მიკრო-ჯიგი, მიკრო-ჯიგი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მიკრო-ჯიგი, მიკრო-ჯიგი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მიკრო-ჯიგი (ჯიგი) სპინინგში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად მიიჩნევა. არის ძალიან აზარტული , სპორტული და საინტერესო. ამ მეთოდით შეგიძლიათ ითევზაოთ მთელი წლის მანძილზე, ვიდრე ყინული არ დაფარავს წყლის ზედაპირს, მაგრამ განსაკუთრებულ უპიტატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ავლენს გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, როცა წყალი ცივია, თევზი კი პასიური და „მიჯაჭვული“ წყალსატევის ფსკერს. რას წარმოადგენს მიკრო-ჯიგი (რისგან შედგება) ეს არის ჯიგთავისა და სატყუარის ტანდემი. ჯიგთავი თავის მხრივ იყოფა 2 სახეობად : კლასიკურ (ნემსკავზე მყარად დაფიქსირებული სიმძიმის (ტყვიის, ვოლფრამის) ) ![]() და ე.წ. „ჩიბურაშკად“. ამ უკანასკნელში სიმძიმე ნემსკავთან დაკავშირებულია მავთულით (ყურით) სახსარული კავშირით . ![]() ![]() ![]() ამ ორივე სახეობას აქვს თავისი დანიშნულება და + - ები. მაგალითად ჩიბურაშკიანი სატყუარა ბევრად უკეთ მიფრინავს და თავისუფალი , სახსარული კავშირის ხარჯზე მეტ ანიმაციას (თამაშს) აძლევს სატყუარას. „მყარი“ (კლასიკური) ჯიგთავი მიზანშეწონილია გამოვიყენოთ პასიურ სატყუარებთან ერთობლიობაში. სატყუარები ეს არის სილიკონისგან (რეზინისგან) დამზადებული სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის სიმპატიური სატყუარები, ერთი შეხედვიტ არც კი გავს სატყუარას ![]() სატყუარებიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ; აქტიურ : ვიბროკუდი, ტვისტერი ![]() ![]() და პასიურ: კიბოები, სლაგები (ჭიაყელები) და ათასი მაიმუნობა... ![]() ![]() ![]() ![]() დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ჯიშის თევზი მათზე რეაგირებს სხვადასხვანაერად, ამიტომ ჭეშმარიტ სპინინგისტს არსენალში უნდა ქონდეს ორივე ![]() ნუ ზოგადად სილიკონი არის უბრალო და ატრაქტანტიანი (съедобны), რათქმაუნდა უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, თევზი კონტაქტისას აღიქვამს მას როგორც საკვებს, რადგან აქვს სუნი და გემოც. ჯოხი, კოჭა, ძუა. ამბობენ მიკრო-ჯიგში ყველაზე მეტად მოეთხოვება ჯოხს მგრძნობელობა და ამავდროულად სიმსუუქე, პრინციპში აუცილებელი პირობაა ეს ორი. ტესტი 0,5-5 გრამი ან მაქსიმუმ 7 გრამამდე, რადგან მიკრო-ჯიგში გამოიყენება სატყუარბი (ჯიგთავთან ერთად) 5 გრამამდე. ამის ზემოთ უკვე მსუბუქი ჯიგია. კოჭაც შეძლებისდაგვარად კომპაქტური, მსბუქი. კარგად უნდა მუშაობდეს წვრილ ძუებთან, წნულებთან. ძუას ზოგი მონოს ხმარობს, ძოგიც წნულს 0,12-0,16 მმ მონოს პლიუსი ის არის რომ წელვადია და პასიური თევზი კონტაქტისას წინააღმდეგობას ვერ გრძნობს და ხარბად იღებს სატყუარას. მაგრამ ეს ამავდროულად მინუსიცაა; ნაკლები ინფორნაციულობა კონტაქტისას. მე პირადად ორივეს ვხმარობ და ბედნიერი ვარ ![]() წნულის შემთხვევაში რეკომენდირებულია 50-100 სმ -იანი ფლუროკარბონის სადავე (პავადოკი) . ორივე შეთხვევაში თუ კარგი ჯოხი გაქვთ კონტაქტს ხელშიც გრძნობთ და ვიზუალურადაც ამჩნევთ ძუის დაჭიმულობა-მოშვებით, ამიტომ სასურველია ძუა იყოს შეფერილი, ვიზუალური კონტროლისთვის. გატარების ტექნიკა ვაგდებთ სატყუარას წყალში, ველოდებით მის ძირზე დაცემას. შემდეგ ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი, ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი .... (ამოხვევებს და პაუზებს ძირზე დაცემის შემდეგ ვარეგულირებთ შეხედულებისამებრ ). ეს მეთოდი მუშაობს აქტიურ სატყუარებზე. კონტაქტი ხდება ძირითადად პაუზაზე სატყუარის ვარდნისას და ვარდნის შემდეგ ძირიდან. ზემოთ მოყვანილი ტექნიკა (კლასიკა) ერთ-ერთია იმ უამრავს შორის , რომელსაც პრაქტიკის მატებასთან ერთან ითვისებს სპინინგისტი. "მსხვარპლი" რათქმაუნდა უპირველეს ყოვლისა მტაცებელი (ქარიყლაპია, ქორჩილა, ფარგა, ქაშაპი, ღორჯო, ლოქო ... ) , მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხშირია „მშვიდობიანი“ თევზის ჯიშები, განსაკუთრებით კარპისებრთა ოჯახისანი, კობრი, კარჩხანა, ამური, სქელშუბლა, ფარფლწითელა, კაპარჭინა ... ![]() ![]() აქვე დავსძენ ეს მეთოდი მეტწილად სპორტული ხასიათისაა ვინემ მომპოვებლური ! დაე ეს თემაც ერთ აგურად დაედოს იმ კედელს, რასაც კულტურული, სპორტული თევზაობა ქვია ! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 02:43 |