სპინინგი, ზოგადი საუბრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სპინინგი, ზოგადი საუბრები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.
რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს. ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული. სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ. მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს. საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას. იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას. ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას. იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას. საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე. სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში. ავტორი: troutbaiter |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#166
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე დიდატ ვერ ვერკვევი მაგ საკითხში, მაგრამ ჩემმ ახლობელმა ჩინეთში იყიდა ანკესი (ჩინური), რომელიც 35 დოლარით მეტი ღირდა, ვიდრე შიმანო. ზუსტად იგივე მონაცემებით და ტესტებით და ეგეთი რაღაცეებითო. ხოდა არც მინანია, ძაან მაგარი გამოდგაოო.......... გაოფებას რო გადავრჩენოდე მაგიტო დავწერე (თუ არ მომხვდა ახლა ![]() ![]() ყველაფერი უხარისხო მართლა არააქვთ მაგათ უბრალოდ არჩევაც უნდა იცოდე ხარისხის ![]() მოკლედ მე ფულს ვაგროვებ უკვე სპინინგისთვის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#167
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხომ არ იცით სადაური სტილია სპინინგი? ანუ სად ჩაეყარა საფუძველი ამ სტილს?
|
|
|
![]()
პოსტი
#168
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#169
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამას ნამდვილად არ მოველოდი და ჩემთვის სიახლეა, ნეტა ჯანდარაზე თუ ღირს მოსინჯვა ?!
|
|
|
![]()
პოსტი
#170
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 111 რეგისტრ.: 12-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#171
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 4-October 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ მე ვარ ახალი წევრი ამ ჯგუფის და მოგესალმებით ყველას მაინტერესებს რომელი სატყუარით შეიძლება ქაშაპზე თევზაობა სპინინგზე მაინტერესებს გთხოვთ დამაკვალიანოთ
![]() ![]() ![]() \ |
|
|
![]()
პოსტი
#172
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 56 რეგისტრ.: 2-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილი ![]() |
გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#173
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-December 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა ![]() ![]() ![]() მეგობარო ერთს გეტყვი რომ მაგ ფასში ვერანაირად კარგს კი არა საშუალოსააც ვერ იყიდი. საშუალო დონის 90-140 მარამდე მერყეობს დანარჩენს მიხვდებით თქვენც.. და 20-25 ლარი მხოლოდ ხელოვნურ სატყუარაზე ან ვობლერზე თუ გეყოფა.ნუ ასეა, ძვირიანი სახეობაა და კოჭაც მასეა 100 ლარს ზევით. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tozi777: Dec 2 2015, 09:01 |
|
|
![]()
პოსტი
#174
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Tarantuli
შანსი არ არის |
|
|
![]()
პოსტი
#175
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა ![]() ![]() ![]() შეGიძლია სეიძინო კომპოზიტური მასალის სპინინგი ![]() ფასი ეწყება 35 ლარიდან. ამ ჯოხით დიდი სიამოვნებას ვერ მიიღებ, მაგრათ თუ სპინინგით თევზის ჭერა გინდა ნამდვილად დაიჭერ. მგრძნობიარე ჯოხია რბილი წყობის. არუნდა საშუალო დონის სპინინგს 150 ლარი. აქ 20$-იანს რომ 120 ლარად ყიდიან მასე კი უნდა ) 60-100 ლარის ფარგლებში იყიდი ისეთ სპინინგს რომელიც სრულიად საკმარისია დამწყებზე და ბევრ ძაან გამოცდილსაც უჭირავს მაგ დიაპაზონის. მთავარია ჯოხი გრძნობდეს სატყუარას და იყოს მსუბუქი ხოლო მას jackall ეწერება თუ pantoon 21 ეგ შენს გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა) |
|
|
![]()
პოსტი
#176
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 29-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობა
თუ შეიძლება დამეხმარეთ, დამწყები ვარ სპინინგის ამბავში, ძირითადად ფსკერულა თევზაობით ვიყავი დაკავებული და მინდა ვცადო სპინინგი; საქართველოში ყველა გამდიდრებაზე ფიქრობს და ინვენტარის შესაძენად იმდენი ფულია საჭირო საშუალო ფენის წარმომადგენელ ახალგაზრდებს გვიჭირს შეძენა და ალბათ დამეთანხმებით... (სამწუხაროდ) საიდან და როგორ შეიძლება გამოწერა ინვენტარის რომელიც რეალურად ღირებულია და არ ჩამოვა უხარისხო ხარისხიანის გამოწერის შემთხვევაში? არსებობს თუ არა ფორუმზე ადამიანი რომელიც ამ ყველაფრითაა დაკავებული (მაღაზია მეტეორი არ მიმასწავლოთ ვიცი უკვე) არ შეიძლება გაკეთდეს ფორუმზე თემა სადაც შესაძლებელი იქნება ვეტერანმა მეთევზეებმა თავიანთი გამოყენებული მივიწყებული ინვენტარი შეიძლება გადმოგვცენ დამწყებ მეთევზეებს თუნდაც თევზაობის პოპულარიზაციის მიზნით ![]() ![]() მადლობა |
|
|
![]()
პოსტი
#177
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 72 რეგისტრ.: 9-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() залить картинку ჩემი შემოქმედებაა მეგობრებო და რას მეტყვით აბა, გამოდგება? თხოვნა იქნება, ამის შემდეგ ფოტოს ზომა მიუთითე 800/600 და მის გასწვრივ მდებარე ლინკი დაკკოპირე ხოლმე: Hotlink for forum (1) პატივისცემით: ჩელე.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#178
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
grigola
შემოქმედება გადასარევია))) აი გამოდგება თუ არა, ეგ იქ გამოჩნდება, ცაში))) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#179
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
uchinski
ძალიან კარგია, რომ გადაწყვიტე სპინინგის გამოცდა. სულ სხვა თევზაობაა და სხვა ''მუღამი'' აქვს. მინდა წარმატებები გისურვო. რაც შეეხება ჩუქებას და ა.შ. ეგ პიროვნებაზეა დამოკიდებული და თუ გადაწყვეტს ვინმე რამე გააჩუქოს, აუცილებლად დაწერს და გააჩუქებს ან მინიმალურ ფასად გაყიდის. ისე კი არის განყოფილება გაცვლა-გაჩუქების. მე მაგალითად ჩემ ჯოხს ვერავის ვაჩუქებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯოხი მაქვს და სანამ რამე არ მოუვა (ღმერთმა დამიფაროს ![]() ![]() grigola მაგას აქ ვერ გეტყვით. უნდა გამოსცადო მდინარეში, ტბაში და მუშაობის მიხედვით შეაფასებ. რა სილიკონები გაქვს გამოყენებული? |
|
|
![]()
პოსტი
#180
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაუმარჯოს სპინინგის მოყვარულებს!
მოკლედ, დაინტერესებული ვარ ძალიან ამ სპორტით და ნელ-ნელა ვცდილობ გარკვევას ყველაფერში. ბიძაჩემმა მოსკოვიდან ჩამომიტანა DAIWA-ს სპინინგის ჯოხი, სიგრძე 2.4 მ, ამავე ფირმის კოჭათი. მაინტერესებს ჩვენს პირობებში რომელ მტაცებელზე გამოდგება აღნიშნული მოდელი. ტესტებშიც ვერ ვერკვევი და სატყუარებშიც ჯერჯერობით. ![]() image search ![]() image search ![]() photo upload ![]() jpg images პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Mar 30 2016, 22:54 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 20:56 |