დაბა სიონის დასუფთავების აქცია 14.06.2014, ''ოჩოპინტრეს და ''მერსი ქორფს''-ის აქცია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
დაბა სიონის დასუფთავების აქცია 14.06.2014, ''ოჩოპინტრეს და ''მერსი ქორფს''-ის აქცია |
Jun 14 2014, 20:10
პოსტი
#101
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო.
2014 წლის 14 ივნისს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრემ'', საერთაშორისო ორგანიზაცია ''მერსი ქორფს''-ის დახმარებით, თიანეთის რაიონის დაბა სიონში, წყალსაცავზე და მიმდებარე ტყეში, ჩაატარა დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც კლუბ ''ოჩოპინტრეს'' წევრები და ფორუმელები და ორგანიზაცია ''მერსი ქორფს''-ის თანამშრომლები ასევე თიანეთის დასუფთავების თანამშრომლები და ტექნიკა. აქცია დაიწყო დილის 11 საათზე და დასრულდა საღამოს 16:00-ზე. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. საკმაო რაოდენობის ნაგავი დარჩა როგორც წყლის ნაპირებში, ასევე შემოგარენ ტყეში. უბრალოდ ვეღარ მოვერიეთ. მინდა ვაღიარო, რომ ძალიან დამღლელი და შრომატევადი სამუშაოა და კიდევ ერთხელ დავაფასე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. წლების ნაგროვები ნაგავი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის საგნები აღმოვაჩინეთ. ბოთლები მინის და პლასტმასის, ცელოფნის პარკები, რქინის ქილები, ''შლოპანცები''. სახლის ''ჩუსტები'', ''ბოტები'', ''ბრიტვები'', ზღვის ქაფი უამრავი, ჰიგიენური ''სტიკები'', პამპერსები, სავარცხლები (ეტყობა წიქარას დაუცვივდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ წევრს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. ყველა ფორუმელს, ''მერსი ქორფს''-ს, თიანეთის გამგეობას და პირადად მალხაზ დავითაშვილს, დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელს, ჩვენს მეუღლეებს და შვილებს რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი უანგაროდ გაკეთდა. არავის არაფერი ამოძრავებდა, გარდა ბუნების სიყვარულისა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ: სადაც არ უნდა იყოთ, ნუ დატოვებთ ნარჩენებს ბუნებაში. ვინც საქეიფოდ მიდის, სათევზაოდ, სანადიროდ, უბრალოდ ბუნებაში გადის დასასვენებლად, ყველას მიაქვს ცელოფნის პარკით რაღაც. აიღეთ და ჩაყარეთ ნაგავი ამ პარკებში და მიიტანეთ ურნამდე. დავიჯერო ეს ასეთი ძნელია? არა მგონია. ერთხელ რომ გააკეთებ ამ ყველაფერს, მერე მოერედ და მესამედ ინსტიქტურად გააკეთებთ ამ ქმედებას, ბუნებაც ამოისუნთქებს და ჩვენც სუფთა და გაწკრიალებული საქართველო გვექნება, რაც არა მგონია ცუდი იყოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას. გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალ თაობას, რათა ჯანსაღი ჰაერი ისუნთქონ. სანამ ''ბიჩოკს'' გავისვრით მანქანის ფანჯრიდან, დავფიქრდეთ რამდენი დრო უნდა მის გადამუშავებას ბუნებრივ პირობებში. ცოტა პათოსით გამომდის, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ აქციის ყველა მონაწილეს. მართლაც დიდი სამუშაო გასწიეთ და ღმერთმა ჯანი მოგცეთ სათითაოდ ყველას. მართალია კიდევ ბევრი ნაგავი დარჩა ასაღები ( რომელსაც აუცილებლად ავიღებთ მომავალში), მაგრამ არ გავჩერდებით. ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. კლუბი ''ოჩოპინტრე'', მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქციების ჩატარებას მარტო თავისი ძალებით თუ სხვებთან ერთად, მაგრამ მაინც არ გავჩერდებით. მარტო ჩვენ ვერ მოვერევით ამდენ ნაგავს, შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სისუფთავეზე. პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი: სანდრო ჯანგირაშვილი ახლა კი ცოტაოდენი ფოტო-ვიდეო მასალა, რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება რა ხდებოდა 14 ივნისს დაბა სიონში. ეს ლინკი, ყველა ფოტო ერთად: http://allshares.ge/download.php?id=04DBCD8950 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() бесплатный хостинг картинок |
|
|
|
ჩელე დაბა სიონის დასუფთავების აქცია 14.06.2014 Jun 14 2014, 20:10
Fishman megreli
რას მახსენებდი... Jun 16 2014, 01:06
kajuberi ბრავო, ბრავოოოო და ... Jun 16 2014, 09:34
megreli თაზო
ციტატა(თაზო ... Jun 16 2014, 10:16
kupra კეთილი საქმე. Jun 16 2014, 10:41
მარდი მაგრები ხართ ბიჭებ... Jun 16 2014, 10:54
Fishman მარდი
ნუ აბრალებ ს... Jun 16 2014, 11:22
ჰერცოგი საღოლ მაგრები ხართ... Jun 16 2014, 12:03
უიარაღო ვაფასებ თქვენს შრო... Jun 16 2014, 12:12
თაზო დედა, რა იყო ეს ა? ბე... Jun 16 2014, 12:23
megreli ყველა სიკეთესთან ე... Jun 16 2014, 13:18
ლეონ-ბლექი ისე ერთი იდეა მომა... Jun 16 2014, 13:23
HUNTER FREDY მშვენიერი აზრია მ... Jun 16 2014, 13:33
megreli ფორუმელები თუ დაიშ... Jun 16 2014, 13:36
ჭალიმგელა მარუსკას საროჩკა დ... Jun 16 2014, 14:05
kondoli საღოლ ბიჭებო და გო... Jun 16 2014, 14:14
ჩელე ჭალიმგელა
ნეტა ჩე... Jun 16 2014, 18:58
LeoTaso აი ესეც ამ დღის ბოლ... Jun 16 2014, 22:32
Rey - აი ესე შედეგინად ჩ... Jun 16 2014, 22:38
ლეონ-ბლექი ვა..საღოლ ლევან. მაგ... Jun 16 2014, 23:13
მარდი Fishman
ბიჭო ჩელე ძლივს... Jun 17 2014, 02:10
ჩელე ეს ჩემი ფოტოების ლ... Jun 17 2014, 09:13
შოთა.03 LeoTaso
ციტატა(LeoTaso @ 16th Ju... Jun 17 2014, 13:01
feroni გაიხარეთ ბიჭებო, ა... Jun 17 2014, 13:55
შოთა.03 https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...4564... Jun 18 2014, 06:14
Rey - კარგიაა გამიხარდა... Jun 18 2014, 09:10
ზახარა მთავარია შეიგნოს ... Jun 18 2014, 09:51
Rey - ზახარა მეთევზეებს ... Jun 18 2014, 10:05
ზახარა ციტატა(vip444 @ 18th June 2014 ... Jun 18 2014, 10:15
Rey - მართალი ხარ ზახარ,... Jun 18 2014, 10:22
ლეონ-ბლექი ციტატა(zaxara @ 18th June 2014 ... Jun 18 2014, 11:54![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 23:30 |