დამცავი სათვალეები, Shooting Glasses |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დამცავი სათვალეები, Shooting Glasses |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასაკვირი არავისთვის არ იქნება ის ფაქტი რომ მხედველობის ორგანოს - თვალის დაცვა მონადირისთვის და არამარტო, მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ისეთ გარემოშიც კი სადაც გაშლილი სივრცეა და თითქოს თვალისთვის საფრთხის შემქმნელი მექანიკური ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი მაინც არსებობს მთელი რიგი გარემოება რაც არასასურველ და საზიანო ეფექტს ახდენს ჩვენს მხედველობაზე, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებისთვის საჭირო თადარიგის დაჭერაზე.
ნებისმიერ ცეცხსასროლ იარაღს, მეტ-ნაკლებად აქვს უკუცემა, როგორც ბევრისთვის ცნობილია "ატდაჩა", რასაც განაპირობებს იარაღის ვაზნაში არსებული საწვავი მასალის აალების შედეგად წარმოქმნილი მუხტი წარმოიდგინეთ დამიზნებისას, როდესაც თვალი რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით არის "აფეთქების წყაროსგან" რაოდენ დიდ რისკთან ვაყენებთ საკუტარ მხედველობას ყოველი გასროლისას ![]() ![]() ![]() ![]() ბევრისთვის წარმოუდგენელია თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ყველას აზრით უწყინარი და არასაშიში მწყერზე ნადირობა 9,10 და 11 ნომრის საფანტით, ალბათ ერთხელ მაინც მოგხვედრიათ უცხო მონადირის მიერ დაუდევრობით, შორიდან ნასროლი წვრილი საფანტი, მართალია ფატალურად და რაიმე მძიმე გამოსავლით არ მტავრდება ზურგში, გვერდიდან ან სხეულის სხვა ნაწილზე შორიდან "შემოყრილი" წვრილი ტყვია. ![]() მაგრამ ბევრისთვის ძალიან სავალალოდ დასრულებულა საქმე როდესაც დაუცველ თვალთან მისულა საქმე და საკმაოდ უწყინარ წვრილ საფანტს თვალის არეალთან ქონია შეხება. ![]() მექანიკური დაზიანება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რისგან შეიძლება დაიცვას მონადირე სათვალემ? ალბათ ბევრმა იცით რომ დედამიწაზე კოსმოსიდან შემოსული სხვადასხვა გამოსხივების დამცავად ოზონი და ატმოსფეროს სქელი მასა გვევლინება, თუმცა მაინც აღწევს ჩვენამდე ისეთი გამოსხივება როგორიცაა - ულტრაიისფერი ![]() ულტრაიისფერი გამოსხივება თავისთავად შედგება 3 ტიპის სხივისგან ეს არის: ულტრა C (UVC) - ყველაზე ძლიერი და დამღუპველი მოქმედების სხივები. თითქმის 99.8% -ის შეკავება ხდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის ულტრა A (UVA) - ყველაზე დიდი ტალღის სხივი ამ სამიდან, ხედავენ ძიორითადად მწერები და ფრინველები, არ არის საზიანო ჩვენთვის ულტრა B(UVB) - ეს სხვივი კი ყველასთვის ცნობილი და როგორც სასარგებლო ასევე ზიანის მომტანია, ამ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება ახდენს მელანოციტები მობილიზებას კანში და "ზაგარიც" აქედან არის განპირობებული, თვალის ბადურაზე საკმაო ზემოქმედება გააჩნია და "დაღლილობის" გარდა ზიანის მოტანაც შეუძლია ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ როცა მზის სხივები დედამიწის ზედაპირთან მაქსიმალურად პერპენდიკულარულად არის განთავსებული, წლიწადის დროტაგან ზაფხულში, ხოლო დღის მონაკვეთებიდან 12:00 -14:00 მდე ამ დროს თუნდაც გამჭვირვალე უფერული სათვალე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მხედველობის დაცვაში ![]() გადავიდეთ უშუალოდ სათვალეებზე, დღესდღეობით მზოფლიო ბაზარზე, დამცავი სათვალეების აურაცხელი არჩევანია, რომელიც ფასთა საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს. დამცავი სათვალის ძირიტადი შემადგენელი ნაწილია, ლინზები და ჩარჩო დამცავი სათვალეების ლინზების ძირითადად 3 ტიპი არსებობს: 1. სილიკატის მინა 2. CR39 პლასტიკი 3. პოლიკარბონატი აქედან ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ მასალად, პოლიკარბონატი ითვლება, განსხვავებით დანარცენი ორი ტიპისგან, პოლიკარბონატს უკეტესი დარტყმაგამძლე თვისებები აქვს, აგრეთვე უფრო მსუბუქია და რაც მტავარია ულტრაიისფერი სხივების შეკავების უნარი ძალიან მაღალი აქვს ![]() პოლიკარბონატი იწარმოება LEXAN® ტერმოპლასტიკის მასალიდან და ტყვიაგაუმტარი ბრონირებული მინების ერთ ერთი შემადგენელი ფენაა, ის იმდენად მყარი მასალააა რომ წარმოებისას მისი დაჭრა ხდება ალმასის პირიანი დანებით დღესდღეისობით, შემოღებულია დამცავი სათვალის მინის დარტყმაგამძლეობის სტანდარტიფიკაცია, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის სამი სტანდარტი 1. OHSA Safety Standard 1910.133(a)(2) (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სტანდარტი) ამ სტანდარტის მინა იცავს თვალს, ძირითადად საყოფაცხოვრებო, ანასხლეტი და რეკოშეტირებული უცხო, მყარი სხეულებისგან 2. ANSI (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი) სტანდარტის Z87.1 და Z87.3 კატეგორიები - ეს სტანდარტი მიწოდებულია ამერიკელი ინჟინრების მიერ, რომლებიც მუდაობენ სოციალური უსაფრთხოების დახვეწის თემებზე 3. U.S. Military - MIL-V-43511C - ეს არის ამერიკის სამხედრო სტანდარტი, რომელიც ტესტირებულია .22 კალიბრის (5.6მმ) დარტყმამედეგობით. ამ სტანდარტის გარეშე ამერიკელი სამხედროები დამცავ სათვალეს არც კი ეკარებიან ამ სამი სტანდარტიდან მინიმუმ პირველი 2 მაინც უნდა ქონდეს მსროლელის დამცავ სათვალეს, რომ ჩაითვალოს საიმედოდ. გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია გამოსხივებისგან (ძირითადად ულტრაიისფერი სხივებისგან) დაცვაც, აქაც არსებობს ANSI UV სტანდარტის შესაბამისობა, აგრეთვე სათვალეებს აწერიათ UV პროტექციის პროცენტულობა რომელიც 99% -100% ს არ სცილდება, არის სათვალეების რომლებიც UV 400 nm აღნიშვნით არის და მიწანშეწონილია ისეთი სათვალის შეძენა რომელიც ამ მნიშვნლს ქვემოთ არ სცილდება სათვალის ფერები, ეს ის მახასიათებელი თვისებებია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებისამებრ ირჩევა და დიდი არსებითი მნიშვნელობა რაა აქვს, რადგან კიდევ გავიმეორებ რომ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა გამჭვირვალე უფერულ შესაბამისი სტანდარტის სათვალეებსაც შეუძლია (ზოგის მცდარი მოსაზრებით, გამჭვირვალე უფერული სათვალე არ იცავს მზისგან) თუმცა სინათლის გაღიზიანებადობის მგრძნობელობა ყველას სხვადასხვანაირი აქვს, და განსხვავდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში და გარემო პირობებისას, ამიტომ უმჯობსია თუ გვექნება სათვალე სხვადასხვა ფერის სათვალე ან საცვლელი ლინზები ფერის და მიხედვით რადგან შებინდებისას სოლისთვის უკეთესია ღია ყვითელი ფერი, ხოლოდ შუადღისით, განათების ინტენსიუობისას მუქი ფერი, ისევე როგორც ოდნავ უკეთეს შედეგს იძლევა მოწითალო ფერი ნისლის პირობებში ![]() სამწუხაროდ ბაზარზე არსებული სათვალეების კარგი ხარისხი ჩვენთვის სკმაოდ მაღალ ფასებს "უკაკუნებს" მსოფლიოში მიღებული, დამცავი სათვალეების ბრენდები, რომლის სათვალეებს ზედმეტი "გამოკვლევა" და შემოწმება არ ჭირდება და რომლებსაც შეიძლება ბრმად ვენდოთ არიან: Zeiss, Decot, Knobloch, Oakley, Tasco, Randolph Ranger და Wiley-X ფასები კი 100$ დან 5000$ მდე ადის, გააჩნია დამუშავების ხარისხს, დიზაინს, ჩარჩოს მასალის შემცველობას და ა.შ. ამ სტატის წაკითხვისას მაინც დაგვებადება კითხვები და ძირითადად გაგვიჩნდება ინტერესი ისეთი დამცავი სათვალეების მიმართ რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, რომლებიც მერყეობენ დაახლოებით 5$-30$ ის დიაპაზონში. ნუთუ ეს სათვალეები უვარგისია და არ არის ჩვენი საშველი?! გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი შეფარდებითია, ასე ხელაღებით უკუგდება იაფფასიანის რათქმაუნდა არ იქნება სწორი, თუმცა რაღათქმაუნდა ჯობს ერთხელ გადაიხადო მეტი და იყიდო ძვირადღირებული და ხარისხიანი სათვალე. თუმცა ბევრი დამეთანხმება რომ დამცავი სათვალეები ზოგიერთ ადამიანს მაქსიმუმ 10-15-20 წუთის განმავლობაში სჭირდება, ზოგს საათობით უკეთია, ზოგიერთს სულაც რამოდენიმე წამი, უშუალოდ სროლისას იაფფასიანი დამცავი სათვალეები რათქმაუნდა გარკვეულწილად თვალის დაცვის გარანტიაა და ისეთ ვითარებაში როგორიცაა 70 მეტრიდან მოფრენილი წვრილი საფანტი, ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან მფარველობას გვიწევს, რადგან ამ მანძილზე თუნდაც სახეში მოხვედრილი საფანტი უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად საზიანოაა, რასაც ვერ ვიტყვით დაუცველ თვალის კაკალზე აგრეთვე მთავარი პირობაა, იაფფასიან სათვალეში სხივის გარდატეხა იმდენად დამაკმაყოფილებელი იყოს რომ 2 საათი მაინც თვალს არ გვიღლიდეს, ეს უფრო დაკვირვების ხარჯზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვერც ერთი იაფფასიანი მწარმოებელი ამის გარანტიას ვერ მოგვცემს. ბევრი იაფფასიანი დამცავი სათვალე მინახავს რომელიც 15 წუთშიც კი მიღლის თვალს, თუმცა არის ბევრი სათვალე რომელიც შეგვიძლია 2 საათზე მეტ ხანს თამამად ვატაროთ, თუმცა მთელი დღე ასეთი სათვალის ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგან რაც არ უნდა მაქსიმალურად კომფორტული იყოს სათვალე, "იაფფასიანობა მაინც თავისას შვრება" და მხედველობაზე მაინც მოქმედებს თუმცა არჩევანი უსაფრთხოებასა და დროებით დისკომფორტს შორის, მაინც კოლოსალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ დამცავი სათვალეები გვეხმარება უსაფრთხოდ ნადირობაში თუ იარაღის სროლაში ეს ყველაფერი მეტად აქტუალურია აგვისტოს ბოლოდან, როცა მწყერზე ნადირობის სეზონი იხსნება და ახალბედა თუ დამწყები მონადირე, დიდიან პატარიანად გაშლილ მინდვრებს არიან შესეულები ჩემს მიერ ჩატარებულ იქნა, მცირედი ტესტი, ჩვეულებრივი იაფფასიანი სათვალის მედეგობაზე, წვრილი საფანტის სროლისას, რომელსაც მოგვაინებით შემოგთავაზებთ სტატია მომზადებული ჩემს მიერ, ინტერნეტში არსებული მასალების შეჯერებით და საკუთარი გამოცდილებით მიღებული დაკვირვების ანალიზით, კოპირების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ პირველწყარო Ochopintre.ge |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:25 |