AR15/M4/M16 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

AR15/M4/M16, მხოლოდ ოჩოპინტრეზე
Shooter
პოსტი Jun 28 2011, 13:10
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



გადავწყვიტე ცალკე თემად გამომეყო. ახალ სურათებსაც დავამატებ.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში მე მგონი არ15 ზე ფორუმებზე ჯერ არავის არ უსაუბრია იმიტომ როკ უბრალოდ არავის ა ქონდა ეს იარაღი. როგორც მითხრეს ძალიან ცოტა ამ სისტმის იარაღია რეგისტრირებული.

ეს კარაბინი ჩამოტანილია ამერიკიდან. არა ჩემს მიერ. პატრონმა გასხვისება დააპირა და ერთ საერთო მეგობარს მიადგა. ის მოვიდა ეგრევე ჩემთან. ფასს არ დავწერ თუმცა არც ისე ძვირია და არც ისე იაფია.

გავასხვისე თითქმის ჩემი მთელი არსენალი და ეს გავიფორმე.

იარაღი არის ტიპიური არ15, ე.წ. M4 პროფილის ლულით, არ არის რამე კონკრეტული მოდელი ანუ ზედა და ქვედა სხვა და სხვა მწარმოებლისაა რაც აბსოლუტურად ნორმალურია იმიტომ რომ ის გათვლილია ასეთ ტრანსფორმაიებზე. ალკე კომაპნიები უშვებენ მთლიან იარაღებს, ცალკე კომოპანიებ მრტო ზედებს (აპერებს) და ქვდებ (ლოვერებს) და კიდე ურიცხვი კომპანია უშვებს ქსესუარებს.

ანუ მაგალითად DPMS-ის აპერი ეგრევე დაყენდება Stag Arms-ის ლოვერზე. შესაბამისად თუ გაქვს ერთი ლოვერი შეგიძლია გქონდეს ორი (ან მეტი) აპერი, მაგალითად ერთი სუბ კომპაქტური 11.5 ინჩიან ლულით და ერთი მძიმე 20 ინჩიანი ლულით, ანუ გაქვს მოდულური იარაღი რომელიც შეიძლება 20 წამში გადაქციო მოკლე კარაბინად ან სნაიპერულ სისტემად. გენიალურია ხო?

ლოვერი ჩემსაზე არის Yankee Hill Machine -ის, მათი Diamond Spectre-ის სერიიდან. აპერი არის Bushmaster HBAR, თუმცა ბუშმასტერის აპერი კარობკებს იანკი ჰილს უკვეთავდა ერთ დროს და მართლა კარობკაზე ქვევით აქვს დამღა ასო Y რაც მიუთითებს რომ კარობკა (ლულის და საკეტის გარდა) ბუშმასტერის დაკვეთით იანკი ჰილმა დაამზადა.

ეხლა კალიბრს რაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ .223 რემი ცვლადია 5.56 ნატოს-თან, სხვაობა არის. ნატოს სტანდარტის პატრონნიკი და .223 რემის პატრონნიკების გეომეტრია განსხვავდება, რემის პატრონნიკი (უფრო გათვლილი ბოლტებზე) ოპტიმიზირებულია სიზუსტისთვის, 5.56 ნატო-ს პატრონნიკი (უფრო გათვლილი თვითდამტენ იარაღზე) გათვლილია საიმედოობაზე. თუმცა ნებისმიერი ვინც ერკვევა ამ სისტემაში გეტყვით რომ არ15-ის შემთხვევაში ნატოს სტანდარტის პატრონნიკი აუცილებელია.
გარდა ამისა 5.56 ნატო-ს ვაზნა უფრო მაღალ წნევებზე მუშაობს ვიდრე .223 რემი. 52 000 არის რემისთვის ყველაზე მაღალი დასაშვენი წნევა (SAAMI) და 60 000 არის ნატოს სტანდარტის 5.56 ვაქზნისთვის. მე ესე მახსოვს თუმცა შეილება ეს ციფრები ბოლომდე ზუსტი არაა მაგრამ სხვაობა ნამდვილად არის.

ამ შემთხვევაში კალიბრი არის 5.56 ნატო (რასაც დამღები ლულაზე ადასტურებს) თუმცა ლოვერზე წერია .223 რემი. თვითონ ლულა არის ძალიან პოპულარული ბუშმასტერის მოდელი, HBAR რომელსაც ამ კომპანიის გარდა უამრავი სხვა კომპანია ხმარობდა თავისი იარაღის აწყობისას. სიგრძე 14.5 (სტანდარტული M4 პროფილით)

ცევიო სტანდარტული M4-ის ტიპის, კონდახი Mako Defense (ისრაელი). უკვე ეყენა დასაკეცი უკანა სამიზნ მოწყობილობა Magpul MBUS.

მე დამატებით შეუცვალე A2-ის ტიპის სახელური, დავაყენე Mako IDF Combat Grip, სტანდარტულ ცევიოზე დავაყენე Mako Accesory Rail (მთელი დღე ვიწვალე მორგებაზე), მაგაზე კიდე Tapco Intrafuse Vertical Grip, რომელიც ცოტა დავამოკლე.

ეხლა ველოდები Magpul MOE ცევიოს და პროჟექტორს Guide Gear 240.

მჭიდები სტანდარტული ალუმინის 30 ვაზნიანი მჭიდებია. აქვთ Magpul Anti-tilt follower-ები. ანუ მიმწოდებელი არ იბირიცება მჭიდში ვაზნების მიწოდებისას.

ოპტიკაზე მე ვიყო ბოლო ტრაკი (ბოდიში) თუ რომელიმე მაღაზია გავამდიდრო. ვიჩალიჩებ ჩამოტანას ან ხელიდან ყიდვას. კონდახიც შეეცველბა მაგპულის მოდელით.

თვითონ იარაღზე ეხლა აქ არ გავმეორდები. ბლოგზე ცალკე განყოფიელბა მაქვს და იქ უკვე მგონი 4 სტატია არის.

ერთს ვიტყვი რომ ყველაფერი რასაც ამ იარაღზე იძახიან (ნეგატიურს) არის უბრალოდ ტყვილი ან გადამეტება თან დიდი გადამეტება.

ასეთი იყო თავიდან



ეს არის გარკვეული აფგრეიდის მერე



ესეც უკვე კიდე პატარა გადაკეთების მერე, წინა ტარი დამოკლდა და უკან გადავიდა



სულ მალე კიდე განახლდება და მერე მარტო კონდახს გამოუცვლი იმიტომ რომ ეს უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონს.

თუ ჩზ გაიყიდა შეიძლება აღარ დავწრვრილმანდე და free-float ცევიო დაუყენო.

ესეც ჩემი ბლოგის პროფილური განყოფილება სადაც დაიდება ახალი მასალები ამ სიტემზე.

http://shooterscentral.ge/?cat=19

მაგრამ აქაც თუ გინდათ ვისაუბროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
6 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
Shooter
პოსტი Jul 3 2011, 21:26
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



სალამ ))0 ვიზუალურად ვერ გაარჩევ. ნუ თუ რა თქმა უნდა ვაზნას არ აქვს მარკირება. უნდა ენდო ყუთზე ინფორმაციას და იარაღის მარკირებებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIRON
პოსტი Jan 23 2014, 17:12
პოსტი #17


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 4-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ცუდი ამბავი დამართნია კოლტს: newsmile05.gif

http://weaponland.ru/news/konkurs_na_posta...2013-03-08-1395


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Jan 10 2015, 23:39
პოსტი #18


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 18 2015, 14:50
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ალბათ შეიძლება ამ თემაში სხა ოჩოპინტრელებმაც დავდოთ ჩვენი იარაღის სურათები?
ესეც ჩემი არ 15 16 ინჩიანი ლულით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Mar 18 2015, 15:24
პოსტი #20


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კი შეიძლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 18 2015, 15:25
პოსტი #21


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო
გილოცავ კარგია. კომპენსატორის შეცვლას და პიკატინის სამაგრებიანი ცევიოს დაყენებას არ აპირებ? სულ სხვა ვიდზე დადგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 18 2015, 16:13
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



assassin29 მაგას მირჩევნია ცალკე აპერი ავაწყო, მაგრამ ლულა ისეთი ვიყიდე რომ არჩევანის გაკეთებას მიძნელებს. 11 ინჩიანი ლულა რომ მქონოდა 18 ინჩიან ლულაზე ავაწყობდი მეორე აპერს. ახლა კი როცა 16 ინჩიანი ლულა მაქვს 18 ინჩიანიც აზრს კარგავს და უფრო მოკლე ლულაც. ზუსტად ამისთვის ვაპირებდი ამის ყიდვას http://www.amazon.com/Bushnell-Illuminated...r+optics+1-4x24
ის ფული რომ მომიხსნეს ბარათიდან. რომელიც ამით http://www.amazon.com/Burris-410341-30-mm-...rris+mount+30mm
იდიალურად მაგრდება აპერის ბაზაზე და მუშკაც ხელს არ უშლის. ეს მაგპულის ცევეო კი როგორც იარაღის ხელოსანმა მითხრა ერთ-ერთი საუკეთესოაო. ძალიან მჭიდროდაა მორგებული.
რაც შეეხება კომპენსატორის ცოტა ვიდზე კი ვერ არის მაგრამ იმდენად იდიალურად მუშაობს (უკუცემა როგორც 22 ლრ, ანუ საერთოდ არ აქვს) ცოტა ხანს შეცვლისგან თავს ვიკავებ. ერთ ერთი მინუსი, ხმას აბრუნებს მსროლელისკენ. ეს საკითხი დღეს გადავწყვიტე, ყურის ელექტრონული დამცველი ვიყიდე. ისე ერთხელ უკომპენსატოროდ უნდა ვისროლო და უკუცემა თუ არც ისე ჰქონდა მაშინ ავარჩევ კომპენსატორს ვიზუალური მახასიათებლის მიხედვით.
კინაღამ არ დამავიწყდა. მადლობა მოლოცვისათვის. მალე მეც მომელოცოს შენთვის ამაზე უკეთესები newsmile027.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Mar 18 2015, 16:15
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Mar 18 2015, 16:21
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო
308 ლულა რომ უყიდო მეორე, ლულის და საკეტის მეტი იცვლება რამე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 18 2015, 17:14
პოსტი #24


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო

მომილოცავს, მაგ ოპტიკაზე გული ძაან ნუ დაგწყდება, ხელში მეჭირა 14.5 ინჩიანი ლულით და მაგ ოპტიკით და საკმაოდ მძიმე გამოდის, შენსას უფრო დაამძიმებს რათქმაუნდა. დიდი უკუცემა არა აქვს მაგ კალიბრს და სხვა უფრო იაფიანი და მსუბუქი კოლიმატორი დააყენე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 19 2015, 08:47
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(assassin29 @ Mar 18 2015, 17:21) *
უიარაღო
308 ლულა რომ უყიდო მეორე, ლულის და საკეტის მეტი იცვლება რამე?

ყველაფერი სხვა აქვს 308-ს. ქვედა რესივერი, და მჭიდისთვის ფანჯარა უფრო დიდი. ბუფერი სხვა, ზედა რესივერი და ბოლტი სხვა.
308 -ზე ვერა მაგრამ 300 ბლექაუტზე (7.62*45) გადადის ადვილად. მხოლოდ ლულაა შესაცვლელი. მჭიდიც კი ადგება 5.56-ის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
REZI 444
პოსტი Apr 14 2015, 01:44
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 276
რეგისტრ.: 12-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ხომ არ იცით ხელოსანი პაატა რომელიც აწყობს არ15-ს, სად მდებარეობს მისი სახელოსნო, ან რომელ მაღაზიაში იყიდება მისი აწყობილი არ-15 ი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shaman
პოსტი Apr 14 2015, 08:41
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 207
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(REZI 444 @ Apr 14 2015, 02:44) *
ხომ არ იცით ხელოსანი პაატა რომელიც აწყობს არ15-ს, სად მდებარეობს მისი სახელოსნო, ან რომელ მაღაზიაში იყიდება მისი აწყობილი არ-15 ი?

გაუმარჯოს, მისი მაღაზია "სახელოსნო" არის ყაზბეგის ქუჩაზე ინფექციურის წინ, დენთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
REZI 444
პოსტი Apr 14 2015, 11:20
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 276
რეგისტრ.: 12-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მადლობა shaman, ხომ არ იცით საშუალო ფასი მისი აწყობილი არ 15 ის? ვინმეს თუ აქვს მისი აწყობილი და როგორ მუშაობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 14 2015, 14:22
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




REZI 444
3000 ლარი და ზემოთ თუ არ ვცდები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Apr 14 2015, 15:22
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



assassin29 არ ცდები. გაჩნდა უკვე კონკურენცია ქართულ ბაზარზე. სხვა მაღაზიებსაც აქვთ შემოტანილები. შეიძლება იყიდო იაფიანი ვერსია და შემდეგ შენ თვითონ გაუკეთო მოდერნიაზაცია შენ გემოზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th November 2025 - 23:27