IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იაგური ტურ-ბულენცია, 2015
ჭალიმგელა
პოსტი Nov 16 2015, 11:46
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თურმე წინა რეპორტი არ დამიდია, ამიტომ ორივეს ერთად დავდებ

გადავწყვიტეთ წლევანდელი ტურისტობის სეზონიც გაგვეხსნა, ხოდა შევკაზმეთ ცხენები, გავამზადეთ მშვილდ-ისარი, გამოვიყვანეთ ჩვენი ლომტერიერები და დავიძარით ნაცნობი ადგილებისკენ

პირველივე ხევი შედეგიანი გამოდგა. იაგები ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ ფორმიდან, მაგრამ მალევე მოვიდნენ აზრზე.

სარეკში როგორც ყოველთვის მე წავედი, ჰოდა დავცხე შეძახილები (სიტყვებს აქ ვერ დავწერ, უნდა მოისმინოთ D.gif)

აიღეს კვალი და აფათურდნენ ტურებიც. ხევის ბოლო საიმედოთ იყო ჩაკეტილი, ერთი ნაცნობი გასაძრომი რჩებოდა გვერდით და ისიც ზახარამ ამოკეტა, ინტუიციამაც არ უღალატა

პირველი გასროლა ზახარასი იყო და ერთი ადგილზე დატოვა. ცოტა ხანში ბოლოსკენაც ატყდა სროლები, იქ გურგენასაც დაუსჯია ერთი ბოროტი. რამოდენიმე უკან ჩატრიალდა

ბოლოში გავაღწიეთ, შედეგი 1 ტურა და ერთი მელა აღმოჩნდა


































უკანა გზაზე ძაღლები არ დავაბით, თან ნუკრამ თქვა ნამდვილად დავინახე ერთი უკან ჩაბრუნდა ხევშიო

ხოდა მანქანამდე სულ ცოტა გვაკლდა რომ აიშას სუსტი ხმა გავიგე, ეგრევე სარა მიეშველა და ატყდა დიდი გნიასი, ამ ყველაფერს ჟაკანა დიპლომატიურად აკვირდებოდა newsmile05.gif

არც ტურას აწუხებდა მაინცდამაინც და არც ჩვენ გვწყვეტდა გულს ტყუილად ვარო newsmile05.gif ბოლო ბოლო იკადრა და ისიც ჩაება საქმეში

ტურა ტრიალებდა პატარა წრეში, ირგვლივ კარგად გვქონდა ჩაკეტილი, გაქცევის შანსი არ ქონდა, ჰოდა გადაწყვიტა გარედან მოვივლიო და ზედ ზახარას დაეჯახა newsmile05.gif

დაეჯახა თქო რომ ვამბობ, ნამდვილად დაეჯახა newsmile05.gif ზახარა სროლას ვერ ახერხებდა, დაჩი ჩანდა სროლის ხაზზე, ხოდა ადგა და მაგარი პანჩური ამოკრა newsmile05.gif

ტურამ ვაიო დაიძახა და ისევ ბუჩქებში შეძვრა. იქვე დაჩისთან წამიერად გაკვესა ლანდმა, ცოტა მოცხო 00 მაგრამ ვერ მოასწრო.

ბოლოს ისევ ჩემთან გამოიძურწა, თან სარა და აიშა ტრაკზე აჯდნენ, ჰოდა იკადრა გამოძრომა. მეც 00 ით დავასაჩუქრე. სანამ გოგოები წეწავდნენ ჟაკანაც მოვიდა მეც აქ ვარო, განა ვერ მივაგნებდიო და ესეც ეცა

სურათი მობილით გადავიღე, საკმაოდ ბანძია







image hosting no register

ამის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მთელი მინდორ, ველ, გორ, ბორცვ, ხევ, მაღლობი გადამწვარი დაგვხვდა

მაგის გადამწველის დდშვც მე და ყველა ეგეთი დეგენერატის სახლ-კარიც მოვსდღან.

მოკლედ გასვლა 3 ერთეულით დავამთავრეთ, კაი პურიც ვჭამეთ და წამოვედით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   იაგური ტურ-ბულენცია   Nov 16 2015, 11:46
- - ნუკრიMax   ტიხარ-ტუხარ   Nov 16 2015, 11:53
- - kajuberi   ყოჩაღები ხართ.კარგ...   Nov 16 2015, 12:05
- - rachveli11   RE: იაგური ტურ-ბულენცია   Nov 16 2015, 12:07
- - ჭალიმგელა   ჰოდა აგერ ცხელცხელ...   Nov 16 2015, 12:11
- - თაზო   ტიხარიო?   Nov 16 2015, 12:16
- - ჭალიმგელა   მეორე ადგილი ცოტა ...   Nov 16 2015, 12:22
- - ჭალიმგელა   კარგა მოღლილებმა დ...   Nov 16 2015, 12:28
- - ნუკრიMax   ტიხრიკოზა   Nov 16 2015, 12:34
- - ნუკრიMax   უი დაგიმთავრებია.......   Nov 16 2015, 12:38
- - ახალციხელი   აი თქვენ გენაცვალე...   Nov 16 2015, 12:52
- - ჩავლე   მალადციი არლი   Nov 16 2015, 13:03
- - ჭალიმგელა   ამ სურათზე არ იხალ...   Nov 16 2015, 13:10
- - ზახარა   გრანდიოზული ნადირ...   Nov 16 2015, 13:23
- - შოთა.03   კაიააა საღოლლლლლლ   Nov 16 2015, 17:37
- - rezo197313   კარგად გინადირიათ....   Nov 16 2015, 18:31
- - ზახარა   ციტატა(rezo197313 @ 16th November...   Nov 16 2015, 18:39
- - OQRO444   კარგები ხართ კარგე...   Nov 16 2015, 20:58
- - bubusicha   მალადეც   Nov 16 2015, 21:25
- - MORGAN   მშვენიერ! ისე ხან...   Nov 16 2015, 21:36
- - ალექსანდრე   სასიამოვნო რეპორტ...   Nov 16 2015, 21:45
- - თაზო   მაგრები ხართ ბიძია...   Nov 16 2015, 21:52
- - megreli   ჭალიმგელა კარგი რ...   Nov 16 2015, 22:40
- - პაატა.   კარგია.მუსრი გავავ...   Nov 16 2015, 23:28
- - PREDATOR   RE: იაგური ტურ-ბულენცია   Nov 16 2015, 23:31
- - kardinal84   ხო ხო ხო რა ამბები დ...   Nov 17 2015, 15:28
- - Davitus   თქვენ არ გაგექცათ ...   Nov 17 2015, 20:15
- - MORGAN   აი ეგრე იციან რა... ა...   Nov 18 2015, 00:06
- - ჭალიმგელა   Davitus მოგიკვდა პუტინ...   Nov 18 2015, 09:30
- - BIGმიშა   კარგი დრო გიტარები...   Nov 18 2015, 20:39
- - hunter88   კარგია საღოლ ბიჭე...   Nov 18 2015, 23:23


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 19:27