IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"ოჩოპინტრეს თასი 2014", კლუბთაშორისი
www.Ochopintre.g...
პოსტი Jul 3 2014, 22:59
პოსტი #1


www.ochopintre.ge
***

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.

შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები, შეჯიბრი ტარდება გუნდურ ასპარეზში, გუნდი უნდა შედგეს კლუბის სამი წევრისგან.
გუნდს უნდა ყავდეს კაპიტანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ გუნდზე. სიაში ჩაწერის დროს გუნდში უნდა იყოს აღნიშნული ვინ არის კაპიტანი.


საერთო დებულება:
1. იარაღის შენახვისა და გამოყენების წესები: მონაწილე იარაღს ინახავს ღია მდგომარეობაში, იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება მხოლოდ მონაწილის სასროლ პოზიციაზე გასვლის შემდგომ.

2. იარაღის ნომრიდან გამოტანა წესები: იარაღი უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და ლულა არ უნდა იყოს მიმართული ხახლის მიმართულებით.

3. შეჯიბრის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.

4. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.

5. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა.

6. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.

7.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ იარაღის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე სასროლ პოზიციაზე არ გავა კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.

8. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი იარაღით. ლულუს სიგრძით არა ნაკლებ 66 სანტიმეტრისა.

9. მონაწილეების
საყურადღებოთ: ჩასახრახნ ჩოკებიან იარაღში ჩოკის სივიწროვეს განსაზღვრავს თვითონ მონაწილე.
ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

10.თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:(ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო) ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ

11.იდენტური ქულების მქონე გუნდებს შორის ჩატარდება გადასროლა!
(ასეთ შემთხვევაში გუნდის კაპიტანი წყვეტს რომელი წევრი ისვრის)

12.აპარატის გაჭედვის შემთხვევაში(დუპლის დროს) ხდება ფუჭი ტრაექტორიის გადასროლა და გასროლილის ჩათვლა.

13.ადგილამდე მისასვლელად სასურველია 4x4 წამყვანი მანქანები


14.სროლა იწარმოება 28 გრამიანი ვაზნებით.

[color="#FF0000"]შეჯიბრი ჩატარდება 4 პოზიციაზე.
პირველი პოზიცია: 5 გასროლა (კლასიკური ხოხობი)
მეორე პოზიცია: 5 გასროლა დუპლი (ვალდშნეპი) (ჯამში 10 გასროლა)
მესამე პოზიცია: 10 გასროლა (კაკაბი)
მეოთხე პოზიცია 5 გასროლა დუპლი (5 გასროლა რებითი, 5 გასროლა ველური ხოხობი)(ჯამში 10 გასროლა)

მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხა შეადგენს 150 ლარს 3 მსროლელზე (მსროლელზე 50 ლარი).





მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები

შეჯიბრი ჩატარდება ამაწლის 13 ივლისს
კენჭისყრა 8:30
დასაწყისი9:00

რეგისტრაციის ბოლო ვადა : შაბათი 12ივლისი 14:00 სთ


გისურვებთ წარმატებებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- www.Ochopintre.ge   "ოჩოპინტრეს თასი 2014", კლუბთაშორისი   Jul 3 2014, 22:59
- - კალვერა   :   Jul 4 2014, 00:47
- - უიარაღო   კლუბიდან თითო გუნდ...   Jul 4 2014, 09:02
- - ზახარა   უიარაღო კლუბიდან 3 ...   Jul 4 2014, 11:40
- - kajuberi   ციტატა(zaxara @ 4th July 2014 ...   Jul 4 2014, 11:54
- - ზახარა   kajuberi ჩვენთან გარკვე...   Jul 4 2014, 12:23
- - kajuberi   ზახარა   Jul 4 2014, 12:27
- - nik@a   დიდი ბრახაბრუხი ატ...   Jul 4 2014, 13:10
- - maxo_987   წარმატებები აბა ბი...   Jul 4 2014, 14:45
- - ჰერცოგი   მსაჯობა ან დახმარე...   Jul 4 2014, 21:08
- - megreli   ციტატა(bendeksi @ 4th July 2014 ...   Jul 5 2014, 15:07
- - ძირულა   მაგარია აბა თქვენ ...   Jul 6 2014, 14:05
- - ჩელე   ძირულა სავარაუდო...   Jul 7 2014, 18:20
- - HUNTER FREDY   დასახმარებლად მზა...   Jul 7 2014, 18:50
- - nik@a   თუ რამეა მეც თავის...   Jul 7 2014, 21:45
|- - darcho   ციტატა(nik@a @ Jul 7 2014, 22...   Jul 7 2014, 21:58
- - HUNTER FREDY   ჰოდა შემეხმიანეტ მ...   Jul 8 2014, 00:25
- - დემი   აბა ოჩოს სასტავს წ...   Jul 8 2014, 18:38
- - კალვერა   და რა ადგილას ტარდ...   Jul 8 2014, 21:21
- - samo   ბიჭებს გაუმარჯოს რ...   Jul 11 2014, 20:10
- - T A M P L I E R   samo   Jul 11 2014, 20:19
- - Babuka   ბატონებო !ხალხი ს...   Jul 12 2014, 09:24
- - ზახარა   Babuka დღეს საღამოს და...   Jul 12 2014, 09:36
- - Babuka   ის მაინც დაწერეთ ტ...   Jul 12 2014, 10:56
- - ჩელე   Babuka ჩვეულებრივი პა...   Jul 12 2014, 18:34
- - კალვერა   მეს სამწუხაროდ არა...   Jul 12 2014, 20:14
- - Gugash   გაუმარჯოს.... კიდე ა...   Jul 12 2014, 20:24
- - ჩელე   მოკლედ მეგობრებო ს...   Jul 12 2014, 20:59
- - ნუკრიMax   ადექით, არ დაგაგვი...   Jul 13 2014, 04:11
- - ჩელე   შეჯიბრი ჩატარდა მშ...   Jul 13 2014, 16:05


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 19:22