მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! |
Mar 31 2010, 12:40
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!
1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე” 2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს: 3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი; 4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; 5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს; 6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა! 7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის; 8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე; 9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის; 10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება; 11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა; 12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი; 13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი; 14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული; 15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ; 16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო; 17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას; 18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში; 19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1); 20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით; 21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით; 1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით. 2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად: ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით; ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას; დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში; ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას; ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით; ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში. - ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით! კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით! განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში! სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!! |
|
|
|
![]() |
Aug 3 2015, 22:56
პოსტი
#1216
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
kardinal84
ფორუმზე მუდმივი დაკვირვებისა და აქტიურობის გამო, შეჯიბრზე კარგად მოვლილი ძაღლის გამოყვანის გამო და ამავე დროს უკვე იშვიათობად (სამწუხაროდ) ქცეული ჯიშის პატივისცემის გამო +1 |
|
|
|
Aug 4 2015, 00:43
პოსტი
#1217
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
საბო
ფორუმზე მუდმივი დაკვირვებისა და აქტიურობის გამო, შეჯიბრზე კარგად მოვლილი ძაღლის გამოყვანის გამო და ამავე დროს უკვე იშვიათობად (სამწუხაროდ) ქცეული ჯიშის პატივისცემის გამო +1 000 და +1 ხმა კარდინალს ჩემგან იგივე მიზეზების გამო |
|
|
|
Aug 4 2015, 15:23
პოსტი
#1218
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 3-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით,
მაქვს სურვილი გავწევრიანდე კლუბში. მართალია ახლა დავრეგისტრირდი, მაგრამ წლებია სტუმრის სტატუსით შემოვდივარ და ბევრ საინტერესოს ვიგებ ამ ფორუმზე. 13 წლიდან ვნადირობ ცეცხლსასროლი იარაღით (მანამდე რამდენიმე წელი პნევმატურით და რაგატკით მოკლედ მზად ვარ გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. პატივისცემით, მიშა |
|
|
|
Aug 4 2015, 15:36
პოსტი
#1219
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ძალიან გამიხარდა შენი გადაწყვეტილება
|
|
|
|
Aug 4 2015, 16:30
პოსტი
#1220
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
MISHAE77
მოგესალმები! გადაიკითხე ეს თემა და აქ არის მოცემული აუცილებელი მოთხოვნები კლუბში მიღებისათვის! თუ იმ ყველაფერს შეასრულებ კლუბის წევრად გაღიარებთ ერთხმად. |
|
|
|
Aug 4 2015, 21:10
პოსტი
#1221
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
kardinal84
+1 წალკიდან დმანისის გზაზე მოთმინებისთვის |
|
|
|
Aug 5 2015, 08:46
პოსტი
#1222
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
MISHAE77
როგორც მონადირეს, როგორც კაი კაცს და ბოლობოლო აბორიგენ პლატოელს ჩემგან რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ა.... !!! |
|
|
|
Aug 5 2015, 12:04
პოსტი
#1223
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 3-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
Aug 5 2015, 12:14
პოსტი
#1224
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
|
Aug 5 2015, 12:18
პოსტი
#1225
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Aug 5 2015, 13:31
პოსტი
#1226
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
MISHAE77
აი ამ მოთხოვნაზე გეუბნებიან კლუბში მიღების კანდიდატი ვალდებულია : უნდა გადაცურო 9 ზღვა..გადალახო 9 მთა.. დაამარცხო 9 თავიანი გველეშაპი. გამოაშვებინო წყალი..ააყვაო ეკონომიკა... მოიზიდო 6 მილიონი ტურისტი და შეიტანო განაცხადი ოჩოპინტრეს ადმინისტრაციაში |
|
|
|
Aug 5 2015, 13:34
პოსტი
#1227
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ზახარა
საბოს მეთოდიც ხო არი ? თუ ის აღარ მუშაობს? |
|
|
|
Aug 5 2015, 13:37
პოსტი
#1228
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ეს ყველაზე ადვილიაო როგორც შავმა ლევანმა ბრძანა
|
|
|
|
Aug 5 2015, 13:40
პოსტი
#1229
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შემოვა და დაწერს საბოც
|
|
|
|
Aug 5 2015, 13:49
პოსტი
#1230
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
ბოლოს წავლენ და შაოლინის ბერებად აღიკვეცებიან ))
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 21:35 |