minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
minchanin-ის სახელოსნოში |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დღეს, როგორც იქნა ვაღირსე, 5 წლის მერე ჩემს ზემოთხსენებულ თოფს ახალი ჰაერის კრუჟუნა. ტყვიის (ბარაკუდა მატჩ, 0,69 გრამი) გაიზარდა 271 მ/წ -მდე (25,3 ჯ). ცოტა ზედმეტიც კია ზდპ -ესთვის. მაგრამ ტესტის მიზანი იყო თუ რამდენად ახდენს გავლენას "მკვდარი მოცულობა" ტყვიის სიჩქარეზე.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: May 25 2015, 16:32 |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დღეს, როგორც იქნა ვაღირსე, 5 წლის მერე ჩემს ზემოთხსენებულ თოფს ახალი ჰაერის კრუჟუნა. ტყვიის (ბარაკუდა მატჩ, 0,69 გრამი) გაიზარდა 271 მ/წ -მდე (25,3 ჯ). ცოტა ზედმეტიც კია ზდპ -ესთვის. მაგრამ ტესტის მიზანი იყო თუ რამდენად ახდენს გავლენას "მკვდარი მოცულობა" ტყვიის სიჩქარეზე. სიტყვა "სიჩქარე" გამომრჩა ზედა პოსტში. |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ.
თემის გამოცოცხლების მიზნით მინდა ერთი ინფო შემოგთავაზოთ. ერთი კარგი ადამიანისგან მივიღე საჩუქრად ეს შაშხანა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არის გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) წარმოების ZUHL 3.121, HAENEL.Kal. 4,5mm. გამოშვების წელი უცნობია. საერთოდ როგორც ვიცი ამ იარაღს აწარმოებდნენ სამოციანი წლებიდან სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ ის იქნა მოდერნიზირებული. კერძოდ მოდერნიზაცია განიცადა კომპრესორის კორპუსმა. და მას ექნა მინიჭებული მოდელი 312. სხვა განსხვავება მათ შორის მე ვერ შევამჩნიე. ამ მოდელს აწარმოებდნენ 80 -იანი წლების დასწყისამდე. კომპრესორის მოდერნიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოდელ. 3.121 -ში კომპრესორის კორპუსი მის ძირთან შეერთებულია ხრახნით (რომელიც შედარებით ნაკლებად მედეგია ხმარებაში), მოდელ 312 -ში კომპრესორის კორპუსი შემოტვიფრულია (2 ადგილას) კომპრესორის ფსკერზე. ეს კონსტრუკცია გაცილებით მედეგია. და მე არ შემხვედრია, და, არც გამიგონია, რომ ამ შეერთებას ეღალატოს. დანარჩენში კი როგორც ვახსენე, ეს ორი მოდელი აბსოლუტურად იდენტურია. შაშხანა იწარმოებოდა სპორტული შეჯიბრებების მიზნით. აღსანიშნავია, რომ გარკვეული კონსტრუკციული მსგავსება აქვს ANSHUTZ TARGET RIFLE-თან. ეს იყო ჩემი პირველი სპორტული იარაღი, რითაც მე დავიწყე, მინსკის ДОСААФ-ში ვარჯიში ტყვიის სპორტულ სროლაში. შემდეგ იყო მცირეკალიბრიანი საშხანა ტოზ-12. შემდეგ კი 5,6 მმ. კალიბრის პისტოლეტი „მარგოლინი“. და სპორტული ტყვიის სროლა დავამთავრე სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდებით. ჰო, და ნოსტალგია წარსულზე ყოველთვის მქონდა. და როდესაც ეს იარაღი მივიღე ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო არა მუშა მდგომარეობაში. ნაწილებიც აკლდა. მაგრამ რაც მთავარია იყო ძირითადი ნაწილები. დანარჩენი კი... ბოლოს და ბოლოს რისი მეიარაღე ვარ. ნელ ნელა დავიწყე მისი გაცოცხლება. ცოტა გამიჭირდა ზემოთ ხსენებული კომპრესორის აღდგენა. ის გატეხილი იყო სწორედ იმ ადგილზე, სადაც ხრახნით კომპესორის ძირს უერთდება. ვცადე აღდგენა. მაგრამ არ გაამართლა. მომიწია ახალი კორპუსის გაკეთება. ვიტყვი, რომ არც თუ ისე იოლი საქმე გამოდგა. მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთე. თუმცა დღენახევარი შევალიე. შევცვალე დგუშის მანჟეტი. ქარხნულზე ქეჩის (ტყავის) მანჟეტი აყენია. რაც ჰერმეტულობაში მოიკოჭლებს. გადავიყვანე სილიკონის მანჟეტზე. ჰერმეტულობა აბსოლუტურია. როდესაც დგუში შევკუმშე 20 წამი ველოდე, შემდეგ დგუშს ხელი ავუშვი. და ის შიგნით არსებული წნევისგან უკან დაბრუნდა. ჩავთვალე რომ მიზანი მიღწეულია. სამწუხაროდ საშხანას არ გააჩნდა წინა და უკანა (დიოპტრული) სამიზნეები. მე მასზე მოვარგე ტოზ-12 -ის დიოპტრული სამიზნეები. ვფიქრობ ცუდად არ გამოვიდა. გავუკეთე ვარანენიე ჩემებურად. ავაწყვე. და გავტესტე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ვფიქრობ რეზულტატი კარგია. მით უმეტეს რომ სათვალეებს ვხმარობ. გავქრონე. 0,51 გრამიანი ტყვიებით აჩვენა 212 -დან - 214 მეტრ.წამამდე. ვფიქრობ რომ ეს მეტიცაა, ვიდრე მოველოდი. რადგან თუ დავუჯერებთ ინტერნეტ წყაროებს მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ.წამი უნდა იყოს. დიზელსაც ვერ დავაბრალებ, მიუხედავად იმისა რომ ცოტაოდენ კვამლს იძლევა. მაგრამ ტყვიის საწყისი სიჩქარის განმეორადობა მაკვირვებს. დიზელის დროს ეს ცვალებადობა პლიუს-მინუს 20-30 მეტრ.წამია. აქ კი პლიუს-მინუს 1 მეტრ.წამია. მით უმეტეს, რომ ას ტყვიამდე გავისროლე. ნუ... ცოტაოდენ ვიხმარ. მერე ისევ გავქრონავ. რა თქმა უნდა ეს არა არის სანადირო პნევმატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა საკმარისია მცირე ზომის ფრინველის მოსაპოვებლად. ჩემთვის ეს არის , რომ იტყვიან „დლია დუში“. |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით.
ნადირობის სეზონი დამთავრდა, და, საიტზე აქტიურობამ მოიკლო. განსაკუთრებით პნევმატიკის თემაში. ამიტომ შემოგთავაზებთ ერთ პატარა სიახლეს პნევმატიკის მოყვარულთათვის. დღეს დავამთავრე ჩემი კონსტრუკციის მულტიკომპრესორის (რომელსაც შევარქვი ჩემი სახელი, ანუ "მინჩანინის მულტიკომპრესორი") პირველი გამოცდა. მულტიკომპრესორი არის მექანიკური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ზამბარ დგუშიან პნევმატიკაში ზამბარის მაგივრად. მისი მოქმედების პრინციპი მულტიკომპრესიული პნევმატიკის პრინციპის ანალოგიურია. ანუ, ზამბარ დგუშიან პნევმატურ შაშხანაში ხდება მისი (მულტიკომპრესორის) ჩაყენება არსებული ზამბარის მაგივრად. ლულის, ან ფალშ ლულის მოძრაობით მულტი კომპრესიული პნევმატიკის ანალოგიურად ხდება ჰაერის ჩატუმბვა მიკრო რეზერვუარში. და, შემდეგ სასხლეტის გამოკვრით მიღებული მაღალი წნევის ჰაერის სწრაფი გამოშვება ლულაში არსებული ჭურვის მიმართულებით. რაც თავის მხრივ იწვევს ჭურვის გატყორცნას. ანუ ხსენებული მულტიკომპრესორის მეშვეობით ჩვეულებრივი ზამბარ დგუშიანი პნევმატური თოფი გადაიქცევა მულტიკომპრესიულ თოფად. სადაც თვითონ მსროლელი არეგულირებს ტყვიის საწყის სიჩქარეს. უფრო ღრმად გაშიფრვას, თუ რა არის მულტი კომპრესიული სისტემები ვფიქრობ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩემი მულტიკომპრესორის ყველა კვანძმა ნორმალურად იმუშავა. ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ/წამი იყო. მართალია პნევმატიკის მოყვარულებისთვის ეს სიჩქარე ძალიან დაბალია, მაგრამ ეს კონსტრუკციის შემდგომი დახვეწის საგანია. რაიმე დიდ მიღწევებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რადგან საჭიროა,როგორც ვახსენე კონსტრუკციის დახვეწა, მისი წარმოების ტექნოლოგიურობა, და, რა თქმა უნდა გამოცდა შრომისუნარიანობაზე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni ![]() |
გამარჯობა.
თქვენთან 2 ლულიანი სანადირო თოფის გაშავება რა ჯდება ფასები სულ რომ გავაშავო? |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
minchanin
საინატერესოა, მაგრამ ძალიან მშრალი ტექსტია, უფრო დეტალურად ვერა? საწყისის სიჩქარე კარგია, მაგრამ მულტიკომპრესიული თუა, რამდენ კომპრესიაზე რა სიჩქარეა ისიც საინტერესოა, ასევე რამდენად რთულდება ყველი მომდევნო გადატენვა და ა.შ. მოკლედ მოსაყოლი ბევრია, თუ საიდუმლოა ეს ყველაფერი, მაშინ გასაგებია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 7-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობაათ კისტის თოფის სასხლეტი გამიფუჭდა ვერ ვიშოვე სად შეიდზლება ვიშოვო ყველგან ვნახე და ვერ ვიშოვე
|
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბოდიშს ვიხდი, რომ ასე გვიან გამოგეხმაურეთ.
გამარჯობა. თქვენთან 2 ლულიანი სანადირო თოფის გაშავება რა ჯდება ფასები სულ რომ გავაშავო? ძირითადად 150 ლარი. საინატერესოა, მაგრამ ძალიან მშრალი ტექსტია, უფრო დეტალურად ვერა? საწყისის სიჩქარე კარგია, მაგრამ მულტიკომპრესიული თუა, რამდენ კომპრესიაზე რა სიჩქარეა ისიც საინტერესოა, ასევე რამდენად რთულდება ყველი მომდევნო გადატენვა და ა.შ. მოკლედ მოსაყოლი ბევრია, თუ საიდუმლოა ეს ყველაფერი, მაშინ გასაგებია კი, ნამდვილად ბევრია მოსაყოლი. მაგრამ ჯერ შექმნილი იყო მულტიკომპრესორის პრინციპიალური მოდელი. რათა გამერკვია თუ რამდენად შესაძლებელია ასეთ პრინციპზე შექმნილი კონსტრუირებული მოდელის მუშაობა. კონსტრუკციამ დაამტკიცა მისი შრომისუნარიანობა. მიუხედავად ამისა საჭიროა მისი დახვეწა. რასაც ალბათ კიდევ საკმაო დრო დაჭირდება. ლაპარაკი კონსტრუკციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ჯერ ჯერობით უაზრობაა. ვფიქრობ გადამუშავებული მოდელის გამოცდის მერე უფრო მიზანშეწონილი იქნება მასზე ლაპარაკი. გამარჯობაათ კისტის თოფის სასხლეტი გამიფუჭდა ვერ ვიშოვე სად შეიდზლება ვიშოვო ყველგან ვნახე და ვერ ვიშოვე რა თოფზეა საუბარი? |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ. თემის გამოცოცხლების მიზნით გადავწყვიტე დამედო პატარა ინფო თურქული „ჰატსანი“-ს წარმოების ნოტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე).
![]() რამოდენიმე დღის წინ მომიტანეს ჰატსანის პნევმატური შაშხანა მრავალ ჯერ დასატუმბ ნიტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე). გაზის ზამბარა იყო დაშვებული. ვცადე მისი დატუმბვა, მაგრამ ჰერმეტულობა ჰქონდა დარღვეული. გადავწყვიტე მის მაგივრად ჩემი ჰაერის ზამბარა ჩამეყენებინა. ამავე დროს ვცადე შემესწავლა არსებული ჰატსანის ზამბარა. და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა. დავიწყე დგუშიდან ![]() დგუშის წონა 340 გრამია, რაც ჩემი აზრით ბევრია ჰაერის (გაზის) ზამბარისთვის 8 მილიმეტრიანი ღერძით. ასევე ურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დგუში დახურულია სამი მხრიდან. მისი შიგა დიამეტრი 20 მილიმეტრია. ![]() ნიტრო პისტონი ![]() მისი გარე დიამეტრი 19,5 მილიმეტრია. ის ჩაყენებულია დგუშში ღერძით. გამოდის, რომ დგუშის შიგა დიამეტრსა და ნიტრო პისტონის (გაზის ზამბარის) კორპუსს შორის ღრეჩო ორივე მხარეს 0,25-0,25 მილიმეტრია. ჩემი აზრით ეს ძალიან ცოტაა. რადგან ზამბარის სწრაფი გაშლის დროს (მისი გაშლის სიჩქარე სანადირო თოფში მუხტის აფეთქების სიჩქარის ტოლია - დაახლოებით 0,05 წმ) მოსალოდნელია დგუშის შიგნით ვაკუუმის შექმნა, რადგან შეკუმშულ მდგომარეობაში დგუშის შიგა სივრცე თითქმის შევსებულია ნიტრო პისტონის კორპუსით, და როცა ხდება ზამბარის გაშლა, ხდება მისი კოპუსის დგუშის შიგა სივრციდან სწრაფი გამოსვლა. ამ დროს კი ნახსენები სივრცე შეივსება გარე ჰაერით, რომელიც უნდა შეიჭრას ზემოთ ნახსენებ ღრეჩოში. და როცა ეს ღრეჩო მცირეა გარკვეულ წილად შეყოვნებულია საჭირო ოდენობის ჰაერის სწრაფი შესვლა დგუშის შიგა სივრცეში. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ სივრცეში ჰაერის უკმარისობას, ანუ ვაკუუმს. რაც თავის მხრიდან გამოიწვევს დგუშიდან ნიტრო პისტონის კორპუსის სწრაფად გამოსვლის დამუხრუჭებას. ანუ დგუშის გადაადგილების სიჩქარის დამუხრუჭებას, და ენერგიის დაკარგვას. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ სწორედ ამ დროს ხდება კომპრესორში ჰაერის „ბალიშის“ წინააღმდეგობის გადალახვაც, ვფიქრობ, რომ ასეთი მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს ტყვიის საწყის სიჩქარეზე. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო ჰატსანის კონსტრუკტორების ინტელექტუალურობაში, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მთლიანად ვერ არის გათვლილი ნიტრო პისტონის ასეთნაირად გამოყენებაში. გარდა ამისა, რადგან არსებული ნიტრო პისტონი უვარგისი იყო გადავწყვიტე მისი კონსტრუკციის შესწავლა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მისი დასლა არც თუ ისე იოლია. ორივე მხარეზე გამოყენებულია ანაერობული ფიქსატორი. შენაერთის დასაშლელად საჭიროა მისი 330 გრადუსამდე გაცხელება, რაც თავის მხრივ იწვევს შიგა რეზინის სალნიკების მწყობრიდან გამოსვლას. სხვა გამოსავალი არ იყო, და მეც მომიწია მისი გაცხელება. კლაპნის სისტემა საკმაოდ მარტივია ![]() ![]() ხოლო სალნიკების სისტემა ნამდვილად არ მომეწონა ![]() ნიტროს „თავში“ უყენია წრიული კვეთის 2 სალნიკი. ერთმანეთიდან 10 მილიმეტრის დაშორებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიტრო პისტონის „თავში“ მისი ღერძი ღერძი მოთავსებულია მინიმალუღი ღრეჩოთი, მისი მოშორებული სალნიკის შეზეთვა გართულებულია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია წრიული კვეთის სალნიკების გამოყენება მიზანშეწონილია მასში ღერძის დაბალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში (მაგ. ნასოსებში), ხოლო, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნიტრო პისტონში ღერზის გადაადგილება ხდება ძალიან დიდი სიჩქარით. და ეს ორი გარემოება ვფოქრობ უარყოფითად იმოქმედებს ნიტრო პისტონის ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე. და, ვფოქრობ ჩემს შემთხვევაშიაც სწორედ ამიტომ იყო ნიტრო პისტონი გაფუჭებული. ასევე ყურადღება მივაქციე იმ გარემოებას, რომ ნიტრო პისტონის კორპუსის შიგა ზედაპირი არის გაპრიალებული. ვერ გამიგია რისთვის. ![]() კედლის სისქე თითქმის 2 მილიმეტრია. რაც თავის მხრივ დიდ მედეგობას განაპირობებს. ჩემი აზრით ის არა თუ სამუშაო 125 ატმოსფეროს, არამედ 400-500 ატმოსფეროსაც კარგად გაუძლებს. მაგრამ რისთვის? გარდა ამისა ნიტრო პისტონის შიგა დიამეტრი 15 მილიმეტრია, რაც ერთი მილიმეტრით ნაკლებია ჩემს მიერ წარმოებულ ჰაერის ზამბარებზე. რაც თავის მხრივ შიგ არსებული, შედარებით ნაკლებ ჰაერის (გაზის) მოცულობაზე მიგვითითებს, რაც თავის მხრივ მისი , ჩემს ჰაერის ზამბარასთან შედარებით, დაბალ რესურსზე მეტყველებს. ასევე ჩემს ჰაერის ზამბარებს არ აქვს დასატენი „პორტი“, და ამ დასატენი „პორტის“ მოცულობის დამატება ჩემს ჰაერის ზამარებში კიდევ ერთი პლიუსია. ერთი სიტყვით გავაკეთე ჩემებურად - გადავჩარხე დგუშის გარე დიამეტრი 26,5 მილიმეტრიდან 23 მილიმეტრამდე და ამოვჭერი ბიძგარას გადაადგილების ადგილი ![]() რამაც მოგვცა 110 გრამით დგუშის წონის შემცირება 230 გრამამდე. ეს წონა კი ოპტიმალურია გაზის ზამბარის გამოყენების შემთხვევაში ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
minchanin
მშვენიერია სოსო ბატონო, ტაკ დერჟაწ ![]() (ვიდეო მასალების, გადაღების დაწყებას ვგულისხმობ) |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
minchanin
შესანიშნავია. |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ქართულად არ სჯობს?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ქართულად არ სჯობს? ![]() მართალი გითხრათ ვიფიქრე მაგაზე და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ როლიკი განკუთვნილია იუთუბისთვის. და რადგან მისი მომხმარებელი პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსულენოვანია ვამჯობინე რუსულად. ვფიქრობ ამ "დანაშაულს" ქართულ ენოვანი მომხმარებელი მაპატიებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 16:12 |