საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015''
www.Ochopintre.g...
პოსტი Jul 29 2015, 12:26
პოსტი #1


www.ochopintre.ge
***

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2015.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს...
შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე.
შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს ან 8.9 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.
ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე;
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ .




პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !!

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!


წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
gagrinski
პოსტი Jul 31 2015, 19:25
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



გორთან ცოტა სარისკოა, ბევრ ადგილებში სადაც ადრე დავდიოდიტ პოლიცია პატრულირებს გასაგები მიზეზების გამო, კონკრეტულად ხურვალეთთან. თუ ადგილი მეშლება ბოდიში. ბაზალეთი ყველაზე კარგია მაგრამ არაა საშეჯიბრო მინდორი ჯერ ყოველშემთხვევაში მე რაც ვნახე. ისე ალიკ არ მახსოვს მაგ სოფლის სახელი, ბაზალეთის ტბიდან შედიხარ, აი წვიმის დროს დაზარალდა ამ ერთი თვის წინ, მანდ ვნახე კარგი მინდორი მაგრამ არ ვიცი რა მდგომარეობაა ახლა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 31 2015, 20:10
პოსტი #17


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამაღამ მივდივართ სიონზე და იქაურ მინდვრებსაც მოვჩხრეკთ. მაღალზეა, უფრო გრილა და ვნახოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 31 2015, 20:17
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მაგ ადგილებში ვიძახი დავით, პირველი ეს შეჯიბრი მანდ ჩატარდა, მე რაც ვნახე შეიძლება მანდ ჩატარება. ადრე რა გზითაც მივდიოდით ის გზა ხიდია ჩავარდნილი, შემოვლითი გზით უნდა მივიდეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 31 2015, 20:57
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli

ხო მანდ ვაპირებდით ერთი კვირის წინ მისვლას და ვერ მივედით მაგ გზის გამო. საკრამული ქვია მაგ სოფელს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 31 2015, 21:02
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



კი საკრამული ქვია და მაგ გზის გარდა, ორი შემოვლითი გზა აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 31 2015, 22:42
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



სიონის მხარეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Jul 31 2015, 23:26
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მომავალი საველე როღDისარის .?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 1 2015, 11:17
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ilara
რომელ საველეს გულისხმობ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 3 2015, 15:01
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



არის რაიმე სიახლე ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 3 2015, 15:19
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
რომელი ძაღლი გამოგყავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 3 2015, 16:11
პოსტი #26


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 16:01) *
არის რაიმე სიახლე ?

ჯერ არაფერი ყოველ დღე დავდიავრთ მინდვრის საძებრად სადაც შეჯიბრის ჩატარება იქნება შესაძლებელი .....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Aug 3 2015, 20:32
პოსტი #27


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ისე თუ ვინმეს გადამოწმებული გაქვთ კარგ მინდორზე, მოგვაწოდეთ კიდევ იდეები....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 3 2015, 22:02
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჯოლა
ციტატა(jola @ 3rd August 2015 - 16:19) *
რომელი ძაღლი გამოგყავს?

არ მყავს მე სათანადო ძაღლი newsmile015.gif

ციტატა(Nukry @ 3rd August 2015 - 21:32) *
ისე თუ ვინმეს გადამოწმებული გაქვთ კარგ მინდორზე, მოგვაწოდეთ კიდევ იდეები....


ჯავახეთისკენ სადაც ნადირობთ ხოლმე,მანდ რა სიტუაციაა ? თუ მანძილის გამო არ გამოვა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marshal
პოსტი Aug 3 2015, 22:19
პოსტი #29


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 30-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 23:02) *
ჯავახეთისკენ სადაც ნადირობთ ხოლმე,მანდ რა სიტუაციაა ? თუ მანძილის გამო არ გამოვა ?

აუღებელია ყანები newsmile045.gif

ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 23:02) *
არ მყავს მე სათანადო ძაღლი

ჩემი გაიყვანე თუ გინდა D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 4 2015, 00:44
პოსტი #30


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბეკასებზე რომ ჩატარდება შეჯიბრი მაშინ ჩამოვიყვან xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 11 მომხმარებელი (მათ შორის 11 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 06:59