სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე..., ინგლისური,ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების მიმოხილვა+ფოტორეპორტაჟი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე..., ინგლისური,ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების მიმოხილვა+ფოტორეპორტაჟი |
Jun 11 2014, 23:15
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
სალამი მკითხველო !!!
მიხარია,რომ კიდევ ერთხელ მიწევს ამ ფორუმზე გამოფენის შედეგების გამოქვეყნება ტრადიციულად,საგაზაფხულო,სავე ლე გამოცდა-შეჯიბრებების და დამღლელი დღეების შემდეგ ტარდება ეროვნული გამოფენა,წელსაც ისე მოხდა რომ არ ვუღალატეთ ამ ტრადიციას და "სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით მოყვარულთა საზოგადოების" ორგანიზებულ,მონადირე ძაღლების 74-ე ეროვნულ გამოფენაზე შევიკრიბეთ.როგორც ყოველთვის ასეთი ტიპის ღონისძიებებზე,გავიცანით აქამდე უცნობი და ახალბედა მონადირეები,ვნახეთ ნაცნობ-მეგობრები და როგორც ხდება ხოლმე ჩატარებულ გამოფენაზე სულ 32 ეგზემპლიარი იყო წარმოდგენილი,აქედან 29 ინგლისური,2 შოტლანდიური და ერთი ირლანდიური.სამწუხაროდ ერთი ინგლისური სეტერი მოიხსნა რინგიდან,რადგანაც მისი კბილთაყრა ცდებოდა სტანდარტებს და წესების თანახმად,მსგავსი ეგზემპლიარი არ უნდა დაიშვას სელექციაში. ახლა კი ჩატარებული გამოფენის დეტალებზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას.დათქმულ დროზე,დათქმულ ადგილზე გამოჩნდნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მათი მფლობელები,გაირეს რეგისტრაცია და განაწილდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.ვინც არ იცის მათ საყურადღებოდ დავწერ,რომ წესების თანახმად გამოფენისას ძაღლები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად I,II და III ჯგუფად.ახლა კი ქვევით დავწერ ჯგუფების მიხედვით გამოვლენილი,გამარჯვებულების და რინგზე ადგილების მიხევდით წარმოდგენილი ძაღლების შედეგებს,დავურთავ ფოტოებსაც.დავიწყებ ინგლისური სეტერებით. ინგლისური სეტერები: მთავარი მსაჯი:ნოდარ როსტიაშვილი. I ასაკობრივი ჯგუფი. ხვადები: გამარჯვებული: "ბობი" I-კლასში I-ადგილი მფლობელი:ალექსანდრე თალაშვილი. "ჯინო" II-კლასში Iადგილი. მფლობელი:ალექსანდრე ქოჩიაშვილი. "ჩესტერი" IIკლასში II-ადგილი მფლობელი: ჯაბა გუგეშაშვილი. რინგზე პირველი იდგა: "რეი" მფლობელი:გურამ არაბიძე. ოთხივე ძაღლმა მიიღო შეფასება ძლიერ-კარგი. ძუ: რინგზე I ადგილი: "ლედი"შეფასება(ძლიერ კარგი) მფლობელი:გიგი აბუთიძე. II ადგილი: "ჯენი"(ძლიერ კარგი) მფლობელი:ანრი ლაცაბიძე ... II ასაკობრივი ჯგუფი. ხვადები: გამარჯვებული: "დენდი"(ძლიერ-კარგი) მფლობელი:იგორ გორდაძე. რინგზე პირველი სამეული. I-"რიჩი" შეფასება(ფრიადი) მფლობელი:ლაშა თევზაძე. II-"დენდი"(ძლიერ-კარგი) მფლობელი:იგორ გორდაძე. III-"ბუბუ"(ძლიერ-კარგი) მფლობელი:თემურ შურღაია. ძუ: გამარჯვებული: "ბარბი" რინგზეც პირველი იდგა.შეფასება(ფრიადი) მფლობელი:გია გენებაშვილი. რინგზე მეორე ადგილი: "დაფნი"(ფრიადი) მფლობელი:დავით კაკულია. რინგზე მესამე: "ალტი"(ძლიერ კარგი) მფლობელი:ბექა ელიაშვილი. ... III ასაკობრივი ჯგუფი. აქ კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და ჩემპიონებიც ხვადები: გამარჯვებული: "ჯიმი" I-კლასში I-ადგილი,დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი.შეფასება(ფრიადი) მფლობელი:ვანო დონჯაშვილი. "გუფი" II-კლასში I-ადგილი.(ფრიადი) მფლობელი:გიორგი მეტრეველი. რინგზე პირველი იდგა:"რიჩი"(ფრიადი) მფლობელი:ლაშა ყანჩაველი. ძუ: გამარჯვებული: "მოლი" I ადგილი ელიტა კლასში,გახდა გამოფენის ჩემპიონი,დაიმსახურა დიდი ოქროს(ჩემპიონის მედალი) შეფასება(ფრიადი) მფლობელი:ვანო დონჯაშვილი. რინგი კი განაწილდა შემდეგნაირად: I-"ლუსი"(ფრიადი) მფლობელი:აკაკი ლომიძე II-"ჯესი"(ფრიადი) მფლობელი:რამაზ კენჭიაშვილი. III-"მოლი"(ფრიადი) მფლობელი:ვანო დონჯაშვილი. ასე და ამგვარად დამთავრდა ინგლისური სეტერების გამოფენა,რაც შეეხება ჩემპიონ მოლის,მან შარშანაც მოიგო გამოფენა!ვულოცავ მას და მის მფლობელს! მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით იმასაც ვიტყვი რომ ლამაზი გამოსვლები ქონდათ სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფებს,მეტი დამაჯერებლობისთვის კი ფოტოებს მივანდობ ჩემ სათქმელს. პირველი ასაკობრვი ჯგუფი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მეორე ასაკობრივი ჯგუფი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მესამე ასაკობრივი ჯგუფი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ახლა კი ირლანდიური სეტერის ეგზემპლიარზეც დავწერ ორიოდ სიტყვას,სასიახრულო იყო ყველასთვის ამ ჯიშის გამოყვანა გამოფენაზე,მაგრამ ცოტა უხერხულიც რადგან მარტო იყო რინგზე,შეფასება მიიღო ფრიადი,ესეც მონაწილე: ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება შოტლანდიელებს როგორც ზევით დავწერე იყო ორი მონაწილე,ორივე I ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა და ორივემ ძლიერ-კარგი შეფასება მიიღო.ესეც შოტლანდიელები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ექსპერტთა კომისია: ![]() ![]() ![]() ესეც შერეული ფოტოები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც განწყობისთვის: ეს შემოგზავნილი იყო პოინტერებისგან ![]() ![]() რო ვკითხე ასე რათ დამდგარხარ მეთქი... ![]() ის ბავშვი მოხალისე იყო ესენი კი მომავალში გამომსვლელები ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იმედია არ მოგწყინდათ ამ თემის კითხვა-თვალიერება,უკვე დასასრულსაც ვუახლოვდები,აქაც ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას და დაგემშვიდობებით რეპორტიორი ![]() გემშვიდობებით ერთი წლით პატივისცემით:მეგრელი. |
|
|
|
megreli სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე... Jun 11 2014, 23:15
ალთაზარ megreli
სურათების ჩასმ... Jun 11 2014, 23:23
Don. vano მეორე ასაკობრივ ჯგ... Jun 11 2014, 23:51
Fishman მალადეც!
სურათებ... Jun 12 2014, 00:40
უიარაღო ვულოცავ გამარჯვებ... Jun 12 2014, 08:26
jaba_gugesha megreli
აპლოდისმენტები... Jun 12 2014, 09:25
gagrinski საღოოოლ Jun 12 2014, 11:51
ჭალიმგელა megreli
კარგად გიშრომი... Jun 12 2014, 11:53
megreli როგორც იქნა ყველაფ... Jun 12 2014, 12:46
ალთაზარ megreli
ქშა კი არა , ხო დ... Jun 12 2014, 12:48
megreli ალთაზარ
ციტატა(AJLTA3AP... Jun 12 2014, 13:05
ბაბუ megreli
როგორც ოდესღაც ... Jun 12 2014, 13:42
kardinal84 megreli
კარქია კარგად გ... Jun 12 2014, 17:16
ჯეკო megreli
ალალია ერთი კარ... Jun 12 2014, 19:18
manuchari89 აფსუს სად არ მყავდ... Jun 12 2014, 22:16
megreli ბაბუ
გაიხარე ! მა... Jun 12 2014, 22:59
giga_megu გურამი არაბიძე ჩემ... Jun 13 2014, 11:44
ჯეკო megreli
კი ჩემია და ფოტ... Jun 13 2014, 14:27
kardinal84 giga_megu
იქნებ გამაცნო ... Jun 13 2014, 20:51
megreli ჯეკო
ეე ძმაო შენ დ... Jun 13 2014, 22:38![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 21:46 |