მიკრო-ჯიგი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მიკრო-ჯიგი, მიკრო-ჯიგი
LeoTaso
პოსტი Mar 9 2015, 01:14
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




მიკრო-ჯიგი (ჯიგი) სპინინგში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად მიიჩნევა. არის ძალიან აზარტული , სპორტული და საინტერესო.
ამ მეთოდით შეგიძლიათ ითევზაოთ მთელი წლის მანძილზე, ვიდრე ყინული არ დაფარავს წყლის ზედაპირს, მაგრამ განსაკუთრებულ უპიტატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ავლენს გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, როცა წყალი ცივია, თევზი კი პასიური და „მიჯაჭვული“ წყალსატევის ფსკერს.



რას წარმოადგენს მიკრო-ჯიგი (რისგან შედგება)

ეს არის ჯიგთავისა და სატყუარის ტანდემი. ჯიგთავი თავის მხრივ იყოფა 2 სახეობად :
კლასიკურ (ნემსკავზე მყარად დაფიქსირებული სიმძიმის (ტყვიის, ვოლფრამის) )



და ე.წ. „ჩიბურაშკად“. ამ უკანასკნელში სიმძიმე ნემსკავთან დაკავშირებულია მავთულით (ყურით) სახსარული კავშირით .






ამ ორივე სახეობას აქვს თავისი დანიშნულება და + - ები.
მაგალითად ჩიბურაშკიანი სატყუარა ბევრად უკეთ მიფრინავს და თავისუფალი , სახსარული კავშირის ხარჯზე მეტ ანიმაციას (თამაშს) აძლევს სატყუარას.
„მყარი“ (კლასიკური) ჯიგთავი მიზანშეწონილია გამოვიყენოთ პასიურ სატყუარებთან ერთობლიობაში.

სატყუარები

ეს არის სილიკონისგან (რეზინისგან) დამზადებული სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის სიმპატიური სატყუარები, ერთი შეხედვიტ არც კი გავს სატყუარას newsmile05.gif
სატყუარებიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ; აქტიურ :

ვიბროკუდი, ტვისტერი






და პასიურ: კიბოები, სლაგები (ჭიაყელები) და ათასი მაიმუნობა...









დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ჯიშის თევზი მათზე რეაგირებს სხვადასხვანაერად, ამიტომ ჭეშმარიტ სპინინგისტს არსენალში უნდა ქონდეს ორივე newsmile045.gif

ნუ ზოგადად სილიკონი არის უბრალო და ატრაქტანტიანი (съедобны), რათქმაუნდა უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, თევზი კონტაქტისას აღიქვამს მას როგორც საკვებს, რადგან აქვს სუნი და გემოც.


ჯოხი, კოჭა, ძუა.

ამბობენ მიკრო-ჯიგში ყველაზე მეტად მოეთხოვება ჯოხს მგრძნობელობა და ამავდროულად სიმსუუქე, პრინციპში აუცილებელი პირობაა ეს ორი.
ტესტი 0,5-5 გრამი ან მაქსიმუმ 7 გრამამდე, რადგან მიკრო-ჯიგში გამოიყენება სატყუარბი (ჯიგთავთან ერთად) 5 გრამამდე. ამის ზემოთ უკვე მსუბუქი ჯიგია.

კოჭაც შეძლებისდაგვარად კომპაქტური, მსბუქი. კარგად უნდა მუშაობდეს წვრილ ძუებთან, წნულებთან.
ძუას ზოგი მონოს ხმარობს, ძოგიც წნულს 0,12-0,16 მმ

მონოს პლიუსი ის არის რომ წელვადია და პასიური თევზი კონტაქტისას წინააღმდეგობას ვერ გრძნობს და ხარბად იღებს სატყუარას. მაგრამ ეს ამავდროულად მინუსიცაა; ნაკლები ინფორნაციულობა კონტაქტისას. მე პირადად ორივეს ვხმარობ და ბედნიერი ვარ newsmile05.gif

წნულის შემთხვევაში რეკომენდირებულია 50-100 სმ -იანი ფლუროკარბონის სადავე (პავადოკი) .

ორივე შეთხვევაში თუ კარგი ჯოხი გაქვთ კონტაქტს ხელშიც გრძნობთ და ვიზუალურადაც ამჩნევთ ძუის დაჭიმულობა-მოშვებით, ამიტომ სასურველია ძუა იყოს შეფერილი, ვიზუალური კონტროლისთვის.


გატარების ტექნიკა

ვაგდებთ სატყუარას წყალში, ველოდებით მის ძირზე დაცემას. შემდეგ ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი, ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი .... (ამოხვევებს და პაუზებს ძირზე დაცემის შემდეგ ვარეგულირებთ შეხედულებისამებრ ).
ეს მეთოდი მუშაობს აქტიურ სატყუარებზე. კონტაქტი ხდება ძირითადად პაუზაზე სატყუარის ვარდნისას და ვარდნის შემდეგ ძირიდან.

ზემოთ მოყვანილი ტექნიკა (კლასიკა) ერთ-ერთია იმ უამრავს შორის , რომელსაც პრაქტიკის მატებასთან ერთან ითვისებს სპინინგისტი.

"მსხვარპლი"

რათქმაუნდა უპირველეს ყოვლისა მტაცებელი (ქარიყლაპია, ქორჩილა, ფარგა, ქაშაპი, ღორჯო, ლოქო ... ) , მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხშირია „მშვიდობიანი“ თევზის ჯიშები, განსაკუთრებით კარპისებრთა ოჯახისანი, კობრი, კარჩხანა, ამური, სქელშუბლა, ფარფლწითელა, კაპარჭინა ...







აქვე დავსძენ ეს მეთოდი მეტწილად სპორტული ხასიათისაა ვინემ მომპოვებლური ! დაე ეს თემაც ერთ აგურად დაედოს იმ კედელს, რასაც კულტურული, სპორტული თევზაობა ქვია !



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
დაქსი
პოსტი Mar 16 2015, 21:35
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



jorj
ციტატა(jorj @ 16th March 2015 - 21:34) *
გაუვარდა ყარაული თოფივით

კარგად კი გაუვარდა და ყარაულსაც გაუმართლა D.gif D.gif ნეტა ხშირად გამივარდეს ეგრე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Mar 16 2015, 22:42
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jorj
ციტატა(jorj @ 16th March 2015 - 21:34) *
გაუვარდა ყარაული თოფივით


შენ ვიდეოს დავდებ იცოდე 36_1_5F40.gif თუ შენ დადებ ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Mar 16 2015, 22:50
პოსტი #33


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




jorj


... და დაამატე რაცხა ამ თემას.

ძვირფასო საზოგადოებავ ბატონი jorj ჩვენში ყველაზე სტაჯიანია ამ სტილით თევზაობაში, მე მას მიკრო-ჯიგის მამას ვეძახი 36_1_12.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Mar 16 2015, 22:55
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



LeoTaso
ციტატა(LeoTaso @ 16th March 2015 - 23:50) *
ძვირფასო საზოგადოებავ ბატონი jorj ჩვენში ყველაზე სტაჯიანია ამ სტილით თევზაობაში, მე მას მიკრო-ჯიგის მამას ვეძახი

ამას გვიმალავდიიიიიიი? small3d018.gif
jorj
გაგვიზიარე პაწა გამოცდილებები ჩვენც, ყურადღებით მოგისმენთ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jorj
პოსტი Mar 17 2015, 07:29
პოსტი #35


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 111
რეგისტრ.: 12-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



LeoTaso
ნუ მაწითლებ ამდენ ხალხში blashe.gif ის რომ დადო ლევან იმ გუბეს რაც მოუვა კი იცი შენ vava.gif გამოცდილებას რაც შეეხება სიამოვნებით გაგიზიარებთ.მაგრამ ლევანის პოსტის მერე რაღა დავამატო,ყველაფერი კარგად უწერია. გამოდილება კი (როგორც თქვენ ჩემზე უკეთესად იცით) მოდის ხშირ გასვლებში!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Mar 17 2015, 08:20
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jorj
ციტატა(jorj @ 17th March 2015 - 08:29) *
ის რომ დადო ლევან იმ გუბეს რაც მოუვა კი იცი შენ


მართალი ბრძანდებით პატივცემული newsmile05.gif


ნუ მაშინ მოუწევთ სიტყვაზე გვენდონ newsmile05.gif საზანი 5 კგ, 2" ტვისტერზე, დეკემბრის თვეში, გამოყავდა 7 წუთი, ჯოხი ულ 5 გრამამდე, საოცრება იყო !

პრინციპში მთავარია არა ის კონკრეტული ადგილი, არამედ ზოგადად ფაქტი, რაც მეტყველაბს ამ სტილის ეფექტურობაზე.

აი ამ ვიდეოში კარგად ხსნიან გატარების კლასიკურ (საფეხურებრივ) მეთოდს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 4 2015, 10:34
პოსტი #37


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Apr 4 2015, 12:05
პოსტი #38


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso
სად იყავი?
მოკლედ გვანებივრებ შენი ვიდეოებით....

ეს ტურები რა იყო ამდენი, დღისით, მზისით....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 4 2015, 12:13
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნუკრიMax

ლანჩხუთში ვიყავი, ეს ერთი დღე დამემთხვა ნორმალური ამინდი. ხოო ტურები დღის ყოველ მონაკვეთში აქტიურობენ , სავსეა იქაურობა.

ამათ წივილს მამალი ხოხბის ყივილი არ ჯობია ?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Apr 4 2015, 12:43
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



LeoTaso მაგ ტბაში ფსკერზე ბალახები არიყო? მიკრო ჯიგზე დასავლეთში შეუძლებელ;ი მეგობა ბალახების გამო. მე სადაც დავდივარ იქ ფსკერზე მინიმუმ 1 მტკაველი სიმაღლის ბალახებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jorj
პოსტი Apr 4 2015, 13:40
პოსტი #41


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 111
რეგისტრ.: 12-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



smekosmeko
არ არის აუცილებელი ფსკერზე ატარო სატყუარა .
ციტატა(smeko @ 4th April 2015 - 13:43) *
მიკრო ჯიგზე დასავლეთში შეუძლებელ;ი

მე ვიტყოდი უფრო არაკომფორტულია

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jorj: Apr 4 2015, 13:40
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Apr 4 2015, 13:57
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აბა ჯიგი შუა წყალში უნდა გაატარო? პაუზა 1 წამიანი და ფსკერზე იქნება. არვიცი ახლა მაგ ტბებში რახდება მაგრამ მე სადაც დავდივარ დაჟე ყანყალა და ვობლერისას 1-2 წამიანი პაუზა და ზაცეპშია ფსკერის ბალახებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 4 2015, 17:01
პოსტი #43


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



smekosmeko

არსებობს ოფსეტური (ანტი ზაცეპი) ნემსკავები, ზემოთ ვახსენე. ასევე შუა წყალში გატარების ტექნიკა.

ისე კი ბალახი (წყალმცენარე) კი არა, ხავსია პრობლემა. ბალახი პირიქით მტაცებლის სადგომია !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Apr 4 2015, 17:32
პოსტი #44


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბალახსაწინააღმდეგო ჯიგთავები იყიდება ჩვენთან?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jorj
პოსტი Apr 5 2015, 11:18
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 111
რეგისტრ.: 12-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



smekosmeko
საერთოდ ძალიან იშვიათად ვიყენებ ჯიგთავებს ვინაიდან მას არ გააჩნია (ჩემთვის)სასურველი ანიმაჩია.
+=
ოფსეტური ნემსკავები შემხვედრია ადრე მაღაზია მაგელანში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2025 - 11:05