დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 134)
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 16 2015, 21:45
პოსტი #121


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(mgalobla @ 16th August 2015 - 21:15) *
იმის მაგივრად, რომ ნელ-ნელა ხოხობზე, კაკაბზე და ა.შ დაეშვათ ნადირობა თუნდაც დროში ლიმიტირებული ლიცენზიებით, გადამფრენები ამოიღეს სიიდან

ეგ რა არის..დაჟე გამოცდები დაგვინიშნეს. ძალიან იაფად. მხოლოდ 20 ლარს გადავიხდით. ხოდა რაც დაგვიტოვეს...იმაში ვეღარ შეგვეცილებიან ოროსანი მონადირეები. მთელი მწყერი ხუთოსნებს დაგვრჩება.. შენ კიდე ღალღაო. რაღად გვინდა ღალღა და ლერწმის ქათამურა. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 16 2015, 21:51
პოსტი #122


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეონ-ბლექი
მონადირე უფრო ბევრია ვიდრე მწყერი, არ ფიქრობ, რომ რამენაირად უნდა დარეგულირდეს ეგ ამბავი? პარასკევს თოფების გაფორმებას ვერ ასწრებდნენ საპატრულში და შაბათს მინდორში ვიხილეთ ეგ ხალხი. დღეს ადგილი ვერ ვნახეთ რო გვენადირა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 16 2015, 22:23
პოსტი #123


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(jola @ 16th August 2015 - 23:51) *
არ ფიქრობ, რომ რამენაირად უნდა დარეგულირდეს ეგ ამბავი?

კი..მაგრამ ადამიანს ხომ ვერ აუკრძალავ ნადირობის უფლებას?.. ჩააბარებენ გამოცდებს და ისევ მაგდენი იქნებიან. ცუდი ის არის..რომ ისევ ეგეთები... მძღოლების არ იყოს. ეგენიც აგარებენ გამოცდებს..მაგრამ სულ კიდიათ წესები..ისე დადიან...გული აგეერევა. სხვა რამეა მოსაფიქრებელი. უბრალოდ..ეგ არ უშველის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 16 2015, 22:30
პოსტი #124


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეონ-ბლექი
არ ვიცი სადაური წესია, მაგრამ გაგონილი მაქვს და ძალიან მომწონს. სანამ ნადირობის უფლებას მოიპოვებ, რაღაც პერიოდი ეგერებს ეხმარები ტყის მოვლა დასუფთავებაში და ცხოველების კვებაში . აი ესეთ რეგულაციას მივესალმებოდი. არ მომწონს მაღაზიიდან პირდაპირ მინდორში მოხვედრილი "მონადირე"-ები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 16 2015, 22:41
პოსტი #125


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(jola @ 17th August 2015 - 00:30) *
არ ვიცი სადაური წესია, მაგრამ გაგონილი მაქვს და ძალიან მომწონს. სანამ ნადირობის უფლებას მოიპოვებ,

ეგ ნამდვილად იმუშავებდა. თუმცა მგონია..ჩვენთან კიდე დიდხანს გაუჭირდება მაგ მეთოდს დამკვიდრება.
ციტატა(jola @ 17th August 2015 - 00:30) *
არ მომწონს მაღაზიიდან პირდაპირ მინდორში მოხვედრილი "მონადირე"-ები

ეგ არც მე მომწონს.. ამიტომ დავწერე გვერდზე თემაში იმხელა მოსაზრება..კლუბური სისტემის შესახებ. პირდაპირ კი ვერ უნდა ყიდულობდეს.. რომელიმე კლუბმა უნდა მიცეს რეკომენდაცია. იმის ოღონდ რომელიმე დამოუკიდებელმა კლუბმა და არა სახელმწიფოსთან არსებულმა. მაგას..უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 16 2015, 22:55
პოსტი #126


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ავსტრიაში მაგალითად...სანამ თოფს გაიფორმებ და ნადირობის უფლებას მოიპოვებ თვეებია საჭირო.ამისათვის დაინტერესებული პირი,ჯერ სწავლობს ავსტრიის ისტორიას დაახლოებით 600 გვერდიან წიგნს(ნუ ქვეყნის ისტორია რამდენად საჭიროა ამ საკითხში ჯერ არ ვიცი),მერე სწავლობს ქვეყნის ფლორა-ფაუნას,გეოგრაფიის გარკევულ ნაწილს რელიეფებზე,აქა თუ იქ მობინადრე ნადირ-ფრინველზე,მერე მიდის და აბარებს თეორიულ გამოცდას,თუ ჩააბარა გადადის შემდგომ ეტაპზე და უკვე იარაღის თვისებებს ბალისტიკას და სხვა რაღაცეებს სწავლობს,როგორც გლუვზე ისე ხრახნვზე,პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლისას საველე პირობებში იარაღთან მოპყრობის ინსტრუქტაჟი უტარდებათ და შემდეგ აკვირდებიან,როცა გამოცდამდე მივა საქმე ნორმატივებსაც აბარებენ სროლაში...შეიძლება რაღაც დეტალები არ მახსვს კიდევ,მაგრამ ავსტრიელი მონადირეები ქვეყნის ელიტარულ საზოგადოებად ითვლებიან,საკმაო განათლებას ღებულობენ სანამ მიდორში ან ტყეში გავლენ...ბელორუსიაშიც მსგავსი სისტემაა უკვე + ამას კომისია მოდის სახლში და ამოწნებს იარაღს რამდენად უსაფრთხოდ ინახავ,სეიფი როგორ გაქვს დამონტაჟებული და ა.შ.
ჩვენთან მთავარია ყინული დაიძრას სწორი მიმართულებით და კულტურა ჩვენთანაც ჩამოყალიბდება...რაც მთავარია ამ საქმის მცოდნე ხალხი უნდა მოვიდეს მაღლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 17 2015, 16:56
პოსტი #127


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



megreli
ახლა ვკითხულობდი ავსტრიის ფორუმზე და სხვათაშორის იმათ ჩვენი წესები მოსწონთ, რაარიო ეს ჩვენთანო ამდენი გამოცდებიო აგერ ბიძიკო საქართველოო იყიდე თოფი წადი ინადირეო newsmile05.gif მართალი ხარ დავით მაგრამ სად ავსტრია და სად ჩვენ იქ ნადირობა ფუფუნებად ითვლება და მიტოა ეგ წესები, ქვეყანა უნდა დადგეს ჯერ ისე ფეხზე რომ ყველა მიმართულებით სწორად წავიდეთ.

ლეონ-ბლექი
კლუბური სისტემა კარგია მაგრამ რა ქნას იმ კაცმა ვინც მთაში ცხოვრობს სად იპოვოს იქ კლუბი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 17 2015, 16:57
პოსტი #128


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kardinal84
დაარსოს თავისი D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 17 2015, 18:12
პოსტი #129


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეხლა ძაღლებს ხო დაარეგისტრირებენ თავიდან, ხოდა მონადირე ძაღლის გარეშე, მწყერზე ნადირობა არ უნდა იყოს დაშვებული. ლიცენზიის ასაღებად ძაღლის პასპორტის წარდგენაც აუცილებელი უნდა იყოს.

ციტატა(AJLTA3AP @ 17th August 2015 - 17:57) *
დაარსოს

რას უნდა დაარსოს თავისი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 17 2015, 20:55
პოსტი #130


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kardinal84 @ 17th August 2015 - 18:56) *
კლუბური სისტემა კარგია მაგრამ რა ქნას იმ კაცმა ვინც მთაში ცხოვრობს სად იპოვოს იქ კლუბი?

სადაც გამოცდის ჩაბარება მოუწევს იქ. არამგონია გამოცდის ჩასაბარებლად მთაში ააკითხოს ვინმემ. როგორც ამაზე ჩამოაკითხავს..ისე შეუძლია კლუბს მიმართოს. მერე იაროს და ინადიროს მთაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 17 2015, 21:03
პოსტი #131


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(jola @ 17th August 2015 - 20:12) *
ლიცენზიის ასაღებად ძაღლის პასპორტის წარდგენაც აუცილებელი უნდა იყოს.

ძოგესთვის საბუთები რომ არ ამიღია რავქნა?.. ვივიყვანო ადგილზე და თავისი პასპოტრი ვაჩვენებინო?.. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Aug 17 2015, 21:05
პოსტი #132


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეონ-ბლექი
1 ოქტობრამდე მოგიწევს აღება პასპორტის როცა რეგისტრციაზე გაატარებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 17 2015, 21:08
პოსტი #133


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლეონ-ბლექი
ძოგე თავის პასპორტს ცუდად უტრიალებდა ჩემ ძაღლს და ხოარ მიაკბიჩა ეგეც D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 17 2015, 21:09
პოსტი #134


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეონ-ბლექი
ციტატა(jola @ 17th August 2015 - 19:12) *
ეხლა ძაღლებს ხო დაარეგისტრირებენ თავიდან

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 17 2015, 21:18
პოსტი #135


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kardinal84 @ 17th August 2015 - 23:08) *
ძოგე თავის პასპორტს ცუდად უტრიალებდა ჩემ ძაღლს და ხოარ მიაკბიჩა ეგეც

გადარჩენილია. D.gif

ციტატა(kaxaberi @ 17th August 2015 - 23:05) *
1 ოქტობრამდე მოგიწევს აღება პასპორტის როცა რეგისტრციაზე გაატარებ

მანდ რამდენი იქნება ნეტა გადასახადი?.. მევასება ეს დამატებითი რეგულაციები და რიგში დგომა. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 07:40