ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#3401
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
monadire batumeli უბრალო გასეირნება ... May 9 2014, 11:57
nik@a კარგი ძაღლია, გაკი... May 9 2014, 12:28
aragveli ციტატა(nik@a @ May 9 2014, 13... May 9 2014, 12:34
aragveli თუ ვინმეს აინტერეს... May 9 2014, 12:30
nik@a aragveli
აგერ ვხედავ გა... May 9 2014, 12:31
aragveli ციტატა(nik@a @ May 9 2014, 13... May 9 2014, 12:47
nik@a aragveli
რას გადაგრევთ ... May 9 2014, 12:39
nik@a ჩესნად გითხრა? კარ... May 9 2014, 12:53
კუთხა RE: ინგლისური პოინტერი May 9 2014, 13:52
Akop Это в. ролик, как Ант изуча... May 10 2014, 00:11
Akop А это плоды долгих трениров... May 10 2014, 00:29
aragveli სახლში და მინდორს ... May 10 2014, 09:31
Akop ციტატა(aragveli @ May 10 2014, 10... May 10 2014, 20:37
xonski ჩემი ნაგაზიც ეგრეა... May 11 2014, 00:17
Rey - გამარჯობათ მეგობრ... May 11 2014, 11:05
kajuberi ციტატა(vip444 @ 11th May 2014 ... May 12 2014, 08:51
nik@a Rey -
ფეხი მყარად ვერ ... May 12 2014, 16:22
dato 85 ფოტო განწყობისათვ... May 14 2014, 21:00
pointeribaqsi file:///C:/Users/LIKUNA/Downloads/10173572_7031312... May 22 2014, 21:44
maxo_987 forum image hosting
forum image hosting May 23 2014, 10:07
goga_123 მეგობრებო ამ წინა ... May 23 2014, 21:39
Sergi88 goga_123
საგვარეულო გაქ... May 24 2014, 09:15
monadire batumeli ციტატა(goga faradashvili @ 23rd M... May 24 2014, 09:24
goga_123 ცხვედიანთან გავარ... May 24 2014, 13:15
goga_123 RE: ინგლისური პოინტერი May 24 2014, 13:23
Fishman barbi
პოსტები გადატან... Jun 2 2014, 18:33
G_cicqa28 RE: ინგლისური პოინტერი Jun 26 2014, 22:30
G_cicqa28 გამარჯობათ, საინტე... Jul 3 2014, 20:19
Don. vano არა Jul 3 2014, 20:55
giga_megu ისე ლამაზია )))) Jul 4 2014, 00:19
Davitus ლამაზის რა გითხრათ... Jul 4 2014, 00:30
nik@a მე უფრო ვარ ბაგრატ... Jul 4 2014, 00:44
barbi დუჩე Jul 16 2014, 15:28
G_cicqa28 RE: ინგლისური პოინტერი Jul 25 2014, 10:50
Akop http://knives.com.ua/forum/index.php/topic...57.ne... Aug 4 2014, 18:44
Akop http://www.uahunter.com.ua/forum/gruziya-d...ihe-t... Aug 4 2014, 18:52
Maverick [/URL[/IMG] Aug 12 2014, 10:18
ჭალიმგელა Maverick
ვისია? Aug 12 2014, 12:32
aragveli RE: ინგლისური პოინტერი Aug 13 2014, 20:36
feroni aragveli Aug 13 2014, 21:00
megreli aragveli
ბრავო Aug 13 2014, 22:56
jaba_gugesha aragveli
უკვე მერამდენ... Aug 14 2014, 08:39
aragveli ესეც მეორე თუ მოგე... Aug 14 2014, 09:27
უიარაღო ხოხობი იყო?
შურთხი? Aug 14 2014, 09:32
G_cicqa28 ბრავო ულამაზესია Aug 14 2014, 09:42
ჯეკო უიარაღო
არც შურთხ... Aug 14 2014, 10:05
rachveli11 ძან მაგარი ვიდეოა ... Aug 14 2014, 10:09
ბაბუ თავი როგორ უჭირავს... Aug 14 2014, 11:22
გიზოვიჩი სასტაულია ესეც ევ... Aug 14 2014, 14:31
aragveli გაიხარეთ Aug 14 2014, 16:36
ჭალიმგელა მე არაგველოს შეძახ... Aug 14 2014, 17:01
aragveli RE: ინგლისური პოინტერი Aug 14 2014, 18:37
ალთაზარ aragveli
მეჩვენება თუ ე... Aug 14 2014, 21:06
aragveli რავი გააჩნია შენ თ... Aug 14 2014, 21:16
monadire batumeli კარგი გოგო დამდგარ... Aug 14 2014, 21:42
ალთაზარ aragveli
რიავი ჩემიც ეგ... Aug 14 2014, 21:55
Gcckoka RE: ინგლისური პოინტერი Aug 14 2014, 22:20
hunter88 aragveli
მაგრათ ვისიამო... Aug 14 2014, 23:16
dima71 aragveli
ულამაზესი სან... Aug 14 2014, 23:25
kardinal84 aragveli Aug 15 2014, 09:44
giga_megu aragveli პირველი მუშაობ... Aug 15 2014, 10:16
კუთხა RE: ინგლისური პოინტერი Aug 15 2014, 12:33
aragveli მამლები ცოტა ფთხილ... Aug 16 2014, 17:59
gonchatniki რას ერცჰი მშვენივრ... Aug 18 2014, 11:42
გიზოვიჩი ალიკას ძაღლს ქებამ... Aug 18 2014, 12:59
feroni წინა ვიდეოებში მის... Aug 18 2014, 13:04
aragveli იმიტომ აღარ მისდევ... Aug 18 2014, 19:00
MeNoX მოგესალმებით მეგო... Aug 21 2014, 12:53
kardinal84 MeNoX
თოფის ხმის თუ არ ... Aug 21 2014, 20:02
ბაბუ aragveli
ალიკ,მართლა ძა... Aug 21 2014, 21:01
aragveli გაიხარე თენგო რაც ... Aug 21 2014, 22:08
giga_megu ციტატა(aragveli @ Aug 21 2014, 23... Aug 22 2014, 08:20
feroni aragveli
რა ხნის არის შე... Aug 22 2014, 00:56
gagrinski MeNoX
თუ ძაღლი არ ატარ... Aug 22 2014, 01:09
aragveli 1,4 თვის არის. Aug 22 2014, 06:19
barbi ბიჭებო გამარჯობათ ... Aug 23 2014, 09:33
Fishman barbi
ძალიან ადრეა. და... Aug 23 2014, 10:00
Don. vano ეჰ გიგა გიგა. არიცი ... Aug 23 2014, 18:40
Akop Сегодня. Aug 24 2014, 20:21
უიარაღო ციტატა(Akop @ Aug 24 2014, 21... Aug 25 2014, 08:17
Akop ციტატა(gonchatniki @ Aug 25 2014,... Aug 25 2014, 12:21
gonchatniki ციტატა(Akop @ Aug 25 2014, 13... Aug 25 2014, 15:16
ალთაზარ RE: ინგლისური პოინტერი Aug 24 2014, 20:45
aragveli ალფა Aug 24 2014, 21:23
gonchatniki ეს ანტია? Aug 25 2014, 10:15
MeNoX kardinal84
gagrinski
არა რათქმა... Aug 25 2014, 10:23
gagrinski MeNoX
მხოლოდ ხშირი ტა... Aug 26 2014, 00:51
Asatiansky 2 თვის გახდებააა 2 კ... Aug 26 2014, 12:40
MeNoX gagrinski
ციტატაატარე ის... Aug 26 2014, 15:04
ალთაზარ MeNoX
ბაზალეთი აქა იქ... Aug 26 2014, 15:32
gagrinski MeNoX
მთავარი მონდომ... Aug 26 2014, 21:46
kupra ტარება პირველრიგშ... Aug 27 2014, 07:16
lasha1334 გაუმარჯოს,აბა შეაფ... Aug 29 2014, 10:56
barbi 4თვის დუჩი როგორიბ... Aug 29 2014, 13:11
aragveli ალფა Aug 30 2014, 12:06
lasha1334 ციტატა(aragveli @ Aug 30 2014, 13... Aug 30 2014, 17:02
Asatiani შეაფასეთ Sep 10 2014, 09:13![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 12:01 |