დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 119)
უიარაღო
პოსტი Nov 13 2014, 14:16
პოსტი #106


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(Rey - @ Nov 13 2014, 15:08) *
ჩაადედისირემა იმენნა D.gif D.gif


ვერ მიუხვდა ირემი რას ითხოვდა და იმიტომ. პატარა სახელის გატეხა არ ერჩია თავის გატეხვას?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Nov 13 2014, 14:27
პოსტი #107


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო

აბა,ეხლა მთელი ტანი უნდა ტკიოდეს და ისე კიდე პატარა დირკა გაუგანიერდებოდა მხოლოდ D.gif D.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Rey -: Nov 13 2014, 14:28
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mmm777mmm
პოსტი Aug 10 2015, 21:46
პოსტი #108


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 16-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ხალხებო მიშველეთ თუ შეიძლება:
თან არ ვიცი სად დავწერო ამის შესახებ,
1. დღეს ვერ გადავიხადე მოსაკრებელი 10 ლარი. (სად მიდიხარ სანადიროდო)სახაზინო კოდი ვერ მიუთითეს.
2. უცხოელი სტუმარი ჩამომდის და რაიმე ვარიანტი თუ არსებობს იმისა რომ მწყერზე წავიყვანო და კანონი არ დავარღვიო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 10 2015, 22:08
პოსტი #109


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



"თი ბი სი" ბანკში გადაიხდი ჩვეულებრივად, პრობლემა არ არის.. აი მეორე ვარიანტზე რა გითხრა იარაღი რომ გადასცე რომელიც მასზე არ არის გაფორმებული კანონ დარღვევაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mmm777mmm
პოსტი Aug 10 2015, 22:16
პოსტი #110


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 16-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მადლობა. თიბისი-ში ხვალ ვცდი. საქ. ბანკში მქონდა დღეს წივილ-კივილი, 2 დღეა ეგ წერილი მივიღეთ სათაოდანო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Aug 10 2015, 22:20
პოსტი #111


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




mmm777mmm
საქართველოს ბანკში ვიყავი და გადავიხაე შარშან გადავხადე კონსტანტაში კოდები ორივეგან იცოდნენ
ციტატა(mamuka murvanidze @ 10th August 2015 - 22:46) *
(სად მიდიხარ სანადიროდო)

ეს არასწორი კითხვაა მოსაკრებეს იხდი იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობ იმ რაიონის ბიუჯეტში რიცხავ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mmm777mmm
პოსტი Aug 10 2015, 23:56
პოსტი #112


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 16-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(assassin29 @ Aug 10 2015, 23:20) *
mmm777mmm
საქართველოს ბანკში ვიყავი და გადავიხაე შარშან გადავხადე კონსტანტაში კოდები ორივეგან იცოდნენ

ეს არასწორი კითხვაა მოსაკრებეს იხდი იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობ იმ რაიონის ბიუჯეტში რიცხავ

ოკ, მადლობა. ვერ ავუხსენი რომ რაღაც ეშლებოდათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Aug 11 2015, 10:24
პოსტი #113


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ყოველ წელს ასეთი გაუგებრობაა ხოლმე ლიცენზიის აღებაზე, სულ გონიათ რომ მარტო იქ უნდა ინადირო რა ქალაქის კოდზეც შედის მოსაკრებელი, არადა შეგიძლიან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ინადირო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Aug 11 2015, 11:49
პოსტი #114


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს ავიღე თი-ბი- სი ში .იცოდნენ სახაზინო კოდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 11 2015, 16:26
პოსტი #115


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წეგან ავიღე ბოგ ში და არაფერი უკითხავს!
იციან ყველაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Aug 15 2015, 11:57
პოსტი #116


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამარჯობათ ბებრებო... newsmile05.gif გილოცავთ ლულების გახურებას....

ვინმემ იცით სად წავიდა სანადირო ებიექტთა ნუსხიდან ღალღა, ჭაობის ქათამურა, ლერწმის ქათამი, პაწაწა ქათამურა? აღარ გადაფრენენ დედასაქართველოს თუ სამუშაო ვიზები მიიღეს უკვე ცხოვრების უფლებით??? newsmile05.gif
ან რა კვლევების საფუძველზე შემცირდა მოპოვების კვოტები??? თუ გრძელდება ისევ ძველებურად - ანუ ზის ვიღაც "პრადვინუტი" და ყოველი ახალი სეზონის გახსნის წინ სიზმარს ხედავს ახალი კვოტების შესახებ?? newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ბესო: Aug 15 2015, 12:01
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 15 2015, 23:09
პოსტი #117


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბესო
რამდენი ხნის წინ ვთქვი მე ეგ და ვინ მისმინა!

ხო
წელცომე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 16 2015, 11:51
პოსტი #118


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(mgalobla @ 15th August 2015 - 13:57) *
გამარჯობათ ბებრებო..

გაგიმარჯოს დიდო იაღოვა. D.gif სად დაგვეკარგე?..
ციტატა(mgalobla @ 15th August 2015 - 13:57) *
ვინმემ იცით სად წავიდა სანადირო ებიექტთა ნუსხიდან ღალღა, ჭაობის ქათამურა, ლერწმის ქათამი, პაწაწა ქათამურა?

ეგ არ იციან ჯერ რა არის. ძველების გაყალბებული გონიათ და მოაცილეს. ანუ..გაასუფთავეს სია სიყალბისგან. მერე..რომ ისწავლიან მაგასაც.. ჩაამატებენ უკანვე..აბა რას იზავენ. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Aug 16 2015, 12:08
პოსტი #119


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(ბესო @ Aug 15 2015, 12:57) *
გამარჯობათ ბებრებო... newsmile05.gif გილოცავთ ლულების გახურებას....

ვინმემ იცით სად წავიდა სანადირო ებიექტთა ნუსხიდან ღალღა, ჭაობის ქათამურა, ლერწმის ქათამი, პაწაწა ქათამურა? აღარ გადაფრენენ დედასაქართველოს თუ სამუშაო ვიზები მიიღეს უკვე ცხოვრების უფლებით??? newsmile05.gif
ან რა კვლევების საფუძველზე შემცირდა მოპოვების კვოტები??? თუ გრძელდება ისევ ძველებურად - ანუ ზის ვიღაც "პრადვინუტი" და ყოველი ახალი სეზონის გახსნის წინ სიზმარს ხედავს ახალი კვოტების შესახებ?? newsmile05.gif

საბეჭდი კრასკის და ქაღალდის ეკონომიას აკეთებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Aug 16 2015, 19:15
პოსტი #120


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Aug 16 2015, 12:51) *
ეგ არ იციან ჯერ რა არის. ძველების გაყალბებული გონიათ და მოაცილეს. ანუ..გაასუფთავეს სია სიყალბისგან. მერე..რომ ისწავლიან მაგასაც.. ჩაამატებენ უკანვე..აბა რას იზავენ. D.gif


ყოველ წელს უარესი ხდება. მომავალ წელს იხვისებრთა რამოდენიმე ჯიშს ამოიღებენ კიდევ და იმის შემდეგი სეზონისთვის გვექნება მწყერი 4 ცალი დღეში, მერე ქათამი 1 ცალი კვირაში და იხვი 0.5 ცალი 3 დღეში....
მეთევზეები არ ასვენებენ სამინისტროს და აღწევენ იმას, რასაც უნდათ - ისეთ რაღაცეებსაც კი რაც ვიღაცის ვიწრო ინტერესებზე "სმახივაეტ"
და ნადირობის საკითხებს კლუბები არ ეხება არცერთი???

წელსვე თუ არ დადგა ეს საკითხები ყველა კლუბის მიერ ერთობლივად - მომავალ წელს მოუწევთ მონადირეებს თოფების გაყიდვა!!!

იმის მაგივრად, რომ ნელ-ნელა ხოხობზე, კაკაბზე და ა.შ დაეშვათ ნადირობა თუნდაც დროში ლიმიტირებული ლიცენზიებით, გადამფრენები ამოიღეს სიიდან - ეს სამინისტრი წლიდან წლამდე დეგრადირებას, რატომ განიცდის - ვერ ვხვდები...

პს. მეთევზეებმა იმდენი ქნეს, რომ ბრაკონიერებს მათი კუთხით მიასიეს სამართალდამცავები და მიდის დედის ხვნა. ამ მანოკებს კვლავ არ ეხებიან!!! ქარელის რაიონში ისე შეხმატკბილებულად მღეროდნენ გახსნის დღეს მანოკები, რომ ნადირობა დაგავიწყდებოდა და სმენით დატკბებოდი კაცი... newsmile05.gif

არ მითხრათ რატომ არ დარეკეო - მე იქ არ ვიყავი - მერე მითხრეს!!! newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ბესო: Aug 16 2015, 19:16
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th September 2025 - 02:19