IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა
ჩელე
პოსტი Jul 24 2015, 11:18
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) თანახმად, თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით,
თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის დადგენილების თანახმად, სავალდებულოა ყველა პატრონიანი ძაღლისა და კატის რეგისტრაცია.

აღნიშნული პროცედურა ორეტაპიანია.

პირველ ეტაპზე ხორციელდება ცხოველის იდენტიფიკაცია: ჩიპირება, ტატუირება ან საჭდეს, ე.წ. „ბირკის“ დადება. იდენტიფიცირებულ ცხოველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საყელური. მეორე ეტაპზე ტარდება საკუთრივ რეგისტრაცია, ანუ ცხოველის პატრონისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემა მასში შეტანილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეს ეტაპები პირობითია - ფაქტიურად ერთდროულად ტარდება შემდეგ დაწესებულებებში:

1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N115, ტელეფონები: 568953821 და 790553821
E-mail: kinologia.ge@mail.ru

2. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის.ამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა N9, ტელეფონი: 593733973
E-mail: ana_kopaliani@mail.ru

3. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: ყაზბეგის გამზირი N41, ტელეფონი: 577447077
E-mail: chachuaekaterine@yahoo.com

4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა N7, ტელეფონი: 577272110
E-mail: ketevan.kvirkvelia@mail.ru

იდენტიფიკაცია გავლილი ცხოველების რეგისტრაცია წარმოებს ასევე თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24,
ან
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, მისამართზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №17ა.
ცხოველების იდენტიფიკაცია ფასიანია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა - უფასო.

ვადა იწურება 6 ოქტომბერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია   Jul 24 2015, 11:18
- - gagrinski   სრული სირობა, ჩემი ...   Jul 24 2015, 12:46
- - jaba_gugesha   და რა ღირს იდენტიფ...   Jul 24 2015, 13:00
- - ჩელე   gagrinski თუ ტატუირებულ...   Jul 24 2015, 13:07
- - უიარაღო   ოჩომ კი დაჭიპოთ ეგ...   Jul 24 2015, 13:28
- - general   ჩემი უცხო ქვეყნის ...   Jul 24 2015, 14:07
|- - ჭალიმგელა   ციტატა(general @ Jul 24 2015, 15...   Jul 24 2015, 15:45
- - dima71   ტატუირებას სად აკე...   Jul 24 2015, 16:55
- - assassin29   ჩემ ძაღლს ვეფხვი უ...   Jul 24 2015, 16:58
- - nukri_75   მოგესალმებით მეგო...   Jul 24 2015, 21:40
- - შოთა.03   13 წლიასა ჩემი ძაღლი...   Jul 25 2015, 12:14
- - megreli   ხვადი ძაღლი თუ ავყ...   Jul 25 2015, 15:43
- - kardinal84   ვის ჭირდება ეს სის...   Jul 25 2015, 21:12
- - ნუკრიMax   ტატუირება ხდება ყუ...   Jul 26 2015, 00:23
- - gagrinski   ნუკრი ტატუირება კი...   Jul 26 2015, 10:59
- - ნუკრიMax   gagrinski გეთანხმები, მა...   Jul 26 2015, 11:53
- - HUNTER FREDY   ტა ტატუს უკეთებენ ...   Aug 18 2015, 03:09
- - rezo197313   დავრეკე და ასეთი პ...   Aug 18 2015, 13:45
- - kardinal84   ვინმეს გყავდათ ძაღ...   Sep 10 2015, 09:14
- - ---გიორგი---   მე მყავდა ალიკასთა...   Sep 14 2015, 16:48
- - dima71   ---გიორგი--- ზუსტად რ...   Sep 14 2015, 19:13
- - kardinal84   ---გიორგი--- ეგ რომელ...   Sep 14 2015, 21:17
- - ---გიორგი---   ეხლა საბურთალოს ქუ...   Sep 15 2015, 09:47
- - rezo197313   რა განსვავებაა 40 და...   Sep 15 2015, 10:02
- - ganso   ჯერ ძაღლებით იწყებ...   Sep 15 2015, 13:35
- - ---გიორგი---   ოფისის ტელეფონია - 2...   Sep 15 2015, 13:41
- - gagrinski   მართალია რომ დრო გ...   Sep 15 2015, 15:05
- - ---გიორგი---   ჩემი აზრით, სეირნო...   Sep 16 2015, 10:40
- - ჩელე   ჩემი აზრით სისულელ...   Sep 16 2015, 22:05
- - jaba_gugesha   აბა ვინ მოასწარით ...   Oct 8 2015, 11:45
- - ვანიჩკა   დარეგისტრირებული ...   Nov 28 2016, 15:15


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2025 - 10:29