დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
დებულება "ნადირობის" შესახებ |
![]()
პოსტი
#91
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რამდენჯერ შემხვა უცებ ბუჩქებიდან გამოვარდნილი კურდღელი, საწყლად რომ გარბის. მაგ საცოდაობით როგორ უნდა ესროლა ერთი-ორიღაა სულ დარჩენილი, მითუმეტეს დასავლეთში სადაც ათიათასობითაა ტურა.
|
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
კარგად ვერ გავიგე მაგრამ მგონი კარგია
ვებგვერდი, 31/10/2014 სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.016269 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №146 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დებულება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ მუხლი 1. დებულების მიზანი წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები. მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები 1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. 2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება. მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით 1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარ თანხმობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს. 3. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე. 4. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტი რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 5. რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზნით, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტის განცხადების ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის განხილვის შემდეგ, სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის საფუძველზე გასაფორმებული ხელშეკრულების პროექტს უთანხმებს მუნიციპალიტეტს. 6. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის შესაბამისად სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 7. რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება დეპარტამენტის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე. 8. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. 9. სათანადო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შეუძლია, მუნიციპალიტეტის მომართვის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირობები. მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით 1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, შინაური ან გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის ან/და მისი გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების საფუძველია სამინისტროსადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადება - სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, გარეული ცხოველის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 4. სამინისტრო, განცხადების გახილვის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იღებს გადაწყვეტილებას გარეული ცხოველის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” შესაბამისად. 6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყარო https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...=en&Itemid= |
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მეც მასე მგონია.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რეებს ხლართავენ ნეტა თვითონ იციან?
|
|
|
![]()
პოსტი
#96
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სულ არარაობას ჯობიააააა ........ არადა დაგჭამა დათვებმა ...
წელს დათვებმა ყვარელის ალპურში საძოვარზე საქონელი დაგვიგლიჯა და დიდი ზარალი გვანახაა .... ამათი შიშით და მესაზღვრეების გაფრთხილებით ხელი ვერ ვახლეთ ვერცერთს ![]() იქნება ეხლა მაიც გვეშველოს რამეეეეე ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია OQRO444: Nov 4 2014, 12:03 |
|
|
![]()
პოსტი
#97
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მგელი თუ დაგესხა თავს შეგიძლია მოკლა, მარა ნაკბენი უნდა აჩვენო...
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#98
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 25-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: georgia TBILISI ![]() |
ტურის მოკვლა დაშვებულია თუ არა ვეღარ გავიგე რა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#99
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
მე დამარხვა რა უბედურებაა და ბარემ რო შეიწვას არა? განრისხებული შველი რო შემომივარდეს სახლში და თავდაცვისას მოვკლა რა აუცილებელია დავმარხო?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#100
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 25-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: georgia TBILISI ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#101
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#102
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 111 რეგისტრ.: 12-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
beqa10 ეს ვიდეო აქ ნანახი ამ კანონის დამწერებს და ამიტომ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოვებაზე
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 25-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: georgia TBILISI ![]() |
ეგ ირემია თუ არმეშლება. ჯერ მანახონ სადაა საქართველოში ესეთი ნაკრძალის გარდა და მერე მოგვთხოვონ :დ
|
|
|
![]()
პოსტი
#104
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#105
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 19-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩაადედისირემა იმენნა
![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 15:59 |