სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 01:16
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი” newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო.

მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო newsmile035.gif newsmile035.gif და მერე კი გამოგყვებიო და აგარჩევინებო. რაღა მექნა, კაი თქო და წამოვედი.

მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება:

ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში.

შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე.

“თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია…

გადავხსენი თოფი და ……….


სადააა ნარეზიიი …..


ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით…..

შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს….

- “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა…..
- რა ნარეზიოოო ?!?!?!?
- რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!!

ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი…

- მაგას ნარეზი არა აქვსო !!!
- მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!!
- სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა)
- რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი…

მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”.

თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . .


მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის…

მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას)
დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის:

- გოგა !

- ჰა

- თოფს ვყიდულობ

- მერე

- ნარეზი არა აქვს

- რა ნარეზი !?!?!

- ლულაში ნარეზი

- პაუზა . . .

- შენ შ… ხომ არ გაქვს !!!!

- ზუმერი .……

დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
15 გვერდი V  « < 13 14 15  
Start new topic
გამოხმაურებები (210 - 216)
Sos049
პოსტი Oct 25 2012, 18:39
პოსტი #211


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 24 2012, 21:25) *
Sos049
შენ რა გითხრა მერე? newsmile05.gif

ეს ამბავი ჩემი და იმის მონაყოლით შევაჯერე newsmile090.gif
მე ხომ არ ვიცოდი იქ რა ხდებოდა?
ერთი ზარი მოასწრო,კიოდა გაცოფებული:
-ანგარიშზე არ მაქვს და გადმომირეკეო...
2საათში დავურეკე და უკვე ვეღარ მელაპარაკებოდა სიცილისაგან... ეს რა მიქენიო კაცო? ჩაგეთვალაო!:D


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
limona543
პოსტი Oct 30 2012, 07:17
პოსტი #212


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 22
რეგისტრ.: 15-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს ამბავი ჩემმა ახლობელმა მომიყვა. უროლოგიურში მუშაობს და ერთ-ერთ ექიმს მიღებაზე ჰყავს პაციენტი რაიონიდან. გასინჯა ეს კაცი და ეუბნება, ერთი შეხედვით არაფერი ჩანს და სურათი გადაიღე და მომიტანეო. წასულა ეს კაცი, უყიდია 36 კადრიანი ლენტა და სულ სხვადასხვა რაკურსით გადაუღია თავისი ავლა-დიდება newsmile090.gif მერე ეს ყველაფერი გაუმჟღავნებია და კონვერტით მიურთმევია ექიმისთვის newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Nov 17 2012, 01:41
პოსტი #213


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე არ მქონია ცხოვრებაში სასაცილო ისტორია... ვინმემ გამიჩალიჩეთ რა... newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რობერტ
პოსტი Nov 16 2013, 16:44
პოსტი #214


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 74
რეგისტრ.: 14-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გურია



ჩემი ისტორია რამდენად სასაცილოა არ ვიცი,მაგრამ მაინც დავწერ თქვენი რა მიდის newsmile029.gif მოკლედ გურიაში ვარ რა,ხოოდა ვნადირობ ,,ირაოზე" სინამდვილეში რაღაც სხვა ქვია(ირაო ვიცი რაცაა) ხო ბევრი როარ გავაგრძელო ვხედავ ჩემი მიმართულებით მოფრინავს ერთი ცალი დამალვა ვერ მოვასწარი და ძაან გაკვირვებული დავრჩი ჩემსკენ რო გააგრძელა სვლა...დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მოფრინავდა და ხის ტოტზე შემოჯდა რომელიც ჩემგან მაქსიმუმ 2-2.5 მეტრზე იყო...1-2 წამით ვუურებდით ერთმანეთს,ის არ ვიცი და მე მაგრად დავიბენი,მერე ჩემგან პირდაპირ გაფრინდა იდიალური სასროლი იყო,მაგრამ ნერვებმა და გამოუცდებობამ თავისი ქნა და 4-5 მეტრში ვესროლე...დავაცილე რათქმაუნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 16 2014, 20:41
პოსტი #215


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წამოვწიოთ ეს თემა. გავხალისდეთ ცოტა, არ იქნება ვგონებ ურიგო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Sep 17 2014, 16:51
პოსტი #216


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნუ ეს ისტორია ნადირობასთან კავშირში არ არის მაგრამ მე ძალიან მომწონს ვის შეემთხვა არ ვიცი: მოკლედ ესეთი ამბავია თბილისს ესტუმრა უცხოელების დელეგაცია ატყდა ერთი შეხვედრები ბანკეტები გასაუბრებები ხოდა როგორც იციან მაგ დიპლომატებმა, რამოდენიმე დღის მერე ერთერთი სტუმარი რომესლაც ქართველი მძღოლი ემსახურებოდა გამოუტყდა ამ ჩვენ მძღოლს მე ბიძიკო ქალები არ მაინტერესებსო იქნება სადმე იმფერი ადგილი იცოდე კაცები რო იყრიდენ თავსო, ხოდა ამ მძღოლსაც მეტი რა უნდოდა მაგის მეტი რა ვიციო იმფერ დღეში ჩაგაგდებ მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებო ხოოდა ამდგარა და პირდაპირ ელიავას ბაზრობისკენ წაუყვანია სიტუაციის წარმოდგენა მანდ ახლა მემგონი არავის გაგიჭირდებათ ჩერდება "ფირმა " მანქანა და ამ ხელოსნების სასტავმა ქე იცით რაფრა იციან მანდ შემოხვევა ზოგი პერფერატორით მორბის თურმე და ზოგიც სვარკის აპარატით, მიბრუმებულა ეს ჩვენი მძღოლი და ეუბნება აგერ ბიძიკო რომელსაც ხელს დაადებ შენი იყოსო გინდა ერთი და გინდა ოთხიო. ამ ხალხის დანახვაზე თურმე ტიპი იხვერწებოდა ოღონდ ამათ ხელში ნუ ჩამაგდებ და სხვისი ყ...კენ კიარა მემგონი ჩემსასაც აღარ შევხედოო..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 17 2014, 17:14
პოსტი #217


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(kardinal84 @ 17th September 2014 - 17:51) *
პერფერატორით მორბის თურმე და ზოგიც სვარკის აპარატით


ეს უკვე საზო მაზოხიზმიაო იფიქრა ალბათ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 13 14 15
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd September 2025 - 19:38