლუბის სახელით ვუხდი დიდ მადლობას. თვითონ შეჯიბრი საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. იყო იმედგაცრუებაც და იყო იმედების გამართლებაც. მაგრამ მაინც ტექნიკამ, ალბათ ტბის ცოდნამ და ცოტაც გამარათლებამ იმარჯვა. ყველა ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სამი გუნდი გამოვლინდა გამარჯვებულად. ესენია: 1 ადგილი- ყველაზე დიდი თევზი- გუნდი BROTHERS- გიორგი და გენო მეტრეველები- 2 კგ. და 700 გრ. ლოქო 2 ადგილი- წონით ყველაზე მეტი თევზი- გუნდი DEBEDA WOLVES- სიძე-სიმამრი თამაზ ჩომახაშვილი და ნოდარ ბერძენიშვილი- მთლიანი წონა 5 კგ. და 280 გრ. 3 ადგილი- რაოდენობრივად ყველაზე მეტი თევზი- გუნდი WESTERN FISHERMEN- სერგო თაბაგარი და გიორგი ვარდოსანიძე. საერთო რაოდენობა 36 ცალი საერთო ჯამში ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც შეჯიბრის მიმდინარეობით, ისე სხვა დანარჩენი სიტუაციით. ძალიან მეგობრული და თბილი შეჯიბრი გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეწყვილე გოგიტას, კარგი კაცი ხარ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რატომღაც არ გაგვიმართლა. ფორტუნა მოპირდაპირე მხარეს იყო, ეგ არაფერი. მიხარია, რომ ასე გემრიელად ჩამთავრდა დღევანდელი შეჯიბრი. ზოგს ალბათ გული დასწყდა, მაგრამ რას ვიზამთ? დაველოდოთ მომავალ წელს და რა იცით, იქნებ სწორედ თქვენ მოიგოთ მომავალი შეჯიბრი. მოტივაცია საკმაოდ დიდი გაქვთ, თასი რომელიც გარდამავალია და რომელშიც სისხლი ჩაანთხიეს ლეონ ბლექმა, ზახარამ, ნუკრიმ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ. დიდი მადლობა საბოს, ჰანთერს, ილარიონს, დავითუსს გაწეული სამუშაოებისთვის და დახმარებისთვის. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო და მადლობა არ გადავუხადო დებედის ტბის მეპატრონეებს და იქ მომუშავე პერსონალს. დიდი მადლობა ბიჭებო, მართლა გცოდნიათ გვერდში დგომა, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ასევე მადლობა ბიძოს, რომელმაც საკმაოდ კარგი ფასდაკლება მოგვცა პრიზებზე. დიდი მადლობა რუსთავი 2 და პირადად ჯემალ ფარცახაშვილს. ჯიგარი ხარ ძია კაკო. მადლობა ოპერატორს, საკმაოდ კარგად იმუშავა... და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენს სპონსორს, კომპანიას ''ზედაზენი''. რომ არა ვაილდერი და უგემრიელესი ლიმონათი, არ ვიცი როგორ გადავიტანდით ამ საკმაოდ ცხელ და მწველ დღეს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა პრიზისთვის. არაჩვეულებრივი ანკესი იყო და საკმაოდ კარგ ხელს ჩაბარდა კინაღამ დამავიწყდა: მადლობა იტალიურ კომპანია ''ფიატ''-ს. გემრიელად მეძინა მის შემოქმედებაში, რომელიც მართლა უნდა ყავდეს ჭეშმარიტ მონადირეს და მეთევზეს.... აბა ველი თქვენს გამოხმაურებას. დაყარეთ შთაბეჭდილებები მონაწილეებმა ეს კი ფოტომასალა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა რაზე ვისაუბრე ყველა ფოტო ერთად: http://allshares.ge/download.php?id=49D0384470 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг изображений ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() загрузить картинку გამიწიხრეთ რიააა.... |
|
|
|
![]() |
Jun 9 2014, 08:06
პოსტი
#31
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
მადლობას მოვუხდი პირველ რიგში ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირის დაგეგმვის და ჩატარებისთვის საღოლ ძალიან ორგანიზებული იყო ყველაფერი
ყველა მაგრებიხართ ბიჭებო და გამარჯვებულებს და პრიზიორებს ვულოცავ |
|
|
|
Jun 9 2014, 08:48
პოსტი
#32
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გაიხარეთ ხალხო. მიხარია, რომ მოგეწონათ ყველაფერი და ნასიამოვნები ხართ. ვეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად ყოფილიყო და მგონი გამოგვივიდა. ჩვენც ნელ-ნელა ვსწავლობთ რაღაცეებს და თანდათან იხვეწება. ლაფსუსებს ომი გამოვუცხადეთ და არ ვეკარებით
მაგრამ, დაწერეთ რაა ვინ რაზე თევზაობდა, როგორ იყო ყველაფერი, რა იყო და ა.შ. მარტო კარგი იყო, ხოშიანი იყო არ ივარგებს. გაალამაზეთ რაა აქაურობა ცოტა მაინც |
|
|
|
Jun 9 2014, 08:54
პოსტი
#33
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვულოცავ ყველა პრიზიორს.დიდი სიამოვნება მივიღე სურათებიდან და წარმომოდგენია იქ როგორ გაასწორებდა.ჯიგრები ხართ
|
|
|
|
Jun 9 2014, 09:16
პოსტი
#34
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ეს ლინკი ყველა ფოტო აქ არის, ასე რომ შეგიძლიათ გადმოიწეროთ.
http://allshares.ge/download.php?id=49D0384470 |
|
|
|
Jun 9 2014, 09:24
პოსტი
#35
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, მონაწილეებს,დედას და მამას, ჩემს თავს, ტბის მეპატრონეებს,გადამღებ ჯგუფს, თევზებს, ბაყაყებს, მონაწილე ჭიებს და ა.შ.
ძალაინ კარგი და ლამაზი დღე იყო. ბრავო "ოჩოპინტრე". |
|
|
|
Jun 9 2014, 09:28
პოსტი
#36
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 810 რეგისტრ.: 23-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: GEORGIA,TBILISI |
პრიველი რიგში გილოცავთ გამარჯვებულებო!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი
ეხლა კი მინდა დიიიიიდი დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. ჭურუმე თქვენი ყველაფერი იყო 5 იანზე. მართლაც გულიანად გაკეთდა მაი ამბავი. შთაბეჭდილებები კი ასეთია: დაღლი , გაუბედურებული, დახრუკული, მაგრამ ძააააააალიან ძაააააალიან ნასიამოვნები მართალია, ვერც ვერაფერი დავიჭირე, მაგრადაც დავიწვი ნაპარნიკმაც მიღალატა ოოოოოოოხ ჩიკააააააააააააააააააააააა |
|
|
|
Jun 9 2014, 09:36
პოსტი
#37
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ორგანიზატორებმა მარად ივაჟკაცეს 10 იაზე შესრულებული იყო ბიჭებო გაიხარეთ ყველამ მადლობის მეტი რა გვეთქმის კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა კლუბ ,,ოჩოპინტრეს,, სა და თვითეული ჩვენგანის ისტორიაში ეგ ერტი და სხვა მრავალი! გკოცნით გხვევიტ გივარდებით წელში
|
|
|
|
Jun 9 2014, 09:37
პოსტი
#38
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მიხაილ
შენ მართლა ცდა არ დაგიკლია, მაგრამ ფორტუნაც მეორე ნაპირზე უბერავდა... გული არ გაიტეხო... |
|
|
|
Jun 9 2014, 10:11
პოსტი
#39
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რაც შეეხება ჩემს თევზაობას:
წესით მე არ უნდა მეთევზავა როგორც ორგანიზატორს, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ჩვენი ერთი მონაწილე, რომელიც გოგიტასთან ერთად იყო, ვერ წამოვიდა. ნამდვილად ვერ დავტოვებდი გოგიტას მარტო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ამ შემთხვევაში მე, მიგვეღო მონაწილეობა. მოკლედ ჩავერთე საქმიანობაში. კიდევ კარგი, ჩემთვის მაინც წავიღე ჩემი აღჭურვილობა, რომ შაბათს მეთევზავა, მაგრამ ლოთების ხელში რომ მოხვდები ამ შემთხვევაში ილარიონა ბრუციანსა და დავითუსას ხელში, ნამდვილად გაგიჭირდება კაცს რამე სხვა საქმით დაკავდე. მანამდე მიდა ვთქვა, რომ შაბათს 13:00-ზე დავიძარით თბილისიდან მე, დავითუსი და ილარიონი, ილარიონას მანქანა-სახლით. დავტვირთეთ სანოვაგით, პრიზებით, სასმელებით და გავეშურეთ დებედისკენ. ადგილზე ჩასულებს კარგი ამინდი დაგვხვდა. ღრუბლიანი, მაგრმა სიცხე მაინც იგრძნობოდა. დავათვალიერეთ ნაპირები, მოვნიშნეთ სექტორები და მეტი რაღა უნდა გვეკეთებინა. დასხედით და დავიწყეთ ''ჯეიმსონის'' წრუპვა. ილარიონამ ისეთი მაგარი ''ტუშონკა'' გააკეთა, კინაღამ ცოლად მოვიყვანე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ, გადავწყვიტეთ დაგვეძინა. გავშალეთ ლოგინები, ჩამოვიღეთ ''სპალნიკები'' და ჩავწექით, მაგრამ მეზობელი ოთახიდან ისეთი ხრიალი გამოდიოდა, სულ აზანზარებდა იქაურობას. ილო ხ**ინავდა, აშკარად მაგარი გასალესი აქვს ჰოდა ამასობაში გათენდა და ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოიწევდა ჩვენსკენ მანქანების კოლონა. კი ვიფიქრე ამათ აქ რა უნდათ მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა სადაც ვიყავი. გადავბრუნდი და დავიძინე, მაგრამ ვინ დაგაძინა? ილარიონამ კინაღამ ჯოხები მირტყა: ადექი შე სამგლე, ხალხი ჩამოვიდა გოროდიდანო..... ავდექი რა მექნა? მოკლედ ჩატარდა კენჭისყრა და გავნაწილდით სექტორებში. დავიწყე ანკესების აწყობა, მაგრამ ვაი ამ აწყობას. ისე ცუდად ვიყავი, ხათრით ვსუნთქავდი. ჩვენგან მარჯვნივ ალთაზარი და ფიშმენი იდგნენ, მარცხნივ კი ჩიკა და მიხაილი. დავიწყე თევზაობა, მაგრამ სასიკეთო არაფერი იყო. გოგიტა პატარებს იჭერდა. მერე ჩემთანაც მოვიდა პატარა თევზუკები. ერთ-ერთ გადაგდებაზე, კარგა ხანი ველოდე და უკვე ვფიქრობდი ამოვიღო გამოვუცვალო სიმინდი მეთქი და ამასობაში დასცხო ფიდერის ჯოხს და რა დასცხო???.... დაჯდა... დავიწყე გამოყვანა და ერთ ადგილზე გაიჭედა. ვიფიქრე არ გამიძვრეს მეთქი და მივუშვი ზუა. გაამართლა, გამოძვრა და წამოვიყვანე. ნაპირთან მოსული გოგტამ ''საჩოკში'' მოათავსა და ამოიყვანა ნაპირზე. კობრი, წონით 1 კგ. დაჯდა მარტო სიმინდზე. რა თქმა უნდა გაგვიხარდა, მოტივაცია ამაღლდა, ხალხს იმედი მიეცა და ორმაგი ძალისხმევით შეუბერეს. მაგრამ ეს მონდომება 2 საათში გაქრა. არაფერი გარდა პატარა კობრუნების და კარჩხანების. საბოლოოდ კი გაჩერდა ყველაფერი. აღარც ჩვენს მხარეს და აღარც მოპირდაპირე მხარეს არაფერი აღარ იყო. აი ასე იყო ჩემი ამბავი. საკმაოდ ნასიამოვნები ვარ და დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг изображений |
|
|
|
Jun 9 2014, 10:27
პოსტი
#40
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Jun 9 2014, 10:32
პოსტი
#41
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Jun 9 2014, 10:36
პოსტი
#42
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ტიხარ
|
|
|
|
Jun 9 2014, 10:38
პოსტი
#43
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Jun 9 2014, 10:42
პოსტი
#44
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ფოტოები მეორდება....
წიხარ... |
|
|
|
Jun 9 2014, 10:43
პოსტი
#45
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th December 2025 - 01:06 |