LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი. სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება. ![]() კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია. გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის. განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა. 1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება. ![]() 2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა ![]() ![]() 3. დენთის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. ![]() 4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს. ![]() 5. საფანტის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის. 7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა. ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები. ![]() კომენტარი: კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე. სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება. სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.) შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული . მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი. ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 18:42 |