ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
May 16 2009, 07:34
პოსტი
#1701
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან
![]() ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად. საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა. ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა. სქესის გამოხატულება სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი. ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა. ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. შეფერილობა ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები. სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს. ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით. ბანალი ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია. ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი. ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა. ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული. ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა. ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი. თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები. ყური ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით. ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს. ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით). ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური. თვალი ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით. ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე. ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას. კბილები თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული. კბილთაყრა მაკრატელისებურია. კისერი გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება. ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი. ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი. მკერდი გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი მცირედ იკვეთება. ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. მინდაო კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია. ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები. მუცელი ზომიერადაა აკვალთული. ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი. ზურგი მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი. ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი. ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი. ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული. გავა გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული. ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. წინა კიდურები წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას. ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები. ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული. უკანა კიდურები თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია. ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ). თათი ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი. ხინჯი: მოკაუჭებული კუდი. :moderirebulia: |
|
|
|
Beso ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 16 2009, 07:34
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 8 2015, 12:11
gagrinski images upload
თვითონ კმაყო... May 9 2015, 19:33
Fishman gagrinski
აქაცა გილოცავ... May 9 2015, 19:56
gagrinski upload pics
ესეც უფრო ახლ... May 14 2015, 09:11
megreli გუდ გუდ May 14 2015, 13:07
ჭალიმგელა gagrinski
გილოცავ დავით, ... May 14 2015, 14:09
gagrinski მადლობა, ჯერ არაფე... May 14 2015, 14:53
gagrinski ლევან ციციშვილის მ... May 15 2015, 10:51
kardinal84 gagrinski
გილოცავ შენ და ... May 15 2015, 13:11
შადი შამოდი ფრიდას ჯერ არა ფრი... May 15 2015, 14:12
kardinal84 დაფნი რო ვთქვა ძაღ... May 15 2015, 15:24
gagrinski შადი შამოდი
მადლო... May 15 2015, 21:39
hunter88 gagrinski
გილოცავ შენც დ ... May 15 2015, 22:44
megreli ინგლისური სეტერი ... May 19 2015, 00:06
gagrinski ძალიან მაგარი ხვად... May 19 2015, 19:05
megreli gagrinski
ციტატა(dato gagrinski ... May 19 2015, 22:35
G_cicqa28 როკი, ძაღლი რომელს... May 20 2015, 00:30
megreli ციტატა(giorgi tsitsqishvili @ 20t... May 20 2015, 00:34
G_cicqa28 megreli კარგი სურათია... May 20 2015, 00:42
megreli კი გადავიღე,უბრალო... May 20 2015, 00:48
G_cicqa28 დადე რა აუცილებლად... May 20 2015, 00:58
megreli ჯიმი... May 23 2015, 00:47
ჭალიმგელა ესეც ბობო2. ჩავლეს ს... May 25 2015, 09:27
უიარაღო მაგარი სურათებია May 25 2015, 13:54
megreli კარგი ტიპია May 25 2015, 13:57
შადი შამოდი პედაგოგი "ჯოი" დ... May 26 2015, 22:46
megreli მაგარია წარმატებ... May 27 2015, 00:40
gagrinski ამაზე ამბობდი ყვავ... May 27 2015, 01:46
შადი შამოდი სტილის რა მოგახსენ... May 27 2015, 11:09
ბაბუ შადი შამოდი May 27 2015, 12:00
gagrinski ძია შადიმან მე მაი... May 27 2015, 14:19
kardinal84 შადი შამოდი
ბატონ... May 27 2015, 16:30
შადი შამოდი ინგლისური სეტერი ა... May 27 2015, 22:55
kardinal84 ქორდას ვხმარობ, თუ ... May 28 2015, 13:41
vaxtangi lazariashvili კარდინალ მერე რას ... May 28 2015, 14:26
kardinal84 ცოტა თემას გადაუხვ... May 28 2015, 14:42
vaxtangi lazariashvili ეგ არაფერია გამოცდ... May 28 2015, 15:05
Don. vano ძაღლი საერთოდ უნდა... May 29 2015, 09:36
vaxtangi lazariashvili დონ რატო უნდა მოაშ... May 29 2015, 14:24
შადი შამოდი იმიტომ რომ ღალღა დ... May 29 2015, 17:24
vaxtangi lazariashvili მართალი ბრძანდები... May 29 2015, 19:43
hunter88 ჩემ და ძალიან სამწ... Jun 3 2015, 20:23
hunter88 ბევრი ლამაზი და და... Jun 3 2015, 20:27
dima71 hunter88
ამ ვიდეოს გარ... Jun 3 2015, 20:56
jaba_gugesha ძალიან სამწუხაროა.... Jun 3 2015, 22:07
gagrinski ცუდია ირაკლი, ძალი... Jun 3 2015, 22:44
hunter88 dima71
jaba_gugesha მადლობა..
... Jun 3 2015, 22:45
hunter88 gagrinski მადლობა.
ვიფიქ... Jun 3 2015, 22:49
მახო. hunter88
ძან ცუდი ჩემო ძ... Jun 3 2015, 22:51
hunter88 მახო.
არ ვიცი რა იყ... Jun 3 2015, 23:07
gagrinski ჩემი დაფნის ლეკვიც... Jun 4 2015, 16:07
hunter88 gagrinski
ვიზიარებ ცუდი ... Jun 4 2015, 16:19
dima71 ვააა ...რა სამწუხარო... Jun 4 2015, 19:36
aragveli იკა მიკვირს შენგან... Jun 4 2015, 19:48
hunter88 aragveli
რო შევამჩნიე ე... Jun 4 2015, 21:31
kardinal84 ვა საწყენია მართლა... Jun 5 2015, 20:46
vaxtangi lazariashvili რა 10 ლარი 1 ამპულა კა... Jun 5 2015, 20:58
gumbera ბარსი წაუსვით მეგო... Jun 5 2015, 22:13
ლონგი ეხლა გიკვირთ , ტკიპ... Jun 5 2015, 22:44
Fishman gumbera
ციტატაძაღლს მო... Jun 6 2015, 01:40
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jun 8 2015, 01:11
NAD1RA გამარჯობათ.
ერთი თ... Jun 19 2015, 10:26
cacciatore NAD1RA
კარგია, შენ რო გ... Jun 19 2015, 21:16
NAD1RA ციტატა(cacciatore @ Jun 19 2015, ... Jun 19 2015, 23:21
Giusha-Gi 2 წლის არ არის ჯერ ხ... Sep 11 2015, 21:46
kupra როგორ მომწონს სეტე... Sep 11 2015, 21:57
megreli ესეც განწყობისთვი... Sep 11 2015, 22:02
Fishman როჭოზეა ჯიგარი? Sep 16 2015, 16:59
უიარაღო შეიძლება შურთხზეც Sep 17 2015, 09:00
G_cicqa28 photo hosting ლორდ დელ ზაგნ... Nov 11 2015, 15:52
megreli კლასიკური Nov 14 2015, 15:17
kupra RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Nov 14 2015, 20:07
TBhunter გამარჯობა. 1 თვეში ა... Dec 2 2015, 18:09
kardinal84 TBhunter
გაგიმარჯოს, ის... Dec 2 2015, 19:10
TBhunter ხო ეგ ვიცი რო განსხ... Dec 2 2015, 22:13
megreli მასტერ კლასი Dec 12 2015, 01:44
უიარაღო კარგი სისხლების და... Dec 12 2015, 07:27
megreli წ Dec 24 2015, 00:06
NAD1RA 7 თვის ჩუნჩო
url=http://pix.ge/]... Dec 24 2015, 11:42
megreli კარგი ტიპი ჩანს ) ს... Dec 24 2015, 23:37
Fishman NAD1RA
საგვარეულოც და... Dec 25 2015, 09:10
NAD1RA 4 თვის Dec 25 2015, 15:46
NAD1RA RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Dec 25 2015, 15:55
Fishman NAD1RA
და დედის საგვარ... Dec 28 2015, 17:04
gagrinski Fishman
შენ რაღა დაგემ... Dec 29 2015, 09:01
Fishman gagrinski
მე ვარ ბრმაი Dec 29 2015, 09:13
megreli აქაც მოვიდა ახალი ... Dec 30 2015, 11:54
Anzor ბრეტონის ლეკვი მყა... Jan 14 2016, 11:35
ammy გამარჯობათ მყავს 3 ... Jan 31 2016, 16:14
kardinal84 ammy
გაგიმარჯოს. მაგ ... Jan 31 2016, 19:21
megreli kardinal84
გასცემენ...მაგ... Feb 1 2016, 15:02
kardinal84 megreli
მაგ საბუთებს სუ... Feb 1 2016, 16:08
ammy მამას რომ ქონდეს ს... Feb 1 2016, 19:57
megreli kardinal84
ეგრე ხო,ასე თუ ... Feb 1 2016, 23:06
ammy ჩვეულებრივი საბუთ... Feb 2 2016, 07:08
megreli ეგ არ ვიცი სიმართლ... Feb 2 2016, 21:58
ammy რა ასაკიდან აქვს ა... Feb 6 2016, 11:31
megreli ammy
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?sho... Feb 6 2016, 12:13
ammy ციტატა(megreli @ Feb 6 2016, 14... Feb 6 2016, 12:23
Fishman ammy
საგვარეულო ნუსხ... Feb 8 2016, 08:56![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th October 2025 - 09:31 |