ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  « < 230 231 232 233 234 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (3465 - 3479)
aragveli
პოსტი Aug 16 2014, 17:59
პოსტი #3466


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti




მამლები ცოტა ფთხილები არიან მარა მაინც ვაჩერებთ.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Aug 18 2014, 11:42
პოსტი #3467


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რას ერცჰი მშვენივრად რჩება უკვე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Aug 18 2014, 12:59
პოსტი #3468


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალიკას ძაღლს ქებამ არ აწყინოს, მაგრამ ერთს
დავამატებ რომ ყველას ვუსურვებ ესეთ პოინტერს... newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 18 2014, 13:04
პოსტი #3469


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წინა ვიდეოებში მისდევს მწყერს და ეს უკანასკნელი კიდევ ძალიან მაცდურია ძაღლისთვის, დაბლა დაფრინავს და ძაღლსაც აცდენს, არც საგეშად ვარგა ეგ ოხერი, მაგრამ რას ვიზამთ რაც გვაქვს იმით უნდა დავკმაყოფილდეთ. ბოლო ვიდეოებში ფრინველი მაღლა იწევს და მაგიტომაც რჩება ძაღლი, ხვდება რომ დევნას აზრი არ აქვს და უბრალოდ თვალით აცილებს. შედეგიც სახეზეა და ძაღლსაც ეტყობა, რომ ჭკვიანია, მიხვდა რომ ვერ დაიჭერს და დევნას აზრი არ აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 18 2014, 19:00
პოსტი #3470


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



იმიტომ აღარ მისდევს რომ ტრაკი აღარ აქვს D.gif დილით უნდა გენახათ ხევსურეთიდან , თუშეთამდე რო გადასდევდა D.gifგაკიდება ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაა ამ ეტაპზე ჩემთვის, როცა გამოცდისთვის დავუწყებ მზადებას დავტოვებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MeNoX
პოსტი Aug 21 2014, 12:53
პოსტი #3471


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 11-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით მეგობრებო!
შარშან ივლისში მაჩუქეს პოინტერის ლეკვი, ეს ლეკვი იყო ჩემი პირველი მეძებარი მეგობარი და ბევრი ვერაფერი გამეგებოდა მის სწორად აღზრდაში. (დამწყები მონადირე ვარ, 3 წლიანი სტაჟითnewsmile05.gif ) სადაც საშუალება მქონდა და მონადირეს ვხვდებოდი ყველას ვეკითხებოდი აზრს და შეძლებისდაგვარად ყველას აზრს ვიზიარებდი და ვფიქრობ, რომ მანდ დავუშვი შეცდომა, ზოგი მეუბნებოდა ადრე დაგეშეო, ზოგი - დააცადე გაიზარდოს და მერეო, ზოგმა გაზაფხულზე ჯობიაო, ზოგმა - ზაფხულშიო, ზოგმა ის აჭამეო, ზოგმა - ესო, ზოგმა მოეფერეო, ზოგმა - მკაცრი იყავიო და ა.შ. საერთო ჯამში გამოვიდა დომხალი, ვერ გავიგე წესივრად რა უნდა გამეკეთებინდა, პლიუს ამას დაემატა ჩემი ურთულესი სამსახუროებრივი გრაფიკი და მოუცლელობა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ დღეს დილით პირველად გავიყვანე მინდორში სრულყოფილად. პირველი რისი შიშიც მქონდა ეგ იყო რო სროლის ხმა შეაშინებდა და დაფრთხებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი newsmile05.gif მშვენივრად შეეგუა ჩემს გასროლილსაც და ახლომახლო გასროლებსაც.
დღეისთვის სიტუაცია ასეთია: თოფის ხმის არ ეშინია, თვიოთონ რათქმაუნდა მწყერი ვერ მოძებნა, ფეხზე აგვიფრინდა, მოვკალით და ისე ავაღებინეთ სუნი, რო ვთქვა ეგრევე სტოიკაზე დადგა თქო მოვიტყუები. დალშე კიდე დარბის თავისთვის, ხან წინ ხან უკან, სხვა ძაღლს რო დაინახავს ეგრევე მისკენ გარბის სათამაშოდ.

ძალიან მჭირდება და მივიღებ თითოეული თქვენგანის რჩევას!

რა შეიძლება გავაკეთეო იმისთვის, რომ ნორმალურ მონადირედ ჩამოყალიბდეს ჩემი პოინტერი. ძალიან არ მინდა იმედები გამიცრუვდეს და ახალი ლეკვის ძიებაზე დავიწყო ფიქრი (რომელსაც თავისთავად თავიდანვე სხვანაირად მივუდგები აღზრდის საკითხში), მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, მგონია, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და ჩემი პოინტერი თავის სიტყვას იტყვის newsmile05.gif

ველი თქვენს გამოხმაურებებს. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 21 2014, 20:02
პოსტი #3472


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



MeNoX
თოფის ხმის თუ არ ეშინია ეგ კარგია.. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ახლა მაგისთვის არის ხშირი მინდორში ტარება, ელემენტარული ბრძანებების მიჩვევა ახლოს, იქეთ, აქეთ, და ასე შემდეგ. საერტოდ ყველა მონადირე ძაღლს გენში უზის ფრინველისადმი ლტოლვა მთავარია ეგ გაუღვიძო რისთვისაც საჭიროა ხშირად სანადიროდ წაყვანა შეიძლება თავიდან არ მიაქცისო ყურადღება ფრინველს მაგრამ გული არ უნდა აიცრუო უნდა მიახვედრო ძაღლი რისთვის დაგყავს მინდორში და ნელ ნელა გაიხსნება..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 21 2014, 21:01
პოსტი #3473


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



aragveli
ალიკ,მართლა ძალიან მაგარი ძაღლი გყავს!
რამოდენიმე წუთი ვნახე,ლამოვანში შეჯიბრის მერე რომ გაუშვი,სუპერ სტილიანი სვლა და სისწრაფე აქვს! newsmile027.gif small3d018.gif

ასევე ძალიან მომეწონა გაქცეულ როჭოს თავაღერილი რომ მიყვება და არ კარგავს!
ბრავო!!!!!!!!
მაგარი მონადირე დადგება,მითუმეტეს შენ ხელში!

მაგ დართვიდან სხვებმა ივარგეს?
ნარსია ვიცი რომ ძალიან უკმაყოფილო იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 21 2014, 22:08
პოსტი #3474


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



გაიხარე თენგო რაც მთავარია მპოვნელი ძაღლია და ტყუილად არ დარბის, ამის ცალები 2 ხვადი მე რაც ვიცი არაფერი და ძუ ვნახე გაზაფხულზე , ჩემსაზე სტილიანი სვლა იმას ჰქონდა, მარა დასაგეში იყო და არ ვიცი დაგეშა თუ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 22 2014, 00:56
პოსტი #3475


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli
რა ხნის არის შენი ლეკვი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Aug 22 2014, 01:09
პოსტი #3476


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



MeNoX

თუ ძაღლი არ ატარე გაზაფხულზე და არ გეშე ნადირობას რატომ სთხოვ? მან ჯერ არ იცის ფრინველი, ამიტომ მეგობარო ჯერ ნადირობა უნდა დავიტსყო დ ატარო მინდორში, უამრავი მასალა ამ ფორუმზეც და ინტერნეტ სივრცეშიც როგორ უნდა დაგეშო ძაღლი. პირველ რიგში ის უნდა გემორჩილებოდეს, დანარჩენს გენეტიკა აკეთებს ადამიანი ანუ მგეშავი მას უბრალოდ ხვეწს და ირგებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 22 2014, 06:19
პოსტი #3477


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



1,4 თვის არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Aug 22 2014, 08:20
პოსტი #3478


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(aragveli @ Aug 21 2014, 23:08) *
გაიხარე თენგო რაც მთავარია მპოვნელი ძაღლია და ტყუილად არ დარბის, ამის ცალები 2 ხვადი მე რაც ვიცი არაფერი და ძუ ვნახე გაზაფხულზე , ჩემსაზე სტილიანი სვლა იმას ჰქონდა, მარა დასაგეში იყო და არ ვიცი დაგეშა თუ არა.

პოინტერი ყველა მპოვნელია ალეკო newsmile05.gif))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barbi
პოსტი Aug 23 2014, 09:33
პოსტი #3479


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 260
რეგისტრ.: 17-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბიჭებო გამარჯობათ გილოცავთ სეზონის გახსნას. ერთიკითხვამაქს თქვენთან, მყავს 3 თვის და 3 კვირის ხვადი პოინტერი და რამაინტერესებს უკვე ვატარო მინდორში თუ ჯერ ადრეა? და თუადრეა როდედან უნდა დავაწყებინო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Aug 23 2014, 10:00
პოსტი #3480


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



barbi

ძალიან ადრეა. დაელოდე გაზაფხულს და მწყერი რო შემოვა დაუწყე ტარება ინტენსიურად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 230 231 232 233 234 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2025 - 16:17