ტყის ქათამი 2015-16 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
ტყის ქათამი 2015-16, მიმოხილვა...
უიარაღო
პოსტი Dec 7 2015, 10:21
პოსტი #136


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ბიპერის აუცილებლობა მწვავედ ვიგრძენი. ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა ბიპერი ან თუნდაც ზარები მაინც რომ ჰქონოდათ ძაღლებს. თუმცა არ გეგონოთ ვწუწუნებ. უმაგრესი დღე იყო, ის აცდენებიც, ის ნახვა და ვერ სროლაც მე პირადად დიდ სიამოვნებას მგვრის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Dec 7 2015, 12:34
პოსტი #137


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბრავო , კარგი გასეირნება გამოგსვლია!!! ... ბიპერზეც გეთანხმები, მეც ბევრჯერ მინანია მისი უქონლობა!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 8 2015, 10:35
პოსტი #138


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უიარაღო
რას გვერჩი წამომივიდა ნერწყვები newsmile090.gif მაგარი გასვლა გქონია small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Dec 8 2015, 11:11
პოსტი #139


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



მეტყისქათმება )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Dec 8 2015, 14:12
პოსტი #140


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მერე წავიდეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Aslan Memishishi
პოსტი Dec 9 2015, 11:19
პოსტი #141


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დასავლეთში კარგად არისnewsmile05.gif
სოფელში ვიყავი ჩემთან ჩასული (კვარიათში)
საქმეზე ვიყავი 2დღით და ნადირობას დიდი დრო ვერ დავუთმე სამწუხაროდ.
1საათი გავედი და 3ცალი ააფრინა ძაღლმაnewsmile05.gif
2ავიყვანე ერთი გავმაზე D.gif
მარტო ვიყავი და სელფის გადაღება მომიწია D.gif




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Aslan Memishishi: Dec 9 2015, 11:22
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 9 2015, 11:27
პოსტი #142


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერია small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 9 2015, 11:41
პოსტი #143


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგია newsmile05.gif newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Aslan Memishishi
პოსტი Dec 9 2015, 12:04
პოსტი #144


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იქნა ძაღლმაც გაიცნო ქათამი newsmile05.gif
თავიდან არ შედიოდა ეკალბარდში. სვეცკობდა მაგრამ ერთი რომ აუფრინდა მერე მოიხოდაD.gif
ისე კი არ არის პოინტერი მაგ საქმისთვის რა:( საწყალი სუ დაიფატრა. ყოველდღე რომ ატარო მოშუშებას ვერ მოასწრებს ნაკაწრები.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 09:23
პოსტი #145


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



Aslan Memishishi მშვენიერი ნადირობა გამოგსვლიათ. ისე წელს რომ ქათამია ამდენი არასოდეს არ მინახავს. 9 ერთეულია უკვე ჩემს ანგარიშზე, თან იშვიათად ვნადირობ. ცოტა დროს მოვნახავ და დავდებ გუშინდელ ნადირობის ამბებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Aslan Memishishi
პოსტი Dec 10 2015, 10:53
პოსტი #146


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
საღოლ შენ newsmile05.gif
მეც დროის პრობლემა მაქვს newsmile05.gif + მანქანა გავყიდე და დრო როცა მაქვს მანქანის შოვნა არ გამომდის ხოლმე D.gif

მოკლედ რომ იარო სისტეამტურად მართლა ისიამოვნებ ქათამზე newsmile05.gif

ჩემთვის ერთერთი საუკეთესო სანადირო ობიექტია newsmile05.gif მუხლში ძალაა საჭირო და სწრაფი სროლა newsmile05.gif ისეთ ადგილებში ფრინდება ფაქტიურად წამები გაქვს სასროლად რა და ეს გაცილებით აზარტულია ვიდრე ფრინველზე ნადირობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 12:03
პოსტი #147


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მომავალი შაბათ-კვირები დაკავებული ვარ და სანადიროდ ვეღარ მოვიცლიდი, ამიტომ გუშინ , ავიღე 1 დღიანი შვებულება (დეი ოფი) და გავწიე სანადიროდ ნაცნობ ადგილებში. მონადირის ეთიკა როგორც გვკარნახობს, შევეხმიანე ყველას ვისთან ერთადაც მქონდა ამ ადგილებში წინა გასვლა. 6 კაციდან 4-ს ეცალა. იმ დილით კი მეოთხესაც საქმე გამოუჩნდა და წავედით სამი კაცი სამი ძაღლით. 2 პოინტერი და ერთი ჩემი დასაგეში დრათხაარი. ადგილზე რომ მივედით 11 იყო დაწყებული. ძაღლები ჩამოვსვით და დავიწყეთ იარაღის შალითიდან ამოღება, პატრონტაშების შემორტყმა და ასე შემდეგ. ამასობაში ძაღლებმა კიდეც ამოაფრინეს 1 ქათამი, რამაც იმედით აგვავსო. დავიწყეთ ნადირობა. პირველი ამჯერადაც მე შემხვდა. პოინტერმა როგორც კი დაიწყო "პაწიაშკები" ესევე მარჯვნივ გავვარდი, რათა ბუჩქებს გვერდიდან დავდგომოდი და სროლის შანსი მომცემოდა, მაგრამ ქათამი არ დამელოდა, აფრენილა და უკვე სამშვიდობოს გადიოდა თვალი რომ მოვკარი. მანძილი საკმაოდ დიდი იყო მაგრამ მაინც ვესროლე, ერთი- შეტორტმანდა ჰაერში მაგრამ მაინც გააგრძელა ფრენა, მეორე და ფრთა მოსტყდა. დაჭრილი ჩემმა დრათხაარმა დაიჭირა და მომირბენინა. ამჯერად ოზკუსანის ვაზნებით ვნადირობდი, უკონტეინერო, 28 გრამიანი 9-10 ნომერი. მიუხედავად იმისა რომ წვრილი სფანტია და თან ნაკლებ წონიანი საკმაოდ შთამბეჭდავ მანძილზე ავიღე პირველი ქათამი. გავაგრძელეთ ნადირობა და მეორე უკვე ჩემმა ძაღლმა ამოიყვანა, შევიდა ბალახიან ბუჩქნარში და არ ამოფრთხიალდა ეს ნისკარტდალოცვილი. ერთი სროლა და ესეც მეორე ჩემს მიერ მოპოვებული ქათამი. საუცხოო ხასიათზე დავდექი. 1 საათში უკვე ლიმიტს ერთიღა მეკლდა ამოვიღე ტელეფონი სურათების გადასაღებად. დაჭაობებულ ადგილებს მშრალი ბუჩქნარი შეენაცვლა და მეგობრის თოფის გრიალიც გაისმა. მესამე ქათამი მეგობარმა აიღო. ასაღებად რომ მივიდა ასე ორიოდე მეტრიდან კიდევ აუფრინდა მაგრამ სროლა ვეღარ მოასწრო. რაც მთავარია გავიგეთ რომ აქ ქათამი ისევ კარგად იყო. ათიოდ წუთი იქნებოდა გასული რომ მინაფრენ ქათამს მოვკარი თვალი, სროლას აზრი არ ჰქონდა , საკმაოდ შორს იყო და დავიძახე "გაგვივიდა ქათამი" რომ ჩემს წინ არ დაიფრთხიალა მეორემ. მაგარი დიდი ქათამი იყო და ბუჩქების "ფანჯარაში " აპირებდა გაფრენას რომ ჩემი საფანტიც მიეწია და აეშალა ბუმბული, მეორე ინსტიქტურად მივაყოლე, თუმცა სროლის აუცილებლობა აღარ იყო. სადღაც საათნახევარში ლიმიტი შევასრულე. მაგარ ხასიათზე დავდექი, თან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი მესამეს რომ ჯერ არ ჰყავდა არაფერი მონადირებული.
ამის შემდეგ მეორე მეგობარს ამოუფრინდა კიდევ რამოდენიმე (2-3) და გამაზა. ეს პირველი რაუნდის სურათები









აქ დასრულდა პირველი რაუნდი, პატარა შევისვენეთ, წავიპურიჭამეთ და გადავინაცვლეთ სხვა ადგილას მეორე რაუნდისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 12:28
პოსტი #148


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მეორე რაუნდი .
ჩემთვის ვფიქრობდი რომ თუშესაძლებელი იქნებოდა მე აღარ მესროლა და მეგობრებისთვის მიმეცა სროლის საშუალება, რათა მათაც მოეკლად ჟილკა. მოკლედ მეორე რაუნდში უფრო მეტი სიარული მოგვიწია და უფრო ნაკლები ქათამი ვნახეთ. რამოდენიმე ნახვა არასასროლზე, ერთი ორი აცდენა და უცებ ჩემს თავზე წამოვიდა ქათამი, 4 ვაზნა "გავატანე " და ვერ ავიღე მაგრამ დავინახე რომ უკან, ჩვენს ნატარზე ჩაჯდა. მეორე მეგობარს რომელიც ჩემთან ახლოს იყო, დავუძახე და ვუთხარი რომ დავინახე სადაც დაჯდა და შევუტრიალდეთ მეთქი. მართლაც არ დაგვეზარა და მოვუტრიალდით. ძაღლები დაწინაურდნენ და დადგა კიდეც მესამე ძმაკაცის პოინტერი ნაბულზე. გადავნაწილდით სასროლად მე და ვანო და ბრძანებაზე "ეცი" მიეტანა კიდეც ჯუნა (მესამე ძმაკაცის პოინტერი, უმაგრესია) ამოფრინდა და რა ამოფრინდა.. ესროლა ვანომ და აღარ გადაუტენა (თურქული ვალტერი აქვს) მეორე სროლაზე მოვხსენი და დაიფრთხიალი მეორე ქათამმაც, ესეც მეორე სროლით მოვიპოვე. ფაქტიურად დუპლეტი გამომივიდა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. 5 ქათამი ჩემთვის რეკორდია. 3 კაცს 6 ქათამი უკვე გვქონდა და გამოვწიეთ მანქანისაკენ. ტყის ბოლოში კიდევ ერთი აფრინდა და მესამე ძმაკაცმაც გატეხა ნავსი , მანაც მოიპოვა 1 ქათამი. ნადირობა ხომ გამართლებაა. იმ დღეს მაინც და მაინც მე შემხვდა ამდენი ქათამი. მაგარი კმაყოფილი დავრჩი ამ დღის. 3 კაცზე 7 ქათამი ძალიან მაგარი შედეგი მგონია.





მესამე რაუნდიც იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 13:07
პოსტი #149


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მესამე რაუნდი სუფრასთან.
აქ სასაუბრო ბევრი არაფერია. ასეთი მშვენიერი დღის შემდეგ ასეთი ამაღლებული განწყობით საკითხავიც არაა რა დროს გავატარებდით. შევეხმიანეთ მეგობრებს, ვინც ვერ მოახერხა სანადიროდ წამოსვლა და შევიკრიბეთ. კულინარობა ჩემზე ავიღე. შეიწვა კალმახა სოკო რომელიც მეორე გასვლაზეც ვიპოვეთ. ქათმები დავყავი ოთხ ნაწილად, მკერდები დავბრაწე ტაფაში ღვინის სოსუთან. ფრთები და ბარკლები კი ჩავხოხბე ბლომა ხახვში, კარაქში და პომიდორში. ცოტა მწვადი, წნილი, ყველი, ცივ-ცივი კახური და ტკბილი მუსაიფები შეშის ღუმელის სითბოსა და ტკაცუნის თანხლებით. ერთი 20 დღის სიცოცხლე მაინც მომემატა.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 10 2015, 13:10
პოსტი #150


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მალადეც ძმაო !!! ძალიან მაგარი რეპორტია სუფრითურთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif გუდ ჯობ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2025 - 01:58