ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#3501
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
ბაბუ Asatiani
ციტატა(Asatianii @ 10th... Sep 10 2014, 10:09
kardinal84 საბუთის აღება ფასი... Sep 14 2014, 08:11
ჭალიმგელა 25 ლარი
ციტატა(kardinal84 ... Sep 14 2014, 09:42
barbi გამარჯობათ. ერთიკი... Sep 14 2014, 11:41
kardinal84 barbi
აცადე ჯერ პატარ... Sep 14 2014, 14:58
barbi kardinal84
კიი ეგ ვიცი მა... Sep 14 2014, 15:05
maxo_987 post a picture Sep 14 2014, 15:40
kardinal84 barbi
4 თვის ლეკვს მინდ... Sep 14 2014, 19:00
barbi kardinal84
ვიცი მარა ჩუმა... Sep 14 2014, 19:38
ლეკი RE: ინგლისური პოინტერი Sep 17 2014, 13:56
barbi ლეკი Sep 18 2014, 09:27
Akop ... მოგესალმებით ! ... Sep 19 2014, 19:50
ბაბუ Akop Sep 19 2014, 20:00
Akop RE: ინგლისური პოინტერი Sep 19 2014, 20:06
hunter88 Akop
მაგარია უხარია თ... Sep 20 2014, 12:27
უიარაღო მართლაც კარგია. Sep 20 2014, 16:27
Akop hunter88 უიარაღო Sep 20 2014, 21:32
Asatiani 2 ტთვის და 10 დღის Sep 22 2014, 07:04
ბაბუ Asatiani
მაგარი ლეკვია... Sep 22 2014, 09:16
Asatiani ციტატა(ბაბუ @ Sep 22 2014... Sep 22 2014, 10:08
JaFaRa გამარჯობათ! პოინ... Oct 8 2014, 10:02
Rey - JaFaRa
ეხლა კარგი იქნე... Oct 8 2014, 11:15
gruzin74 სართიჭალასთან ნაპ... Oct 8 2014, 11:15
JaFaRa Rey -
კი ძაღლს აუცილე... Oct 8 2014, 12:16
gagrinski კლუბებში არა, მიდი ... Oct 8 2014, 14:21
JaFaRa gagrinski
ეგ ლეკვები შემ... Oct 8 2014, 14:38
Rey - JaFaRa
გაგრინსკიმ მარ... Oct 8 2014, 14:51
dato01 ჩემმა მეგობარმა იყ... Oct 8 2014, 16:18
JaFaRa Rey -
არა 800$-ად კუხალ... Oct 8 2014, 16:46
Fishman JaFaRa
ცხვედიანთან მი... Oct 8 2014, 17:26
JaFaRa ვესაუბრე ბატონ დავ... Oct 8 2014, 17:33
aragveli პოინტერი რატომ გინ... Oct 8 2014, 18:35
JaFaRa ციტატა(aragveli @ Oct 8 2014, 19... Oct 8 2014, 20:21
gagrinski წაიყვან ლეკვს ვეტე... Oct 8 2014, 18:37
achiko-l JaFaRa
არის კიდევ ერთი ... Oct 8 2014, 20:29
aragveli სტილი დაივიწყე დიდ... Oct 8 2014, 20:36
Fishman JaFaRa
ჩემი რჩევა იქნე... Oct 8 2014, 22:29
kajuberi JaFaRa
599481441 ამ ნომერზე დ... Oct 9 2014, 08:52
Rey - aragveli
კაი სულ ნუ შეაც... Oct 9 2014, 21:44
aragveli Rey - როცა ძაღლს სტილი... Oct 10 2014, 06:42
dima71 aragveli
ნამდვილად დამ... Oct 10 2014, 09:38
aragveli არავის არ მინდა გუ... Oct 10 2014, 10:26
miroslava ნუ აუცრუეთ ამ კაცს ... Oct 10 2014, 10:58
miroslava აიყვანე პოინტერი დ... Oct 10 2014, 11:02
ზახარა მაგ მიდგომით ალიკ ... Oct 10 2014, 11:09
aragveli არა ზახარ რა დიდი ა... Oct 10 2014, 12:10
dima71 ციტატა(aleksandre @ 10th October ... Oct 10 2014, 13:03
barbi aragveli
იმაში გეთანხმე... Oct 10 2014, 18:08
barbi გუშინ ჩემი პოინტერ... Oct 10 2014, 18:20
aragveli ჰო და მაგაშია ზუსტ... Oct 10 2014, 18:53
barbi aragveli
ვიცი და იმის გა... Oct 10 2014, 19:12
monadire batumeli პოინტერიზაცია მიდ... Oct 11 2014, 11:44
barbi monadire batumeli
მერე მაგას ... Oct 11 2014, 12:14
Rey - aragveli
barbi
თუ მასე მივ... Oct 11 2014, 17:36
barbi Rey -
ხოდა მეც მაგის ტ... Oct 11 2014, 18:08
aragveli სამთო შეჯიბრებები ... Oct 11 2014, 18:36
ლეკი საქართველოში ასეთ... Oct 12 2014, 03:47
aragveli ძალიან მაგარი სავა... Oct 12 2014, 08:05
Fishman ხალხო, არაერთი თემ... Oct 12 2014, 22:48
barbi ბიჯებო, ესეიგი რახ... Oct 14 2014, 11:11
aragveli შეეშვი ლეკვს, გაზა... Oct 14 2014, 14:25
barbi aragveli
რავი მე მაინც ყ... Oct 14 2014, 15:39
barbi რაღაც ამ თემამ მიი... Oct 17 2014, 20:28
gagrinski სურათით არ ხდება ძ... Oct 17 2014, 20:34
barbi gagrinski
ეგ კი ვიცი, მარ... Oct 17 2014, 20:41
barbi ამ ფორუმმა ძალიან ... Oct 17 2014, 20:46
ბაბუ ციტატა(barbaqadzenikolozi @ 17th ... Oct 17 2014, 21:07
kardinal84 მოზარდია ახლა ეგ დ... Oct 17 2014, 21:07
aragveli პოინტერის ტავს ტუ ... Oct 17 2014, 21:17
barbi ციტატა(qarqashadze @ 17th October... Oct 18 2014, 09:04
dato 85 მართალს ბრძანებს კ... Oct 21 2014, 16:25
უიარაღო ციტატა(dato 85 @ Oct 21 2014, 17... Oct 22 2014, 09:09
feroni მოკლედ ქვეყანას მნ... Oct 22 2014, 07:58
Rey - feroni
მართალია..ამასწ... Oct 22 2014, 10:05
Saganelidze_soso RE: ინგლისური პოინტერი Nov 2 2014, 20:01
Akop RE: ინგლისური პოინტერი Nov 3 2014, 11:24
უიარაღო შენ პოსტს რომ ვხედ... Nov 3 2014, 11:45
Akop უიარაღო გაიხარე ...... Nov 3 2014, 22:27
Hubert Akop
upload gifs Nov 4 2014, 21:25
kajuberi хостинг картинок bmp
ჯინო... Nov 6 2014, 09:59
Asatiani RE: ინგლისური პოინტერი Nov 15 2014, 13:43
Vepkhishvili ესეიგი რა მაინტერე... Nov 15 2014, 20:42
aragveli რახიტი აქვს Nov 16 2014, 10:37
Vepkhishvili aragveli
რა შეიძლება გა... Nov 16 2014, 11:06
aragveli ვეტერინარტან მიდი,... Nov 16 2014, 11:37
Vepkhishvili aragveli
მადლობა ანუ უს... Nov 16 2014, 11:49
aragveli რა გითხრა აბა ძმაო ,... Nov 16 2014, 19:26
Vepkhishvili aragveli
ვიცი, მაგრამ ეს... Nov 16 2014, 19:52
mtiuli_1 გამარჯობა.
ერთი რა... Nov 25 2014, 09:59
mtiuli_1 ..... Nov 25 2014, 09:59
aragveli ღაბაბს დამსხვილებ... Nov 25 2014, 10:42
mtiuli_1 aragveli
შენ პოინტერს ა... Nov 25 2014, 16:11
aragveli არა ჩემსას არ აქვს. ... Nov 25 2014, 16:33
mtiuli_1 aragveli
ციტატა(aleksandre @ 30t... Nov 25 2014, 16:58
aragveli ეგ პრობლემა არ არი... Nov 25 2014, 17:34
mtiuli_1 მინდირში იცოცხლე 5 ... Nov 25 2014, 17:47
merabi01 მოგესალმებით მეგო... Nov 28 2014, 22:53
aragveli თქვენ ვერაფერს ვერ... Nov 29 2014, 07:58
sabaabu http://www.mymarket.ge/photos/orig/1211/6987602_4.... Dec 17 2014, 15:55
kardinal84 თუ პოინტერი გინდა ... Dec 17 2014, 20:37![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 08:33 |