კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. არაა, ეს დასაწყისი მე არ გამომადგება... დაივწყებ ისევ ჩემებურად. მოკლედ, წლების გამოცდილებით დიდი სჯა-ბაასი არ დაგვიწყია იმის შესახებ თუ სად უნდა გაგვეხსნა სეზონი. ერთხმად შევთანხმდით რომ ეს წალკაში უნდა მომხდარიყო, ტრადიციულ მინდვრებში და ტრადიციულ საქეიფო ადგილას. შევიკრიბეთ სტანდარტულად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. არა, სტანდარტული არ მომწონს არაფერი. ორიგინალური მირჩევნია. ხოდა შევიკრიბეთ ორიგინალურად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. როგორც ხდება ხოლმე, ზოგმა დააგვიანა, ზოგი ადრე მივიდა და ამასობაში ოთხი საათიც დაიწყო. ჩვენი პრეზიდენტი აღშფოთდა და რაარის 4-ია თითქმის და ჯერ არ გავსულვართო ![]() მოკლედ, მივესალმეთ ერთმანეთს. მოვიკითხეთ ამ მთისა და თქვენ წარმოიდგინეთ იმ მთისაც არ დაგვვიწყებია... ![]() ![]() ![]() ტამპლიერამ 2-დან აქ ვარ, გელოდებით სად ხართ ამდენ ხანსო... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გურგენას ძაღლმა წამოყო თავი და პატრონს შესჩივლა თუ მაინც აქ უნდა მეყურყუტა რას მაღვიძებდი ტყუილად ამ შუაღამეზეო. ![]() როგორც იქნა შევიკრიბეთ ყველა, გავნაწილდით მანქანებში და გავქუსლეთ მრგვალი ბორბლებით წალკისკენ. ჩასვლისას გადავნაწილდით ვინ რომელ მინდორში უნდა წასულიყო და დავთქვით შეკრების დრო პურიჭამის ადგილას. დავითუსა დავტოვეთ ადგილის ჯავშნად და შვენ შევუყევით მინდვრებს. როგორც ყველა ვარაუდობდა პირველ საათს ვერავინ მოუცდიდა და მოგვიწია ადრე შეკრება. გაგიკვირდებათ და უცბად, სადღაციდან თავი წამოყო ლურჯ ბოთლში ჩასხმულმა რაღაცა მძაფრმა სასმელმა, მორგანამაც მორგანი დააძრო და ეგრევე მოვუძებნეთ გამოყენება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რიჩიმ, გავიქაფე იმდენი ვირბინე და ამათი ამბავი რო ვიცი ბორბალზე მიბმულს ერთ ჭიქას არ შემოგთავაზებენო. ![]() უცბად ატყდა ჩოჩქოლი და გაისმა ხმა: პური მოდის პურიოოოო!!! ![]() ![]() ჯოლამა თქვა გასკდა გული მაიტა ერთი დამალეინეთ ხალხი არა ხართო?! და ერთ ჭიქაში ჩაკლა დარდები ეგრევე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 16:06 |