IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #101


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   დებულება "ნადირობის" შესახებ   May 19 2009, 13:28
- - ზახარა   RE: დებულება "ნადირობის" შესახებ   Nov 4 2014, 15:12
- - jorj   beqa10 ეს ვიდეო აქ ნანა...   Nov 5 2014, 06:35
- - beqa10   ეგ ირემია თუ არმეშ...   Nov 13 2014, 12:39
- - Rey -   ჩაადედისირემა იმე...   Nov 13 2014, 14:08
|- - უიარაღო   ციტატა(Rey - @ Nov 13 2014, ...   Nov 13 2014, 14:16
- - Rey -   უიარაღო აბა,ეხლა მ...   Nov 13 2014, 14:27
- - mmm777mmm   ხალხებო მიშველეთ თ...   Aug 10 2015, 21:46
- - kardinal84   "თი ბი სი" ბანკშ...   Aug 10 2015, 22:08
- - mmm777mmm   მადლობა. თიბისი-ში ...   Aug 10 2015, 22:16
- - assassin29   mmm777mmm საქართველოს ბ...   Aug 10 2015, 22:20
|- - mmm777mmm   ციტატა(assassin29 @ Aug 10 2015, ...   Aug 10 2015, 23:56
- - romeo 1   ყოველ წელს ასეთი გ...   Aug 11 2015, 10:24
- - kajuberi   დღეს ავიღე თი-ბი- სი...   Aug 11 2015, 11:49
- - T A M P L I E R   წეგან ავიღე ბოგ ში ...   Aug 11 2015, 16:26
- - ბესო   გამარჯობათ ბებრებ...   Aug 15 2015, 11:57
|- - უიარაღო   ციტატა(ბესო @ Aug 15 2015...   Aug 16 2015, 12:08
- - T A M P L I E R   ბესო რამდენი ხნის ...   Aug 15 2015, 23:09
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(mgalobla @ 15th August 201...   Aug 16 2015, 11:51
|- - ბესო   ციტატა(ლეონ-ბლექ...   Aug 16 2015, 19:15
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(mgalobla @ 16th August 201...   Aug 16 2015, 21:45
- - ჯოლა   ლეონ-ბლექი მონადი...   Aug 16 2015, 21:51
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 16th August 2015 ...   Aug 16 2015, 22:23
- - ჯოლა   ლეონ-ბლექი არ ვიცი ...   Aug 16 2015, 22:30
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 17th August 2015 ...   Aug 16 2015, 22:41
- - megreli   ავსტრიაში მაგალით...   Aug 16 2015, 22:55
- - kardinal84   megreli ახლა ვკითხულობ...   Aug 17 2015, 16:56
- - ალთაზარ   kardinal84 დაარსოს თავის...   Aug 17 2015, 16:57
- - ჯოლა   ეხლა ძაღლებს ხო და...   Aug 17 2015, 18:12
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(kardinal84 @ 17th August 2...   Aug 17 2015, 20:55
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 17th August 2015 ...   Aug 17 2015, 21:03
- - ჩავლე   ლეონ-ბლექი 1 ოქტობრ...   Aug 17 2015, 21:05
- - kardinal84   ლეონ-ბლექი ძოგე თა...   Aug 17 2015, 21:08
- - ჯოლა   ლეონ-ბლექი ციტატა(j...   Aug 17 2015, 21:09
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(kardinal84 @ 17th August 2...   Aug 17 2015, 21:18
- - ზახარა   ლეონ-ბლექი http://www.ochopintr...   Aug 17 2015, 21:52
- - megreli   ციტატა(jola @ 17th August 2015 ...   Aug 17 2015, 22:06
- - ჯოლა   megreli რატოა ნამეტანი?...   Aug 17 2015, 22:14
- - megreli   ჯოლა ციტატა(jola @ 17th ...   Aug 17 2015, 22:31
- - ჯოლა   ციტატა(dato1992 @ 17th August 201...   Aug 17 2015, 22:45
- - megreli   ციტატა(jola @ 17th August 2015 ...   Aug 17 2015, 23:01
- - ლეონ-ბლექი   ზახარა მერე?.. ეგ რო...   Aug 17 2015, 23:42
- - dima71   ბატონებო ნადირობი...   Feb 21 2017, 19:38
- - dima71   ამირგულაშვილის გა...   Feb 22 2017, 01:04
|- - უიარაღო   ციტატა(dima71 @ Feb 22 2017, 02...   Feb 22 2017, 12:53
- - ჭალიმგელა   ჯერ ესე ვთქვათ მოს...   Feb 22 2017, 09:58
- - gacho   მგონი ბატონყმობა შ...   Feb 22 2017, 20:39
- - OQRO444   და კიდევ მთავარი პ...   Feb 23 2017, 12:17
- - megreli   ციტატა(cipo @ 23rd February 2017 ...   Feb 23 2017, 12:38
- - ნუკრიMax   ციტატა(cipo @ 23rd February 2017 ...   Feb 23 2017, 16:07
- - ჭალიმგელა   ნუკრიMax ეგრეა. ფოლა...   Feb 24 2017, 09:57
- - general   ნეტა ვერცხლის ტყვი...   Feb 24 2017, 11:57
- - kajuberi   ყველაფერი ყველაფე...   Feb 24 2017, 12:11
- - general   kajuberi 100% ბაზარი არაა, ...   Feb 24 2017, 12:21
- - ნუკრიMax   არც ისე წვიმს, როგო...   Feb 24 2017, 18:11
- - dima71   უტკაა ეგ საფანტი!....   Feb 24 2017, 22:22
- - marco-polo   dima71 მშვენივრად ჩამ...   Feb 24 2017, 22:47
- - ნუკრიMax   ერთერთ შეხვედრაზე,...   Feb 25 2017, 08:14
- - ნოსო   ნუკრიMax ფოთში ძალი...   Feb 25 2017, 10:38
- - romeo 1   კვირას რა შეხვედრა...   Feb 25 2017, 11:18
- - dima71   მონადირეეები იკრი...   Feb 25 2017, 13:39
- - romeo 1   ოჩოპინტრეს წევრებ...   Feb 25 2017, 14:15
|- - ჭალიმგელა   ციტატა(romeo 1 @ Feb 25 2017, 15...   Feb 25 2017, 15:41
- - romeo 1   გასაგებია, ესეიგი ...   Feb 25 2017, 17:30
- - apxazi   ამ კანონპროექტით ვ...   Feb 25 2017, 18:57
- - dima71   კლუბებმა თუ გადაწყ...   Feb 25 2017, 19:38
- - ნუკრიMax   dima71 მარტო კლუბების ...   Feb 25 2017, 20:30
- - ნუკრიMax   კლუბურ სისტემას ერ...   Feb 25 2017, 20:34
- - ბლექ-ხასან   ციტატა(Nukry @ 25th February 2017...   Feb 25 2017, 20:40
- - ოთო.   ის კაცი იძახის რო ე...   Feb 25 2017, 20:43
- - ბლექ-ხასან   ციტატა(kardinal84 @ 25th February...   Feb 25 2017, 20:51
- - dima71   არა ნამდვილად არა ...   Feb 25 2017, 21:11
- - ნუკრიMax   dima71 სეზონის დახურვ...   Feb 25 2017, 21:55
- - ჭაღარა   ვინმეს თუ გაქვთ წვ...   Feb 27 2017, 10:07
- - მაქსიმუსა   ჭაღარა https://drive.google.com/file/...   Feb 27 2017, 17:37
- - Aslan Memishishi   ჭალიმგელა ფოლადი...   Feb 28 2017, 00:24
- - ჭაღარა   მაქსიმუსა მადლობა...   Feb 28 2017, 09:25
- - bashiachuki   მონადირეებო ფორუმ...   Mar 1 2017, 22:41
- - ჯოლა   bashiachuki ცუდად არ გამი...   Mar 1 2017, 22:49
- - ბლექ-ხასან   ჩემ ერთ პატარა დაკ...   Mar 1 2017, 23:52
|- - ჭალიმგელა   ციტატა(ბლექ-ხასა...   Mar 2 2017, 10:51
- - bashiachuki   ჯოლა ჯოლა ჩემი პირ...   Mar 2 2017, 07:44
- - bashiachuki   Eხლა ერტს ვიტყვი მო...   Mar 2 2017, 07:53
- - ჯოლა   bashiachuki სავარგულის მე...   Mar 2 2017, 08:47
- - უიარაღო   სავარგულის და მიწი...   Mar 2 2017, 09:24
- - ჯოლა   უიარაღო მე არ ვამბ...   Mar 2 2017, 09:29
- - ბლექ-ხასან   ჯოლა აი მთელი 100%-თ გ...   Mar 2 2017, 10:25
- - ბლექ-ხასან   ციტატა(bashiachuki @ 2nd March 20...   Mar 2 2017, 10:29
- - general   ციტატა(jola @ 2nd March 2017 ...   Mar 2 2017, 10:30
- - ბლექ-ხასან   ციტატა(bashiachuki @ 2nd March 20...   Mar 2 2017, 10:32
- - უიარაღო   general მაგ ფერმერებს ...   Mar 2 2017, 11:29
- - უიარაღო   ევროპაში რომ მასეა...   Mar 2 2017, 11:41
- - ბლექ-ხასან   ციტატა(uiaragho @ 2nd March 2017 ...   Mar 2 2017, 12:45
- - უიარაღო   როგორ წარმოგიდგენ...   Mar 2 2017, 13:53
- - general   ციტატა(uiaragho @ 2nd March 2017 ...   Mar 2 2017, 14:46
- - bashiachuki   ხოდა ხოვხვდებითკა...   Mar 2 2017, 18:24
- - bashiachuki   ბლექ-ხასან და საერ...   Mar 2 2017, 18:38
- - romeo 1   რა მაინტერესებს ეხ...   Mar 3 2017, 09:25
- - ჯოლა   romeo 1 ზემოთ დავწერე , ...   Mar 3 2017, 09:34
- - romeo 1   ახლა მაცნობეს რომ ...   Mar 3 2017, 09:53
3 გვერდი V  < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2025 - 21:43