IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1601


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - jaba_gugesha   megreli მომწონს   May 30 2014, 08:59
- - achiko-l   კაია,ოღონდ მარცხენ...   May 30 2014, 13:01
- - megreli   ციტატა(archilich @ 30th May 2014 ...   May 30 2014, 23:34
- - megreli   jaba_gugesha ციტატა(jaba_gugesha ...   May 31 2014, 15:23
- - G_cicqa28   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 4 2014, 12:31
- - ჰერცოგი   ცოტნე და აპაჩი   Jul 4 2014, 21:06
- - gsx   გამარჯობა, თქვენი ...   Aug 9 2014, 15:02
- - gsx   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Sep 4 2014, 19:02
- - ბაბუ   გლაუკომის დიაგნოზ...   Sep 4 2014, 19:28
- - marco-polo   აგრარული უნივერსი...   Sep 4 2014, 20:18
- - gsx   ხო ვეტერინარმა თქვ...   Sep 5 2014, 18:26
- - gagrinski   599 140 111 გია, დაურეკე დ...   Sep 5 2014, 22:31
- - gsx   gagrinski გაიხარე დიდი მ...   Sep 6 2014, 18:16
- - ბაბუ   gsx ციტატა(gsx @ 5th September 2...   Sep 6 2014, 20:20
- - gsx   კერატიტი როგორ არვ...   Sep 6 2014, 20:41
- - hunter88   [img=http://s9.postimg.cc/51lifq0x7/Screenshot_201...   Sep 12 2014, 09:21
- - hunter88   რიჩი სეზონის წინ ვ...   Sep 12 2014, 09:26
- - Fishman   hunter88 მარჯვენა თვალ...   Sep 12 2014, 17:53
- - hunter88   Fishman არაფერი მგონი ა...   Sep 12 2014, 18:36
- - Fishman   hunter88 თან ყველა სურა...   Sep 12 2014, 22:15
- - hunter88   Fishman დავაკვირდი დღე...   Sep 13 2014, 19:37
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 20 2014, 00:14
- - megreli   რატო პასიურობთ მოყ...   Dec 20 2014, 00:21
- - gagrinski   ჯერ-ჯერობით არაფერ...   Dec 20 2014, 22:12
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 20th Dece...   Dec 21 2014, 00:19
- - gagrinski   შენი ბოლო ფრაზის მ...   Dec 21 2014, 14:02
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 21st Dece...   Dec 21 2014, 22:33
- - kardinal84   მე რასაც ვხედავ ჩვ...   Dec 22 2014, 10:26
- - megreli   kardinal84 გეთანხმები ...   Dec 28 2014, 00:22
- - dato6   ამაჯათ ერთი თხოვნა...   Dec 28 2014, 20:32
- - kardinal84   http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=762...   Dec 28 2014, 20:36
- - Fishman   dato6 გამარჯობა. შეგი...   Jan 3 2015, 14:31
- - შადი შამოდი   "დუჩე გაგრინსკი დ...   Jan 4 2015, 20:54
- - megreli   კარგი ტიპია ყველ...   Jan 4 2015, 21:49
- - gagrinski   ყველაზე დიდი იყო დ...   Jan 5 2015, 19:34
- - შადი შამოდი   გააქტიურდა, ანუ იზ...   Jan 5 2015, 21:59
- - gagrinski   ნადირობაში უნდა გა...   Jan 5 2015, 22:05
- - shako77   ესეც დუჩეს ძმა ტობ...   Jan 6 2015, 16:59
- - შადი შამოდი   დრუნჩი და ლაში ტობ...   Jan 6 2015, 17:10
- - shako77   სურათის ზომაზე ბოდ...   Jan 6 2015, 17:16
- - shako77   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jan 6 2015, 18:14
- - megreli   shako77   Jan 7 2015, 02:39
- - gagrinski   მშობლებიდან არცერ...   Jan 7 2015, 12:39
|- - shako77   ციტატა(gagrinski @ Jan 7 2015, 13...   Jan 7 2015, 12:58
- - megreli   ძალიან მომწონს ასე...   Jan 8 2015, 12:55
- - giga_megu   Rooney და Arno წყვილში გაშ...   Jan 8 2015, 18:34
- - surameli monadire   გამარჯობათ, ლავერა...   Jan 22 2015, 18:06
- - kaxa108   გამარჯობა მეგობრე...   Feb 2 2015, 20:27
- - Don. vano   კახას გაუმარჯოს. კ...   Feb 3 2015, 20:31
- - Tarantuli   გაბი როგორი გოგოა   Feb 13 2015, 13:34
- - megreli   ლამაზი გოგოა აბა ...   Feb 13 2015, 13:59
- - Tarantuli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Feb 22 2015, 14:38
|- - surameli monadire   ციტატა(Tarantuli @ Feb 22 2015, 1...   Feb 22 2015, 15:49
- - Tarantuli   არა რა იყიდება ამ ლ...   Feb 22 2015, 16:49
|- - surameli monadire   იყიდე?   Feb 22 2015, 17:25
- - Tarantuli   არა მაჩუქეს...   Feb 22 2015, 17:44
|- - surameli monadire   მე მინდა ყიდვა და ხ...   Feb 22 2015, 18:01
|- - surameli monadire   მე მინდა ყიდვა და ხ...   Feb 23 2015, 13:54
- - gumbera   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Feb 24 2015, 18:05
- - gagrinski   დიდი პატივისცემით ...   Feb 24 2015, 22:05
- - G_cicqa28   გამარჯობათ, მაინტე...   Mar 28 2015, 18:04
- - megreli   G_cicqa28 ციტატა(giorgi tsitsqishvili...   Apr 4 2015, 16:43
- - megreli   კიდევ ერთი შედევრი...   Apr 4 2015, 18:49
- - dgk   ინგლისური სეტერი დ...   Apr 4 2015, 19:36
- - megreli   ფოტო დადე,აბა ასე რ...   Apr 4 2015, 20:00
- - dgk   https://m.facebook.com/David.Kalandadze/pos..._d_1...   Apr 4 2015, 22:31
- - ჭალიმგელა   მატებაა სეტერებში....   Apr 5 2015, 03:04
- - megreli   გილოცავთ !!! სას...   Apr 5 2015, 04:10
- - G_cicqa28   megreli მადლობა ყურადღ...   Apr 7 2015, 16:46
- - megreli   G_cicqa28 არაფერს   Apr 8 2015, 12:22
- - ჯეკო   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 8 2015, 15:14
- - megreli   კიდევ ერთი შედევრი...   Apr 14 2015, 00:03
- - sulxani87   გამარჯობათ.ახალი ვ...   Apr 14 2015, 21:14
- - jola   sulxani87 გაგიმარჯოს ცი...   Apr 14 2015, 21:28
|- - sulxani87   ციტატა(jola @ Apr 14 2015, 22...   Apr 14 2015, 21:31
- - gagrinski   sulxani87 თავი მსუბუქია...   Apr 14 2015, 21:31
|- - sulxani87   ციტატა(gagrinski @ Apr 14 2015, 2...   Apr 14 2015, 21:42
- - gagrinski   ეს შეფასება არ არი...   Apr 15 2015, 00:01
|- - sulxani87   ციტატა(gagrinski @ Apr 15 2015, 0...   Apr 15 2015, 10:27
- - megreli   sulxani87 რა ხნისაა შენ...   Apr 15 2015, 00:15
- - ჭალიმგელა   sulxani87 ამ სურათებით ძ...   Apr 15 2015, 11:30
|- - sulxani87   ციტატა(ჭალიმგელა ...   Apr 15 2015, 11:40
- - kardinal84   post images ლამაზია ეს ო...   Apr 16 2015, 14:37
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 18 2015, 19:06
- - ჭალიმგელა   ჩავლეს სახლის ახალ...   Apr 21 2015, 01:00
- - megreli   გილოცავ კახა ) სასხ...   Apr 21 2015, 01:15
- - general   ვა შენ შემოგევლე მ...   Apr 21 2015, 12:46
- - ლონგი   გილოცავ კახა სასახ...   Apr 21 2015, 14:33
- - kardinal84   "გუფოვიჩი" კაი ი...   Apr 21 2015, 19:51
- - megreli   არისტოკრატები   May 2 2015, 14:32
- - megreli   Setter...   May 5 2015, 15:55
- - gagrinski   image upload no limit   May 5 2015, 17:29
- - megreli   gagrinski მალადცი... რას ...   May 5 2015, 17:34
- - gagrinski   ვცდილობთ, შაბათს გ...   May 6 2015, 15:44
- - megreli   წარმატებები   May 7 2015, 00:03
- - gagrinski   image hosting 30 mb upload a gif   May 7 2015, 11:14
- - kardinal84   gagrinski გბალეშიკობ. არ...   May 7 2015, 19:38
- - gagrinski   kardinal84 რომ მინდა ისე ...   May 7 2015, 21:12
- - Fishman   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 8 2015, 08:27
- - hunter88   gagrinski Fishman კარგები არ...   May 8 2015, 10:03
19 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2025 - 15:35