როგორ ავარჩიოთ თოფი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ"
რეიტინგი 5 V
 
ჭალიმგელა
პოსტი Oct 6 2012, 14:52
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.

ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი.
ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა.
ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ.

თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა.

ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ.

ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი




ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის.

ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია)
ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება)

სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
ჭალიმგელა
პოსტი Oct 8 2012, 15:44
პოსტი #16


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰო და დამწყები რომ არ დაიბნეს მაგ გამოთვლებით მაგიტომ დავწერე ერიდეთ თქო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Oct 8 2012, 17:48
პოსტი #17


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა newsmile090.gif ლულიანები მომწონს! სტარეიუ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 8 2012, 18:05
პოსტი #18


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კიდე კაი ზედა ქვედა ლულიანები არ მოგწონს - ახალი ქართული ტერმინია ზედა ქვედა ლულიანი თოფი დასავლეთ საქართველოში მოიგონა ერთმა დიიიდმა იარაღმცოდნემ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 9 2012, 09:26
პოსტი #19


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(shalva @ 8th October 2012 - 19:48) *
ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა ლულიანები მომწონს! სტარეიუ!

მეც. "აქეთ-იქეთა" ლულებიანი თოფი ხომ კლასიკაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 9 2012, 09:31
პოსტი #20


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(shalva @ 8th October 2012 - 19:48) *
ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა ლულიანები მომწონს! სტარეიუ!

მეც. "აქეთ-იქეთა" ლულებიანი თოფი ხომ კლასიკაა.
ციტატა(Chalimgela @ 8th October 2012 - 17:44) *
ჰო და დამწყები რომ არ დაიბნეს მაგ გამოთვლებით მაგიტომ დავწერე ერიდეთ თქო

ხოდა რატო უნდა ერიდონ ის ვერ გავიგე. შეამოწმონ...შეამოწმონ. ხანდახან ხელდაუდებელ თოფს წამებენ ხოლმე აუგს. მარტივი ლოგიკით. "აუ ეს ძველებურია..ამოშუსტული იქნება აბა რა ჯანდაბა იქნება" და წავიდააა.... ტაში..... მერე მიდის და მაღაზიაში ყიდულობს ახალთახალ ჯღორკს. რომლის ექსპლატაციის ვადა... 10-15 წელია.(ძალიან ხშირად 5-6 წელიც) ამ დროს..როცა უარი თქვა თოფზე...რომლის ექსპლუატაციის ვადა 200 წელს ცდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Oct 16 2012, 12:57
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 8 2013, 00:31
პოსტი #22


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დამწყებებმა გადახედეთ მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Sep 3 2014, 20:45
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახლა გადავხედე თემას და გადავწყვიტე ჩემი აზრი გამომეთქვა იარაღის შერჩევაზე.
ყველაფრის შემოწმება იარაღის მაღაზიაში ყიდვის დროს სამწუხაროდ შეუძლებელია, ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში მაღაზიას გააჩნია ტირი. თუ ტირი არ აქვს მას (მაღაზიას) აქვს ხელშეკრულება ტირთან, სადაც პოტენციალურ მყიდველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მოწონებული იარაღიდან სამი გასროლა. რათა შეამოწმოს იარაღის ტაქტიკური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით ჩვენ მაღაზიებ ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მყიდველს მხოლოდ ვიზუალურად ამორჩევის საშუალება აქვს. და, ალბათ დამერწმუნებით, ზოგჯერ მოლოდინი გაცრუებული გამოდის. მაგრამ, რაც გვაქვს ის გვაქვს. მე მინდა შევთავაზო მყიდველს თოფის ყიდვის დროს ლულის შემოწმების ხელმისაწვდომი მეთოდი. რომელიც მართალია 100 პროცენტით ამორჩევის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ მაინც საკმაო კარგ შედეგს იძლევა.
1. სწრაფად გავუსვათ ლულას გარედან ხელი, რათა ვიგრძნოთ ხომ არ არის გაბერილობები, ან შევიწროებები. გარწმუნაბთ ბევრ შემთხვევაში ეს კარგად იგრძნობა ხელით.
2. გავხედოთ ლულას შიგნიდან. ხშირად ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ლაპლაპებს ლულის შიგა ზედაპირი. ჩემთან ხშირად მოსულან ხოლმე თოფების შესამოწმებლად. და რა თქმა უნდა ლულის პირველ რიგში. თან დასძენდნენ - ნახე როგორ ლაპლაპებსო. მართალია ხშირად სწორი პასუხის გაცემას თავს ვარიდებ ხოლმე. და როგორც ასეთი , როცა მყიდველი და გამყიდველი ერთად მოდის... ამ ბოლო ოპერაციას მაშინვე დავანებე თავი. გავაგრძელებ. ზედაპირის ლაპლაპი არაა გადამწყვეტი. უფრო დიდი მნოშვნელობა აქვს ლულის შიგა ზედაპირის სწორ გეომეტრიას. ამისათვის საჭიროა ლულა მივმართოთ ფანჯრის ზედა ჩარჩოსკენ. ანუ ისე, როცა ლულიდან გამომავალი წრის ძირა ნახევარი უყურებდეს სინათლეს. ხოლი ლულის წრის ზედა ნახევარი ჩარჩოს ჩრდილს. ამ დროს ჩარჩოს ჩრდილი აირეკლება ლულის შიგა ზედაპირზე ქვედა ნაწილში. ჰო, და ყურადღებით გავავლოთ თვალი ამ ჩრდილს. ის უნდა იყოს ლულის მთელ სიგრძეზე (ჩოკის ადგილების გარდა) აბსოლუტურად სწორი. ზოგჟერ უმჯობესია საგილზეში ჩავდოთ უკაპსულო გილზი. რათა თვალი დავაფიქსიროთ ცენტრში. თუმცა, როცა ამ მეთოდს კარგად დავამუღამებთ, გილზი აღარ დაგვჭირდება. თუ ჩრდილი მთელ სიგრძეზე სწორია, ლულა (მოსალოდნელია) კარგი უნდა იყოს. თუ ჩრდილის ზოლი არის დაკლაკნილი, ეს უკვე ცუდია. ასეთი ლულიდან საფანტის კარგ გაბნევას ვერ მივიღებტ. ასევე ნაკლები იქნება საფანტის შეღწევადობაც. მე არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რატომ იქნება ასე. ვფიქრობ ამის მიხვედრა ძნელი არაა. თუმცა თუ საჭირო იქნა აუცილებლად გამოვთქვავ ჩემს აზრს.
მე არაფერს არ ვლაპარაკობ ლულის შიგა ზედაპირის სხვა ნიუანსებზე, მაგალითად რაკოვინებზე, ლულის გაღუნულობაზე და ა. შ. მე მგონი ეს ისედაც გასაგებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gianni
პოსტი Jan 21 2015, 18:39
პოსტი #24


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-January 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Erbil, Iraq



მოგესალმებით სულიერო ძმებო...
ახალი ვარ აამ ფორუმზე და კეთილი იყოს ჩემი ფეხი newsmile05.gif
დღეს შევიძინე ეს მოდელი Ata Arms NEO Fonex 3


ჯერ არ მისვრია და არ ვიცი საქმეში როგორია :(

თუ რამის რჩევა გინდათ არ მოგერიდოთ! განსაკუთრებით იმან დამგრუზა რომ სროლის მერე გაწმენდა უნდა :(



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 21 2015, 18:55
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კარგი თოფია მშვიდობაში
ციტატა(Gianni @ 21st January 2015 - 19:39) *
განსაკუთრებით იმან დამგრუზა რომ სროლის მერე გაწმენდა უნდა :(

ყველა თოფი უნდა გაიწმინდოს სროლის შემდეგ , ეს აუცილებელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Jan 21 2015, 20:41
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Gianni
ციტატა(Gianni @ 21st January 2015 - 19:39) *
განსაკუთრებით იმან დამგრუზა რომ სროლის მერე გაწმენდა უნდა :(


რაც შეეხება მაგ იარაღს ყველა აქებს მაგრამ , რომელ თოფს არ უნდა ხმარების შემდეგ გაწმენდა??? იარაღი იგივე შენი მარჯვენა ხელია და როგორც მოუვლი ისე მოგემსახურება. ან რა დიდ პრობლემას წარმოადგენს იარაღის გაწმენდა? იარაღს მონადირე "შვილივით" უვლის და უბრთხილდება.
და რა მაინტერესებს ; ეს შენი პირველი თოფია და დამწყები მონადირე ხარ? თუ გქონდა აქამდეც ნადირობასთან შეხება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gianni
პოსტი Jan 21 2015, 21:48
პოსტი #27


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-January 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Erbil, Iraq



დაქსი
კი, პირველი სანადირო თოფია. ნადირობითAც რამდენჯერმე ვარ უფროსებთან ერთად ნამყოფი ბავშვობაში.

მესმის რომ წმენდა და მოვლა უნდა, მოვუვლი კიდეც, უნრალოდ რომ არ ჭირდებოდეს უკეთესი იქნებოდა newsmile05.gif))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 21 2015, 22:35
პოსტი #28


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Gianni

ვაახ, მააღწიე აქამდეც შე ოღრაშო შენა newsmile05.gif წელცომე.

ახლა ერთ ძალზე საინტერესო მეცნიერულ-ფსიქოლოგირურ-ფილოსოფიურ დასკვნას გაგანდობ D.gif

უახლესი ტექნოლოგიის ქრომირებულ, ლულებს, 1 წელიც რომ არ გაწმინდო, დედა არ ეხვნება. მოკლედ, თუ გეზარება, როცა გაგისწორდება, დრო გექნებ და ხალისი მაშინ გაწმინდე, არც არაფერი არ მოუვა. საყურადღებოა მხოლოდ, გარე საფარველი, ე.წ. ვარანენიე, როცა მარილიან წყალთან არის შეხებაში, ან ძალიან ნესტიან გარემოშია, ზეთიანი ტილო გადაუსვი, ისე რომ თხელი ზეთის ფენა გადაეკრას და დაივიწყე მაგის პრობლემები newsmile045.gif

არაერთი თურქული თოფი მაქვს მსგავსი ექსპლუატაციის პირობებში ნანახი და ფუჭდება არა ღლე. ბაიკებია ეგ, ბაიკები.


თოფს რაც შეეხება, ხოშიანია, მშვიდობაში და სულ მიზნით სროლაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Jan 21 2015, 23:58
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Gianni
ციტატა(Gianni @ 21st January 2015 - 22:48) *
უნრალოდ რომ არ ჭირდებოდეს უკეთესი იქნებოდა ))))


და კიდე ერთი რჩევა, თან ეს რჩევა აპრობირებულია;-- თუ არ ისვრი , მაშინ არ გინდა არ გაწმინდო არ არის აუცილებელი newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif D.gif D.gif D.gif ashh.gif ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gianni
პოსტი Jan 22 2015, 09:34
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-January 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Erbil, Iraq



Davitus
ჰაჰაჰ იზოზღლე newsmile045.gif

დაქსი
მივეჩვევი იმედია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th November 2025 - 18:59