ჯოხი (ანკესი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჯოხი (ანკესი) , სპინინგისთვის
გიორგი
პოსტი Sep 24 2009, 17:39
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჯოხი სპინინგისთვის


სასპინინგე ჯოხი, იგივე ანკესი, უნდა იყოს პირველ რიგში მსუბუქი და ამავდროულად საკმაოდ მტკიცე. ის თევზჭერის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით მუდამ მოქმედაბაშია და მთელი დღის განმავლობაში საკმაო დატვირთვების ატანა უწევს: სატყუარის ტყორცნა, მისი გატარება, თევზის ამოყვანა და ასე შემდეგ. ამიტომ მის სიმტკიცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სიმსუბუქე შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც თოფის წონა ნადირობის დროს.

ამიტომ ახალი თაობის ანკესები მზადდება ძირითადად углеволокно-გან (ქართულად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ გრაფიტისგან რომ მზადდება ვიცი newsmile05.gif ) ,რაც შესაბამისად არსებითად ამცირებს ანკესის წონას და ამცირებს მის ინერციულობას.

სასპინინგე ანკესის სიგრძე
ანკესის სიგრძე ვარირებს 1.4 მეტრიდან (პატარა თევზის დასაჭერად მცირე მდინარეებში) - 4 მეტრამდე (სერფიშინგი ზღვის ნაპირიდან). ჩვენთან კი უფრო "ხოდშია" ანკესები 1.8 მეტრიდან - 3.3 მეტრამდე. ანკესის სიგრძის შერჩევისას მნიშვნელობა ენიშება იმას თუ როგორ აპირებთ თევზაობას - ნავიდან, თუ ნაპირიდან. ნავიდან თევზაობისას უფრო მოსახერხებელია მოკლედ ანკესები, ხოლო ნაპირიდან - პირიქით.

აქვე უნდა გაითვალისწინოთ ქართული პირობებიც. თუ თქვენი სათევზაო ადგილები ძირითადად წარმოადგენს ბუჩქნარიან და ხეებიან ნაპირებს - მაშინ გრძელი ანკესების გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია. ალბათ ყველაზე უნივერსალური დიაპაზონი ჩვენს პირობებში იქნება 2.4 - 2.7 მეტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ანკესების სიგრძეები განსხვავდება ევროპულებისგან. ამერიკული ანკესების უმრავლესობა არწევს მაქსიმუმ 2.14 მეტრს სიგრძეში, რაც სავარაუდოთ გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელები ნავიდან თევზაობას ამჯობინებენ. მაშინ როდესაც ევროპული ანკესების უმეტესობა იწყება 2.10 მეტრიდან.

სასპინინგე ანკესის ტესტი
სასპინინგე ანკესი და გამოყენებადი სატყუარები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ანუ სატყუარის წონა უნდა შეესაბამებოდეს ანკესის "ტესტ" . ტესტი ანკესებს აწერია გრამებში ან უნციებში და მოცემულია როგორც დიაპაზონი "მინიმალური წონა - მაქსიმალური წონა" და ანკესებზე არის მოცემული როგორც - Casting Wight (C.W.) ან Lure Wight (L.W.). ქვედა მაჩვენებელი გვეუბნება სატყუარას მინიმალურ წონას, რომელსაც ანკესი "გრძნობს" ტყორცნის დროს, ხოლო ზედა - სატყუარას მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც არ დააზიანებს ანკეს.

ტესტის მიხედვით ანკესები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1. ულტრამსუბუქი (ultra light) - 1-7 გრამი
2. მსუბუქი (light) - 3-15 გრამი
3. საშუალო 7-30 გრამი
4. მძიმე 15-60 გრამი

ტესტი არ ნიშნავს ანკესის სიმძლავრეს. ანუ მსუბუქი ანკესით თავისუფლად შესაძლებელია 2 კილოიანი თევზის ამოყვანაც კი. აქ უკვე საქმე ამოყვანის ტექნიკაშია და გამოცდილებაში.

ხანდახან ანკესზე მითითებულია ძუის რეკომენდირებული ტესტიც (Line Test), რაც საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. თუ ძუის ტესტი აღემატება ანკესის ტესტ - ამან შეიძლება გადატეხოს ანკესი ვთქვათ იგივე სატყუარის "ზაცეპიდან" ამოღების დროს. ხოლო უფრო ნაკლები ტესტის ძუა კი - შეიძლება ვერ უძლებდეს ანკესის აქტიურ მუშაობას და ხშირად წყდებოდეს.


ვარჩევთ სასპინინგე ანკეს
ისევე როგორც არ არსებობს უნივერსალური თოფი, ასევე არ არსებობს უნივერსალური ანკესი. იდეაში სპინინგით გატაცებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 2-3 ანკესი მსუბუქიდან - მძიმით დამთავრებული.

მაგრამ პირველ ხანებში შესაძლებელია "მეტ-ნაკლებად" უნივერსალური ანკესის შეძენა. ასეთი ანკესის რეალური ტესტი უნდა იყოს 5-25 ან 7-30 გრამი.


აბა თქვენ იცით newsmile05.gif გისურვებთ წარმატებებს newsmile05.gif


ხო მართლა პირველწყარო ავიღე KAA დადებული ლინკიდა და ჩემი რაღაცეებიც დავამატე

P.S. - ქართულად იგივე "ხო მართლაა ???" newsmile035.gif newsmile035.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 >  
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 134)
smekosmeko
პოსტი Mar 11 2015, 21:07
პოსტი #121


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დავეკითხოთ LeoTaso-ს თუ იცის მაგ საიტიდან ჩამოტანის ფასები და რომელი გადამზიდით ჩამოაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 21:38
პოსტი #122


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



LeoTaso
დაგვეხმარები ძმობილო ამ ანკესის ჩამოტანაში? smekosmeko -ც აპირებს და გვაინტერესებს რა როგორ იქნება და როგორ ჩამოვიტანოდ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 11 2015, 22:31
პოსტი #123


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ წონას დაიანგარიშებენ მაშინ ძალიან იაფი დაჯდება ჩამოტანა, დაველოდოთ აბა LeoTaso რას იტყვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 22:59
პოსტი #124


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



smekosmeko
102 პოსტი ნახე? გუშინ მომწერა და სანამ გამოჩნდება გადახედე აბა რა პირობებიც მითხრა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Mar 11 2015, 23:00
პოსტი #125


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დაქსი
smekosmeko

პირადში მომწერეთ რა მოდელებზე შეაჩერეთ არჩევანი, გადაუგზავნი და ფასსაც მეტყვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 11 2015, 23:13
პოსტი #126


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(დაქსი @ Mar 11 2015, 23:59) *
smekosmeko
102 პოსტი ნახე? გუშინ მომწერა და სანამ გამოჩნდება გადახედე აბა რა პირობებიც მითხრა



უი ეგ ახლა ვნახე newsmile05.gif ანუ მესამე კაციც ვნახოთ მაშინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 23:17
პოსტი #127


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



LeoTaso
მე გადმოგიგზავნე და იმედია smekosmeko -ც გადმოგიგზავნის, მადლობა ძმა ყურადღებისთვის newsmile05.gif


smekosmeko
ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 00:13) *
უი ეგ ახლა ვნახე ანუ მესამე კაციც ვნახოთ მაშინ

პირადში გადაუგზავნე რომელ მოდელსაც შეარჩევ და Fასს გვეტყვის რა დაგვიჯდება ჩამოტანა, მე უკვე გადავუგზავნე და ეხლა სენ გელოდება, ჩვენ გავარკვიოთ და თუ მესამეც გამოჩნდება მერე გადავანაწილებთ. პირადში მოგწერე და ნახე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 11 2015, 23:20
პოსტი #128


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დაქსი კი გავუგზავნე მეც, პირადში მოგწერე წეღან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 23:23
პოსტი #129


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



smekosmeko
ხო ეხლა ვნახე და მოგწერე კიდეც newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 11 2015, 23:36
პოსტი #130


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Отзыв о спиннинге Favorite Laguna LGS662UL

Отзыв о спиннинге Favorite Laguna LGS662UL
Хотелось бы рассказать об таком спиннинговом девайсе как Спиннинг Favorite Laguna LGS662UL
Сразу скажу что заявленный производителем тест немного занижен и в жизни показал себя в пределах 3-10 грамм .
Спиннинг нельзя назвать микроджиговым . Это реальный универсал который не заточен ни под джиг ни под твич как единственный из способов лова для этого удилища . Им вполне можно джиговать комфортно от 3 грамм . 8 грамм даже отлично а 10 если уже сильно прижмет необходимость но не забывайте о цифрах что написаны на комеле 0-7 грамм ))
Мелкие воблера при равномерной проводке ли твиче очень даже радует , удилище прекрасно справляется с ними и каждое движение воблера отчетливо передается в руку , с этим у спиннинга все на высоте . Такие воблера как YO-ZURI L-MINNOW 44 за счет своих движений которые как я уже говорил просто стучат в руку позволяет ловить особо не напрягаясь,а SALMO MINNOW 5 см отлично твичится .
Прочность .. Поломать можно даже лом так что не стоит особо перегружать бланк ..
Выносливость - щуку до 1.5 кг спиннинг вполне вытягивает по всем параметрам





Область применения - как по мне это отличный спиннинг для универсальной ловли особенно для тех людей кто любит возить с собой в машине спиннинг и половить при первой возможности , так как длинна в сложенном виде 101 см и он легко поместится даже в маленьком багажнике . Как запасное удилище , как спиннинг для тех кто хочет попробовать себя в так сказать в легком весе и выкладывать круглую сумму на дорогой спиннинг пока не планирует .
Общее мнение - дешевый . легкий , прочный , универсальный , красивый аккуратно собран доступный спиннинг .Хороший подарок друзьям и рабочая лошадка для частой рыбалки .

წყარო: http://bymaxd.rybalka.com/blog/view/12081/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 23:45
პოსტი #131


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



smekosmeko
ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 00:36) *
Общее мнение - дешевый . легкий , прочный , универсальный , красивый аккуратно собран доступный спиннинг .Хороший подарок друзьям и рабочая лошадка для частой рыбалки


მეტი რაღა თქვას newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

ფაქტია რომ ულტრა მსუბუქია და თავიდან მე პირადად მაკმაყოფილებს მონაცემები, დანარჩენს საქმე გვიჩვენებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 11 2015, 23:49
პოსტი #132


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



smekosmeko
ისე რა მაინტერესებს, ამ ტიპის სპინინგზე ბომბარდას გამოყენება შეიძლება????? ანუ მსუბუქი სატყუარას შორ მანძილზე გადასაგდებად?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 12 2015, 10:57
პოსტი #133


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დაქსი ისეთ ვარიანტში რომ წონა 7-8 გრამს არ გადაცდეს newsmile05.gif მე პატარა 2-3 გრამიან ტრიალებზე საფანტის სიმძიმეებს ვიყენებ ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 12 2015, 16:56
პოსტი #134


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



smekosmeko
ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 11:57) *
დაქსი ისეთ ვარიანტში რომ წონა 7-8 გრამს არ გადაცდეს მე პატარა 2-3 გრამიან ტრიალებზე საფანტის სიმძიმეებს ვიყენებ ხოლმე.

საფანტის დამატება სიმძიმისთვის სატყუარას სწრაფ დაძირვას გამოიწვევს და არაძირვადი (მცურავი )ბომბარდა არ გამოიწვევს სატყუარას სწრაფ დაძირვას და მგონი უფრო შედეგიანი იქნება, რა ვიცი არ მაქვს ჯერჯერობით ამ მეთოდთან შეხება და შეიძლება ვცდები newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Mar 12 2015, 17:23
პოსტი #135


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გააჩნია ზოგან არ გჭირდება რომ დაიძიროს, ანუ ზედაპირული გატარებისას. სიტუაციებიდან გამომდინარე მიხვდები თუ რა დროს რა გამოიყენო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2025 - 20:47