სოკოები, მდებარეობა მანგლისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სოკოები, მდებარეობა მანგლისი |
Feb 10 2010, 12:05
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 10 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო |
მოგესალმებით ყველას! მართალია ეს ფორუმი მონადირეთა და მეთევზეთა მცოდნეებისათვის არის და დამწყებთათვის, მაგრამ სოკოც კარგი რამეა. მონადირეობის რა გითხრათ სულ 2-3 ვარ ნამყოფი სანადიროდ გაბზარულ-კონდახიანი 1 ლულიანი იჟი მაქვს და კარგი შტიკი
მანგლისი - მოდის ვარყა (მთაში ეძახიან "გრუზძ") მოდის ძირითადად წიწვოვანში, არის თავიდან ბოლომდე თეთრი ფერის. ამოდის წიწვის და ფოთლების ქვეშ და მიწისაგან და ფოთლებისგან ედება თავზე მოყვითალო ფერი. მისი შემჩნევა არის რთული თუ ზემოდან დახედავთ რადგან არის წიწვების ქვეშ, როდესაც გრუზძს ეძებთ უნდა დააკვირდეთ ქვემოდან ზემოთ, ანუ როდესაც არის აღმართი, არ უნდა ეძებოთ ზემოდან ქვემოთ უნდა შეხედოთ ქვემოდან, ასე შეიძლება ბევრი სოკო გამოგრჩეთ. ასევე იზრდება ოჯახებად, როდესაც აღმოაჩენთ 1 ან რამდენიმე სოკოს აუცილებლად უნდა მოთხაროთ მინიმუმ 1 მეტრი გარშემო მიწა აუცილებლად ნახავთ კიდე. დახასიათება: არის ერთ-ერთი მწარე სოკოთა ოჯახიდან. იზრდება სიგანე 1სმ დან 50 სმ მდე. სიმაღლე - 1სმ დან 10 სმ მდე. მომზადების წესი: პირველ რიგში მოკრეფიდან კარგად უნდა გავრეცხოთ, დანით უნდა მოვაშოროთ მიწა და წიწვები, ოღონდ ფრთხილად რომ ბევრი ხორცი არ მოვაშოროთ. შემდეგ რომ კარგად გავრეცხავთ უნდა გამდინარ წყალში იყოს 1 საათით. შემდეგ ჩავყრით დიდ ქვაბში და ავადუღებთ, ვადუღებთ 10-15 წუთი მეტი არა თორემ შეიძლება დაიშალოს. შემდეგ გამოვრთავთ და იმავე ქვაბში გავაჩერებთ დილამდე. ამით სრულიად მოშორდება სიმწარე. შემდეგ უკვე ტექნოლოგიის მიხედვით დავამარინადებთ, ყველას თავისი ტექნოლოგია აქვს მე პირადად ესე ვაკეთებ, ძმარს ვასხავ წყალს 1 ლიტრზე 300 გრამი რომ ძალიან მძაფრი არ იყოს სოკო დამარინადებული, ვისაც კაი მჭავე უყვარს შეუძლია არც გაუკეთოს წყალი. ძმარს ვადუღებთ და ვაციებთ. ვდებთ ადუღებული წყლით კარგად გარეცხილ ქილებში სოკოს ფენა-ფენა ვალაგებთ დაფნის ფოთოლს და ქინძს (ოღონდ გამხმარს) რომ ავავსებთ სოკოს შემდეგ ჩავასხავთ ძმარს პირამდე ავსებთ და ცოტა ხნით დაველოდებით ძმარი ჩაიწევს ქვემოთ და გაიჟღინთება სოკოები, შემდეგ დავამატებთ ძმარს ავავსებთ პირამდე და კარგად დავხუფავთ. 1 კვირაში შეგიძლიათ გახსნათ და მიირთვათ. შეგიძლიათ ზამთრამდეც შეინახოთ. აგერ ჩვენი მოკრეფილი 30 სმ სიგანის გრუზძი ![]() |
|
|
|
Georgian სოკოები Feb 10 2010, 12:05
Georgian ცოტ ცოტას კიდევ ვი... Feb 10 2010, 12:25
Georgian კიდევ მოდის ბევრი ... Feb 10 2010, 12:50
dzaocom გამარჯობა. დღეს მო... Dec 1 2012, 22:29
dzaocom ეს რა სოკოებია? Dec 2 2012, 17:27
maxo_987 ესეც წერეწო დზან გ... Apr 16 2013, 23:08
ჩელე dzaocom
რაც არ ვიცი, ნამ... Apr 17 2013, 08:45
გოგიტა Georgian ძალიან საინტერ... Apr 17 2013, 08:51
mardi სოკოზე ნადირობა სა... Apr 17 2013, 10:28
dzaocom ციტატაესეც წერეწო ... Apr 17 2013, 15:38
maxo_987 ეს დზველი სურათია ... Apr 17 2013, 21:08
mardi წერეწო გაზაფხულით... Apr 17 2013, 21:53
maxo_987 აბა რა ცოტახანში ნ... Apr 17 2013, 22:00
dzaocom ეს ცივი ამინდები ა... Apr 17 2013, 22:07
maxo_987 ამ თვის ბოლოს უკვე ... Apr 17 2013, 22:11
dzaocom ხის სოკოს დაკრეფას... Apr 17 2013, 22:31
dzaocom დღეს ვიყავი გასული... Apr 21 2013, 19:13
მაქსიმუსა dzaocom
ეს არ ვიცი რა სო... Apr 21 2013, 20:42
maxo_987 სალამი ბიჭებს . დგე... Oct 12 2014, 22:06
უიარაღო პარასკევს მეც გავი... Oct 13 2014, 09:36
jadakis ერთი მითხარით რა ს... Sep 27 2015, 12:32
უიარაღო შარშანდელი პოსტია.... Sep 28 2015, 09:06
jadakis ციტატა(უიარაღო @ Se... Sep 28 2015, 18:31
llevis501 ეს რა სოკოა და და თუ... Oct 30 2016, 12:03
მალხაზი 1984 ციტატა(llevis501 @ Oct 30 2016, 1... Oct 30 2016, 15:25
ჩელე ნაძვნარში მოკრიფე? Oct 30 2016, 12:07
llevis501 კი ნაძვნარში მოვკრ... Oct 30 2016, 19:06
მალხაზი 1984 5-6 წელია რაც მაგ სოკ... Oct 30 2016, 20:31
koba1973 უკვე ორჯერ დავკრიფ... Oct 31 2016, 07:50
უიარაღო ახლა მიწის სოკოდან... Oct 31 2016, 08:14
Gcckoka RE: სოკოები May 26 2017, 20:07
koba1973 ფოტო განწყობისთვი... Mar 19 2018, 18:57
უიარაღო კობა როდინდელი სურ... Mar 20 2018, 08:49
ჩელე ქამა აშკარად არ არ... Mar 20 2018, 18:16
koba1973 ჩვენთან მელანას ან... Mar 20 2018, 20:39![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 00:54 |