| გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა | 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|  | 
| გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა | 
|  May 28 2009, 12:03 
				 პოსტი
					#1
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | 
				ბალისტიკა  შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და  ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან  იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც  კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები  შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის,  ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის  ფორმას ზომას სიგლუვეს  და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს.  ამ ეფექტის ანუ  საფანტის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ქარხნულ ვაზნებში ხმარობენ ამორტიზატორს  ანუ კონტეინერის ძირში  ერთგვარი პლასმასის ზამბარასავით  მოწყობილობა ალბათ ყველას შეგვინჩნევია., ხელით ნამზად ვაზნებში შეიძლება გამოყენებული იქნას რბილი მასალისაგან დამზადებული საცობები ( პიჟები) მაგალითად ქეჩა, რომელიც ერთგვარ ამორტიზაციას გააკეთებს და თავიდან ავიცილებთ საფანტების დეფმაციას, ნაკლებად დეფორმირებული საფანტი კი ბევრად თანაბრად იშლება და მეტი ჭრაც აქვს რაც წარმატებული ნადირობის ერთ ერთი პირობაა. | 
|  | |
|  | 
|  Mar 20 2014, 16:36 
				 პოსტი
					#91
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | საფანტის სიჯგუფის ფორმირებაზე ხომ ლულის ბოლო , მაქსიმუმ ათი სანტიმეტრი მოქმედებს. დანარჩენ საწყის ნაწილში ხდება ჭურვზე წნევის ზემოქმედებით სიჩქარის განვითარება.  ამ ნაწილის სიგრძის სხვაობამ შეიძლება მოგვცეს სხვადასხვა სიჩქარე ერთი და იგივე ვაზნით.  ასე რომ გძელ ლულას მეტი სიჯგუფე აქვს ამ აზრს ვერ ვეთანხმები. აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. შეიძლება ვცდები. მეგობარო აქ საქმე არც ისე მარტივად არაა როგორც შენ წერ კერძოდ კი შენ რომ წერ: ( საფანტის სიჯგუფის ფორმირებაზე ხომ ლულის ბოლო , მაქსიმუმ ათი სანტიმეტრი მოქმედებს-ო  ეს ესე ნამდვილად არაა საფანტის თანაბარი დაჯგუფების ფორმირებაზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს,  ჩვენ რომ გამოვრიცხოთ  თვითონ ვაზნის ხარისხიანბის მომენტი  და მივიჩნიოთ რომ ვაზნა იდეალურად მორგებულია თოფის ლულაზე მისი ჭურვის წონისა და დენთის შეფარდება ლულის შიდა დიამტრთან   მაშინ დარჩება კიდევ რამდენიმე კომპონენტი რომლებსაც დამერწმუნე დიდი მნიშვნელობა აქვს საფანტის თანაბარ შლაზე, მაგალითად :-  სავაზნიდან ძირითად ლულაში გადასასვლელი კონისის კუთხე, ლულის გაბურღვის ტიპი,  ლულის შიდა დიამეტრი, ლულის კედლების სისქე, სალულე ფოლადის თვისებები  მისი დამუშავებსი ხარისხი და სპეციკფიკა.  იგულისხმება ცივი ბურღვა,  კრიო დამუშავება, ცივად ჭედვა. ეს ბოლო მეთოდი შედარებით ახალია და გულისხმობს ლულის ფორმირებას შაბლონზე ცივად ჭედვით.  ბერეტა იყენებს ამ მეთოდს. | 
|  | |
|  Mar 21 2014, 09:05 
				 პოსტი
					#92
					
				
			 | |
|  თოფით მონადირე      ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი  | 
				თუ ჩავთვლით რომ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასვა სიგრძის ლულას ერთნაირი აქვს იმ შემთხვევაში?   და მეორე; საინტერესოა რა გადაჯგუფება ხდება საფანტის ლულის ცილინდრულ ნაწილში,  სანამ გადავა ლულის ბოლოსკენ  სადაც ლულა ვიწროვდება.
				 პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Mar 21 2014, 09:07 | 
|  | |
|  May 29 2014, 20:56 
				 პოსტი
					#93
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				[HUNTER FREDY  სალამი მეგობარო კითხვა მაქვს შენთან:მომავლისთვის ცხოველზე სანადიროდ მეპატიჟებიან ხოდა იქედან გამომდინარე რო მხოლოდ ერთი თოფი მაქვს ფაბარმ ელოს ბ სახსნელი ჩოკებით.შეიძლება თუ არა 0.25იდან კარტეჟის და ჟაკანის სროლა?? | 
|  | |
|  May 29 2014, 21:35 
				 პოსტი
					#94
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | 
				1) ცხოველზე ნადირობა იკრძალება კანონით. 2) 0,25 იანი შევიწტოვებით ( გაუმჯობესებული ცილინდრი) ტვია, ( პოლევა, გუალანდი, ბრენეკკე, კიროვჩანკა, მაიერის, მლონდოს, მურაჟის, და კარტეჩის სროლა შეიზლება თუ ესეთი ვაზნები არის სტანდარტული ქარხნული წარმოების თუმცა ჯობია რომ ცილინდიდან ისროლო. | 
|  | |
|  May 29 2014, 21:49 
				 პოსტი
					#95
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | თუ ჩავთვლით რომ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასვა სიგრძის ლულას ერთნაირი აქვს იმ შემთხვევაში?   და მეორე; საინტერესოა რა გადაჯგუფება ხდება საფანტის ლულის ცილინდრულ ნაწილში,  სანამ გადავა ლულის ბოლოსკენ  სადაც ლულა ვიწროვდება. 1) თუ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასხვა სიგრზის ლულისათვის ერთნაირია მაშინ საფანტის შლადობაზე დიდ განსხვავეაბს მაინც არ მოგცემს იმიტომ რომ 5 სმ რი ლულის სიგრძის სხვაობა არ იძლევა ამის საშუალებას ამ სემტხვევასი ლულის სიგრძე მინიმუმ 15-20 სმ უნდა იყოს არც აბსურდია მაგრამ გტანსხვავება ექნება მოხვედრის სიზლიერეზე ანუ გრზელი ლულიდან უფრო ზლიერი მოხვედრა ექნება ასე ვთქვათ ცოოტათი მეტად შემღწევადი იქნება საფანტი. 2) ცილინდრული ლულიდან სროლის დროს საფანტი თავისუფლად მოძრაობს და ნაკლებად დეფორმირდება მიტ უმეტეს ტი კონტეინერიან ვაზნას ესვრი ტუმცა დეფორმაციას მაინც განიცდის კოტეინერის ძირში მყოფი საფანტები მიტომ რო უძრავი მდმომარეობიდან მყისიერად დაძვრის დროს კონტეინერის ზევით მყოფი საფანტის მარცვლები დიდი ზალიც აწვებიან ძირში მყოფ საფანტის მარცვლებს და ჭლეტავს, დეფორმურებული საფანტის მარცვლები კი არასტაბილურად მიფრინავენ, ანუ ზოგადად რომ განვიხილოთ კონტეინერის ძირში მყოფი საფანტები უფრო მეტად დეფორმირდებიან ვიდრე მის ზევით მყოფი საფანტები. ლულის ჩოკურ ნაწილში გადასვლისას კი გადაეწყობიან ერთგვარ კონუსურ ფორმას მიიღებენ ანუ მოერგებიან ჩოკის პროფილს ერთმანეთთან მეტად შემჭიდროვდებიან რაც ხელს უწყობს მათ მჭიდროდ განლაგებას სამიზნეზე. რაც იზრდება მანძილი სამიზნემდე ეს სიმჭიდროვე ანუ გაფანტულობა მიტ მეტი ხდება ეს გამოწვეულია ჭურვის სიჩქარის დაცემასთან რაც გამოწვეულია ჰაერის წინაღობის გამო და დეფორმირებული საფანტების ფრენის ტრაექტორიის არა სტაბილურობიდან. P.S იმედია გასაგებად ავხსენი  | 
|  | |
|  May 29 2014, 23:05 
				 პოსტი
					#96
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				HUNTER FREDY  მადლობა გაიხარე | 
|  | |
|  Jun 23 2014, 19:22 
				 პოსტი
					#97
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.ცარიელი უკაფსულო ვაზნით ლულას როგორ ამოწმებენ ან რაჩან ისეთი რასაც ყურადღება უნდა მიაქციო??
				
				
				
			 | 
|  | |
|  Jun 23 2014, 19:58 
				 პოსტი
					#98
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | |
|  | |
|  Jun 23 2014, 20:20 
				 პოსტი
					#99
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				HUNTER FREDY მადლობა მეგობარო.მაგრამ ეგ რგოლების სიმეტრულობა ერადაიგივეა ცალლულიანრუსულ თოფშიდაც და ფაბარმშიდაც.არაფერი სხვაობა არაა და დავიჯერო რო ცალულიანის გაბურღვაც მაღალ დონეზეა ვითომ შესრულებული?)
				
				
				
			 | 
|  | |
|  Jun 23 2014, 20:32 
				 პოსტი
					#100
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | HUNTER FREDY მადლობა მეგობარო.მაგრამ ეგ რგოლების სიმეტრულობა ერადაიგივეა ცალლულიანრუსულ თოფშიდაც და ფაბარმშიდაც.არაფერი სხვაობა არაა და დავიჯერო რო ცალულიანის გაბურღვაც მაღალ დონეზეა ვითომ შესრულებული?) თუ არ იცი რას მიაქციო ყურადგება არც ისე ადვილი შესამჩნევიან მაგ რგოლების სიმეტრიულობა გადახრა ლულის კედლების დეფექტები და ასე შემდეგ | 
|  | |
|  Jun 23 2014, 20:35 
				 პოსტი
					#101
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				ეგ მაინტერესებს მეგობარო ზუსტად.ანუ რას უნდა მივაქციო ყურადღება რას უნდა დავაკვირდე?
				
				
				
			 | 
|  | |
|  Jun 23 2014, 20:40 
				 პოსტი
					#102
					
				
			 | |
|  ნამდვილი მონადირე        ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი  | |
|  | |
|  Jun 23 2014, 20:44 
				 პოსტი
					#103
					
				
			 | |
| შუბით მონადირე   ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 108 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
				კარგი მეგობარო.მადლობა გაიხარე.
				
				
				
			 | 
|  | |
|  Aug 15 2014, 12:43 
				 პოსტი
					#104
					
				
			 | |
|  ძაღლით მონადირე       ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი  | |
|  | |
|  Sep 9 2014, 23:00 
				 პოსტი
					#105
					
				
			 | |
|  ძაღლით მონადირე       ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  |    პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია PREDATOR: Sep 9 2014, 23:03 | 
|  | |
|   | 
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st October 2025 - 10:44 | 
