მეცოდება რომ ვკლავ! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
მეცოდება რომ ვკლავ! |
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნაწარმოებებში თოფს "ფრანგული"-თ რო მოიხსენიებენ ხოლმე, ევროპულს უწოდებდნენ ზოგადად ფრანგულს. ხმალსაც და თოფსაც. მეცხრამეტე საუკუნეში..საფრანგეთი მაგრად იყო ჩვენთან შემოსული(ფიროსმანმაც კი დახატა ''აქტრისა მარგარიტა'') ხოდა ძირითადად მაგათ შემოქონდათ ევროპული ნაწარმი. იყო ესპანურებიც..ინგლისურებიც და ფრანგულებიც. რადგან ძირითადი მომმარაგებლები ფრანგები იყვნენ..ადგენ და ფრანგული უწოდეს. ეგრევეა ''ყირიმც'' თოფებს ყირიმს ეძახდნენ იმიტომ..რომ ძირითადად (დღევანდელ სევასტოპოლში ყველაზე დიდ პორტში) ყირიმის ნახევარკუნძულზე იცლებოდა მთელი საქონელი და მაიდან მარაგდებოდა მთელი კავკასია. |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 64 რეგისტრ.: 13-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: varketili ![]() |
ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან. მერე მახსენდება და ნერვიულობა მეწყება. რა მჭირს? თქვენც იგივეს განიცდით? სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია ,,ადრე თითქოს მეც ომი მქონდა აგამოცხადებული გინდა ფრინველთან და გინდა ნადირთან ეხლა კიდე სინანულით მევსება გული:( და ვატყობ ჩემ თAვს რომ ეს გრძნობა უფრო ძლიერდება,ამის გაგება ცოტა ძნელი იქნება ახალბედა მონადირესთვის ,მაგრამ ეს გღზნობა როდისღაც აუცილებლად დაეუფლება წლების ამბავია მხოლოდ,,,,,,,,,,ათას რამეს ფიქრობ კაცი ,საკუთარ ოჯახს უყურებ იქნებ იგივე სიყვარულს განიცდიან ის არსებებიც რომლებსაც თოფს უმიზნებთ:( ალბათ ვაჟა ფშაველასაც იგივე გრძნობა დაეუფლა როგორც შვლებზე უძლიერეს მონადირეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა შვლის ნუკრის ნაამბობი,თითქოს შეეცადა გადმოეცა რომ ყველა არსებას აჩუქა ღმერთმა სიყვარული ........... ცოდვა იქნება თუ იმდენს მოვკლავთ ერთ ნადირობაზე რომ ნახევარზე მეტ ნანადირევს ნაგავზე გადავყრით ,დასანანია მარა ბევრი მონადირე ამით ტრაბახობს რომ ერთ დღეში იმაზე მეტი მოკლა რაც არ ეკუთვნოდა.შედეგსაც ყველანი კარგად ვხედავთ სად გაქრა კურდღელი რომლითაც სავსე იყო საქართველოს ყველა კუთხის ჭალები თუ მთები თუ მინდვრები,, ივრის ჭალებში ჩემ ბავშვობაში ნებისმიერ ბუჩქში ქვას ჩააგდებდი და კურდღელი გარბოდა ,ეხლა ასი პროცენტით გაქრა ერთ კვალს ვერ ნახავთ სამწუხაროდ....ეს კიდევ ერთი მიზეზია სიბრალულის გაძლიერებისა მხოლოდ იმ მონადირეებისთვის რომლებიც ხედავენ რომ უამრავი ნადირი თუ ფრინველი გადაშენების პირას არის ....... |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაიმე როდინდელი თემაა
![]() ![]() ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია მართალია. ხანში შესული ალბათ ჯერ არ მეწოდება..მაგრამ მაგისკენ მივდივარ მეც აშკარად. ადრე თუ მონადირება იყო ჩემი მთავარი მისია, ეხლა, უბრალოდ გასვლა, თოფის გასროლა,დენთის სუნის შეყნოსვა და ფრინველის ნახვა(რომც ავაცილო) სრულიად საკმარისია. ყველა ვარიანტში ნასიამოვნები ვბრუნდები ნადირობიდან, მოვინაირებ თუ ვერა რამეს. მეტიც.. არაფერში არ მჭირდება ნანადირევი, მაგრამ იმ ინსტიქტს ვერ ვუგვარებ ვერაფერს. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სიბრალული ალბათ ყველა ადამიანს ეწვევე ხოლმე სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა დროს. მე ალბათ თავიდანვე ზომაზე მეტად. ქათმის დაკვლის დროს ვიმალებოდი, მერე მრცხვენოდა და საპატიო მიზეზს ვიგონებდი რომ თვალს მივფარებოდი და სისხლი არ დამენახა. ამავე დროს იარაღი მიყვარდა და რაკი არ მიშვებდნენ იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16 კალიბრის გილზის ჩადება და სროლა იყო შესაძლებელი. მერე თანდათან ალბათ შევეჩვიე. სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე. აი ძალიან მაგრად გამიტყდა (მაპატიეთ ჟარგონისთვის). რისთვის მოვკალი თუ საჭიროება არა მქონდა? მხოლოდ ინსტიქტისთვის? არ ვიცი. ალბათ ღრმადაა ეს ყველაფერი ჩამარხული ჩვენში და შეცვლა არ შეგვიძლია.
|
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს ![]() ![]() იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16 მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს + კაი რქაწითელი ან მწვანე ან საფერავი ან ჭაჭაც ჩემზეა მადლობა მოწვევისთვის. ალბათ შევხვდებით. მეუღლე ენისელიდან მყავს და ზოგჯერ ვარ ხოლმე თქვენსკენ. თვითონ სიღნაღიდან ვარ, მაღაროდან. მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე თითები როგორ მაქვს მიკვირს ეხლაც ანალოგიურად. მარცხენაზე ახლაც მეტყობა შრამები. ჩვენთან ბათქუნებს სამაპალებს ეძახდნენ ალბათ მალაკნების გავლენით. თავიდან მაგით დავიწყე. მერე გავაუმჯობესე. მერე როგორც იქნა მანდეს ოჯახში არსებული იჟ-კ და იმით ვნადირობდი. უფრო სწორედ დავწანწალებდით. |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ახლა ამ თემამ ის ანეგდოტი გამახსენა ებრაელი რომ იძახის "ვსკლავ და ვტირიიი , ვსკლავ და ვტირიი...." ო. პირველი სიტყვა შეცვლილია
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 16:09 |