Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
გაგეზარდოს და გაემართლებინოს შენი იმედები
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მადლობა კარგი სურვილებისთვის, მეც ძალიან მინდა რომ გაამართლოს და მინიმუმ შეჯვარების ღირსი გახდეს. კარგი იქნება თავისი სისხლის და გენის ღირსეული გამგრძელებელი თუ გახდება, მითუმეტეს რომ მასთან ერთად პელეგრინოტის სისხლის სასიძოც ჩამოვიყვანე და კარგი ინბრიდინგის მოწყობა შეიძლება, თუმცა ეს შორეული მომავალია
![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Jul 16 2014, 07:24 |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღეს საღამოს ზღვაზე გავედით მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა წყალზე, ცოტა ტალღები იყო და თავიდან ვერ გაბედა შესვლა ტალღებს დასდევდა ყეფით. მერე ჩემი საყვარელი მეთოდი ვიხმარე, შევედი დაუძახე და წარმოიდგინეთ წამითაც არ დაფიქრებულა ეგრევე გადმოეშვა და ცურვა დაიწყო, მერე ისე გაუსწორდა წყლიდან ამოსვლა არ უნდოდა, სამწუხაროდ ვიდეო ვერ ჩავწერე თვითონ წყალშI ვიყავი.ადე რომ დღეს ცურვა ვისწავლეთ
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გილოცავ !!!! მაგარია,წარმატებები
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ!
გუშინ ბათუმში ვიყავით და ჩავაკითხეთ ჩვენს ნახევარძმას, იქვე მცირე ვარჯიშიც მოეწყო, ფრისკასთვის პირველი იყო და ამიტომაც ძალიან ცეტობს, ნელ ნელა დაამუღამებს იმედია, რაც მთავარია ნაბულზე დადგა და ერთი ორი ლამაზადაც კი გამოუვიდა დღეს პალიასტომზე გავიყვანე, მინდოდა წყლიდან მოტანა მოგვესინჯა ამისათვის გუშინ ჩოგბურთის ბურთები შევიძინე და ლეკვსაც ძალიან მოეწონა. პრინციპში ღია მინდორში პირველად მოაქვს, ისე სახლში დერეფანსი სხვა გზა, რომ არ აქვს ჩემთან მოდის მაგრამ არ მეგონა მინდორშიც იგივეს თუ იზამდა, თავიდან წყალს მოერიდა მაგრამ მცირეოდენი გაგულიანების შემდეგ თვითონ შედის რასაც ქვევით იხილავთ ვიდეოში. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს ვიხდი, ოპერატორი მწრთვნელი პატრონი და მოცურავეც მე ვარ ასე, რომ მიჭირს ნორმალური ვიდეოს გადაღება P.S. ამ რუსულმა გამიხურა საქმე მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ ესმის ჯერ ჯერობით, ნელ ნელა ვისწავლით ქართულსაც ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ!
ერთი ორი დღეა პროტესტს აცხადებს ჭამაზე, 12 საათის განმავლობაში ლუს რაღაც ასი გრამი შეჭამა, ვაძლევ როიალ კანინს მედიუმ ჯუნიორს, როგორც მითხრეს და სერთიფიკატს და შტრიხკოდებსაც განახებთ თუ გინდა სუფთა ფრანგულია და რუსული ნაგავი არ არისო, ასე რომ კორმს ვერ დავაბრალებ. შესაბამისად ცოტა წონაშიც დავიკელით, ისე სასარგებლოც არის, ჩემი აზრით ზედმეტი ცონა ქონდა, თავის ძმებთან შედარებით დიდი იყო, კენელში მითხრეს რომ ლიდერია გენაცვალე და ყველას ართმევს საჭმელსო, მაგიტომაც არის ასე მსუქნადო. მე ერთ რამეს ვაბრალებ ამ ყველაფერს, ვოლიერში და ძმებთან, რომ იყო კონკურენცია იყო და მაგიტომაც ჭამდა გადარეულივით, ეხლა აქ ნახა რომ არავინ ეცილება და ჩემს სისხლს წოვს ეს მაიმუნი. მერე რუსულ ფორუმებზე წავიკითხე ინფოები და შეიძლება კორმი მშრალი იყოს და ყელში ეჩხირებოდესო, ცოტა დავასველე და ჩასანსლა ლიწინით. არ ვიცი საღამოს რას იზამს მაგრამ წონის დაკლება მეტი აღარ უნდა ეყოფა უკვე. ასევე ვფიქრობ ჭიებზე დამუშავებას, ალბათ უფრო იქეთ კვირაში, 4.5 თვის რომ გახდება. პ.ს. მინდორში მყავდა გაყვანილი და აიწყვიტა მაგრამ რა აიწყვიტა, თავქუდმოგლეჯილი გარბის დასდევს მერცხლებს და ლამის არი დაეწიოს, ისეთ აზარტში შევიდა არხებს ახტებოდა, დატბორილ ადგილებში დაშლიგინობდა, მერე დავიჭირე და პავადოკზე ავიყვანე, არ მინდა გადაიტვირთოს. მემგონი მაგარ შარში ვარ!!! ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ისე გამოფენა როდის იქნება ხომ არავინ იცით? მინდა მცოდნე ხალხს შევახედო, იქნებ მითხრან რა ცხოველია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხოო სულ დამავიწყდა კიევში ვიზიტის დროს, ცოტა დრო მქონდა და გამოფრენამდე მე და ანდრეიმ ძაღლები გავიყვანეთ მინდორში, ზიპის ვიდეო წამეშალა თუ ვერ ჩავიწერე არ ვიცი, გლოკის ვიდეოს აგერ გთავაზობთ, მოყვარულებს დააინტერესებთ ალბათ, ისე კარგა ხანია არსად გამიყვანია და ცოტა ქონი მოიდოო და ისე ვეღარ დარბისო, ჩამოვა ვაშენკო და ჩააყენებს ფორმაშიო
ვიდეოს ხარისხზე რათქმაუნდა ფოდისით, ჯერ ტელეფონით არის გადაღებული და მერე მოძრაობაში. თან დაბალი ბალახი ვერსად ვიპოვეთ და ძაღლი ეგერ აგერ ჩანს, მარტო ყურებს თუ შეამჩნევთ. ისე კი დარბის ცხენივით. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Jul 22 2014, 14:56 |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
feroni 4-თვისა დღე ღამეში 230-250 გრამი ეკუთვნის როიალი.ასე რომ 100 გრ,ცუდი არაა,თუ გავითვალისწინებთ რა მაიმუნი Lეკვებია.ერთი სუფრის კოვზი მაწონი ამოურიე 200გრ როიალ-ქანინს და ნახავ როგორაც შესანსლავს.
|
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
marco-polo
ხო მეც ეგრე ვფიქრობდი ოღონდ მაწონი და ხაჭოს შერევას ვაპირებ. |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
feroni ჩათლახი ძაღლებია,მშიერი დარჩება და პირს არ დააკარებს,საკმარისია სულ პაწაწინა ნახევარი კჩაის კოვზი ხაჭო ამოურიო საჭმელში,ეგრევე შესანსლავს.ისე ყურადღებას თუ არ მიაქცევ,მეორე დღეს საღამოს მაგრად რომ მოშივდება,მშვენივრად მიირთმევს
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამათ ფსიქოლოგიას მე არ ვიცნობ. ისე კი მითხრა მომშენებელმა არ ინერვიულო უცებ გაგრწრთვნისო
![]() ისე დღეს ბევრი ენერგია დახარჯა, ჯერ თოლიებს ზდია პლიაჟზე მერე კულიკები შეამჩნია და იმათ დასდევდა, სიცხემ რო შეაწუხა ზღვაში შევიდა და კარგა ხანს ბანაობდა, ჰოდა მოშივდა ეტყობა და აგარ ქონდა აფერისტობის თავი. იმედია ნელ ნელა დაურეგულირდება კვების პროცესი, რაც გაწრთვნაში შემიწყობს ხელს. პ.ს. შენი გოგო რას შვება? რუსულ ფორუმზე ვნახე ტემა მაგრამ კარგა ხანია არ დაგიაბდეითებია და იკნებ სურათი დააგდო? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
megreli
გაიხარე დავით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ!
მოკლედ დღეს მაგრად გამაოცა ამ პატარა მაიმუნმა, შებინდებისას ზღვაზე მყავდა გაყვანილი, დღეს ძალიან ცხელოდა და ამიტომ საღამო ხანი ვარჩიე. საერთოდ ზღვის და კაპარჭის შესართავში დამყავს ხოლმე ზღვა თუ ღელავს კაპარჭინაზე ვაბანავებ. პრინციპში მანდ სულ მეორედ მყავდა მიყვანი, კულიკებს და თოლიებს, რომ დასდევს ზევითაც დავწერე მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მოხდა. ცოტა ჩამობნელდა და კულიკები ძალიან ახლოს უშვებდნენ და შემდეგ წყლის მიმართულებით მეორე ნაპირისკენ მიფრინავდნენ, მეორე ნაპირი დაახლოებით 150-200 მეტრშია. ერთი ორჯერ გადაყვა წყალში, მიხვდა რა რომ ვერ დაიჭერდა უკანვე მობრუნდა, მაგრამ ეტყობა სისხლი უყივის და მაინც ვერ შეეშვა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი და ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ ვუჯერებდი, შეიძლება ჩემთვის არის ეს გასაკვირი და სხავა ძაღლებს გაუკეთებიათ, მაგრამ 4 თვის ლეკვისგან ნამდვილად არ მოველოდი. მოკლედ გადახტა წყალში და წავიდა ბრმა ძებნაში, კაპარჭინა თითქმის ნახევრამდე გადაცურა და წყალში ფრინველს ეძებდა, გამოსვლას არც აპირებდა კარგა ხნის ძახილის შემდეგ მომაქცია ყურადღება და როგორც იქნა წამოვიდა ჩემსკენ. დაახლოებით 15-20 წუთი ტრიალებდა წყალში, არც დავუძახებდი მაგრამ ჯერ ასაკი არ უწყობს ხელდ და რაღა დაგიმალოთ ცოტა შემეშინდა კიდევაც, გამოყვანით კი შევცურავდი და გამოვიყვანდი მაგრამ არ მინდოდა მას გასჩენოდა წყლის შიში. არ გეგონოთ ამას რეკლამისთვის ან ჯიშის პოპულარიზაციისთვის ვწერდე, უბრალოდ რასაც ვხედავ იმას გიყვებით. ეს ლეკვი ყველა თეთრს იმსახურებს რაც მასში გადავიხადე, ჯერ ჯერობით სიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია და იმედია ასე გააგრძელებს. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:37 |