IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სპინინგი, ზოგადი საუბრები
გიორგი
პოსტი Jul 8 2009, 21:19
პოსტი #101


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   სპინინგი   Jul 8 2009, 21:19
- - ნოსო   Infest გერევა მეგობარ...   Jul 9 2010, 19:15
- - demi   შენ სპინინგი გინდა...   Jul 9 2010, 19:33
- - Infest   სპინინგით არ გამოვ...   Jul 10 2010, 12:36
- - ნოსო   Infest ეგ არააა სპინინ...   Jul 10 2010, 13:06
- - Infest   აუ ეხა ვნახე რო შემ...   Jul 10 2010, 13:36
- - ნოსო   Infest ხო ახლა უნდა მოგ...   Jul 10 2010, 14:37
- - T A M P L I E R   Infest მოგესალმები ამ...   Jul 11 2010, 20:08
- - amroci   უბრალოდ ნახეთ ამ ს...   Jul 19 2010, 10:10
- - troutbaiter   კარგი ჯოხებია! სა...   Jul 19 2010, 10:25
- - amroci   troutbaiter აბა ასეთი მაი...   Jul 19 2010, 11:12
- - troutbaiter   ამ დღეებში რამდენი...   Jul 19 2010, 14:03
- - amroci   troutbaiter უღრმესი მადლო...   Jul 19 2010, 15:47
- - ბესო   amroci შენ ის თქვი რა მ...   Jul 20 2010, 01:25
- - amroci   ბესო მადლობთ ყურა...   Jul 20 2010, 09:10
- - ბესო   amroci რაღაცას შეგირჩ...   Jul 20 2010, 14:22
- - amroci   ბესო არავითარი და...   Jul 20 2010, 14:30
- - amroci   აი ეს რა ბიჭია ხო ვე...   Jul 21 2010, 09:55
- - amroci   მგონი მივაგენი ჩემ...   Jul 23 2010, 15:31
- - amroci   ეს ჯოხი ხომ არ იყიდ...   Jul 23 2010, 16:05
- - domenti   გამარჯობა! შვედე...   Dec 1 2010, 20:39
- - Geoჟორჟიკა   domenti სიგრძე 8 ფუტი და ...   Dec 1 2010, 21:12
- - domenti   sjösländan XP ასე აწერია ზ...   Dec 1 2010, 21:21
- - Pendragon   6 section - ანუ გამოდის რო...   Dec 2 2010, 10:39
- - nikoloza_migina   მგონი ესეთი უნდა ი...   Dec 2 2010, 12:38
- - ბესო   რაცხა ნამეტანი უხე...   Dec 2 2010, 15:08
- - domenti   კი,ზუსტად ეგეთია ს...   Dec 3 2010, 00:15
- - ბესო   გამოდგომით როგორ ა...   Dec 3 2010, 10:53
- - nikoloza_migina   და რამდენი მეტრია???...   Dec 3 2010, 14:36
- - domenti   2.60 სმ. 700 შვედური კრო...   Dec 3 2010, 19:15
- - ბესო   ციტატა(domenti @ 3rd December 201...   Dec 3 2010, 21:25
- - domenti   ეხლა არ მაქვს საწო...   Dec 4 2010, 00:23
- - ბესო   ციტატა(domenti @ 4th December 201...   Dec 4 2010, 14:40
- - შოთა.03   ციტატა(domenti @ 4th December 201...   Dec 4 2010, 14:43
- - domenti   RE: სპინინგი   Dec 5 2010, 01:34
- - zurikela   თქვენი საუბრებიდა...   Jan 30 2011, 12:16
|- - Infest   ციტატა(zurikela @ Jan 30 2011, 13...   Jan 30 2011, 18:07
- - troutbaiter   zurikela ნუ გავიწყდება ...   Jan 30 2011, 12:54
- - zurikela   ეს ფოტოები ინტერნე...   Jan 30 2011, 12:55
|- - dmoral   ციტატა(zurikela @ Jan 30 2011, 13...   Jan 30 2011, 14:52
- - nikoloza_migina   ზუსტად ეგეთი სპინი...   Jan 30 2011, 19:06
- - ბესო   ციტატა(zurikela @ 30th January 20...   Jan 30 2011, 21:44
- - nikoloza_migina   გამარჯობააააა ერთ...   Jan 31 2011, 18:54
|- - dmoral   ციტატა(nikoloza_migina @ Jan 31 2...   Feb 1 2011, 14:16
- - ბესო   ციტატა(nikoloza_migina @ 31st Jan...   Feb 1 2011, 05:11
- - nikoloza_migina   არა ჩვეულებრივი არ...   Feb 1 2011, 17:03
- - megreli   ულტრა ლაითის აწყობ...   Mar 3 2013, 19:40
- - ალთაზარ   megreli http://fishingclub.ge/index.php   Mar 3 2013, 20:32
- - Fishman   megreli ეგრე ვერ გაიგე...   Mar 3 2013, 23:30
- - jorj   megreli ოოო ეგ ძვირი დაგ...   Mar 4 2013, 07:21
- - ჭალიმგელა   megreli ლილო და ეგეთები...   Mar 4 2013, 08:53
- - Che   ციტატა(Chalimgela @ 4th March 201...   Mar 4 2013, 09:05
- - T A M P L I E R   RE: სპინინგი   Mar 4 2013, 09:09
- - Che   T A M P L I E R ანუ არაფერი ...   Mar 4 2013, 09:21
- - T A M P L I E R   არაფერი არაფერი   Mar 4 2013, 09:25
- - megreli   Fishman jorj ჭალიმგელა ...   Mar 4 2013, 10:57
- - Che   ციტატა(dato1992 @ 4th March 2013 ...   Mar 4 2013, 11:00
- - T A M P L I E R   კი მართალია!მწარ...   Mar 4 2013, 11:01
- - Che   T A M P L I E R ციტატა(nika @ 4t...   Mar 4 2013, 14:36
- - Davitus   ჩინეთში უამრავი სა...   Mar 4 2013, 15:13
- - megreli   მეგობრებო არ მიკთხ...   Mar 4 2013, 20:13
- - Davitus   megreli კონკრეტულად შე...   Mar 4 2013, 20:42
- - megreli   ციტატა(Davitus @ 4th March 2013 ...   Mar 4 2013, 20:44
- - Davitus   megreli მაგ ლოგიკით ნა...   Mar 4 2013, 21:01
- - megreli   Davitus არა მე ჩინურ სპ...   Mar 4 2013, 21:03
- - ნუკრიMax   ციტატა(dato1992 @ 4th March 2013 ...   Mar 4 2013, 22:01
|- - megreli   ციტატა(ნუკრიMax @ Mar 4...   Mar 4 2013, 22:15
- - Fishman   ხომ არ იცით სადაურ...   Apr 19 2013, 00:11
- - LeoTaso   Fishman ციტატა(khmaltevza @ 19th...   Apr 19 2013, 09:42
- - LeoTaso   ამას ნამდვილად არ ...   Dec 21 2013, 11:08
- - jorj   ციტატა(LeoTaso @ 21st December 20...   Dec 21 2013, 15:53
- - D.asanidze   გამარჯობათ მე ვარ ...   Oct 4 2014, 17:09
- - Tarantuli   გამარჯობათ..მაინტე...   Dec 1 2015, 23:15
|- - tozi777   ციტატა(Tarantuli @ Dec 2 2015, 00...   Dec 2 2015, 08:59
|- - smekosmeko   ციტატა(Tarantuli @ Dec 2 2015, 00...   Mar 11 2016, 07:34
- - ჭალიმგელა   Tarantuli შანსი არ არის   Dec 2 2015, 11:47
- - uchinski   გამარჯობა თუ შეიძ...   Mar 29 2016, 15:50
- - grigola   залить картинку ჩემი შ...   Mar 29 2016, 23:43
- - თაზო   grigola შემოქმედება გა...   Mar 30 2016, 11:42
- - ჩელე   uchinski ძალიან კარგია, ...   Mar 30 2016, 12:56
- - jaba_gugesha   გაუმარჯოს სპინინგ...   Mar 30 2016, 22:51
- - jaba_gugesha   აღარ ჩამასწორებინ...   Mar 30 2016, 22:57
- - თაზო   კარგი ჯოხი ჩანს, ტე...   Mar 30 2016, 23:58
- - jaba_gugesha   თაზო დიდი მადლობა ...   Mar 31 2016, 00:24
- - თაზო   მშვენიერი ჯოხია, მ...   Mar 31 2016, 08:56
- - jaba_gugesha   თაზო ეს როგორი ტიპ...   Mar 31 2016, 10:02
- - uchinski   ჩელე დიდი მადლობა ...   Mar 31 2016, 13:03
- - shotaa   uchinski კაია რო ხარ დაი...   Mar 31 2016, 14:20
- - ჩელე   jaba_gugesha მოკლედ ასეთი ...   Mar 31 2016, 15:10
- - jaba_gugesha   ჩელე მადლობა. ვნახ...   Mar 31 2016, 15:23
- - თაზო   ციტატა(jaba_gugesha @ 31st March ...   Mar 31 2016, 16:39
- - shotaa   ეგ ჯოხია მედიუმს დ...   Mar 31 2016, 19:34
- - შოთა.03   ერთი სიტყვით ვეცდე...   Mar 31 2016, 20:53
- - შოთა.03   ჩელე ციტატა(chele @ 30th...   Mar 31 2016, 21:02
- - jaba_gugesha   შოთა.03 დიდი მადლობ...   Mar 31 2016, 23:13
- - შოთა.03   jaba_gugesha ციტატა(jaba_gugesha ...   Apr 1 2016, 09:20
- - jaba_gugesha   შოთა.03 კაი. იმ კვირა...   Apr 1 2016, 12:26
- - shotaa   მეგობრებო იქნებ ვი...   Apr 2 2016, 11:51
- - LeoTaso   shotaa აი მაგის თემა htt...   Apr 9 2016, 10:13
- - ძირულა   სალამი ყველას. ერთ...   Sep 1 2016, 18:58
- - nexus5   ციტატა(გიორგი @ Jul 8...   Dec 12 2017, 18:25
3 გვერდი V  < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2025 - 13:55