პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#181
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#182
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჯოლა
ვაოფებთ მამენტ ![]() ![]() უფრო მარტივ გამოსავალს ვიპოვიდი, არ წავიდოდი იმ დროს როცა გველი აქტიურობს, მაგ "უაზროდ ძვირის" თავიდან ასაცილებლად ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#183
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ბატონებო,
კარგია რომ სამედიცინო თემას წავაწყდი, ვინაიდან იარაღებში ზედმეტად ახალბედა ვარ და მარტო რჩევებით თუ მოგაბეზრებთ თავს. მოკლედ ერთი მეგობრული რჩევა მინდა მოგცეთ, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალს ასწავლო რაღაც, ამდენი სამედიცინო ტერმინოლოგიით და პირველადი დახმარება ავხსნათ ტონა არაფრისმომცემი ინფორმაციით იქნება ეს პათფიზიოლოგია, ფიზიოლოგია, ტოქსინების შემადგენლობა/მოქმედების მექანიზმი, ჰოსპიტალური მკურნალობა და ა.შ. ე.წ. გველის ნაკბენის 'ტრადიციული მკურნალობის წესების' აბსოლუტური უმრავლესობა არის სისულელე, არაეფექტური და პოტენციურად დამაზიანებელი. ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე, მარტივად აღაასქმელი და დასამახსოვრებელი სწორი აქცენტებიც არის გაკეთებული ამ თემაში, მაგრამ ძალიან გთხოვთ დაივიწყეთ მითები სარეცხ საპონთან, ცხ**ის ბეწვთან, გარკვეული მცენარეების ღეჭვასთან, საფაღარათო საშუალებებთან, ინექციებით სიარულთან თუ ელექტროშოკით გველის ნაკბენის მკურნალობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს ნიშნავს ექიმი, ინექციას აკეთებს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი რომელმაც იცის კონკრეტულად სად როდის და რა დოზა მიაწოდოს ადამიანს, მისი სავარაუდო გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. ამან შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები. რა არ შეიძლება: 1 - არანაირმა პირველადმა დახმარებამ არ უნდა დააყოვნოს პაციენტის სწრაფი ტრანსპორტირება ჰოსპიტალში 2 - არავითარი ამოწოვა/გაჭრა და ა.შ. არსებობს ე.წ. ტუმბოები რომლებიც იღებს გარკვეული რაოდენობის შხამს თუმცაღა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე უსარგებლო ტექნიკებს მიეკუთვნება ელექტროშოკი და ყინულიან წყალში დაზიანებული კიდურის ჩაყოფა ან ყინულის დადება 3 - არავითარი ლახტი (თეორიულად მსუბუქი დამწოლი ნახვევი შეიძლეა იყოს სასარგებლო დაგვიანებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუმცაღა რეალურად კიდევ მეტი დაკირვებაა საჭირო გადაჭრით მისი ეფექტურობის მტკიცებისთვის) 4 - არ სცადოთ გველის დაჭერა (სტატისტიკურად საკმაოდ მაღალ პროცენტში მეორე დაგესვლა ხდება პირველის შემდეგ დაზარალებულის ან მისი თანმხლების მიერ მცდელობისას დაიჭიროს გველი), გველის მოკვლის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში ურჩევენ წაიღონ თან საავადმყოფოში ''ამოსაცნობად'', თუმცა საქართველოს კვალბაზე რამდენად ინფორმატიული იქნება სხვა საკითხია იმდენად რამდენადაც მაინცდამაინც დიდი რაოდენობის სხვადასხვა შხამიანი გველების არსებობით არ გამოვირჩევით, ამავე დროს ძალიან საფრთხილოა მისი ტრანსპორტირებაც 5 - არ დაიწყოთ არანაირი მედიკამენტური მკურნალობა ექიმის გარეშე 6 - დაზარალებულს არ მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე, იმ შემთხვევაში თუ ტრასპორტირება ხანგრძლივდება სითხის მიცემა შეიძლება ნორმალური რაოდენობით წყურვილის მოსაკლავად ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობას ჯობია პრევენცია რათქმაუნდა და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი; სპეცტანსაცმელი იქნება ეს თუ გამოჩენილი სიფრთხილე თუ ორივე ერთად. მაგრამ თუკი მაინც მოხდა შემთხვევა, პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს ერთად რომ შევადგინოთ არის: 1 - ეცადეთ დაიმახსოვროთ როგორია გველი, რა ფერის მოყვანილობის და ა.შ. დაიკავეთ უსაფრთხო დისტანცია გველისგან, დაუკავშირდით სამედიცინო დახმარების ბრიგადას, დაგეგმეთ ყველაზე სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირება უახლოესი სამედიცინო პუნქტისკენ 2 - იყავით მშვიდად და დაამშვიდეთ პაციენტიც, შეზღუდეთ მისი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა 3 - დაზიანებულ კიდურზე მოხსენით ყველანაირი სამკაული თუ საათი და ა.შ., შეძლებისდაგვარად გაუკეთეთ იმობილიზაცია, ნაკბენის ლოკალიზაციის მიხედვით გახადეთ ფეხსაცმელი, ან მოაშორეთ ტანსაცმელი, ჭრილობა მარტივად გაასუფთავეთ და დაფარეთ სუფთა მშრალი ქსოვილით, კიდური ეცადეთ იყოს გულის დონეზე ან მის ქვევით 4 - რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით სავარაუდოდ იგივე იქნება პრეჰოსპიტალურ დონეზე, არ ვარ ვეტერინარი... თუმცაღა სერიოზული ეჭვის შეტანა შემიძლია გველის ნაკბენისას იმ მედიკამენტების ეფექტურობაში როგორიცაა: სულფოკანფოკაინი, ნოშპა და ა.შ. |
|
|
![]()
პოსტი
#184
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Marshana
გეტყობა მედიცინის კვალი ))) მგონი გიცნობ შორიდან, საერთო (მიუჩუალ) მეგობრიდან )) |
|
|
![]()
პოსტი
#185
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Davitus
გამარჯობა ![]() კი არის რაღაც პატარა კვალი ჩემს მეხსიერებაში რაც მედიცინას უკავშირდება ![]() რომელ საერთო მეგობრებზეა საუბარი ხომ ვერ მეტყვი? მეც რო ცოტა მოვიდე აზრზე და ამოგიცნო შორიდან ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#186
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Marshana
ექიმი თუ არ ხარ, მაშინ მეშლება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#187
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Marshana
ალერგიულ ადამიანებთან როგორი მიდგომაა საჭირო რათა თავშივე შევუმსუბუქოთ შესაძლო გართულებები ? ვგულისხმობ მედიკამენტს, რომელიც შეიძლება მივიღოთ და დოზებს შესაბამისად. მქონია შემთხვევა სათევზაოდ ყოფნისას კოღოების აქტიური შეტევის შემდეგ დამჭირვებია დექსამეტაზონი კუნთში, რომელიც პრინციპში ყველგან თან დამაქვს პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Computer: Mar 16 2016, 20:44 |
|
|
![]()
პოსტი
#188
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
მწვავე ალერგიული რეაქციის დროს (ანაფილაქსია) სტეროიდები (ანუ იგივე თუნდაც დექსამეტაზონი) არ არის პირველი რიგის პრეპარატი და მას მარტო დექსამეტაზონით ვერ უმკურნალებთ, მცირე ალერგიული რეაქციებისას არის ათასნაირი ანიალერგიული კრემები და სპრეები რომეიც მარტივად შეგვიძლია აფთიაქში შევარჩიოთ. რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს როდესაც პაციენტმა იცის რომ ალერგიულია, უნდა აუცილებლად კონსულტაცია ალერგოლოგთან და მაღალი რისკების მქონე პაციენტებს როგორც წესი სპეციალურ იტ-ებს აძლევენდ ა უხსნიან რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, მწერებს თუ ეხება საქმე პრევენციისთვის ეეტ-ის შემცველ სპრეის ხმარობენ რომ აირიდონ კბენა და ა.შ. თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე? |
|
|
![]()
პოსტი
#189
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Marshana
თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე? ზოგადად ბავშვობიდან ვარ ალერგიული და არა მხოლოდ კოღოზე. ბოლო სტადია მქონდა ენის, ყურის და ტუჩების გასიება. ბავშობაში მიკეთებდნენ ფილარმონიასთან იყო რაღაც პოლიკლინიკა ბეჭზე 3-3 ნემსს და წლები დავიწყებული მქონდა ეგ ამბავი. შემდეგ რომ ისევ დამეწყო ვეღარ მივაკვლიე ჩემს ანკეტას რომ მენახა რა წამალს მიკეთებდნენ. ვიარე ალერგოლოგებთან, ვიკეთე სინჯები და აღმოჩნდა ბევრი საკვებიც, მცენარეც და ძაღლიც ჩემთვის ალერგიული. თუმცა სიამოვნებით ვჭამ ჩაქაფულსაც (ცხვარი აკრძალული მაქვს) გვერდით მყავს შესანიშნავი კურცჰაარი, რომელიც ვითომ არ შეიძლება მაგრამ მწერებზე ისევ ისეთი ალერგიული დავრჩი. ალაზანზე თევზაობის დამეწყო ტუჩების დასიება და ვატყობდი რომ სუნთქვა მიჭირდა. გამახსენდა ალერგოლოგის ნათქვამი ასეთ სიტუაციებში მემკურნალა დექსამეტაზონით. მეც გავიკეთე და კუნთში თავის ალერტეკით და 10-15 წუთში დავსტაბილურდი. როგორც აღნიშნე დამაქვს მაგრამ ეს არაა გამოსავალი. კოღოს, კრაზანას, ფუტკარს კიდევ ვუშველი, მაგრამ აი ავადსახსენებელი კი მაგრად მაშინებს. მაგის გამო კიდევ სეზონს ვერ ჩავაგდებ და დავიწყე იმ გზების ძებნა რითაც შემეძლო რისკების შემცირება. P.s ვეცადე მოკლედ დამეწერა, მაგრამ მაინც გავრცობილი გამოვიდა ;-) ეეტ-ის შემცველ სპრეი |
|
|
![]()
პოსტი
#190
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
გასაგებია, ის რომ თქვენ მიუხედავად ალერგიული ფონისა აგრძელებთ რისკის შემცველი საკვების მიღებას, ძაღლთან ურთიერთობას და ა.შ. ეს განაპირობებს უფრო მაღალ რისკს იმისა რომ გქონდეთ მწვავე ალერგიული რეაქცია. მოდით ასე ვთქვათ ნებისმიერი მედიკამენტით სიარული ეს რისკს არ ამცირებს ეს უბრალოდ გარკვეული დონის მზაბოას გვაძლევს იმ შემთხვევაში თU იქნება ალერგიული რეაქცია, რათა მოვახდინოთ მისი კუპირება. რისკების შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს პრევენციის გზით რაც პირველ რიგში გულისხმოს: 1 - შესაძლო ალერგენებისთვის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების, იქნება ეს საკვები, ბეზვი თუ სხვა) თავის არიდება. არ მივიღოთ საკვები რაც გვაძლევს ან მაღლა წევს ალერგიის რისკს, ვიაროთ ''ანტიმოსკიტო'' სპრეებით, თავი ავარიდოთ ცხოველებთან ურთიერთბას, დავიცვათ კიდურები ანტისნეიკებით და ა.შ. 2 - პრევენციულად ჩავიტაროთ სეზონური მკურნალობა ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის უგულვებელყოფით და მარტო დექსამეტაზონის და/ან ალერტეკის იმედზე ყოფნა არის ცეცხლთან თამაში მეტი არაფერი, ჭეშმარიტი ანაფილკაქსიური რეაქციის განვითარებისას პაციენტის მართვა და გადარჩენა რთულია ჰოსპიტალურ დონეზეც კი პროფესიონალების მეთვალყურეობის დროს. გასაგებია რომ ზოგჯერ რთულია რაღაცეებზე უარის თქმა და თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ სეზონური მკურნალობა რომელიმე ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატით და შემდეგ ანტიმოსკიტო სპრეების გამოყენებით რისკებს შევამცირებთ მაქსიმალურად, ამის შემდეგ დამატებით თუ გექნებათ იგივე დექსამეტაზონი ჯიბეში გამოყენების შემთხვევაში გაზრდის მის ეფექტურობას. სანამ ნებისმიერ მედიკამენტს ჩაიდებთ ჯიბეში (განსაკუთრებით ინექციებს) აუცილებლად უნდა გაიაროთ რჩევები ექიმთან და იცოდეთ ზუსტად რა დროს და რა ტექნიკით გამოიყენოთ ის. მე ვცდილობ ჩემს კომპეტენციებს არ გავცდე და ისეთი რჩევა არ მოგცეთ რამაც შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, ამიტომ ყველთვის საჭიროა კონსულტაცია ალერგოლოგთან კონკრეტული შეკითხვებით, მოგცემთ რჩევას და ამ რჩევას გამოიყენებთ ყოველდღიურობაში. |
|
|
![]()
პოსტი
#191
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კოჭოს ნაკბენებისგან თავდაცვა იგივე სპრეებით არამარტო გვარიდებს შესაძლო ალერგიულ რეაქციებს არამედ გვიცავს ყველა იმ დაავადებებისგან რის გადამტანიც შეიძლება იყოს კოღო, საქართველოში ნაკლებია ამ დაავადებების რისკი თუმცა არა 0%
სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z...ailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის. დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტური და ძლიერი პრეპარატია, ალერტექიც შესანიშავი ახალი თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი თუმცა ზემოთხსენებული ყველა ასპექტის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი რა მედიკამენტი ვატაროთ ჯიბით და რა არა, როდის გავიკეთოთ წამალი და როდის არა. იმედია ჩამოვაყალიბე რის თქმაც მინდოდა, თუ გაქვთ რამე შეკითხვები გთხოვთ არ მოგერიდოთ. |
|
|
![]()
პოსტი
#192
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
პ.ს. ის რომ სუნთქვის გაძნელება გქონდათ მიანიშნებს რომ მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს |
|
|
![]()
პოსტი
#193
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z...ailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის. და ალბად ეფექტურია ხომ ? წინა წელს დაახლოებით 5 სხვადასხვა სპრეი ვიყიდი, მაგრამ შედეგი საერთოდ არ ქონდა... ანტიმოსკიტო ქუდსაც ვხმარობ სპრეისთან ერთად ;-) მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს არც ვტოვებ... ყოველი სეზონის დაწყების წინ გავდივარ კონსულტაციებს ალერგოლოგთან, მაგრამ მათ ვერ ვუხსნი თუ ამ ყველაფრის მერე რატომ მინდა მაინც გასვლა სანადირო სავარგულებში და წყალსატევებზე :-) |
|
|
![]()
პოსტი
#194
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ის სპრეი არის როგორც მივხვდი კანზე მისასხმელი და ხომ არ იცი + ისეთი ეფექტური სპრეი, რომელიც გამოიყენება ტანისამოსზე ?
ეს Deet რას ნიშნავს ? და რატომ უნდა იყოს >50% ? თემას რაც შეეხება სხვა საინტერესო ინფორმაციას ხომ ვერ მოგვაწვდი ? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Computer: Mar 17 2016, 19:44 |
|
|
![]()
პოსტი
#195
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
სპრეი ძირითადად გამოიყენება კანზე მაგრამ ტანსაცმელზეც შეიძლება, ტანსაცმლის შიგნიდან არ აძლევენ რეკომენდაციას რომ იხმარონ უბრალოდ. ასევე სინთეტიკას რომ უწოდებენ ისეთ ტანსაცმელზე დასხმით შეიძლება ქსოვილი ცოტა დააზიანოსო ამბობენ. ზოგადად მაქსიმალური დაცვა არის გრძელ მკლავიანი სამოსი + სპრეი. DEET ქიმიური ნივთიერების შემოკლებული სახელია რაც მაგ სითხის შემადგენლობაშია, რაც მეტი პროცენტია მით უფრო ეფექტურია და ხანგრძლივი მოქმედების, საშუალოდ მათი მოქმედების ხანგრძლივობა გრძელდება 4სთ დან 12 საათამდე, ეს დამოკიდებულია DEET-ს შემცველობაზე, ასევე გარემო პირობებზე და ფიზიკურ აქტივობაზე (მაგ ოფლიანობამ, ან ნესტიანმა ამინდმა შეიძლება ჩამორეცხოს კანიდან და რათქმაუნდა მცირე ხანი ექნება ეფექტი) 50% იმიტომ ვახსენე რომ უფრო ძლიერი კონცენტრაციაა და უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ზოგადად დაბალი პროცენტიანებიც მუშაობს. რომელ თემას გულისხმობთ ალერგიულ რეაქციებს თუ გველის ნაკბენს? ზოგადად ვეცდები ხოლმე სამედიცინი სფეროს შევეხო და დავწერო საჭირო ინფორმაცია, თქვენც თუ შემირჩევთ თქვენთვის საინეტესო თემებს და მეტყვით რა უფო გვაინტერესბს, რათქმაუნდა არ დაგზარდებით. უბრალოდ შეიძლება ხშირ ხშირად ვერ შემოვიდე ხოლმე მაგრამ აუცილებლად მოვამზადებ და მოგაწვდით ინფოს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 16:41 |