BENELLI SUPER NOVA BLACK |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
BENELLI SUPER NOVA BLACK |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით გადავწყვიტე შემეძინა ბენელის ეს საინტერესო მოდელი, თავიდან თურქული იფასიანი ბოკფლინტის შეძენას ვფიქრობდი, არჩევანი მქონდა შტოგერს, მოსბერგს და ჩეზეს შორის, შეგახსენებთ რომ თურქეთში იწყობა მოსბერგის ვერტიკალები და ჩეზესი, ჩეზეს აწყობს ჰუგლუს ფირმა, აი რაც შეეხება სტოგერს დათვალიერებისას აღმოვაჩინე წარწერა Made in Brasil , ფსევდო ამერიკულ იარაღს ვამჯობინე ორიგინალი და ზლიერი საიმედო იარაღის შეძენა, გამყიდველს ვთხოვე ეჩვენებინა ვინჩესტერის, მოსბერგის, რემინგტონის, შტოგერის და ბენელის პომპები, მოსბერგი ერგონომიული მორგებული და მსუბუქი მეჩვენა და სწორედ ამ უაზრო სიმსუბუქის გამო დავიწუნე, ვინაიდან ამერიკაში წყალმცურავებზე და ინდაურზე ნადირობისას იყენებენ მაგნუმებს და სუპერ მაგნუმებს, ზედმეტად მსუბუქი იარაღში ამ ვაზნების გამოყენება კი სისულელედ მიმაჩნია, დიდი უკუცემა დისკომფორტსა და დაჟეჟილ მხარს ჩუქნის მსროლელს, ვინჩესტერი არც კი ამიღია ხელში, ზედ ეწერა რომ თურქეთში იყო დამზადებული და არ გამომიჩენია დიდი ინტერესი, აი რაც სეეხება რემინგტონს კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მარა მთლად ჩემზე მორგებული არ იყო და გადავდე გვერდზე. დასასრულს კი მივადექი ბენელის, პირველი რაც მისი ხელში დაჭერისას ვიგრძენი ის იყო რომ ბალანსი მეტად ქონდა დარგვეული სხვებთან შედარებით, მარა სწრაფი მოგდებით მხარზე მოვიგდე თუ არა თოფი ესევე მივხვდი ჩემთვის იყო გაკეთებული, სიძიმეს ისედაც მიჩვეული ვიყავი საქართველოში, MP-153ს დავათრევდი წლები და ეგ არაა ჩემთვის პრობლემა
![]() სახლში მოსვლისას დავშალე მოვაცილე საკონსერვაციო ზეთის ნარჩენები და საბოლოოდ დავათვალიერე ჩემი ახალი შენაძენი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გადაწყვეტილების სისწორეში, მოყვა 3 ჩოკი სრული, ნახევარი ჩოკი და 0,25 იანი შევიწროვებით. რაც სრულიად მაკმაყოფილებს, სამიზნე თამასა მოგდებისას ისე ჯდება რომ დამიზნება ტიტქმის არ მწირდება თოფი იდეალურად მომერგო, თუმცა რომც არ მომრგებოდა, მოყვა კონდახის მოსარგები პლასტმასის ჩასაფენები, რომელიც კონდახის გადახრის კუთხეს არეგულირებს, მექანიზმი საკმაოდ სწრაფად გადატენვის სასუალებას იძლევა, და ყველაზე მთავარი ესაა უკუცემის სემამცირებელი სისტემა, რომელიც პლასტიკის კონდახშია ჩამონტაჟებული და რომელიც არცერთ ზემოთ ხსენებულ მოდელს არ აქვს. გადავწყვიტე უკვე სტენდზე გამომეცადა |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეს კი სურათები ,უკუცემის შემცირების სისტემით დამზადებული კონდახი და წარწერა რომელიც იარაღის ორიგინალურ წარმოშობაზე მიუთითებს
![]() picture upload sites ![]() free screen capture software ![]() image upload no ads პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tavadi baratashvili: Sep 29 2014, 20:16 |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
მშვიდობაში და მაგარ ნადირობებში გაგეცვითოს, ისე კი თუ გავითვალისწინებთ სად ცხოვრობ მალე მოხდება ეგ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() picture share ![]() image upload without registration ეს კი მისი ბევრი იარაღისთვის ძნელად მოსანელებელი საკვები რომელიც სუპერ ნოვასთვის პრობლემა არაა, 89 მილიმეტრიანი 12 კალიბრის სუპერ მაგნუმის ვაზნა, 6 ნომერი ტყვიის საფანტი რემინგტონის ფირმის, მაგნუმის ვაზნა 76 მმ-იანი ვინჩესტერის ფირმის ფოლადის საფანტით და ბოლოს 36 გრამიანი სახოხბე ვაზნა 6 ნომერი ფიოჩის ფირმის ![]() host image |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
დამიზნებისას ასეთი ხედი აქვს სიყვარულოვიჩს
![]() ![]() upload pictures free ![]() post images ![]() how to capture screen ![]() images ![]() windows screen capture ![]() screenshot tool ![]() picture uploading |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბენელი საკმაოდ კარგი სტუმარი აღმოჩნდა ჩემს სახლში, ერთი კვირის თავზე ჩავაბარე ნადირობის ნებართვის გამოცდა და სამდღიანი დამღლელი მარა საინტერესო ლექციების მერე შტატის ნადირობის ნებართვაც ავიღე, რომლიც უფლებას მაძლევს მთელს ქვეყანაში ვინადირო, ამას მივამატე ლიცენზიაც, და სხვადასხვა წვრილმანები და საბოლოოდ სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ
![]() ![]() image hosting above 5 mb ![]() picture share ეს კი ჩემი მეორე დუშკა ბიჭი ![]() ![]() image upload მშვიდობაში და მაგარ ნადირობებში გაგეცვითოს, ისე კი თუ გავითვალისწინებთ სად ცხოვრობ მალე მოხდება ეგ ![]() მადლობა ძმაო გაიხარე ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ისე ჩემი აზრის სუპერ მაგნუმის ვაზნები არის ფულის უაზროდ ხარჯვა
ინდაურს როგორც წესი ესვრიან მოტყუებით 30-40 მეტრ მანძილზე რასაც თავისუფლად მოერევა ჩვეულებრივი 36 გრამიანი ვაზნაც კი უკუცემა აქვს საშინელი მითუმეტეს პომპიდან, რა უბედურებაა ფრინველის მოსაკვლელი ვაზნა ისე ირტყმევინებოდეს როგორც აფრიკული კალიბრი თოფს ანგრევს და მნიშვნელოვნად უმცირებს სიცოცხლის ციკლს ძვირია იხვის პერელიოტზე რომ ეგენი გამოიყენო ალბად რო იტყვიან ბანკირის ცოლთან უნდა იწვე ![]() მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს რა |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვააა მომილოცავს......!!!!!!!!!!!!!!! კარგი არჩევანი გაგიკეთებია. ისე მეც ძალიან მინდა ასეთი თოფი. მაგრამ არც ამ თოფს და არც მის უბრალოდ მაგნუმ ბიძაშვილს საქართველოს მაღაზიები არსწყალობენ........ აბა როგორ შეიძლება ქართველმა კარგი თოფი იყიდოს ნორმალურ ფასად ეს ხომ კატასტროფა იქნება. არადა დარწმუნებული ვარ ბევრი შეიძენდა ამ ბენელის
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისე ჩემი აზრის სუპერ მაგნუმის ვაზნები არის ფულის უაზროდ ხარჯვა ინდაურს როგორც წესი ესვრიან მოტყუებით 30-40 მეტრ მანძილზე რასაც თავისუფლად მოერევა ჩვეულებრივი 36 გრამიანი ვაზნაც კი უკუცემა აქვს საშინელი მითუმეტეს პომპიდან, რა უბედურებაა ფრინველის მოსაკვლელი ვაზნა ისე ირტყმევინებოდეს როგორც აფრიკული კალიბრი თოფს ანგრევს და მნიშვნელოვნად უმცირებს სიცოცხლის ციკლს ძვირია იხვის პერელიოტზე რომ ეგენი გამოიყენო ალბად რო იტყვიან ბანკირის ცოლთან უნდა იწვე ![]() მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს რა 100% იანი ხარ , მაგრამ სეზონზე სულ მაქვს 4 ინდაურის მოკვლის უფლება, 2 გაზაფხულზე და 2 შემოდგომა ზამთრის სეზონზე, შესაბამისად მაგ 4 გასროლას ავიტან, და არც თოფი დაზარალდება დიდად, სიძვირეს რაც შეეხება ამერიკაში თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ იხვზე და ბატზე ნადირობა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ირემზე, დათვზე და ინდაურზე, მიზეზს მოგახსენებთ, სეზონზე სულ მაქვს ორი ირმის მოკვლის უფლება, რასაც მაქსიმუმ 4 სლაგი დასწირდეს ეს კი 7 დან 12 მაქსიმუმ 17 დოლარამდე დამიჯდება ისი 5 ცალიანი ყუთი და სხვადასხვა ფირმების და მახასიათებლების მქონე სლაგები, დათვზეც იგივეს ვიტყვი, ამ ლიცენზიით სურათზე რომაა ერთი დათვის მოკვლა შემიძლია და არც ისე ძვირი დაჯდება ეგ ამბავი, აი რაც შეეხება იხვებს და ბატებს ეგ ნამეტნავად ძვირი სიამოვნებაა, ვინაიდან ტყვიის საფანტის სროლა აკრძალულია წყალმცურავებზე და მიწევს ფოლადის, და სხვადასხვა მეტალის შენადნობებით დამზადებული საფანტის ვაზნების სროლა, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ერთი 25 ვაზნიანი ყუთი მინიმუმ 25 დოლარი ღირს და მიდის ზევით ხარისხის მიხედვით, შესაბამისად ჩვენებურად ვერ მოვულხენ აქ იხვზე და ბატზე მარა ეს ფასი ნამდვილად ღირს იმ მომენტების გამოსაცდელად რასაც აქაური წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის პროცესი განიჭებს, ამიტომაცაა პომპა კარგი, ძლიერი საიმედო სისტემა და ამ იარაღით კარგად ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია პირველი გასროლა, ცდილობ მეტი დაკვირვებით ესროლო, რასაც ნახევრად ავრომატურზე ვერ ვიტყვი, მქონდა და საკუთარი გამოცდილებით ვიძახი ![]() რაც შეეხება მცირედოზიან ვაზნებს, ფოლადის საფანტის შემთხვევაში აზრი არ აქვს, ძირითადად აცდენები ხდება ან დაჭრილი ვარდება ფრინველი, ამიტომაა საჭირო დიდი ოდენობის ფოლადის ბურთულები, რაც მაგნუმის ვაზნებს საჭიროებს, ვინაიდან ტყვიის ბურთულებთან შედარებით ფოლადის საფანტი ძალიან მალე იშლება და დიდ მანძილზეც ვერ ქაჩავს სიმსუბუქის გამო, ამიტომ ამ მინუსის ანაზღაურებას დიდი რაოდენობის ტყვიის საფანტით ცდილობენ. რაც შეეხება ინდაურს მასე 9 ნომრითაც მოკლავ 24 გრამიანით ისე ახლო შეიძლება მოტყუება, მარა დამიჯერე როცა სულ 2 ცალი შეგიძლია მოინადირო და ისიც თავში უნდა ესროლო, როგორც ლექციებზე ამიხსნეს ესეთი წესია რაც შეიძლება ადვილად რომ მოკლა, დამიჯერე არ ღირს გარისკვა და საათები ლოდინის, ხელის მანოკის ყროყინის და მთელი განცდების წყალში ჩაყრა ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tavadi baratashvili: Sep 29 2014, 21:08 |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვააა მომილოცავს......!!!!!!!!!!!!!!! კარგი არჩევანი გაგიკეთებია. ისე მეც ძალიან მინდა ასეთი თოფი. მაგრამ არც ამ თოფს და არც მის უბრალოდ მაგნუმ ბიძაშვილს საქართველოს მაღაზიები არსწყალობენ........ აბა როგორ შეიძლება ქართველმა კარგი თოფი იყიდოს ნორმალურ ფასად ეს ხომ კატასტროფა იქნება. არადა დარწმუნებული ვარ ბევრი შეიძენდა ამ ბენელის მადლობა გაიხარე, ჩემზე უკეთესები შეგეძინოთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
tavadi baratashvili მონადირეების და მსროლელების სამოთხეში ხარ რა ![]() ![]() რეპორტები უნდა დაიდოს აუცილებლად, თორე ოჩოპინტრე არ გაპატიებს მაგას ![]() აუცილებლად ძმაო, მაგაზე როგორ გაწყენინებ, ამ ყარტა ყურტა რეპორტისთვის ბოდიში მამითხოვია ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ისე ვაზნების ფასს რაც შეეხება გადატენვა ხო შეგიძლია, კომპონენტები კიდე მუქთია რამის მანდ
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისე ვაზნების ფასს რაც შეეხება გადატენვა ხო შეგიძლია, კომპონენტები კიდე მუქთია რამის მანდ კი მარა ჯერ ეგ არ მეკერკება ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
tavadi baratashvili
მშვენიალური არჩევანია, კაი გემრიელ ნადირობებში გაგეცვითოს... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th August 2025 - 14:19 |