IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #3501


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - ბაბუ   Asatiani ციტატა(Asatianii @ 10th...   Sep 10 2014, 10:09
- - kardinal84   საბუთის აღება ფასი...   Sep 14 2014, 08:11
- - ჭალიმგელა   25 ლარი ციტატა(kardinal84 ...   Sep 14 2014, 09:42
- - barbi   გამარჯობათ. ერთიკი...   Sep 14 2014, 11:41
- - kardinal84   barbi აცადე ჯერ პატარ...   Sep 14 2014, 14:58
- - barbi   kardinal84 კიი ეგ ვიცი მა...   Sep 14 2014, 15:05
- - maxo_987   post a picture   Sep 14 2014, 15:40
- - kardinal84   barbi 4 თვის ლეკვს მინდ...   Sep 14 2014, 19:00
- - barbi   kardinal84 ვიცი მარა ჩუმა...   Sep 14 2014, 19:38
- - ლეკი   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 17 2014, 13:56
- - barbi   ლეკი   Sep 18 2014, 09:27
- - Akop   ... მოგესალმებით ! ...   Sep 19 2014, 19:50
- - ბაბუ   Akop   Sep 19 2014, 20:00
- - Akop   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 19 2014, 20:06
- - hunter88   Akop მაგარია უხარია თ...   Sep 20 2014, 12:27
- - უიარაღო   მართლაც კარგია.   Sep 20 2014, 16:27
- - Akop   hunter88 უიარაღო   Sep 20 2014, 21:32
- - Asatiani   2 ტთვის და 10 დღის   Sep 22 2014, 07:04
- - ბაბუ   Asatiani მაგარი ლეკვია...   Sep 22 2014, 09:16
|- - Asatiani   ციტატა(ბაბუ @ Sep 22 2014...   Sep 22 2014, 10:08
- - JaFaRa   გამარჯობათ! პოინ...   Oct 8 2014, 10:02
- - Rey -   JaFaRa ეხლა კარგი იქნე...   Oct 8 2014, 11:15
- - gruzin74   სართიჭალასთან ნაპ...   Oct 8 2014, 11:15
- - JaFaRa   Rey - კი ძაღლს აუცილე...   Oct 8 2014, 12:16
- - gagrinski   კლუბებში არა, მიდი ...   Oct 8 2014, 14:21
- - JaFaRa   gagrinski ეგ ლეკვები შემ...   Oct 8 2014, 14:38
- - Rey -   JaFaRa გაგრინსკიმ მარ...   Oct 8 2014, 14:51
- - dato01   ჩემმა მეგობარმა იყ...   Oct 8 2014, 16:18
- - JaFaRa   Rey - არა 800$-ად კუხალ...   Oct 8 2014, 16:46
- - Fishman   JaFaRa ცხვედიანთან მი...   Oct 8 2014, 17:26
- - JaFaRa   ვესაუბრე ბატონ დავ...   Oct 8 2014, 17:33
- - aragveli   პოინტერი რატომ გინ...   Oct 8 2014, 18:35
|- - JaFaRa   ციტატა(aragveli @ Oct 8 2014, 19...   Oct 8 2014, 20:21
- - gagrinski   წაიყვან ლეკვს ვეტე...   Oct 8 2014, 18:37
- - achiko-l   JaFaRa არის კიდევ ერთი ...   Oct 8 2014, 20:29
- - aragveli   სტილი დაივიწყე დიდ...   Oct 8 2014, 20:36
- - Fishman   JaFaRa ჩემი რჩევა იქნე...   Oct 8 2014, 22:29
- - kajuberi   JaFaRa 599481441 ამ ნომერზე დ...   Oct 9 2014, 08:52
- - Rey -   aragveli კაი სულ ნუ შეაც...   Oct 9 2014, 21:44
- - aragveli   Rey - როცა ძაღლს სტილი...   Oct 10 2014, 06:42
- - dima71   aragveli ნამდვილად დამ...   Oct 10 2014, 09:38
- - aragveli   არავის არ მინდა გუ...   Oct 10 2014, 10:26
- - miroslava   ნუ აუცრუეთ ამ კაცს ...   Oct 10 2014, 10:58
- - miroslava   აიყვანე პოინტერი დ...   Oct 10 2014, 11:02
- - ზახარა   მაგ მიდგომით ალიკ ...   Oct 10 2014, 11:09
- - aragveli   არა ზახარ რა დიდი ა...   Oct 10 2014, 12:10
- - dima71   ციტატა(aleksandre @ 10th October ...   Oct 10 2014, 13:03
- - barbi   aragveli იმაში გეთანხმე...   Oct 10 2014, 18:08
- - barbi   გუშინ ჩემი პოინტერ...   Oct 10 2014, 18:20
- - aragveli   ჰო და მაგაშია ზუსტ...   Oct 10 2014, 18:53
- - barbi   aragveli ვიცი და იმის გა...   Oct 10 2014, 19:12
- - monadire batumeli   პოინტერიზაცია მიდ...   Oct 11 2014, 11:44
- - barbi   monadire batumeli მერე მაგას ...   Oct 11 2014, 12:14
- - Rey -   aragveli barbi თუ მასე მივ...   Oct 11 2014, 17:36
- - barbi   Rey - ხოდა მეც მაგის ტ...   Oct 11 2014, 18:08
- - aragveli   სამთო შეჯიბრებები ...   Oct 11 2014, 18:36
- - ლეკი   საქართველოში ასეთ...   Oct 12 2014, 03:47
- - aragveli   ძალიან მაგარი სავა...   Oct 12 2014, 08:05
- - Fishman   ხალხო, არაერთი თემ...   Oct 12 2014, 22:48
- - barbi   ბიჯებო, ესეიგი რახ...   Oct 14 2014, 11:11
- - aragveli   შეეშვი ლეკვს, გაზა...   Oct 14 2014, 14:25
- - barbi   aragveli რავი მე მაინც ყ...   Oct 14 2014, 15:39
- - barbi   რაღაც ამ თემამ მიი...   Oct 17 2014, 20:28
- - gagrinski   სურათით არ ხდება ძ...   Oct 17 2014, 20:34
- - barbi   gagrinski ეგ კი ვიცი, მარ...   Oct 17 2014, 20:41
- - barbi   ამ ფორუმმა ძალიან ...   Oct 17 2014, 20:46
- - ბაბუ   ციტატა(barbaqadzenikolozi @ 17th ...   Oct 17 2014, 21:07
- - kardinal84   მოზარდია ახლა ეგ დ...   Oct 17 2014, 21:07
- - aragveli   პოინტერის ტავს ტუ ...   Oct 17 2014, 21:17
- - barbi   ციტატა(qarqashadze @ 17th October...   Oct 18 2014, 09:04
- - dato 85   მართალს ბრძანებს კ...   Oct 21 2014, 16:25
|- - უიარაღო   ციტატა(dato 85 @ Oct 21 2014, 17...   Oct 22 2014, 09:09
- - feroni   მოკლედ ქვეყანას მნ...   Oct 22 2014, 07:58
- - Rey -   feroni მართალია..ამასწ...   Oct 22 2014, 10:05
- - Saganelidze_soso   RE: ინგლისური პოინტერი   Nov 2 2014, 20:01
- - Akop   RE: ინგლისური პოინტერი   Nov 3 2014, 11:24
- - უიარაღო   შენ პოსტს რომ ვხედ...   Nov 3 2014, 11:45
- - Akop   უიარაღო გაიხარე ......   Nov 3 2014, 22:27
- - Hubert   Akop upload gifs   Nov 4 2014, 21:25
- - kajuberi   хостинг картинок bmp ჯინო...   Nov 6 2014, 09:59
- - Asatiani   RE: ინგლისური პოინტერი   Nov 15 2014, 13:43
- - Vepkhishvili   ესეიგი რა მაინტერე...   Nov 15 2014, 20:42
- - aragveli   რახიტი აქვს   Nov 16 2014, 10:37
- - Vepkhishvili   aragveli რა შეიძლება გა...   Nov 16 2014, 11:06
- - aragveli   ვეტერინარტან მიდი,...   Nov 16 2014, 11:37
- - Vepkhishvili   aragveli მადლობა ანუ უს...   Nov 16 2014, 11:49
- - aragveli   რა გითხრა აბა ძმაო ,...   Nov 16 2014, 19:26
- - Vepkhishvili   aragveli ვიცი, მაგრამ ეს...   Nov 16 2014, 19:52
- - mtiuli_1   გამარჯობა. ერთი რა...   Nov 25 2014, 09:59
- - mtiuli_1   .....   Nov 25 2014, 09:59
- - aragveli   ღაბაბს დამსხვილებ...   Nov 25 2014, 10:42
- - mtiuli_1   aragveli შენ პოინტერს ა...   Nov 25 2014, 16:11
- - aragveli   არა ჩემსას არ აქვს. ...   Nov 25 2014, 16:33
- - mtiuli_1   aragveli ციტატა(aleksandre @ 30t...   Nov 25 2014, 16:58
- - aragveli   ეგ პრობლემა არ არი...   Nov 25 2014, 17:34
- - mtiuli_1   მინდირში იცოცხლე 5 ...   Nov 25 2014, 17:47
- - merabi01   მოგესალმებით მეგო...   Nov 28 2014, 22:53
- - aragveli   თქვენ ვერაფერს ვერ...   Nov 29 2014, 07:58
- - sabaabu   http://www.mymarket.ge/photos/orig/1211/6987602_4....   Dec 17 2014, 15:55
- - kardinal84   თუ პოინტერი გინდა ...   Dec 17 2014, 20:37
38 გვერდი V  « < 34 35 36 37 38 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2025 - 17:19