ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
ნოსო
პოსტი Jul 7 2015, 07:46
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ლეონ-ბლექი
სამონადირეო მეურნეობების ჩამოყალიბება კერძო სექტორშიც შეიძლება, ასე რომ მონ კავშირ არდაემსგავსება ეგ, ყველა სამონადირეო კლუბს მისტვის საჭირო ტერიტორიას და ტბებს გამოვყოფდი, ხოლოდ სახელმწიფო მონიტორინგს გაუწევდა მხოლოდ სპეციალური სამასურით რათა მათი განვიტარება შეუქცევადი გამხდარიყო.

შესაბამისად არავის არაფერს ვაიძულებთ, იქნება ნებართვა და ნებართვა რო აიღო კლუბის წევრი უნდა იყოს. ახლა ეგ იგივეა მართვის მოწმობა რო არგინდოდეს newsmile05.gif და თუ სპეც ნებართვა გინდა კიდევ აუცილებლად სპორტცმენი უნდა იყოს ავტორბოლის ხომასეა?newsmile05.gif შესაბამისად შენი მოყვანილი არგუმენტი ამსიტუაციაში არგამოდგება და გზა არის. ახლა დაფინანსებაზე მკითხავ და იასნა ევროპისგან ეგ ფული არუნდა აიღო თორემ უარესი მოხდება საბერძნეთზე, საქართველოში მაგის რესურსი არსებობს მონდომების საკითხია თუარა newsmile05.gif


ესარი ჩემიკომენტარი.



პ.ს როგორ უნდა მომწონდეს ის რაც უარგისი იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Jul 7 2015, 09:56
პოსტი #77


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 7 2015, 00:52) *
Doc
ეგ ნოსოს პოსტებისგან განსხვავებით.. შემოთავაზებული ვერსიაა. თუმცა მე ვფიქრობ..ეგ უკვე იყო საბჭოთა კავშირის დროს და სწორედ მანდ აღმოცენდა ბრაკონიერობა. ეგ ნიშნავს დარგის მონოპოლიზებას. ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხელში გადადის.. ადამიანებს აიძულებენ გაწევრიანდნენ იმ კონკრეტულ კლუბში..რომელიც შეიძლება სულაც არ უნდოდეს და რაც მთავარია. ბრაკონიერს..ისევ სახელმწიფოს ხელიდან მოუწევს დასხლტომა..თუნდაც კლუბი ერქვას მაგას. მაგას კი ადვილად ახერხებენ. მითუმეტეს მაგ დარგშივე შედის სამონადირეო მეურნეობები..რომელიც ბიზნესს წარმოადგენს. კაპიტალისტური მოწყობის ქვეყნებში კი..სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ბიზნესთან. ეკრძალებათ მაგათი გზის გადაკვეთა.



ადვილად შესაძლებელია მაგ საკითხის მოგვარება, დაახლოებით ესე წარმომიდგენია , ერთი "მონ კავშირი" და ქვესტრუქტურები "კლუბები" , ანუ ამა თუ იმ კლუბში გაწევრიანებული ადამინი ავტომატურად წევრიანდება "მონკავშირში> მონკავშირს დადებითი მხარეებიც აქვს , მაგ: კონტროლი, აღრიცვა, ქსელი, და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 7 2015, 10:11
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს საქმეე კომპიუტერთან წერით არ გამოვა. თუ უშვალოდ არ მოხდა რეიდების განხორციელება. ხალხის გატელევიზორება და ჯარიმები.გინდა მონკავშირი გაიხნას და გინდა კლუბებს გადასცენ. ჩვენც შეუწყობთ ხელს რაც შეგვეძლება.ერთს რომ დააჯარიმებენ და აკიდებენ დიდი ჯარიმას,მეორე აღარ იზავს.მოხდეს მანოკების და დენის აპარატების ამოღება ყველა საიტიდან და მაღაზიიდან. თვითონ ყიდიდა სახელმწიფო აუქციონზე დენის აპარატს თავისი დახეული ნავით და სხვას რა უნდა უთხრან. აი ესაა პრობლემაა.აგარ დაიწყებენ ეხლა ნადირობა და ვნახავთ ვის დაიჭერენ და ვის დაუწერენ ჯარიმას..

სანამ კანონი არ იკანონებს ყველასთვის მანამდე არაფერი გვეშეველება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 7 2015, 10:19
პოსტი #79


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით, ძალიან კარგია რომ ეს თემა აქტიურია. უპირველეს ყოვლისა ცოტა დამაბნია სიტყვა "მემორანდუმმა". ვერ ვხვდები კონკრეტულად რაზეა საუბარი - მოქმედ კანონმდებლობაში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ ფორმდება სამინისტროთაშორისი თანამშრომლობის აქტი? არ მაქვს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე პირველწყაროდან და ამიტომ ვკითხულობ. ძიღითადად ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში რა იგეგმება ეგ თემა მაინტერესებს. უკვე მერამდენე წელია აქტიურად ვაწვდი სამინისტროს მოსაზრებებს, მქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც ხელმძღვანელობასთან (არა ახალ მინისტრთან) ისე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. თითქოს ყველაფერში თანხმობას გამოხატავენ, იმასაც ხაზს უსვავენ, რომ არაერთი კლუბი და გაერთიანება მიმართავს მათ ამ საკითხებზე, მაგრამ....
მოკლედ თქვენთანაც დავდებ ჩემს მოსაზრებას, განსაკუთრებით იურისტების აზრი მაინტერესებს

სამწუხაროდ ბრაკონიერობის და ზოგადად გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი მკაცრი კანონები "კომპენსირდება" მათი არ/ვერ შესრულებით. მეტიც, ზოგი უმკაცრესი რეგულაცია საერთოდ ვერ სრულდება იმის გამო, რომ თვითონ ეს კანონი შეიცავს ისეთ დებულებებს, რომელიც მის შესრულებას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის. მაგალითად:

ყველამ ვიცით დენით თევზაობა რამხელა ჯარიმას ითვალისწინებს, წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე დენით თევზაობა კი საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ კანონით, თუ ნადავლთან ერთად არ დაიჭირეს დამთავრებულია საქმე. რომ ავიღოთ მაგალითად ბელორუსიის კანონმდებლობა იქ თევზის დენით მოპოვება კი არა წყალსატევთან თუ სწორად მახსოვს მანძილი 300 მეტრზე ახლო ყოფნა აკრძალული მოწყობილობით უკვე დასჯადია. არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ აკრძალულიყო დენის აპარატის ყიდვა, გაყიდვა, დამზადება, ტრანსპორტირება. მაგრამ შეხვედრაზე ერთერთი ფედერაციის ხელმძღვანელმა კონტრარგუმენტად ის მოიყვანა, რომ ამით ზარალდებოდა თევზის მეურნეობის (ტბორების) ის მესაკუთრენი, რომლებიც თევზის გასაყიდად მოსაპოვებლად საკუთარ ტბორებში იყენებდნენ დენის აპარატებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ?

მხოლოდ გასულ წელს რამდენიმე ათეულჯერ გამოვიძახე გარემოს დაცვა ორთაჭალაში ელექტრიკების დასაკავებლად. თვითოეულ გამოძახებაზე პირადად დავხვდი, შედგა ოქმი, გადაეცა ინფორმაცია სხვა ეკიპაჟს. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და გამნმიმარტეს, რომ სამწუხაროდ ბრაკების დაკავება ვერ მოხერხდა. კი ბატონო, შემიძლია გავიგო ის, რომ არ ყოფნით თანამშრომლები, მაგრამ ასევე არაერთხელ მივაწოდე ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ბრაკები ღიად ყიდიან თევზს ორთაჭალის ავტოსადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. რეაგირება არ მომხდარა, მერე პირადად მივედი სამინისტროში იმ არგუმენტით, რომ გარე ვაჭრობა აკრძალულია. ამაზეც არანაირი რეაგირება. რა უშლით ხელს, რომ ბრაკონიერობის ფაქტზე თუ არა რეალიზაციის გამო მაინც დააჯარიმონ? კანონი ხომ აძლევს ამის საშუალებას? ჯერ ერთი გარე ვაჭრობა აკრძალულია, მეორეც თევზს არ აქვს ვეტერინალური ცნობა, რომ საკვებად ვარგისია, მერე ის, რომ გაყიდვა საშინელ ანტისანიტარიაში ხდება. რატომ არ არის ამაზე რეაგირება? იქნებ კლუბის ხელმძღვანელობამ ეს საკითხიც დააყენოს.

რაც შეეხება სამინისტროთა შორის თანამშრომლობას. ისევ თევზის რეალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ. გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრეს სამინისტროში, ვერ დავადგენთ, რომ დენით არის მოკლულიო, ექსპერტიზისათვის სამხარაულის ბიურო 5000 ლარს ითხოვსო. რა თქმა უნდა აქაც შეიძლება მხოლოდ უკანონო ვაჭრობის ფაქტზე დაჯარიმება, მაგრამ თვითონ ექსპერტიზის ფასიც არარეალურად მაღალია. ბოლოს რაც ტელევიზიით ვნახე 60 კილოზე მეტი ხრამულით დააკავეს ბრაკები. ტიპები ფაქტიურად სამეწარმეო საქმიანობს ეწევიან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ოჯახის გამოკვებაზე (მაგათაც ახლა გარემოს დაცვის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები არ დაზარდონ ოჯახებში, დაზრდიან თავისნაირი პირუტყვების ნორჩ თაობას) ანუ რა ხდება, ჯერ ერთი ბუნებას ანადგურებენ, მერე ფაქტიურად ხომ არც არანაირ გადასახადს არ იხდიან, რითაც ბიუჯეტი ზარალდება. ყველა წაგებაშია, მხოლოდ ბრაკები არიან მოგებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 11:59
პოსტი #80


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



NickAdams
ძალიან სასიამოვნოა.რომ გამოეხმაურეთ ამ თემას. ძალიან სწორი აქცენტები გაქვთ საკითხისადმი. newsmile05.gif
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
ავიღოთ მაგალითად ბელორუსიის კანონმდებლობა იქ თევზის დენით მოპოვება კი არა წყალსატევთან თუ სწორად მახსოვს მანძილი 300 მეტრზე ახლო ყოფნა აკრძალული მოწყობილობით უკვე დასჯადია.

თუ მაინცდამაინც კანონების შეცვლაზე მიდგა საქმე.. აი ეს კანონი შეცვალონ. როგორც ბელორუსიაში ყოფილა. ეგ კანონი..უკვე გამორიცხავს ყოველგვარ საბუთომანიას..ექსპერტიზებს და თავის მართლების საშუალებას. სინამდვილეში რაც ხდება..ხომ ყველას გვესმის. როდესაც ბევრი მიზეზია "ვერ დასაკავებლად" გადასარევად იყენებენ ვისაც მაგისი საშუალება ეძლევა.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
მაგრამ შეხვედრაზე ერთერთი ფედერაციის ხელმძღვანელმა კონტრარგუმენტად ის მოიყვანა, რომ ამით ზარალდებოდა თევზის მეურნეობის (ტბორების) ის მესაკუთრენი, რომლებიც თევზის გასაყიდად მოსაპოვებლად საკუთარ ტბორებში იყენებდნენ დენის აპარატებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ?

ამაზე რა უნდა ვთქვა არც კი ვიცი. რასქვია "საკუთარ ტბორში" იყენებენ?.. დენის გაშვება რას ანადგურებს არ იცის?.. ეგ წყლის რესურსი..სულაც არ არის მაგათი საკუთრება. დენი კი ყველაფერს სპობს...რითაც თევზი იკვებება ბუნებრივ პირობებში. მაგ აღიარების გამო.. უკვე დასაჯარიმებელი ყოფილა.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
რაც შეეხება სამინისტროთა შორის თანამშრომლობას. ისევ თევზის რეალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ. გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრეს სამინისტროში, ვერ დავადგენთ, რომ დენით არის მოკლულიო, ექსპერტიზისათვის სამხარაულის ბიურო 5000 ლარს ითხოვსო.

მაგაზე არსებობს ერთი ქართული ანდაზა. "მიზეზ მიზეზ..დოს მარილი აკლიაო" ეგრე აწობთ და იმისი ბრალია ეგ ყველაფერი. ამიტომ უნდა გაძლიერდეს კლუბები და გააქტიურდნენ ამ ყველაფრის მოწესრიგების მომხრე ადამიანები. რაც შეიძლება მეტმა ამოვიღოტ ხმა.. და სხვანაირად თუ არ უნდათ..მივადგეთ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 7 2015, 12:03
პოსტი #81


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გეთანხმებით, სამწუხაროდ პრობლემის თავი პოლიტიკური ნების არ ქონაშია. მეტსაც ვიტყვი, შარშან ერთ-ერთ გამოძახებაზე ვერ მოვიდა გდი. ყველანი ჭიათურაში არიანო, ხოდა გარე ვაჭრობაზე გამოვიძახე პატრული. პასუხად მივიღე თევზით გარევაჭრობის აღკვეთასთან დაკავშირებით ინსტრუქციები არ გვაქვსო. მერე დღისით დენით თევზაობის ვიდეო ვანახე ჩემი ტელეფონით და პასუხმა ბეჭებზე დამაგდო - შენ რა დარწმუნებული ხარ რომ ეს დენით თევზაობა არისო?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია NickAdams: Jul 7 2015, 12:04
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 12:09
პოსტი #82


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kajuberi @ 7th July 2015 - 12:11) *
ეს საქმეე კომპიუტერთან წერით არ გამოვა.

არც უამისოდ გამოდის. რაღაც საერთო აზრი უნდა ჩამოყალიბდეს. ეგ კომპიუტერთან გაცილებით კარგად გამოდის..ვიდრე სუფრასთან და მთიდან გადაძახილით. D.gif
ციტატა(kajuberi @ 7th July 2015 - 12:11) *
თუ უშვალოდ არ მოხდა რეიდების განხორციელება. ხალხის გატელევიზორება და ჯარიმები.

აი მაგას კი.. სერიოზული ნება ჭირდება მართლა. რამდენიმე ფაქტის გატელევიზორება..ჯარიმის არტყმა და თითის დაქნევა.. ხალხისთვის ხარკის გადახდას უფრო გავს..ვიდრე საქმის კეთებას. 1-2 ფაქტს მოგვიგდებენ..რომ ჩუმად ვიყოთ და მერე ნავებს ვეღარ ამჩნევენ კაიხანი. მაგ მიდგომას ქვია.. "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის" აი ეგ არის მისახედი.
ციტატა(kajuberi @ 7th July 2015 - 12:11) *
მოხდეს მანოკების და დენის აპარატების ამოღება ყველა საიტიდან და მაღაზიიდან.

კი ბატონო..მოხდეს..უბრალოდ ეგ ვერ უსველის საკითხს. აკუმულატორების.. ტრასფორმატორების.მაგნიტოფონ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 7 2015, 12:12
პოსტი #83


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გარემოს დაცვის შესახებ კანონი ჯერ ერთი ავალდებულებს მოსახლეობას ამ სფეროში დაეხმაროს სახელმწიფოს, და მეორეს მხრივ პირდაპირ ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეთა გაერთიანებებს გარემოს დაცვის კონტროლის კუთხით გადაეცეთ უფლებამოსილებები. საერთოდ არავინ არ აქცევს ამას ყურედღებას. ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდა არავის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 12:15
პოსტი #84


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgixomeriki @ 7th July 2015 - 09:46) *
ყველა სამონადირეო კლუბს მისტვის საჭირო ტერიტორიას და ტბებს გამოვყოფდი,

ღმერთო რა გუილუხვი ხარ. D.gif ისე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ აქვე. ეგ კანონი..კაი ხნის წინ მიიღეს. აი ქვეყანა რომ დაანგრიეს მაშინ შემოენგრათ ეგ კანონიც. ვინსაც სურვილ აქვს..(კლუბი იქნება თუ კერძო პირი)შეუძლია აიღოს მისი შერჩეული ტერიტორია უფასოდ.. უბრალოდ უნდა განავითაროს სამონადირეო მეურნეობა. მოაწყოს..მიხედოს და სამონადირეო ტურიზმის განვითარება შეუწყოს ხელი. აი მაგ პასუხისმეგლობის აღება არ ხიბლავთ უბრალოდ. მარტო მიწები და ტერიტორიები მოუნდა ყველას. აიღეს კიდეც ზოგმა..მაგრამ მერე უკანვე მიაგდეს. ასე რომ..ჩვენ თუ რამე ეგეთი გვენდომება.. სახელმწიფო გვაძლევს..არ არის პრობლემა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Jul 7 2015, 12:36
პოსტი #85


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 7 2015, 13:15) *
ღმერთო რა გუილუხვი ხარ. D.gif ისე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ აქვე. ეგ კანონი..კაი ხნის წინ მიიღეს. აი ქვეყანა რომ დაანგრიეს მაშინ შემოენგრათ ეგ კანონიც. ვინსაც სურვილ აქვს..(კლუბი იქნება თუ კერძო პირი)შეუძლია აიღოს მისი შერჩეული ტერიტორია უფასოდ.. უბრალოდ უნდა განავითაროს სამონადირეო მეურნეობა. მოაწყოს..მიხედოს და სამონადირეო ტურიზმის განვითარება შეუწყოს ხელი. აი მაგ პასუხისმეგლობის აღება არ ხიბლავთ უბრალოდ. მარტო მიწები და ტერიტორიები მოუნდა ყველას. აიღეს კიდეც ზოგმა..მაგრამ მერე უკანვე მიაგდეს. ასე რომ..ჩვენ თუ რამე ეგეთი გვენდომება.. სახელმწიფო გვაძლევს..არ არის პრობლემა.




ეს არ ვიცოდი, სლოვაკები 2 წელია მეხვეწებიან სამონადირეო მეურნეობის გაკეტებას.......



მაპატიეთ მაგრამ ძალიან ხომ არ ვაპრობლემებთ ამ თემას?! როგორც ჭალიმგელამ ტქვა ჩვენი მოსაზრებები და რაღაც სტრატეგია უნდა ჩამოვაყალიბოთ, დავსახოტ პრიორიტეტები, რა გვჭირდება იმისატვის რომ ამოიძირკვონ ეს უგუნური ბრაკები.

ერთი რისი ტქმაც შემიძლია შსს მზად არის იტანამშრომლოს მათთან ვინც აპირებს ბრაკებტან ბრძოლას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 7 2015, 13:58
პოსტი #86


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Doc @ Jul 7 2015, 13:36) *
ერთი რისი ტქმაც შემიძლია შსს მზად არის იტანამშრომლოს მათთან ვინც აპირებს ბრაკებტან ბრძოლას!


და რაში გამოიხატება ეს "თანამშრომლობა"??? როგორ მოხდება??? თანამშრომლობა ისიც არის როცა მონადირე ბრაკონიერობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის გდის თუ სხვა სამსახურს! ამას თუ გულისხმობთ, ამაში ახალი არაფერია!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 15:37
პოსტი #87


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Doc @ 7th July 2015 - 14:36) *
ერთი რისი ტქმაც შემიძლია შსს მზად არის იტანამშრომლოს მათთან ვინც აპირებს ბრაკებტან ბრძოლას!

მაგას ჩვენც კი ვამბობთ. პატიოსანი მონადირეები და მეთევზეები...მზად ვართ ვითანამშრომლოთ შსს-სთანაც.. გარემოს დაცვასთანაც და ნებისმიერთანაც... ვინც მაგ ჭირს შეებრძოლება რეალურად. თანაც უანგაროდ. უბრალოდ რეალურად შებრძოლება რას წარმოადგენს.. ეგ ვერ დავადგინეთ. კარგი იქნება.. აქეთ გაგვიზიარონ თუ რას აპირებენ..ვის ხელშიც არის ამ ყველაფრის მართვის სადავეები. თუ რამე შეგვეძლება..სიამოვნებით მივეხმარებით. უბრალოდ ისე რომ არ გამოვიდეს.. ჩვენ დემონსტრაციულად და საჩვენებლად ვირბინოთ.. ბაზრებზე კი ისევ იყიდებოდეს წითელ წინწკლებიანი კალმახი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Jul 7 2015, 15:42
პოსტი #88


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 7 2015, 16:37) *
მაგას ჩვენც კი ვამბობთ. პატიოსანი მონადირეები და მეთევზეები...მზად ვართ ვითანამშრომლოთ შსს-სთანაც.. გარემოს დაცვასთანაც და ნებისმიერთანაც... ვინც მაგ ჭირს შეებრძოლება რეალურად. თანაც უანგაროდ. უბრალოდ რეალურად შებრძოლება რას წარმოადგენს.. ეგ ვერ დავადგინეთ. კარგი იქნება.. აქეთ გაგვიზიარონ თუ რას აპირებენ..ვის ხელშიც არის ამ ყველაფრის მართვის სადავეები. თუ რამე შეგვეძლება..სიამოვნებით მივეხმარებით. უბრალოდ ისე რომ არ გამოვიდეს.. ჩვენ დემონსტრაციულად და საჩვენებლად ვირბინოთ.. ბაზრებზე კი ისევ იყიდებოდეს წითელ წინწკლებიანი კალმახი.




............
ხოდა მე როგორც მივხვდი და გავიგე ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი ხედვა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 15:58
პოსტი #89


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Doc @ 7th July 2015 - 14:36) *
როგორც ჭალიმგელამ ტქვა ჩვენი მოსაზრებები და რაღაც სტრატეგია უნდა ჩამოვაყალიბოთ, დავსახოტ პრიორიტეტები, რა გვჭირდება იმისატვის რომ ამოიძირკვონ ეს უგუნური ბრაკები.

სწორედ მაგიტომ დავწერე მე..ჩემი ვარსია.
1. ყველა..ვისაც ნადირობა-თევზაობა უნდა.. უნდა მოექცეს გარკვეულ სამართლებრივ სივრცეში.
2. აღირიცხოს პროგრამულად. ვინ რომელ კლუბში ირიცხება. დარღევის შემთხვევაში..იმ კლუბს გადაეგზავნოს გაფრთხილება. მერე თვითონ მიხედონ დამრღვევს. მოკლედ..როგორც პოლიციაშია..ან ჯარში. თავისმა ათმეთაურმა აგოს პასუხი თავის დაქემდებარებულზე. ნუ ეს უხეშად რომ ვთქვა..თორემ სინამდვილეში არავინ არ უნდა აგის პასუხი ვიღაცის ნაცვლად. თვითონ კლუბმა გააფრთხილოს ან მოიცილოს თავიდან ბრაკი.
3. ასევე..დარღვევებში დაფიქსირებული ადამიანები..მოხვდნენ "შავ სიაში" მაგითი ადვილად განვსაზვღავთ..კლუბში მივიღოთ თუ არა ვინმე.
4. რომელიმე კლუბის საბუთის გარეშე.. არ ქონდეს არავის ნადირობა-თევზაობის უფლება. ჩაითვალოს ბრაკონიერად.
აი ესენი გაკეთდეს და აგერ ნახავთ..დედა თუ არ ეტიროს ბრაკონიერობას. შთამომავლობაც მადლიერი დაგვრჩება.
უბრალოდ არის მეორე მომენტიც. ეს მეთოდები..ძალიან ბევრ მონადირეს აფრთხობს.. დღევანდელი კანონის თანახმად... ყველა ბრაკონიერებად შეიძლება მოვინათლოდ. აი მანდაც უნდა გაიმიჯნოს რაღაცეები...მაგ ყველაფრის პარალელურად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 16:03
პოსტი #90


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Doc @ 7th July 2015 - 17:42) *
ხოდა მე როგორც მივხვდი და გავიგე ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი ხედვა

კი..სავარაუდოდ. თუმცა ჩვენი ხედვა თუ რამე ღირებული აღმოჩნდება.. შეიძლება სადღაც გაითვალისწინონ კიდეც. მარტო მაგითი არ გადაწყვეყენ არაფერს რათქმაუნდა. D.gif არსებობენ კომპეტენტური ადამიანები..ექსპერტები და მეცნიერები. საბოლოო დასკნებს ისინი დადებენ. ჩვენ..ხალხის აზრი ვართ მხოლოდ. თან გარკვეული ძალაც ..რომელსაც გარკვეული დახმარების გაწევა შეუძლია. საბოლოდ ძალიან კარგია ეს მიდგომა. ურთიერთ თანამშრომლობა..ყოველთვის უკეთესია რათქმაუნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2025 - 12:40